ილია, აკაკი, ვაჟა – სცენაზე

რეზო შატაკიშვილი

ქართველ ერს და ქართულ თეატრს ერთი მამა ჰყავს – ილია ჭავჭავაძე. გამაოგნებელია ილიას და აკაკის ძალისხმევა ქართული თეატრის აღსადგენად და თუ უფრო ალალად ვიტყვით შესაქმნელად, რადგან გიორგი ერისთავის თეატრმა სულ რამოდენიმე წელი იარსება და მისი დასამარებიდან მთელი მეოთხედი საუკუნე იყო გასული. ილიას ძალისხმევით შეიქმნა მუდმივი დასი, უძღვებოდა დრამატულ საზოგადოებას, პატრონობდა თეატრს, წერდა რეცენზიებს…

აკაკი წერეთელი პეტერბურგიდან დაბრუნებისთანავე სათავეში ჩაუდგა სცენისმოყვარეებს, ილიას მხარდამხარ იბრძოდა ქართული თეატრის აღსადგენად, სხვადასხვა დროს უძღვებოდა დრამატულ საზოგადოებას, წერდა პიესებს, რეჟისორობდა და კიდევ _ ილია და აკაკი თავად გამოდიოდნენ სცენაზე, გამოდიოდნენ და კითხულობდნენ საკუთარ ნაწარმოებებს, სხვა პოეტების ლექსებს. როდესაც ილია და აკაკი სალიტერატურო საღამოებზე გამოდიოდნენ, ქართული თეატრი ჯერაც არ იყო აღდგენილი და ქართველები არც საჯარო კითხვას იყვნენ ჩვეულნი, მაგრამ ილია ამ წამოწყებით საძირკველს უმზადებდა ქართულ თეატრს, თავის მოხდენილი დეკლამაციით კითხვის კულტურას ნერგავდა და ქართული მწერლობის პოპულარიზაციას ეწეოდა. ამ საღამოებიდან მიღებული შემოსვალი კი ქართული სცენის სასარგებლოდ ინახებოდა.

ასეთი სალიტერატურო საღამო პირველად 1875 წელს გაიმართა და აფიშაზე ეწერა: „ერთი კეთილი საქმის შესაწევრად“… ეს ერთი კეთილი საქმე ქართული თეატრის აღდგენა იყო…

ილია

ილიას სცენასთან ურთიერთობა კი გაცილებით ადრე დაიწყო. 1859 წელს ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტმა, 22 წლის ჭაბუკმა ილიამ, თბილისში რამდენიმე თვით ყოფნის დროს, პირველი გიმნაზიის იმ დარბაზში, სადარც თავის დროზე გიორგი ერისთავმა პირველი ქართული წარმოდგენა გამართა, დადგა  ცოცხალი სურათები შექსპირის „მეფე ლირიდან“. ილიას დადგმულ ცოცხალ სურათებში თბილისის წარჩინებულ ოჯახის წევრებს მიუღიათ მონაწილება, მათ შორის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალ-ვაჟს – სოფიოს და დავითს. მეფე ლირი თავად ილია ჭავჭავაძე ყოფილა.

მოგვიანებით, 1873 წელს ილია ბანკის საქმეების მოსაგვარებლად პეტერბურგს გაემგზავრა და დიდხანს მოუწია დარჩენა, გამონახა რა თავისუფალი დრო, შექსპირის „მეფე ლირის“ თარგმნაც დაიწყო და ინგლისური ენის შესწავლაც… სწორედ იმხანად გაუცვნია ინგლისურის საოცხოოდ მცოდნე სტუდენტი ივანე მაჩაბელი და დაახლოვებულან სწორედ „მეფე ლირის“ თარგმნის გამო და ერთობლივი ძალისხმევით უთარგმნიათ კიდეც. ჯერ კიდევ პეტერბურგში ყოფნისას დაუწყია ილიას საკუთარი თარგმანის საჯაროდ კითხვა. გიორგი შერვაშიძის ბინაზე წაკითხვის შემდეგ, ოლღა გურამიშვილს სწერდა: „… კარგა ბლომა ხალხი იყო და ძალიან მოიწონეს. ასე იფიქრე, ქალებმა იტირეს და კაცები სულ აფერუმს იძახოდნენ. მართლა და თარგმანი მშვენიერი რამ გამოვიდა, ასეთი კარგი, რომ წამკითხველი მთარგმნელებს დაგვლოცავენ. ქალაქში რომ ჩამოვალ, გვინდა წარმოვადგინოთ. სცენაზე მშვენიერი რამ იქნება… აი, ღვთის მადლით, როცა მშვიდობით მოვალ, მოვალ და კარდანახში წაგიკითხავთ და თუ არ გატიროთ ცუდი კაცი ვიყო…

ერთ-ერთ მორიგ წერილში კი ოლღა გურამიშვილს სწერდა, რომ მაგას კარგი წაკითხვა უნდა რომ კაცმა მოიწონოს. … აი, როცა მოვალ, მე თვითონ წაგიკითხამთ დამაშინ ნახავთ როგორი თარგმანია“.

ამ სტრიქონებიდანაც კარგად ჩანს რა როლს ანიჭებდა ილია კითხვას… მართლაც, საქათველოში დაბურუნებისთანავე მოაწყო საჯარო კითხვა  თბილისში, ქუთაისშიც. კითხულობდა ხშირად.

ილიას გამორჩეულად ორი ნაკვთის წაკითხვა ჰყვარებია „ლირიდან“ –  შვილებისგან განდევნილი ლირის მონოლოგი („იზუზუნე და იქროლე“) და კორდელიას სიტყვა მამისადმი.

იოსებ გრიშაშვილი წერს რომ გრიგოლ ყიფშიძის თქმით, „მეფე ლირი“ ამავე წლებში სცენაზეც უთარგმნიათ და ილიას შეუსრულებია კენტის როლი. როგორც ჩანს თანამედროვე „რიდინგისი“, ე.წ. „ჩიტკა“ გაუმართავთ და ილიას კენტის როლი წაუკითხავს. ილიას „მეფე ლირის“ დიდ სცენაზე დადგმაც მოუწადინებია, ისე რომ როლები უნდა შეესრულებინათ მხოლოდ მწერლებს: ილია ჭავჭავაძეს, ივანე მაჩაბელს, მამია გურიელს, ნინო ორბელიანს, დიმიტრი ყიფიანს და სხვებს. თავად კენტის როლი აურჩევია კვლავ, ლირის როლის განსახიერება დიმიტრი ყიფიანისთვის შეუთავაზებია, მაგრამ „მეფე ლირის“ წარმოდგენა მწერალთა მონაწილეობით არ შემდგარა.

ილია ჭავჭავაძის, როგორც კითხვის ოსტატის მოღვაწეობა „მეფე ლირით“ არ შემოფარგლულა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ძალიან ბარათაშვილის და გრიგოლ ორბელიანის ლექსების კითხვა და შემდეგ როდესაც სალიტერატურო საღამოების გამართვა დაიწყეს, სცენაზე სწორედ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსებს კითხულობდა, საკუთარ მოთხრობებთან ერთად.

1875 წელს გამართულ პირველ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობა მიუღიათ ილიას, აკაკის, დიმიტრი ყიფიანს, რაფიელ ერისთავს, პ. უმიკაშვილსა და გ. ჩიქოვანს.

„დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი დიდი ოვაციით მიუღია საზოგადოებას, ტაშისცემა რამდენიმე წუთს გაგრძელებულა, წაკითხვით კარგად კი წაუკითხავს, მაგრამ საუბედუროდ, ისეთი დაბალი ხმით, რომ ზოგიერთებს, ვინც სცენაზე მოშორებულნი იყვნენ, არ გაუგონიათ“. რაფიელ ერისთვის კითხვასაც ნაკლი ჰქონია – სუსტი ხმითა და ბორძიკით წაუკითახვს. ნამდვილი დამამშვენებლები და გამაცოცხლებელნი ამ საღამოსი იყვნენ აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე. ჩვენ იშვიათად გაგვიგონია ისეთი ოსტატური და ხელოვნური წაკითხვა…“ – წერდა დროება“.

იოსებ გრიშაშვილი წერს:

მე მინდა ერთ წუთს თავლი დავხუჭო და წარმოვიდგინო თბილისის საზაფხულო თეატრის სცენა 1875 წელს… აი, გამოდის ილია ჭავჭავაძე, ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი“ –  როგორც დაახასიათა გრიგოლ ორბელიანმა. პარტერში ტაშის ტკრციალი გაისმის. მერე სიჩუმე ჩამოვარდება… ილია ერთ წუთს ჩაფიქრდებვა და დაიწყებს გრიგოლ ორბელიანის ლექსის ონიკოვის დარდებისკითხვას.

ეს რა ცეცხლში ჩავარდნილვარ, სადა ვარ?

გული მეწვის სასიკვდილოდ მზადა ვარ,

ძაღლსავითა ვგდივარ იმ ქუჩაში,

ვყარაულობ ერთის ვისმეს კარებსა…

ვინც გაივლის, მკითხავს აქ რას აკეთებ?

 შენ რას ნაღვლობ, მე რას გიშლი, რა გინდა?

მითილი ხარ, თორემ არა მკითხავდი,

მოდი ამ ვირს ეშხზე ელაპარაკე“.

ამ ლექსის ნაწყვეტი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ გვეგრძნო ილია სცენაზე, წარმოგვედგინა მისი სახის მეტყველება, მისი დინჯი ხმა და მარჯვენა ხელის მალიმალ აწევა, რაც ასე უყვარდა თურმე პოეტს… ილიას დამახასიათებელი თვისება ყოფილა სიტყვის კაფიეტად გამოთქმა დასახის ნაკვთთა ათამაშება (მიმიკა). მისი დეკლამაცია იყო ბუნებრივი და შთამბეჭდავი“. 

ილიას ხმა დიდი არ ჰქონდა, არც ძალიან მჟღერავი, მაგრამ მკაფიო, მკვეთრი და ნათელად გასაგონი. არ იცოდა კილოშეკიდებული ლაპარაკი, ხმის აკანკალება. არც ხელების წარამარა სავსავი. მასში იყო არტისტულობა და არა თეატრალობა… ილიას ჰქონდა სიტყვის თავისებური გამოთქმის უნარი და ხმის მოდულაციები ჰქმნიდა მთელ მუსიკას მისი მეტყველებისას“ (ი. ელეფთერიძე).

1876 წლის 29 იანვარს, კავკასიის მუსიკალური საზოგადოების დარბაზში, ილიას „კაცია ადამიანის“ ის ადგილი წაუკითხავს, სადაც ლუარსაბი და დარეჯანი შვილის ყოლაზე ოცნებობენ. როცა მოთხრობის გათავებისას ჩუპრი-პუპარ, პუპრი-ჩუპარდასძახა და ტაშის შემოკვრით გავიდა სცენიდან ყველას აღტაცების ცრემლებით თვალები აგვენამაო –  წერს ეკატერინე გაბაშვილი.

ტრიუმფად ქცეულა ილიას გამოსვლა სცენაზე 1889 წლის 25 მარტს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამრთულ სალიტერატურო საღამოზე. ილიას წაუკითხავს გიორგი სიკვდილის სცენა „ოთარაანთ ქვრივიდან“. იაკობ გოგებაშვილი ი. სვიმონიძის ფსევდონიმით „ივერიაში“ წერდა: „საქმე ილია ჭავჭავაძეზე მიდგა. იგი გამოვიდა დინჯად, გაშალა კათედრაზე რვეული და დაიწყო კითხვა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა რომ დარბაზში ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი. ეს ყურადღება კითხვის გათავებამდე არ შენელებულა… ხმა აქვს მუსიკალური, კილო შესაფერი, ლოგიური ხმის აწევ-დაწევა რიგზე მიჰყავს, გამომეტყველება და მოძრაობა პირსახისა შეესაბამება წაკითხვის შინაარსსა და საზოგადოდ მისი ხმა მკაფიოდ ჰხატავს ყოველ აზრსა და გრძნობას, რომელსაც კი იპყრობს სიტყვები და ფრაზები“…

აკაკი

აკაკი წერეთელიო ხშირად გამოდიოდა კონცერტებსა და საქველმოქმედო საღამოებზე ლექსების კითხვით. ცაცა ამირეჯიბის მოგონებიდან: საღამოებში აკაკის მონაწილეობა ხალხს იზიდავდა და შემოსავალიც დიდი იყო. ეს კარგად იცოდა აკაკიმ და ყოველთვის სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას და, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. უფრო ხშირად კითხულობდა ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოსდა ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა“. ერთხელ აკაკის დაავიწყდა ლექსი, შეჩერდა და სიცილი დაიწყო. მერე რა საკვირველი სიცილი იცოდა!… ამ დროს კოწო ანდრონიკაშვილმა პარტერიდან უკარნახა და აკაკიმაც განაგრძო კითხვა. იმ წუთებში მგოსანი ისეთი სათნო და საყვარელი იყო, რომ ყველას გული დაატყვევა… მისი ახოვანი ტანი, ღვთაებრივი სახე, ხავერდოვანი, ტკბილი ხმა ადამიანებს მისდამი თაყვანისცემით განწყობდა…

რასაკვირველია აკაკისადმი ჩვენი თაყვანისცემა აორკეცებდა შთაბეჭდილებას, მაგრამ ვისაც აკაკისთვის მოუსმენია, მას ცხადია, სამუდამოდ მეხსიერებაში ჩარჩებოდა საყვარელი ხმა და კითხვის თავისებურება. მოხუც აკაკის ჩუმი. ლირიზმით სავსე ხმა ჰქონდა. არავითარი მიმიკა, კითხულობდა ნელა, ხმის აუმაღლებლად, თითქოს ლოცვას წარმოსთქვამდა. აკაკის კითხვა არა მხოლოდ სიამოვნებას გვრიდა მსმენელებს, სულიერ თრთოლვას განაცდევინებდა. ლექსის ზემოქმედების გაძლიერებისთვის და იქნებ კიდევ იმიტომ რომ მისი ბუნება მოითხოვს ამას, ძველად ლექსს მუსიკალური აკომპანიმენტი ახლდა; აკაკის კითხვაში ამ აკომპანიმენტის მაგივრობას სწევდა მისი ხმა და კიდევ უფრო მისი გარეგნობა: თქვენ ხომ ღმერთის შესადარ ადამაინს ხედავდით და უსმენდით იმ წუთში! –  წერდა სერგო კლდიაშვილი.

ვაჟა

ქართულ თეატრს ილიას და აკაკის მსგავსად შემწედ და ქომაგად ვაჟა-ფშაველაც ჰყავდა. ამის დასტურად ისიც კმარა რომ მან ქართულ დრმატურგიას უკვედავი „მოკვეთილი“ შესძინა. მას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია ქართული თეატრის აღდგენაში, ის ამ დროისთვის ჯერაც მხოლოდ თვრამეტიოდე წლის ყმაწვილი იყო, არც შემდეგ ჩასდგომია სათავეში დრამატულ საზოგადოებას, აკაკისგან გასხვავებით არც რეჟისორად მოვლენია ქართულ თეატრს, მაგრამ მისი თანადგომა კარგად ჩანს ერთი ღირშესანიშნავი ფაქტიდან – ის სცენაზე დადგა, როგორც მსახიობი. მისი ეს ნაბიჯი გამოწვეული იყო დახმარების დიდი სურვილით რომ სცენაზე მისი გამოსვლით თეატრს მაყურებელი მიეზიდა და შემოსავალი ჰქონებოდა. სცენაზე ვაჟას გამყავანის იდეა ვასო აბაშიძეს ეკუთვნოდა. დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ვასო აბაშიძე როგორც ჩანს მშვენივრად ფლობდა პიარ-ტექნოლოგიებს მაყურებლის მოსაზიდად. როგორც ქართული სცენის კორიფის, მაკო საფაროვა-აბაშიძისას მოგონებებიდან ირკვევა, მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდა ვაჟა-ფშაველა და ძლიერ ჰყვარებია თეატრზე საუბარი. იმხანად თეატრს მწირი შემოსავალი ჰქონია და ვასო აბაშიძეს დახმარება უთხოვია. ვასომ უთხრა, –  აი, ჩვენ ამ ახლო ხანში უნდა დავდგათ პიესა ხევსურთა ქორწილიდა მოდი ამ პიესაში გაბედე შენ ნეფე ითამაშე, ჩემი ცოლი კიდევ პატარძალს იათმაშებს, შენც ისიამოვნებ და ჩვენც შემოსავალს შეგვმატებო. –  დიდი სიამოვნებითო, უთხრა ვასოს, თუ ამისთანა პატარძალი მეყოლება, იქნებ გავბედო თამაში, მაგრამ სკანდალი არ გამიკეთო, თუ ქორწილის დროს პატარძალს ვაკოცეო… – ვკითხულობთ მაკო საფაროვას მოგონებებში.  ამგვარად შედგარა ეს სპექტაკლი და ვაჟას სცენაზე გამოსვლა. სპექტაკლისას თურმე მაკო საფაროვას ეხუმრებოდა –  ცხოვრებაში ვერ ვეღირსე თქვენისთნა პატარძალს და სცენაზე მაინც გავბედნიერდეო. როგორც მაკო საფაროვას მოგონებიდან ირკვევა, ვაჟა სუსტი მსახიობი გამომდგარა:

ვაჟამ სუსტად შეასრულა ნაკისრი როლი. მეტადრე სუსუტი იყო სიმღერის დროს _ ამ პიესაში სასიმღერო ჰქონდა. ერთი სიტყვიდან მეორემდე ისე აჭიანურებდა, რომ ხალხმა კინაღამ დაიძინა. მერე ვასომ უთხრა ჩუმად: _ ჩქარა, კაცო, ხმა ამოიღე, თორემ ხალხს დაეძინაო. მაგრამ ვერც ამან უშველა. დიდი მგოსანი ძალიან სუსტი მსახიობი აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენ მაინც მიზანს მივაღწიეთ: იმ დღეს ვაჟას წყალობით ძალიან კარგი შემოსავალი გვქონდა… (მაკო საფაროვა-აბაშიძისა).

დაიბეჭდა „ქართულ უნივერსიტეტში“

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Comments

  • omar khakhachvili  On October 27, 2014 at 7:04 pm

    განათლება სხვა არა არის რა, თუ არა ზნეობრივი გაუმჯობესება. სხვა არის ნასწავლობა, რაც შეიძლება ზნეობრივი გაუმჯობესება ანუ განათლება არ იყოს.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: