თეატრალური ფესტივალი 2009 – პოლონური ქარიშხალი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”)

კორშუნოვასის თუ ნეკროშიუსის სპექტაკლებისგან განსხვავებით, ცოტა ძნელია ერთმნიშვნელოვნად თქვა პოლონელ იანუშ ვიშნიევსკის „ქარიშხალზე“ მოგეწონა თუ არა. ეს სწორედ იმ ტიპის სპექტაკლია რომელსაც სრული უმეტესობა „მოიწონებს“ – აქაოდა ყველაფერი მესმისო. ბურლესკიც და პოლონურიცო. ასეც იყო სპექტაკლის დამთავრების შემდეგ – მხოლოდ რამდენიმე თეატრალურმა ავტორიტეტმა, სწორედ თეატრალურ ენაში გაწაფულმა პერსონამ თქვა რომ ან ვერ გაიგო, ან არ მოიწონა. არადა, მართლაც და როგორ უნდა მოიწონო, ან დაიწუნო, თუ არ გაიგე? და როგორ უნდა გაიგო როცა თავად რეჟისორი დაპირებულ სუბტიტრებზე უარს ამბობს და სანაცვლოდ თეატრი სცენების მოკლე ანოტაციას გთავაზობს? თან მაშინ როცა ტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და თან არც შექსპირს მიჰყვება, რომ ივარაუდო მაინც რამე. შექსპირს მიჰყვება კი არა, სპექტაკლში შექსპირის გარდა გამოყენებულია ელიოტის, ოდენის, იეშმუკის და ფსალმუნთა წიგნის ტექსტები. ეს უფრო ვიშნიევსკის აპოკალიპტური ხილვებია შექსპირის „ქარიშხლის“ მოტივებზე, ვიდრე თვით „ქარიშხალი“, თუნდაც მისი თავისუფალი ინტერპრეტაცია. ეს აპოკალიპტური ხილვები კი მართლაცდა შემაძრწუნებელი და შემზარავია. მსახიობთა მიერ მიგნებული ხასიათები მკვეთრია და სახიერი, ცალკეული სცენები – შტამბეჭდავი, ეს სცენები კი ხშირ შემთხვევაში გადაუბმელის შთაბეჭდილებას ტოვებს, სცენას ატარებს ერთი მსახიობი, გადის, შემოდის მეორე, ის იწყებს.. თითქოს ეს ერთი მთლიანობა კი არა, სწორედ იმ გარდაცვლილი სამყაროს დამსხვრევების მოზაიკაა, რომელსაც სპექტაკლის დასაწყისში კუნძულზე მცხოვრები სულები დასტირიან. გმირები მოსთქვამენ, გოდებენ, მათი შემსრულებელნი ყურადღებას იპყრიბენ შესრულების მაღალი კლასით, ოსტატობით, მაგრამ თანაგანცდა მაინც არ ჩნდება, შესაძლოა იმიტომაც რომ კოკნკრეტულ მომენტში ვერ არკვევ – ვინ რას გოდებს და შესაძლოა იმიტომაც რომ არცაა ეს მათი მიზანი – თანაგანცდა დაბადონ შენში. მათი მიზანია შეგზარონ. მაგრამ ფაქტია, ისინი მაინც მოკლებული არიან იმ სცენიურ გადამდებლობას, რაც გააჩნდათ ლიტველ არტისტებს. მოდიხარ სპექტაკლიდან და ახალი თეატრლური ენის ძიებაში მყოფი პოლონელი რეჟისორის ხილვები ისე ფრიალებს შენს ტვინში, როგორც მის სპექტაკლში მასხარის თავზე შემოდგმულ სარეცხი ტაშტის თავზე გამოკიდული პაწაწუნა თეთრი ნიფხავი. ისე, ეს მიგნება მართლაც შთამბეჭდავია, ისევე როგორც სულები კუს ბაქანივით მუდამ თან რომ დაატარებენ კარს, ისევე როგორც უმაგიდოდ, სუფრად გაშლილი თეთრი ზეწარი…

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: