Category Archives: ისტორია

არავის ისე სასტიკად არ გასწორებიან რუსები, როგორც სოლომონ დოდაშვილს

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ქართულ უნივერსიტეტში”). 

„არა თავისა თვისისისათვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის ვჰმუშაკობ, არამედ სიყვარულისთვის მამულისა, რათა ევროპამან ოდესმე ჰსცნას ივერია საშუალებითა წერილითა სარწმუნოთა“ – წერდა სოლომონ დოდაშვილი. მეცხრამეტე საუკუნის ქართული აზროვნების კოლოსი…

solomon doda

თაობები ვერ ასწრებენ იმდენს, რამდენიც სოლომონ დოდაშვილმა თავის ხანმოკლე სიცოცხლის მანძილძე შესძლო – 1832 წლის შეთქმულების შემდეგ 27 წლის სოლომონ დოდაშვილი მოსწყვიტეს სამშობლოს, სამოღვაწეო ასპარეზს და შორეულ ვიატკაში გადასახლებული, 31 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს…

მღვდლის მრავალშვილიან ოჯხაში შობილმა, წოდებით გლეხმა სოლომონ დოდაშვილმა 17 წლის ასაკში წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სემინარიის დამთავრებამდე კი იგი უკვე მილვლინებული ჰყავდათ სიღნაღის სამრევლო სკოლაში მასწავლებლად. 18 წლისამ თავად ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება და სიდუხჭირის მიუხედავად პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტს მიაშურა – „პეტერბურგში 18 მანეთი ვერცხლით წავედი“. იგი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი…

„ვიკრეფ ცოდნას მამულისათვის“ – წერდა სოლომონ დოდაშვილი…

22 წლისას უკვე დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტი, უკვე დაწერილი ჰქონდა ქართულ და რუსულ ენებზე ფილოსოფიის კურსის პირველი ნაწილი „ლოგიკა“, რუსულად გამოცემულიც და დაბრუნდა კიდეც საქართველოში. დოდაშვილსეულ „ლოგიკას“  დიდი ინტერესით და მოწონებით შეხვდნენ იქ რუსეთშიც და აქ საქართველოში სიამაყით – „ესრა ქართველმან დათხზო ახალჭაბუკმან“…

„ჭეშმარიტი ფილოსფოფია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დაცხრება ვნებანი, და როცა ცრურწმენანი, რომელთაც ასე სამართლიანად უწოდებს ბეკონი ადამიანის გონების კერპებს, შესწყვეტენ მის მართვას“ – წერს დოდაშვილი თავის „ლოგიკაში“.

სამშობლოში დაბრუნებული სოლომონ დოდაშვილი კეთილშობილთა სასწავლებლის მასწავლებლად გვევლინება, ასწავლის ქართულ სიტყვიერებას, რიტორიკას, ლოგიკას და გეოგრაფიას. დაუღალავად იღწვის განათლების გასავრცელებლად.

თავის შემწეს, იონა ხელაშვილს სწერდა: „აჰა, მამაო საყვარელო! რიცხვნი მოქმედებათა ჩემთანი: 1. შევადგინე ქართული ღრამატიკა სასწავლებლისთვის. 2. სრულვყავ რიტორიკა ქართულსავე ენასა ზედა. 3. ვსთარგმნე, რწმუნებისამებრ მთავრობისა, სჯული ვალდებულებანი სასამართლოებისნი. 4. ვსთარგმნე ბრძანებითა მთავრობისათა, ცხენის სრბოლისათვის წიგნი. 5. შევადგინე რეესტრი ქართულის წიგნებისა რიცხვით ექვსასამდე… 6. შევადგინე სხვადასხვანი ზნეობითნი ნაწყვეტობანი… 7. შევადგინე მოკლედ ფილოსოფიისა ძალნი საზღვრეობითა და განყოფილებითა მისთა. 8. ისტორიული აღწერა ვიწყე რომელთამე მწერალთა და რომელიმე ვსრულყავ“…

და ამ ყველაფერს ის იქმოდა 22-23 წლის ასაკში… 23 წლის უკვე „ტიფლისკიე ვედომოსტის“ („თბილისის უწყებანი“) ქართული გამოცემის რედაქტორად დაინიშნა. „თბილისის უწყებანი“ იყო პირველი ქართული გაზეთი, რომლის როლი განუზომელია ქართული ჟურნალისტიკის, საერთოდ ერის ისტორიაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 1832 წელს სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით გამოცემული „სალიტერატურო ნაწილი ტფილისის უწყებათანი“. როგორც ჟურნალის სარედაქციო განცხადება გვამცნობს, ჟურნალი დაარსდა „შესაწევნელად განათლებისა, განვრცელებისთვის, ბუნებითისა ენისა ჩუენისა და მიახლოებისათვის განბრძნობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა“.

დოდაშვილის განცხადებით, ჟურნალის მთავარი მიზანი იყო გაეღვიძებინა ქართველთა შორის „სურვილი და სიყვარული ბუნებითისა ენისა და სიტყვიერებისა“. 1832 წლის შეთქმულების გაცემის შემდეგ დაპატირებული კი დაკითხვაზე აღიარებს რომ ჟურნალის მიზანი ასევე იყო დაენერგა საზოგადოებაში „თავისუფალი აზრები“, დაებეჭდა „თავისუფლებისმოყვარეობით აღბეჭდილი თხზულებანი“.

სწორედ ამ ჟურნალის რამდენიმე ნომერში იბეჭდებოდა დოდაშვილის ნარკვევი „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“, სადაც ის საკადრის პასუხს სცემდა ეროვნულ კულტურას მოწყვეტილ ნიჰილისტებს, რომელთაც არც რამე გაეგებოდათ და არც ჩირად არ უღირდათ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქართული ლიტერატურის სიდიადე.

„ქართულსა ენასა ზედა არიან მრავალნი მეცნიერნი თხზულებანი და თარგმნილნიცა წიგნნი სხვადასხვა ძველთა და უახლესთა ენათაგან“ –  სიამაყით წერდა დოდაშვილი. დოდაშვილს დიდ ისტორიულ უსამართლობად მიაჩნდა, რომ ქართული ლიტერატურა, რომელმაც მსოფლიოს საგანძურს მისცა „ვეფხისტყაოსანი“, ნაკლებად იყო ცნობილი მსოფლიოში და იღწვოდა, რომ ქართულ საზოგადოებაში აღეძრა ქართული კულტურის ევროპაში გატანის სურვილი. მას საწმდა, რომ ქართული კულტურა ღირსეულ ადგილს დაიკავებდა კაცობრიობის კულტურის საგანძურში.

ამავე ნარკვევში სოლომონ დოდაშვილი აყენებდა საკითხს ქართული ენის თვითმყოფადობის შესახებ, ასაბუთებდა რომ „ძირი ენისა ჩვენისა“ საკუთარია. მიაჩნდა რომ ძნელია ზუსტად დადგენა „თუ ოდეს ენა ქართული შეიქმნა ერად ენისა“, მაგრამ „გარნა ჯერ არს ცნობად, რომელ იგი არს ერთი უძველესთაგანი“.

იგი კატეგორიულად ითხოვდა თვალის ჩინივით მოფრთხილებოდნენ ენის სიწმინდეს, არ გადაეპენტათ ბარბარიზმებით, მისი მტკიცებით მდიდარ ქართულ ენას, ძალუძს ამომწურავად გამოხატოს აზრის ყოველი უმცირესი მოძრაობა, გრძნობის ყოველი ნიუანსიც კი.

სალიტერატურო ენის საკითხების შემდეგ, სოლომონ დოდაშვილი მიმოიხილავდა ძველ ქართულ ლიტერატურას და ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავების ხანად თამარის მეფობის დროს მიიჩნევდა: „მეფობა თამარისა იყო ელვარებითი ეპოქა სიტყვიერებისათვის ჩვენისა“.

დოდაშვილის დარკვევი დიდი მოვლენაა ქართული ლიტერატურის ისტორიისა და კრიტიკის განვითარებაში. სწორედ მასთანაა მოცემული ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაციის პირველი ცდა. სწორედ სოლომონ დოდაშვილი დგას ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურული კრიტიკის და ესთეტიკური აზროვნების სათავეებთან.

თავის „რიტორიკაში“ სოლომონ დოდაშვილს განხილული აქვს „აღმკობილი პროზის“ თეაორია, მას დაუწერია პოეზიის თეორიაც. მხატვრული სიტყვა დოდაშვილის გააზრებით, ადამიანის ინტელქტუალური და ფსიქიკური ძალების განვითარების უძლიერესი სტიმულია, უძლიერესი ბერკეტია სულიერი კულტურის წინსვლისთვის. მისი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებას ჭეშმარიტების ძიებასა და ზნეობრივ სრულყოფაში. დოდაშვილის აზრით, მხატვრული სიტყვა თავის უმაღლეს დანიშნულებას აღწევს ფორმის მშვენიერებით. მისი გააზრებით, მშვენიერება ცხოვრებაზე მაღლა კი არ დგას, ცხოვრების შემეცნებას ემსახურება. საგანი „აღმკობილისა პროზისა, არის განსწავლა ჭეშმარიტისა, აღძვრა კეთილისადმი…“ – წერს დოდაშვილი, მისი შეხედულებით, სიტყვიერი ხელოვნების მთავარი საგანი ჭეშმარიტების შემეცნება, სინამდვილის ჭეშმარიტი ასახვაა, რაც მისი აზრით თეორიული მხარეა, პრაქტიკული მხარე კი ადამიანის აღზრდაა მაღალი ეთიკური ნორმების მიხედვით. ორივე ამ მიზნის განსახორცილებლად მწერალი მიმართავს მშვენიერს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს ცხოვრების შემეცნებასა და ზნეობრივ ამაღლებაში. დოდაშვილი მშვენიერს მოიაზრებს როგორც ფენომენს, როგორც ესთეტიკურ კატეგორიას. მისი გააზრებით, მხატვრული ქმნილების გამარჯვება დამოკიდებულია იდეის და ფორმის ჰარმონიულობაზე. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თხზულების არიტექტონიკას, ფორმის სინატიფეს, მხატვრული მეტყველების სიცხადეს, ლაკონურობასა და კეთილხმოვანებას, საერთოდ „ფორმის მშვენიერებას“. დოდაშვილის აზრით, მხატვრული სიტყვის ოსტატს ისევე მართებს სიტყვიერი ხელოვნების არქიტექტონიკის ობიექტური კანონების ცოდნა, როგორც არიქტექტორს – სააღმშენებლო კანონებისა. მწერალმა ისევე უნდა ააგოს თავისი თხზულება „ვითარცა არხიტეხტური მომზადებულთა უკვე ნივთიერებათაგან აღიყვანს მშვენიერსა აღშენებულობასა თავისთა კანონითაებრ“.

დოდაშვილის შეხედულებით, მწერალს მართებს სინამდვილის კანონზომიერებაში გარკვევა, და არა შემთხვევითი, არამედ ტიპიური თვისებების ასახვა, ხელოვნების ობიექტური კანონების დაცვა…

სოლომონ დოდაშვილს ერის პროგრესულობის და კულტურის ერთ მთავარ საზომად ლიტერატურისა და ენის განვითარება მიაჩნდა. „წარმატებანი სწავლათანი ჰმოწმობენ საზოგადოთ აღმატებასა კაცობრივისა გონებისასა, და წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი ჰმოწმობენ აღმატებასა ერისასა“ – წერდა იგი.

სოლომონ დოდაშვილს განზრახული ჰქონდა ფილოსოფიის სრული კურსის დაწერა, სადაც თავისი ადგილი ჰქონდა დათმობილი ესთეტიკას. იონა ხელაშვილს სწერდა: „ფილოსოფოსობა ჩვენი ყოველი საგნისათვის, მდგომარეობს თეაორიასა შინა, პრაქტიკასა და ესთეტიკასა: პირველი არის ცნობა; მეორე ქცევა და მესამე ხელოვნება; კვალად იგივე პირველი ე.ი. თეორია არის სწავლა გონებისა; მეორე – გულისა და მესამე – გრძნობისა, ჩუენ ვუწყით რომელ თეორიასა აქუს ნაწილნი: ლოღიკა, ფსიხოლოღია და მეტაფიზიკა; პრაქტიკასა აქუს: ზნეობითი სწავლა (ითიკა), კანონით სწავლა და სარწმუნოებითი სწავლა; ხოლო ესთეტიკასა შინა იპყრობიან: გემოვნება, მჭევრ მეტქობა და პოეზია“.

ესთეტიკა სოლომონ დოდაშვილის მიხედვით არის სწავლა გრნობის შესახებ – გრძნობათი სინამდვილის ასახვის შესწავლა. მას არ სწამდა რეალური შინაარსისგან დაცლილი განყენებული ცნობიერების არსებობა. იგი ფილოსოფიის შესწავლის საგნად რეალური ადამიანის ცნობიერებსა და შეგრძნებას მიიჩნევს. მისი კონცეფციით, გონება, გული და გრძნობა ჰარმონიულად „მოქმედნი ან თანახმანი“ არიან, ხოლო „სულისა მოქმედებანი იწყებიან ტვინსა შინა“.

სოლომონ დოდაშვილის გაგებით, ადამიანის, როგორც მოაზროვნე სუბიექტის ცნობიერება, გარეგანი გრძნობების საშუალებით, ასახავს, „გარდაიბეჭდავს“ ცხოვრებას თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკურ-ზნეობრივი ურთიერთობით და ეს ყოველივე აისახება ლიტერატურასა და მეცნიერებაში, რომელთაც იგი სულიერი კულტურის სფეროებად მიიჩნევდა….

მართლაცდა ნუ გაოცდები სრულიად ახალგაზრდა, 22-27 წლის  სოლომონ დოდაშვილის ცოდნის დიაპაზონით – ფილოსოფია და ესთეტიკა, ლიტერატურის ისტორია და ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, სტატისტიკა, სოფლის მეურნეობა…

მოდი და ნუ გაოცდები იმით რაც მან მოასწრო პრაქტიკულად ხუთიოდე წელიწადში… მოასწრო კი ბევრი – დვრიტა დაუდო არათუ მხოლოდ ჟურნალისტიკას, ესთეტიკას, ლიტერატურის კრიტიკას – თერგდალეულთა იდეურ მოძრაობას.

ილია ჭავჭავაძე „დროების“ ათი წლისთავზე ბრძანებდა: „… სამართალი ითხოვს, რომ ყველას თავისი მიეზღოს. თუმცა იმ დროშაზედ, რომელიც უფ. ს. მესხმა მოიხსენა, ეხლანდელთა „დროების“ მოღვაწეთა თავისი მიმართულება ზედ წააწერეს, მაგრამ თვით დროშა კი მემკვიდრეობით გვაქვს გადმოცემული განსვენებულის სოლომონ დოდაევისგან, გიორგი ერისთავისგან. საუკუნიდან იყოს ხსენება მათი ჩვენში“.

აღსრულებულია დიდი ილიას წადილი – სოლომონ დოდაშვილის სახელი იხსენეიება და მუდამ მოიხსენიება. აღსრულებულია თვით დოდაშვილის ოცნებაც – ევროპამ „ჰსცნა ივერია“… და დღეს მისი სამშობლო რესპუბლიკაა… იგი ხომ სწორედ რესპუბლიკურ პრინციპებს აღიარებდა დანარჩენ შეთქმულთაგან გასხვავებით, იგი ხომ სწორედ საქართველოს რესპუბლიკის იდეას უჭერდა მხარს შეთქმულებისას და შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას, არავის ისე სასტიკად არ გასწორებიან რუსები, როგორც დოდაშვილს… იცოდნენ ვისაც უჭლექებდნენ შორეულ ვიატკაში ქართველ ერს…

Advertisements

რეზო შატაკიშვილი შალვა ამირეჯიბის ერთადერთ სიყვარულზე

შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი

1918 წელს მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა ვერიკო ანჯაფარიძე. სცენაზე გამოჩნდა თუ არა, მისი  სახელი ყველამ გაიგო. ის მალევე ცოლად გაჰყვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ- დემოკრატს, პოეტსა და პუბლიცისტს – უკომპრომისობით განთქმულ შალვა ამირეჯიბს…
ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერეს, საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაიშალა, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… ცუდად ენიშნათ, ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა, თავად ვერიკომ იცოდა, რატომაც შეუღონდა გული – მას სხვა უყვარდა, უკვე ცოლშვილიანი მიხეილ ჭიაურელი…
ვერიკო აღტაცებული იყო შალვა ამირეჯიბით, გატაცებით უსმენდა, უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ ვერ შეიყვარა… ვერიკო ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, თავისზე 11 წლით უფროსი შალვა ამირეჯიბი რომ გაიცნო. სწორედ შალვა ამირეჯიბის მეშვეობით დაუახლოვდა ვერიკო ცისფერყანწელებს. უყვარდა მიხეილ ჭიაურელი და ცოლად გაჰყვა შალვა ამირეჯიბს, რომელიც უზომოდ ბედნიერი იყო – უყვარდა ვერიკო წრფელი და შმაგი სიყვარულით… ამბობენ, რომ ვერიკოს მამამ გარდაცვალების წინ სთხოვა, შალვა ამირეჯიბს გაჰყოლოდა  ცოლად. ალბათ, ვერიკოც ფიქრობდა, რომ ასე უფრო გაუმკლავდებოდა  აკრძალულ გრძნობას, მაგრამ ამაოდ…
მათ ქალიშვილიც შეეძინათ, მაგრამ მალევე გარდაეცვალათ.
„ამბობენ რომ ჯერ ბავშვი ხარ,
არ შემრჩები დიდხანს ცოლად.
მე არ მინდა დავიჯერო,
ნათქვამია ჭორის ტოლად“, – ვკითხულობთ შალვა ამირეჯიბის მიერ ვერიკოსთვის მიძღვნილ ლექსში.
ის, რისი დაჯერებაც არ სურდა ამირეჯიბს, მალე დასაჯერებელი გახდა – ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
მაგრამ ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსაც არ შეურთავს ცოლი…
„თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა“
და მომიხურეთ გულის კარები,
მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად
მოგართვით ლურჯი მინანქარები“. – წერდა შალვა ამირეჯიბი…
(1920 წელს გამოვიდა მისი ლექსების ერთადერთი კრებული „მინანქრები“)
ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს…

ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე

შალვა ამირეჯიბი სიკვდილამდე ერთგულებდა თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს – არც ემიგრაციაში ყოფნისას შეურთავს ცოლი…
„დღეს მე 56 წლისა ვარ. წონითაც 56 კილო გამოვედი. გუშინწინ ზურაბი იყო ჩემთან და ვუთხარი: ვინ იტყვის, რომ ამ წუთისოფელში არაფერი მიკეთებია, რაც უნდა იყოს, წელიწადში თითო კილო მაინც მიგროვებია-მეთქი…“ – ამ სიტყვებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისწერს თავის დას ემიგრანტი შალვა ამირეჯიბი…
შალვა ამირეჯიბი – მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. კაცი, რომლის ღირსებაც აუწონელია.
იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ამ პარტიის მთავარი კომიტეტის დამფუძნებელიცა და წევრიც. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1924 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე. აჯანყებისა, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია, დამარცხდა და ვერ შვა ახალი დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ შვა ახალი სულიერი საქართველო.
თავად ქართლში დაიბადა 1886 წელს.
„მე დავიბადე სოფელ ხურვალეთში, რომელიც ქალაქ გორზედ ოცი ვერსის მანძილზედა სდევს და რომელიც ტირიფონას გადმოსცქერის…“ – ასე იწყება შალვა ამირეჯიბის მიერ ემიგრაციაში დაწერილი ავტობიოგრაფიული თხზულება…
სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ ევროპაში მიდის და ისმენს ლექციებს ვენის უნივერსიტეტში.
„1909 წელს მე დავბრუნდი საქართველოში ვენიდგან, ჩემი იქ ორი წლის ყოფნის შემდეგ, თან ჩამოვიტანე არა უნივერსიტეტის დიპლომი, არამედ ლექსების კონა, რომელთა დაბეჭდვას არცთუ ისე ვჩქარობდი. ისეთი ბრწყინვალე და ბუმბერაზი ქალაქების შემდეგ, როგორიც იყო პარიზი, ბერლინი, ვენა და თუ გნებავთ, ვარშავაც, თბილისი მინგრეულ-მონგრეულ და ოღრო-ჩოღრო ადგილად მეჩვენა. ვჩქარობდი როგორ მის ნახვას და ჩვენი დედაქალაქის შემხედავი პირველ კვირეებში თავს დარცხვენილადაც კი ვგრძნობდი. მაგრამ ყოველი ქალაქი ქალსა ჰგავს, რომელსაც თავისი საკუთარი თილისმა აქვს. ტფილისის ნამდვილმა და თავისებურმა სილამაზემ თანდათან ისევ მომინადირა და თავის უცვალებელ ეშხში გამხვია“.
შალვა ამირეჯიბისთვის, ილია ჭავჭავაძე იყო ქართული ცნობიერების კოლოსი, როგორც ნებისმიერი ჭეშმარიტი ქართველისთვის, ილიას შემდეგ დაბადებულისთვის…
„თუ ისტორიულ ანალოგიებს მივმართავთ, შეგვიძლიან ილია ჭავჭავაძის როლი – ყოფილი ქართული სამეფოებისა და სამთავროების ერთ ქართველ ერად გარდაქმნის, ერთი ქართული საზოგადო აზრის შექმნისა და ერთი ქართული ეროვნული იდეალის დასახვისა – შევადაროთ ბისმარკის მნიშვნელობას გერმანიის გაერთიანების საქმეში. მაგრამ ბისმარკმა გააერთიანა დანაწილებული ცალკე სამფლობელოებად, მაგრამ თავისუფალი გერმანელი ერი. ილია ჭავჭავაძემ დამონებული ქართველი ერი გააერთიანა…
თუ გრიგოლ ორბელიანმა „სადღეგრძელოში“ წარსულის დიდებული სურათი მოგვცა, თუ ბარათაშვილმა ქართული სისხლის ფილოსოფია გადაგვიშალა, ილია ჭავჭავაძემ თავისი დროის საქართველოს შეახო ხელი, ქართულ ჭრილობას პირი მოუხსნა და იქიდგან სისხლი ადინა.
…ილია არ იყო არც პროპაგანდისტი, არც აგიტატორი, არც პარტიის კაცი და მით უმეტეს, პარტიის ლიდერი. ის იყო ქართული სულის ფილოსოფოსი, ჭეშმარიტი მანმათავისუფლებელი ქართული აზროვნებისა და ქართული პიროვნების, ეროვნული და ადამიანური მონობისგან.
…ილია თავით ფერხამდის ქართული სისხლის, ქართული გენის, ქართული ისტორიისა და ქართული იდეალის ქადაგებაა. მის შემდეგ ქართულ აზროვნებას ახალი არაფერი შემატებია და როგორც შეშვენის ჭეშმარიტ გენიოსს, ილიამ დიდი ხნით განსაზღვრა, როგორც ქართული ეროვნული იდეოლოგია, ისე კალაპოტი, რომლითაც ქართული ცხოვრება უნდა წავიდეს“. – წერდა შალვა ამირეჯიბი…
ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობა ევროპიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ ვენაში ყოფნისას გამოაქვეყნა ორი ლექსი ვალერიან გუნიას ჟურნალში. მწერლების წრეში ბავშვობიდან ტრიალებდა – ოჯახის ახლობელი იყო მარიამ დემურია, რომელთანაც თავს იყრიდნენ გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები – აკაკი წერეთლის ჩათვლით.
1918 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში – მისი სამშობლო თავისუფალი გახდა.
„26 მაისის დილას, 1918 წელს, მეც ისე ვღელავდი, როგორც, ალბად, ბევრი სხვა ქართველიც და ადრე ავდექი, ხუმრობა საქმე არ იყო. ასჩვიდმეტი წლის მონობის შემდეგ, საქართველო თავის დამოუკიდებლობას აცხადებდა. ახლა ადვილია ამაზედ ლაპარაკი, მაგრამ ამ დილის ელდა, ასჩვიდმეტი წლის ოცნებით ნაზარდი, დღესაც გულში მიდევს. რამდენი ჩავიდა საფლავში თაობა, რომ ეს ოცნება თან ჩაიტანა?!“ – წერდა უკვე ემიგრაციაში ყოფნისას შალვა ამირეჯიბი და დეტალურად იხსენებდა იმ დღეს…
„აღარ მახსოვს, რომელი საათი იყო, როცა სეიმში შევედი და დიდი ამბების მოლოდინში, ჟურნალისტების ლოჟაში მოვთავსდი. ქართული პარლამენტის წევრობის ბილეთი უკვე ჯიბეში მედო. ამ დღეს, როგორც შემდეგ პარლამენტის პირველ სხდომაზედ, ჟორდანიამაც აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე, როგორ მოკვდა ერთსა და იმავე დარბაზში ერთი სახელმწიფო და დაიბადა – მეორე. პირველი ამიერკავკასიის რესპუბლიკა იყო, მეორე – საქართველო! სეიმის უკანასკნელი კრება დაღვრემილი, უხალისო და უფერული იყო. პირველად ვნახე ჩემს სიცოცხლეში სახელმწიფოს „სიკვდილი“. და ისიც ასე დრამატიზმს მოკლებული. სახელმწიფონი კვდებიან ომში, ან რევოლუციაში. ჩვენი ამიერკავკასიის რესპუბლიკა ტრიბუნაზედ მოკვდა…“.
საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჰყავდა ეროვნული მთავრობა, მაგრამ ამ მთავრობას ეცხო კი რაიმე ქართული?
შალვა ამირეჯიბის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თბილისში ერეკლე მეფის სახელობის ერთ პატარა სკოლას ერეკლეს სახელი მოხსნეს და ვიღაც რუსის სახელი მიაწებეს.
„ვინ იყო ეს რუსი, აღარ მახსოვს და არც საყურადღებოა. როცა ქვას გესვრიან, სულ ერთია, მარმარილოა თუ რიყის ქვა. ქართულმა „დემოკრატიამ“ ამ დღეს მაღლა შეაფურთხა და მერე სახე შეუშვირა. ეს სეირი მთელმა საქართველომ ნახა! ახლა როცა ამ დემოკრატიის „უწარჩინებულესი“ ნაწილი, ერისა და ქვეყნის სასახელოდ, პარიზის ტროტუარებს სტკეპნის და თავის ბედნიერი თავლით ხედავს, რომ დემოკრატიის ქალაქში ცოცხალი პრეზიდენტის გვერდით, გაქვავებულ მეფეთა ძეგლებიც ბევრია, იქნებ ვინმე დაგვეთანხმოს, რომ საფრანგეთის დემოკრატია არცთუ ისე ჩამორჩენილი ყოფილა…“ – წერდა შალვა ამირეჯიბი უკვე ემიგრაციაში ყიფნისას და გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ „ეროვნული გრძნობის ასეთი შელახვა და ეროვნული წესრიგის ასეთი დარღვევა დამოუკიდებელ საქართველოში ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა. განა ვისთვის იყო საჭირო, რომ ტფილისის ერთ უმთავრეს ქუჩას „პლეხანოვის პროსპექტი“ დაარქვეს? მხოლოდ რამდენიმე თუთიყუშისთვის, რომელიც პლეხანოვს საქართველოში ჰყავდა.
განა დღეს ბევრს ახსოვს, რომ „ქართული“ მიწის კანონი რუსმა ნერუჩევმა დაწერა?! ამ კანონს მერე ცოტა ფერი უცვალეს, ხომერიკის თხზულებად მონათლეს და ცხოვრებაშიც შემოიღეს. საქართველოს მინდვრებში სტეპკა რაზინის, პუგაჩოვის და ლენინის სული დასთესეს…“
საქართველო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ქვეყანაში ქართველთათვის გაუგონარი ტერორი დაიწყო – მენშევიკური აგიტაციით დამუხტულები ხოცავდნენ თავადაზნაურობას. ხოცავდნენ კაცებს, ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, ქარელში დედაწულიანად ამოწყვიტეს ციციშვილების ოჯახი. გვამებით სავსე სახლში ძაღლები შერეკეს და კარი გამოუკეტეს – ასე გაატარეს ძაღლებმა მკვდრებს შორის რამდენიმე დღე, მაგრამ თავის პატრონების ხორცს პირი არ დააკარეს. შალვა ამირეჯიბმა წერილი გამოაქვეყნა „საქართველოში“ – თუ ადამიანები არ გეცოდებათ, ძაღლები მაინც შეიცოდეთო.
კითხულობ დღეს შალვა ამირეჯიბის მიერ ძარღვიანი ქართულით ნაწერ პუბლიცისტურ წერილებს, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და არ დაკარგავს კიდევ დიდხანს.
მეტად აქტუალურია მისი წერილი ცხინვალთან დაკავშირებით.
„ცხინვალი, შესაძლებელია, საქართველოს საბედისწერო ფრონტად იქცეს. იქ სწარმოებს ნამდვილი ომი, ყველანაირი ჯურის იარაღის საშუალებით… ეს ომი ადვილად არ გათავდება…
პოლიტიკა წაგლეჯისა, აი, რა არის დღევანდელი ლოზუნგი და ოსებმაც აშკარად განაცხადეს: ცხინვალი ჩვენია, საქართველოს მაღლობი ოსეთია! …ისეთი პატარა და უკულტურო ერისთვის, როგორიც არის ოსობა, არაფერია იმაზე ადვილი, რომ განუხორციელებელ ოცნებებით იკვებებოდეს. და მათ პატრიოტულ თავში საქართველოს გულში დამოუკიდებელ ან ავტონომიური ოსეთის შექმნის იდეია აღმოცენდა, არის ეს პოლიტიკური იდეია ან ნაციონალური მისწრაფება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა. თვით ჩვენ დროშიც, რევოლიუციისა და ერთა თვითგამორკვევის ხანაში, ეს იდეია ავაზაკურ იდეიად დარჩება. ჩვენ არ ვიცით საქართველო უფრო ქართული, ვიდრე ის ადგილი საქართველოსი, სადაც ამჟამად ოსები ცხოვრობენ. ეს არის ზურგი საქართველოსი, მისი ხერხემალი.
…ჩვენ გვსმენია მრავალი პოლიტიკური ფანტაზია, მაგრამ ოსეთის სახელმწიფო საქართველოში – არა. …ცხინვალის ამბები საშიში მოჩვენებაა საქართველოს მომავლისთვის და საჭიროა არა მარტო მისი სახელმწიფო ლიკვიდაცია, არამედ სიმკაცრეც, რომ ის არ განმეორდეს“, – ამ სიტყვებს შალვა ამირეჯიბი 1918 წელს წერდა.
შალვა ამირეჯიბმა ამ ქვეყნად 57 წელი იცოცხლა, აქედან 20 წელი – სამშობლოდან გადახვეწილმა, შორს ემიგრაციაში გაატარა. სამშობლო 1924 წელს, აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ დატოვა.
გულს კლავს მისი მოგონება:
„ხოფაში გემზედ აგვიყვანეს, მაგრამ ჩვენამდე ოთხასი ხარი და ძროხა ჩასხეს შიგ. ამრიგად, ოთხასი სული საქონელი და ცხრა ემიგრანტი!
ვიღა ვართ ჩვენ – აჯანყების გმირები თუ ამ ოთხასი ხარის ფილოსოფიური დამატება, რათა ჩვენ თავად და ამ ოთხასი ხარის მაგივრად მხოლოდ ამქვეყნიური ამაოების შესახებ ვიფიქროთ?!.“

შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

რეზო შატაკიშვილი ქართველების მეგობარ ავსტრიელ ნობელიანტ ბარონესაზე

ბერტა ფონ ზუტნერი

ბერტა ფონ ზუტნერი

ქართველ პრინცზე უიმედოდ შეყვარებული ავსტრიელი ასულის სევდიანი მოგონებები

ბარონესა ბერტა ფონ ზუტნერი. მწერალი. პაციფისტი. ნობელიანტი მშვიდობის დარგში. ვინ იყო ეს ავსტრიელი არისტოკრატი ქალი? ქალი, რომლის ირგვლივაც იკინძება მე-19 საუკუნის ელიტური ამბები?

ბერტასა და მის ქმარს – ბარონ არტურ გუნდაკკარ ფონ ზუტნერს 9 წელიწადი უცხოვრიათ საქართველოში…

რანაირად მოხვდნენ ბერტა და მისი მეუღლე საქართველოში?

ან რანაირად აღმოჩნდნენ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართულ მაღალ საზოგადოებაში უცხოელი ცოლ-ქმარი? მათ ხომ სწორედ აქ, საქართველოში, მოჰკიდეს ხელი მწერლობას. მეტიც, როდესაც ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული ცნობილი გამოცემა მზადდებოდა, დაიბადა აზრი – პოემა რომელიმე უცხო ენაზეც ეთარგმნათ. სწორედ ბერტამ და არტურმა, სამეგრელოს მივარდნილ სოფელში, იონა მეუნარგიას მამის დახმარებით თარგმნეს ვეფხისტყაოსანი ფრანგულად, შემდეგ რომ გერმანულადაც თარგმნილიყო. ზუტნერების თარგმანი დაუბეჭდავი დარჩა, ბერტა და მისი ქმარი საქართველოდან წავიდნენ და აღარც გერმანულად უთარგმნიათ…

სამაგიეროდ, 66 წლის ბერტა 1909 წელს გამოსცემს მოგონებების წიგნს და ქართულ არისტოკრატიაზე დაწერს:

„ორბელიანების, წერეთლების, გრუზინსკების, დადიანების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეების გვარები ისევე ამაყად ჟღერენ იქ, საქართველოში, როგორც მონმორასების, მანჩესტერების, ბორგეზების, ლიხტენშტეინებისა და სხვათა გვარები ჩვენში“.

მაინც ვის შეხვდა ასეთს? ყველაფერი გასაგები გახდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ – ჯერ კიდევ გასათხოვარმა, სრულიად ახალგაზრდა ბერტამ 1864 წელს ჰამბურგში, გერმანიის სამკურნალო წყლებზე ჰერ ფონ კენიგსვარტერის მეშვეობით გაიცნო უკანასკნელი ქართველი დედოფალი – ეკატერინე ჭავჭავაძე… ეკატერინე ჭავჭავაძე ბერტასთვის პირველი ქართველი იყო, ვისაც შეხვდა.

შემდეგ კი დედოფალ ეკატერინეს გარემოცვაში, მისი ორი ვაჟისა და ქალიშვილის, სალომეს გარდა, ის ხანდახან ხედავდა კიდევ ორ ქართველ ბანოვანს. ერთ-ერთი კი ეკატერინე ჭავჭავაძეზე არანაკლებ სახელგანთქმული ქალბატონი, როგორც გრიგოლ ორბელიანი უწოდებდა, აღმოსავლეთის თვალი – მანანა ორბელიანი იყო, მეორე ბანოვანი კი მანანას ქალიშვილი – ტასო. ასეთი სტარტის შემდეგ გასაგებია, რატომაც ეტრფოდა ასე ქართველებს ავსტრიელი არისტოკრატი ბერტა გაცნობის დღიდან სიკვდილამდე. ზოგადი ტრფობაც რომ გვერდზე გადავდოთ, ბერტას ბიოგრაფიიდან ვერავინ ამოშლის იმ სიყვარულს, რაც მას ქართველ პრინცთან აკავშირებდა. ამაზე ქვემოთ…

როგორც ბერტა თავის მემუარებში იხსენებს, მანანა ორბელიანი და ტასო ყოველთვის ლამაზ ქართულ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები. დედოფალი ეკატერინე კი ატარებდა „vorty“-ს ტუალეტებს და ატარებდა მათ „როგორც მართლა დიდი ქალბატონი, სრული შიკით და ელეგანსით“. ბერტას გადმოცემით, დედოფალი ეკატერინე იყო დიდად ელეგანტური ბანოვანი. „დაახლოებით 36-37 წლისა, ჯერ კიდევ წარმოსადეგად მშვენიერი, რომელიც ახალგაზრდობაში თვალისმომჭრელი სილამაზისა უნდა ყოფილიყო. ჭეშმარიტად ქართული ტიპის. ფრანგულად ლაპარაკობდა ისე, რომ ენაზე ჭავლი არ მოედებოდა, მაგრამ რუსულს – აქცენტით. თავის შვილებთან ის საუბრობდა უმთავრესად ქართულ ენაზედ“.

ბერტა დეტალურად აღწერს დედოფლის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტს და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სურნელსაც კი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის საბრძანებელში სუფევდა – რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან. „მრავალი წლის მანძილზე მინახავს დედოფალი ეკატერინე სხვადასხვა ადგილას და სადაც კი ის დაიდებდა ბინას, უმალ ეს სურნელება დგებოდა. ნივთები ყველგან ასე სუნთქავდნენ“.

საცხოვრებლის შეცვლა ეკატერინე ჭავჭავაძეს ხშირად უწევდა. ზუგდიდის გარდა, ის ხან ევროპაში ცხოვრობდა, ხან – პეტერბურგში, ხან – პარიზში, ზაფხულობით ჰამბურგის სამკურნალო წყლებზე ისვენებდა. ბერტას გადმოცემით, ეკატერინე ჭავჭავაძე ყოველ დილით 7 საათზე უკვე წყაროებზე იყო. „შემდეგ ხშირად დაუვლიდა ხოლმე სათამაშო ოთახებს, მაგრამ არ თამაშობდა“.

ბერტა თავის მემუარებში ერთ ასეთ სუპერარისტოკრატიულ ვოიაჟსაც აღწერს კაზინოში. „ერთ ნაშუადღევს, კონცერტის დროს, ჩვენ ყველანი ვისხედით დედოფლისთვის ჩვეულ ადგილას. იმ დღეს ხმა დაირხა, იმპერატორი ალექსანდრე მეორე ჰამბურგში ჩამოვიდაო. მართლაც უცებ დიდი მისვლა-მოსვლა შეიქმნა და ყოველი მხრიდან გაისმა ხმა – „იმპერატორი, იმპერატორი“. მალე ალექსანდრე მეორის მაღალი, ახოვანი ტანიც გამოჩნდა. დედოფალს რომ თვალი მოჰკრა, გამოემართა, დედოფალი წამოდგა, რომ რამდენიმე ნაბიჯით წინ წამდგარიყო, იმპერატორმა მას ხელი მიაშურა და ემთხვია. დანარჩენები საპატიო მანძილზე ვიყავით გაჩერებული. მაგრამ მცირე ლაპარაკის შემდეგ, მე გავიგონე, როგორ უთხრა ცოტა უფრო ხმამაღლა დედოფალს იმპერატორმა: „ხომ არ ისურვებდით, ცალი თვალით ზალებში შევიხედოთო“. მკლავი გაუყარა დედოფალს. ჩვენ უკან გავყევით. ალექსანდრე მეორემ „რულეტკის“ სათამაშო მაგიდასთან, დედოფალს რამდენიმე ოქრო სთხოვა, ან ფული არ ჰქონდა თან, ან სწამდა, რომ ნასესხები იღბალს მოუტანდა. წითელზე დასვა, პირველი მოიგო, კიდევ ერთი-ორჯერ დასვა, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, ნეკი მოეკაკვა…“

შტრიხები ბერტას უიღბლო არისტოკრატიული ბიოგრაფიიდან

ბერტას ქალიშვილობის გვარი კინსკი იყო, კინსკები გაავსტრიელებული ჩეხები იყვნენ. ბერტას მამა, ფელდმარშალი და საიმპერატორო კარის ნამდვილი კამერერი ფრანც კინსკი ბერტას დაბადებამდე გარდაიცვალა. ბერტას დედა ფონ კერნერი კეთილშობილთა ფენას მიეკუთვნებოდა. ბებია ხომ, საერთოდ, პრინც ლიხტენშტეინის ასული იყო. მოკლედ, ბერტა უმაღლესი ჯიშისა და მოდგმის გახლდათ. მიუხედავად ამისა, მათი ოჯახი მაინც არ შედიოდა იმ საზოგადოებაში, რომელიც ავსტრიაში ნამდვილ საზოგადოებად იწოდებოდა. ბერტას დედა მომღერლობაზე ოცნებობდა, გარემოცვაც და ბევრი სხვა გულშემატკივარიც არწმუნებდა, რომ მას ლეგენდარული მალიბრანის ხმა ჰქონდა. ბერტაც ოცნებობდა მომღერლობაზე, მის დროს მალიბრანი აღარ ახსოვდათ, მაგრამ მას სხვა რამეს უჩიჩინებდნენ – ადელინა პატის ხმაზე უკეთესი ხმა გაქვსო. დედა-შვილს ხმებიცა და ოცნებებიც ფუჭად დარჩათ. ბერტას დედა ამ ოცნებას კი როგორღაც შეელია, მაგრამ ვერაფრით შეელია გამდიდრების დაუოკებელ სურვილს. საამისო საშუალებასაც მიაგნო – ხშირად სტუმრობდა იმ დროს განთქმულ კურორტებს და კაზინოებში თამაშობდა მილიონის მოგების იმედით. მილიონი არ მოუგია, ერთობოდა…

ბერტას მაინც არ ჰქონია ცუდი ბავშვობა, გამოუჩნდა მამობილი, მამამისის უშვილძირო მეგობარი, რომელმაც მთელი ენერგია ბერტას შეალია. ბერტას მამობილი იყო ნამდვილი გრანდსენიორი, კაიზერ ფრანც-იოსების ფელდცო გმეისტერი და „არსიენერებისგარდის“ კაპიტანი. რაც ერთ-ერთ პირველ ხარისხად ითვლებოდა ჰაბსბურგების კარზე. ბერტას ახალგაზრდა კაიზერი მხოლოდ სურათზე ჰყავდა ნანახი. სამაგიეროდ, მამობილი, ხშირად სწორედ მეფის სუფრიდან მიდიოდა პირდაპირ ბერტასთან. გოგონასთვის ეს საკმარისი იყო, რომ კაიზერის ცოლობაზე ეოცნება, მას დედოფლობა სურდა. მაგრამ ამ იმპერატორმა ბერტას ცხოვრებაში იმედგაცრუებების დიდი სეზონი გახსნა – როცა ბერტა ჯერ კიდევ 11 წლის იყო, იმპერატორმა თავისივე ნათესავი, ელისაბედ ბავარიელი შეირთო ცოლად. მას შემდეგ ბერტა უკვე სხვა პრინცებზე ოცნებობდა, მაშინაც კი, როცა 21-22 წლის იყო.

ვიდრე ბერტას პრინცების სიას გადავურბენთ, ერთი პარადოქსის თაობაზე: ბერტა 1914 წელს გარდაიცვალა, როგორც ცნობილი პაციფისტი ქალი, სწორედ 1014 წელს კი იმ კაიზერმა, რომელსაც ოდესღაც ბერტა „ესტროჩკებოდა“, მსოფლიო ომი დაიწყო… დაიწყებოდა კი ეს ომი, მას რომ თავის დროზე პაციფისტი ბერტა შეერთო? ან იქნებოდა კი ბერტა პაციფისტი, კაიზერის ცოლი რომ გამხდარიყო?

არავინ იცის. თუმცა ფაქტია ერთი რამ, ბერტას მიერ 1909 წელს გამოცემული მემუარები ნამდვილად არ დაემსგავსებოდა ფუფალას მემუარებს.

როგორც შალვა ამირეჯიბი წერს, ბერტას მემუარების გამოსვლის შემდეგ, ვენაში ოხუნჯობდნენ, ყველა პრინცს, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრია, თავის საქმროდ გვაცნობსო. თვითონ შალვა ამირეჯიბი სულაც არ ფიქრობდა ასე. თუ შალვა ამირეჯიბს ვერწმუნებით, ბერტას მემუარებში მართლა კონა ათ შაურად ყოფილან პრინცები, მაგრამ ბერტა სულაც არ ბერავდა ხელოვნურად მათ რიცხვს, პირიქით, ამცირებდა კიდეც. ამირეჯიბს არგუმენტიც კი აქვს ბერტას გასამართლებლად.

„ბერტას საქმროდ არ ჰყავს მონათლული უგანათლებულესი ნიკო მინგრელსკი, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ საქორწილო გეგმებში გართულ და პატივმოყვარე ბერტასთვის არაფერი ყოფილიყო სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟი, 17-18 წლის ნიკო. ისინი თითქმის ტოლები იყვნენ. მაგრამ ბერტას ტაქტიც სწორედ აქ ჩანს, ის იყო დედოფალ ეკატერინესა და მისი შვილების ისეთი საყვარელი და ახლობელი ადამიანი, რომ კარგად ზრდილი და გულმართალი ბერტა ასეთ ტრაბახს არ მოჰყვებოდა. არა ტრაბახობს ბერტა არც სხვათა შემთხვევაში“, – ასკვნის შალვა ამირეჯიბი.

მაშ ასე, ბერტას პრინცების სია:

ბერტას პირველი საქმრო პრინცი ფილიპე ვიტგენშტეინი გახლდათ, მაგრამ მას უარი უთხრეს, მაშინ ბერტა მხოლოდ 13 წლის იყო. მოგვიანებით, რომში ყოფნისას ბერტას ხელი სთხოვა ერთმა მოხუცმა ნეაპოლელმა პრინჩიპემ. ამჯერად უკვე თავად ბერტამ თქვა უარი, მას თვალი ბებრუხანა საქმროს 25 წლის შავთვალა ბიჭისკენ გაურბოდა, რომელიც დუკის ტიტულს ატარებდა.

„ეჰ, ვინ იცის, იქნებ მას გავყოლოდი ცოლად, მაგრამ იცოდა რა მამამისსა და ჩემს შორის მომხდარი ამბავი, თვითონ დუკას ეჭირა თავი შორსო“, – სინანულით გაიხსენებს მოხუცი ბერტა.

1864 წელს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან ბერტამ გაიცნო პრინცი ერეკლე – ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, ერეკლე მეორის შვილიშვილი. ბერტას გადმოცემით, ერეკლე იყო დაახლოებით 40 წლის, საშუალო სიმაღლის, ელეგანტური, შავგვრემანი, მწყობრი, ნაღვლიანი სახით. წვრილი, გრძელი შავი ულვაშებით. ბერტა არ მალავს, რომ ქართველი პრინცი მოეწონა. იმასაც ამტკიცებს, პრინცსაც მოვეწონეო. ბერტას 2 წელი აბოდებდა ქართველ პრინცზე და ოცნებობდა, რომ ერეკლე მას შეირთავდა, მაჭანკალიც ხომ თავად ეკატერინე ჭავჭავაძე იყო, მაგრამ ვერ ივარგა მაჭანკლად წინანდლის ვარდმა. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველმა პრინცმა ეკატერინე ჭავჭავაძის ძმისშვილი შეირთო ცოლად… საერთოდ, დედოფალ ეკატერინეს ბერტას ბედი ადარდებდა – არისტოკრატი გოგონას ბედი, რომელსაც მზითვი არ ჰქონდა. ნაწილობრივ იზრუნა კიდეც ამ მიმართულებით. „დედოფალი მიამბობდა თავის რომანტიკულ თავგადასავლებს და მეც მარიგებდა: „ბერტა, იშოვეთ ერთი კარგი საქმრო და გაბედნიერდით“. ერთ დღეს მითხრა, გამომყევით აქ, მე მინდა გაჩვენოთ, რა პირის სანახავს გიმზადებთ. წამიყვანა თავის ოთახში. პირისფარეშს განძეულობის ყუთი მოატანინა, მაჩვენა თავისი ნივთები, ბრილიანტების, თვალპატიოსანთა და თვალმარგალიტთა მთელი ასხმები. „ხედავთ ამას? ეს არის საქორწინო საჩუქარი, რომელსაც გიმზადებთ, მაგრამ უპირველესად საჭიროა იყოს საქმრო“.

ყველაზე პიკანტური აბზაცი: ბერტას მემუარებში საუბარია იმ თემაზე, რამაც ძალიან შეაშფოთა იმდროინდელი საქართველო. მაშინდელ თბილისს ელვის სისწრაფით მოედო ჭორი – ეკატერინე, დადიანის ქვრივი, ბარათაშვილის ჰაეროვანი სატრფო, ესპანეთის მდიდარსა და დიდგვაროვან ელჩს გაჰყვა ცოლადო. იყო ერთი მიეთ-მოეთი, ყველას უკვირდა. გრიგოლ ორბელიანსაც კი – „ეკატერინესგან მიკვირსო“. მალევე ყველამ ჭორებს მიათვალა ეს ამბავი, არადა, როგორც ბერტა თავის მემუარებში წერს, ეკატერინესთვის ბიარიცში მართლაც შეუთავაზებია ცოლობა ესპანეთის უშეძლებულეს დიდკაცს დიუკ დ’ოსსუნას. როგორც ბერტა იგონებს, ეკატერინემ ვერ გაბედა „ჰო“ ეთქვა… „ის უფრო თავისი შვილების მომავლისთვის ცოცხლობდა და გული საქართველოსკენ მოუწევდა“.

დავუბრუნდეთ ბერტას გათხოვების ეპოპეას… ბერტაზე ნამდვილად იყო დანიშნული პრინცი ადოლფ საინვიტგენშტეინი-ჰოჰენშტეინი. მათ დუეტი იმღერეს და ერთმანეთი შეუყვარდათ. პრინცი ამერიკაში წავიდა, უკან დაბრუნებულს ბერტაზე ჯვარი უნდა დაეწერა, მაგრამ გემზე ავად გახდა, მოკვდა და ზღვას მიაბარეს მისი გვამი. ბერტამ კი ეს ამბავი გაზეთში წაიკითხა… ბერტა პრინცებს მოეშვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გათხოვილიყო? საქმროების მიმართ წაყენებული მოთხოვნები შეარბილა – პრინცობას აღარ ითხოვდა, ამჯერად აქცენტს მხოლოდ სიმდიდრეზეღა აკეთებდა. თითქოს გამოინახა კიდეც ვენაში ასეთი ფულიანი, მაგრამ არაარისტოკრატული წარმოშობის სასიძო. გადამწყვეტ მომენტში ბერტამ საქმე ჩაშალა. საქმეში უკვე ეკატერინეს სიძეც, სალომეს მეუღლე, პრინცი აშილ მიურატიც ჩაერთო და პარიზში ვიღაც მდიდარი ავსტრიელი გამოუძებნა. საქმრო პირდაპირ გაშლილი სუფრიდან გაიქცა… ბერტა დეპრესიაში ჩავარდა. დედოფალი ეკატერინეც საქართველოში დაბრუნდა და ბერტასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ავსტრიას მიაშურა. ავსტრიაში ბერტამ ბარონ ზუტნერის მდიდარ სახლში დაიწყო მუშაობა ბარონის 4 ქალიშვილის კომპანიონად. ბარონს 3 ვაჟიც ჰყავდა. ბარონის უმცროს ვაჟს არტურს ბერტა შეუყვარდა. შეუყვარდა ბერტასაც. ბერტამ შვებით ამოისუნთქა, ბედი მეხსნებაო. გახარებულმა დედასაც ახარა: არტურს ვუყვარვარო. დედამ კი მკაცრად მოითხოვა, არტურმა ან სასწრაფოდ მოგიყვანოს ცოლად ან მაგ სახლიდან დროზე წამოდიო. ბერტას კი არც ამჯერად სწყალობდა ბედი, უმზითვო ხომ იყო და იყო, ყველა სიკეთესთან ერთად, არტურზე 7 წლით უფროსიც გახლდათ. არტურის მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგნი წავიდნენ. ბერტა ზუტნერების სახლს უნდა გასცლოდა, მაგრამ სად? ისევ დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ იხსნა. ბერტას ხშირი მიმოწერა ჰქონდა სამეგრელოს დედოფალთან და მიპატიჟებულიც იყო ზუგდიდში.

ბერტა და არტური ზუგდიდში წამოვიდნენ დედოფალ ეკატერინესთან და დარჩნენ კიდეც საქართველოში 9 წელიწადს…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში” 

ოსების ისტორია (ნაწილი II)

წინასიტყვაობა 4 წლის შემდეგ: შიდა ქართლში ომი მძვინვარებდა და თბილისიც დაბომბვის საფრთხის წინაშე იდგა, როცა ამ სტატიის მომზადების იდეა დაგვებადა ჟურნალ „პირველის“ რედაქტორს – ესმა კუნჭულიასა და მე. ომის შემდგომ დღეებში დავწერე წინამდებარე სტატია, გამოქვერყნდა ჟურნალ „პირველში“. 

გთავაზობთ ამ პუბლიკაციის მეორე ნაწილს.

პუბლიკაციის პირველი ნაწილი იხილეთ აქ

რეზო შატაკიშვილი

პუბლიკაციის ეს ნაწილი პასუხს სცემს კითხვებს:

?

როდის, რომელ საუკუნეში დაიწყეს ოსებმა მომთაბარე ცხოვრებიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა?

?

გააჩნდათ თუ არა ნაციონალური კოსტიუმი და სადაურად იცვამდნენ?

?

როგორ აქციეს წმიდაგიორგი – ვაცგერგად, წმიდა ნიკოლოზი – ვაცნიკოლად?

?

ვინ გაანადგურა ოსების პირველი დედაქალაქი დედიაკოვი?

?

როდიდან დაიწყეს მონღოლებისგან გამორეკილმა ოსებმა  თარეში საქრთველოში? როგორ გადაწვეს, გაანადურეს და როგორ ჩაიგდეს ხელში გორი? რამდენ წელს იბრძოდა გიორგი ბრწყინვალე გორის გასანთავისუფლებლად?

?

როგორ განდევნა გიორგი ბრწყინვალემ ოსები იქ, საიდანაც მოვიდნენ – ჩრდილო კავკასიაში?

?

საიდან იღებს სათავეს ქართველთა და ოსთა მტრობა?

?

რომელ საუკუნეში გამოჩნდნენ კვლავ ოსები საქრთველოში და რა როლში?

ოსების ისტორია… (ნაწილი II)

დომინიკანელი ბერის იულიანეს (XIII ს. 40-იანი წლები) ცნობით, იმ დროისათვის ოსები კვლავ მესაქონლე და ნაწილობრივ მომთაბარე, პატრიარქალურ ხალხად რჩებოდნენ, რომლებიც გახვეულნი იყვნენ უწესრიგობასა და ქაოსში. არქეოლოგიური გათხრები უჩვენებნ რომ XII–XIII საუკუნეაში ოსები ის ის იყო გადადიოდნენ ბინადარ ცხოვრებზე და მიწათმოქმედებაზე, მაგრამ ძირითადად მაინც მესაქონლე ხალხად რჩებიან. წამყვანი ადგილი მეცხავრეობას ეკავა. ოსების ყორღანულ სამარხებში ხშირად გვხვდება ჩაყოლებული ცხვრის ძვლები, საკრეჭი დუქარდები. ოსებში ასევე გავრცელებული ყოფილა ცხენები, ღორები. ოსები მისდევდნენ ჯგუფურ ნადირობას, მეთევზეობას, მეფუტკრეობას. ოსების პანთეონში განსაკუთრებული ადგილი უკავია თაფლისა და მეფუტკრეობის მფარველ ღვთაება „ანიგოლას“.

