1 და 2 თებერვალს – „მინის სამხეცე“ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
2012 წლის 1 და 2 თებერვალს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ვთამაშობთ ტენესი უილიამსის „მინის სამხეცეს“. დასაწყისი – 19 საათზე.
ტენესი უილიამსის „მინის სამხეცე“ დავდგი 2011 წელს თეატრალური ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. პრემიერა გაიმართა 6 აპრილს მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინოვში – თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალზე „კლასფესტი“. ამ სპექტაკლით მივიღეთ მონაწილეობა სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზეც ქ. მინსკში. „მინის სამხეცე“ თბილისში ვითამაშეთ მხოლოდ ერთხელ – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე. ამდენად, 1 და 2 თებერვალს დანიშნული სპექტაკლი ჩვენთვის ნამდვილად არაა რიგითი წარმოდგენა. გვწევიეთ.
რეზო შატაკიშვილი
სპექტაკლის შესახებ თამარ ბოკუჩავას რეცენზია იხილეთ აქ

Like this:
Like იტვირთება. . .
Related
or leave a trackback:
Trackback URL.