კავკასიაში მოსულმა ოსებმა ადგილობრივებისგან მელითოენობის ტრადიციებიც აითვისეს და ხელოსნობაც გაითავისეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იარაღს ანიჭებდნენ. ბერი რუბრეკი (XIII ს.) მიუთითებს რომ ალანები (მათ შორის ოსები) კარგი მებრძოლები იყვენენ, შეიარაღებულნი აბჯრით და ხმალ-ხანჯლით. ოსებში ოქრო-ვერცხლის მჭედლობაც იყო განვითარებული. 

ოსები კავკასიის სავაჭრო მაგისტრალთან ცხოვრობდნენ და ვაჭრობაშიც იყვნენ ჩაბმულები. მეზობლებთან მათი ვაჭრობა ძირითადად გაცვლით ხასიათს ატარებდა, რადგან ოსებს საკუთარი მონეტა არ გააჩნდათ, და თუ უცხოურს ჩაიგდებდნენ ხელში, უმნიშვნელო როლს თამაშობდა. ოსებს პროფესიონალი არც ვაჭრები ჰყავდათ და არც ხცელოსნები. მას გარედან მოსულები ეწოდნენ. მაგალითად სომხები. ველზე ოსების საცხოვრებელი სახლები ალიზისგან იყო ნაშენები, მთაში ქვისგან, მშრალად. დასახლებული იყვნენ ჯგუფურად. მათი ჩაცმულობა უმეტესად ჩერქეზული იყო.(საკუთარი ნაციონალური კოსტიუმიც კი არ გააჩნდათ!). 

ოსები კვლავაც უდამწერლობო, დაქსაქსულ და კულტურულად ჩამორჩენილ ძალად რჩებოდნენ. სამაგიეროდ ვითარდებოდა ფოლკლორი და მათ დიდი წვლილი შეიტანეს ნართული ეპოსის შექმნაში.
მათ განვითარებზე კეთილ ზემოქმედებაას ახდენდა საქართველოსთან ურთიერთობა. ოსებში IX–X საუკუნეებში საქართველოს გავლენით ფეხს იკიდებს ქრისტიანობა, მაგრამ მთლიანოაბაში, მაინც წარმართებად რჩებოდნენ და სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. ოსებში ქრისტიანი წმინდანები წარმართული კულტების სახით იყვენე წარმოდგენილი: წმინდა გიორგი – ვაცგერგად, წმინდა ილია – ვაცილად, წმ. ნიკოლოზი – ვაცნიკოლად.
ქრისტიანობა ოსეთში წარმართული სალოცავების და კულტების დონეს ვერ გასცდა.

ოსები მონღოლების უღელქვეშ

XIII საუკუნე. ასპარეზე გამოდიან თათარ-მონღოლები. 1222 წელს ჯებესა და სუბუდაის მრავალრიცხოვანმა ჯარმა სისხლში ჩაახშო ოსთა და ყივჩაღთა წინააღდეგობა და ვოლგაზე გავიდა. ქართველი ჟამთააღმწერელის ცნობით, ბათო ყაენს „ჰქონდა ოვსეთი და დიდი ყივჩაღეთი, ხაზარეთი და რუსეთი, ვიდრე ბნელეთამდის და ზღვამდე დარუბნანდისა…“
სპარსი ისტორიკოსის რაშიდ ად-დინის ცნობით, მონღოლებმა მუსრი გაავლეს წინააღდეგობის გამწევ ჩეერქეზებს, ოსებს, ყივჩაღებს და სხვებს. მონღოლებმა ჩრდილო კავკასიის ველმინდვრები უკაცრიელ უდაბნოდ აქციეს, საცხოვრებლად ხელსაყრელი ადგილები – საძოვრებად. ვინც სიკვდილს გადაურჩნენ, მიუვალ მთებს შეეხიზნენ ან დამპყრობლის სამსახურში ჩადგნენ. ევროპელი მოგზაურის, რუბრუკის ცნობით, ხეობებში თავშეფარებული ალან-ოსები სასტიკ წინააღდეგობას უწევდნენ მტერს, მოლოდნელად ესხმოდნენ თავს ველებზე მომთაბარე მონღოლებს, ხოცავდნენ მათ და ჯოგებს იტაცებდნენ. გაუსაძლის ყოფაში მყოფი კავკასიის ხალხები ხშირად ჯანყდებოდნენ. ალ-ომარის ცნობით ბათო ყაენს სისხლში ჩაუხშვია მათი აჯანყება. 1236 წელს ოსებს მხარი დაუჭერიათ ილხანებისთვის, ამიტომ ბერქა ყაენს სასტიკად აუწიოკებია ალანები, მათ ნაწილს საქართველოსთვის შეუფარებია თავი. საერთოდ, სწორედ ჩრდილო კავკასია იქცა ოქროს ურდოსა და ილხანთა სახეხელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად. მათი მძლავრი შეტაკებების შედეგად ჩრდილო კავკასიაში დუღდა და იწვოდა ყველაფერი. სხვებთან ერთად, ოსებიც ვალდებულნი იყვნენ ოქროს ურდოს ჯარში ემსახურათ. ალ-ომნარის ცნობით უმსახურიათ კიდეც და 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლაშიც კი მიუღიათ მონაწილეობა. მანამდე კი, 1277 წელს ალანები აჯანყდნენ. მათ წინააღდეგ ყაენმა მენგუთემურმა გაილაშქრა, მის ლაშქარში სხვათაშორის რუსებიც ბლომად შედიოდნენ და ოსებმა ალბათ უნდა იცოდნენ რომ მათი პირველი დედაქალაქი დედიაკოვი სწორედ მონღოლებმა და რუსებმა გადაბუგეს და გაანადგურეს – გაერთიანებული ძალებით.

ოსებისთვის ყველაზე მძიმე მაინც ილხანთა წინააღდეგ ბრძოლა იყო. 1391 წელს თემურლენგის წინააღდეგ მებრძოლ ოქროს ურდოს ლაშქარში ალანებიც შედიოდნენ. მაგრამ თემურ-ლენგმა ოქროს ურდოს დამარცხების შემდეგ სასტიკად დაარბია ჩრდილო კავკასია. მიწასთან გაუსწორებია ყოველივე იალბუზამდე, განსაკუთრებით სასტიკად ოსებს გასწორებია. უკანასკნელი გამანადგურებელი დარტყმები ოსებისთვის 1395 და 1400 წლებში მიუყენებია თემურ-ლენგს. ოსები საერთოდ გაუძევებიათ ველებიდან, ბევრი მათაგანი დაუხოცავთ, ხოლო დანარჩენი დაუმორჩილებიათ. შერეფ ედ-დინ იეზიდის თქმით, ვინც ცოცხალი გადარჩა, მაწანწალა და გაუბედურებული, უსახლკარო დარჩა…

ოსები უძლურ, მშიერ და მოხეტიალე ხალხად გადაიქცნენ. მათმა ნაშთებმა მთის მიუვალ ხეობებს შეაფარეს თავი. ოსების განადგურებითა და განდევნით ისარგებლეს ადიღე-ჩერქეზებმა და აღმოსავლეთისკენ წამოიწიეს და დამკვიდრდნენ, შემდეგში მათ ყაბარდოელები ეწოდათ და დანარჩენ – ადიღე-ჩერქეზებისგან დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბდნენ. ასევე, იალბუზიდან დიგორიამდე ყარაჩაელები და ბალყარები დაფუძდნენ. ოსები კი მიუვალ მთებში იყვნენ ახიზნული და იმ დროიდან რამდენიმე დაქუცმაცებული თემის სახით შემოირჩნენ დიგოირიაში, ალაგირში, ქურთათსა და თაგაურში….

ოსთა თარეში საქართველოში

მონღოლებისაგან აწიოკებული ოსები, საქართველოში გადმოდიოდნენ ძარცვა-გლეჯისთვის. ოსები კავკასიონის ქედს აქეთ ჯერ კიდევ დემეტრე თავდადებულის ვაჟის – დავით VI-ის ტახტზე ასვლამდე, ე.ი. 1293 წლამდე გადმოსულან და როგორც ჟამთაღმწერელი წერს „იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად და ტყუენვად ქართლისა“. გათავხედებულ ოსებს გორის ხელში ჩაგდებაც მოუხერხებიათ. მათი თარეშის და ძარცვა-გლეჯვის მოსასპობად ქართლის ერისთავის ბეგა სურამელის ძის – ამადას სარდლობით ქართველებმა თავი მოიყარეს და გორს მიადგნენ. მრავალი ბრძოლის და ორივე მახრეს დიდი მსხვერპლის შემდეგ, ოსებმა „დასწვეს გორი სრულიად“ და გორის ციხეში შეიხიზნენ, როცა იქაც გაუჭირდათ, „ციხიდაღმან გადმოუშვეს საბელითა კაცი და წარავლინეს მუხრანის მდგომთა თათართა-თანა“, დახმარების სათხოვნელად. იმათაც თხოვნა აუსრულეს, გაჭირვებულ ოსებს დაეხმარნენ და ქართველებს ამ მეკობრე ოსებთან ზავი დაადებინეს. თავის სამშობლოდან მონღოლების გამორეკილი ოსები, აქაურ მონღოლებს გაურიგდნენ(!!!).

აქაც კარგად ჩანს მათი ზნე. ასეთი დაზავება ცხადია შედეგს ვერ მოიტანდა და არც მოუტანია, ოსეთა თარეში არც მას შემდეგ შეწყვეტილა და როგორც ჟამთააღწერელი გვამცნობს „მიერითაგნ შეიქმნა მტრობა შორის ქართველთა და ოვსთა“. ოსთა თარეში არც მაშინ შეწყვეტილა როცა ფარაჯან ოსთა მთავარი, როგორც საქართველოს ყმადნაფიცი, კეთილად ემსახურებოდა დავით VI–ს. ამიტომაც „აქვნდათ მტრობა ქართველთა და ოვსთა“ და ისე იყვენენ გაბოროტებულნი, თუ სადმე ერთმანეთს გადაეყრებოდნენ, „რომელიცა მძლე ექმნის, მოკლის“.

ოსების იმდენად იყვნენე გათავხედებულნი, რომ ქართლის ერისთავთ-ერისთავზე თავდასხმასაც არ ერიდებოდნენ. ისტორიკოსს ასეთი შემთხვევა აქვს აღწერილი, ორი ოსი, ამალის თანხლებით სავაჭროდ წასულა ქალაქს. თვითონაც და ამალაც მუზარად-ჯაჭვით იყვნენ შეჭურვილნი. გზად გადაჰყრიან ნადირობიდან მომავალ ბეგა სურამელის ვაჟს – რატის, რომელიც უსაჭურვლოდ ყოფილა და თან ცოტანი ხლებიან. რაკიღა ოსებმა ბეგა სურამელის შვილი ასეთ მდგომარეობაში ნახეს, „მყის ზედა მიეტევნეს“. მაგრამ რატიმ ჯერ ერთი ოსი გაისტუმრა იმ ქვეყნად, მერე მეორე და თანხლებმა პირებმა რომ ეს ნახეს, მოძუძგეს.

მიუხედავად იმისა რომ ოსთა თარეშს ქართლში არაერთხელ შებრძოლებიან, მონღოლთა დახმარებითა და უფრო კი ქვეყნის სრული აშლილობის წყალობით, მათი მეკობრული თავდასხმა არც შემდეგში შეწყვეტილა, ისინი გორშიც კი მძლავრობდნენ წინანდებურად. ამიტომ გიორგი ბრწყინვალემ თავის უპირველეს მიზნად საქარათველოს ოსთა თარეშისაგან განთავისუფლება დაისახა. ამისთვის ჯერ ქალაქ გორიდან მათი განდევნა იყო საჭირო, სადაც მათ უკვე საკმაოიდ კარგად მოასწრეს გამაგრება. ამიტომაც როდესაც გიორგი ბრწყიმნვალე მოადგა „ოვსთა გორსა მყოფთა“, მას იქითდგან ოსთა მთლიანად განსადევნად „სამწელ“ მოუხდა ბრძოლა. და განდევნა ოსები გორიდანაც და საქართველოდანაც. „ოსები განდევნილები და თავიანთი კადნიერი თავაშვებულობისათვის მკაცრად დასჯილ იქმნენ“ – წერს ივანე ჯავახიშვილი. აი, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიის „ჭკუით“ კი ოსები საქართველოდან კი არ გაუდევნიათ, საქართველოს მთებში ახიზნულან.

„თათარ-მონღოლების და თემურლენგის შემოსევებმა ბოლო მოუღეს ალანთა (ოსთა) სახელწმიფოს ჩრდ. კავკასიაში. ჩრდ. კავკასიის ბარიდან გამოდევნილი ოსები სხვადასხვა მხარეს (უნგრეთში, ბალკანეთში და სხვა) გაიფანტნენ, ძირითადმა მასამ კი თავი შეაფარა კავკასიონის ქედის ვიწრო და მწირ ხეობებს. შემდგომაში მათ დაიწყეს ქედის სამხრეთ კალთებზე საქართვლოს ტერიტორიებზე გადმოისვლა. XIII საუკუნის ბოლოს და XIV ს. დასაწყისში ქართლის ბარში მოხვედრილო ოსთა დიდი ჯგუფი შეეცადა აქ დამკვიდრებას, მაგრამ ქართველ ფეოდალებთან ბრძოლაში ოსები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ კავკასიონის მთებში უკან დაეხიათ. აქ ცენტრალური საქართველოს მაღალმთიან ზოლში, თავი მოიყარა ოსურმა მოსახლეობამ, 17-18 საუკუნეში კი აქედან დაიწყო ოსების გავრცელება საქართველოს მთისწინა და ბარის ზოლში. ამრიგად,მ ხანგრძლივი პროცესის შედეგად, შიდა ქართლის ჩრდ. განაპირა ტერიტორიაზე დამკვიდრდა ოსი ხალხის ნაწილი.“– ეს რომ კოკოითის ან მედვედევის შედგენილ ენციკლოპედიაში წაგვეკითხა, არც უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ ეს წერია ქართულ საბჭოთა ენციკოპედიაში(!!!), რომელიც თან ვერ უარყოფს იმ აფქტს რომ ოსები აქაურები არასოდეს ყოფილან და თან მათ „დაძველებას“ ცდილობს. რაც იმაში გამოიხატება რომ ოსებს საქართველოს მთებისთვის შეუფარებიათ თავი, იქ დამკვიდრებულან და შემდეგ ჩამოსულან მთისწინეთსა და ბარში. იგივეს წერს ოსების „სტრაბონი“ გ. თაგოშვილიც. წერს, რომ მონღოლებს გამოქცეული და მთებში შეხიზნული ოსები იძულებულნი იყვნენ საარსებო სარჩოს მოსაპოვებლად ქართლის ბარში შემოჭრილიყო. თოგოშვილის მტკიცებით, ქართლში ოსების მასიური დამკვიდრება XIII საუკინის 60-იანი წლებიდან დაწყებულა, საუკუნის ბოლოს კი ინტენსიური გახდარა, შიდა ქართლში ოსების ფართო განსახლებისთვის საზღვარი გიორგი ბრწყინვალეს დაუდვია, როგორც თოგოშვილი წერს „მან ოსებს ქართლის ბარის რაიონებიდან მთიან რაიონებში დაახევინა“.

კი, თათარ-მონღოლებმა მართლაც შერეკეს ოსები კავკასიის მთიანეთის მიუვალ ხევებში. მათ მართლაც ურთულესი საარსებო პირობები ჰონდათ და მართლაც გადმოდიოდნენ საქართველოში, მაგრამ კი არ სახლდებოდნენ – თარეშობდნენ. გიორგი ბრწყინვალემ კი ისინი საქართველოს მთებში კი არ არეკა, საერთოდ საქართველოდან გადევნა.

როგორც ქართლის ცხოვრება გვამცნობს, „ხოლო მძლავრობდნენ ოვსნი ქართლს და დაეპყრათ ადგილ-ადგილთა დაბანი და ციხენი, ამან მეფემან განასხნა ძლიერებითა თვისითა და წარუხუნა ციხენი და დაბები. მერე შევიდა და შემუსრა კავკასსა შინა მყოფნი, ურჩნი მოსრნა და დაიმორჩილა და მოხარკე ჰყვნა ყოველნი იგინი და დაამშვიდა ქართლი ოვსთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი მან დაიპყრნა“.

როგორც ვხედვათ, გიორგი ბრწყიბნვალემ ოსები მარტო საქართველოდან კი არ გააძევა, დარიალის გზით, მათ სამკვიდრებელშიც შესულა, მოწინააღდეგეები გაუნადგურებია, სხვები დაუმორჩიელბია და დაუხარკავს. ქართლი კი დაუმშვიდებია მათი ძალადობისა და შემოსევბისგან. ასე რომ, ოსები მონღოლთა ბატონობის დროს არ დამკვიდრებულან ქართლში. გიორგი ბრწყინვალემ ოსები აჰყარა ქართლიდან არა როგორც დამკვიდრებულ-დასახლებული, არამედ თავისი სამკვიდრებელი ადგილიდან აყრილი და ქართლში ხიზნებად და მარბიელებად შემოსულები. ამასთან ისინი გააძევა არა ქართლის მთიანეთში, არამედ ქართლიდან!

ასე რომ 17-18 საუკუნეში ისინი ქართლის მთებიდან კი არ ჩამოვიდნენ მთისწინეთსა და ბარში, არამედ ისევ ჩრდილო კავკასიიდან. ანუ იქიდან სადაც გიორგი ბრწყინვალემ გადარეკა. როგორც გასვიანი აღნიშნავს, ოსთა ერთ-ერთ უძველეს დასახლებად საქართველოში ზემო ჯავა ითვლება (ქართლის უკიდურესი მთიანეთი), იქ კი ოსები 17-ე საუკუნის მეორე ნახევარშიც არ იყვენენ დასახლებული. გასვიანის თქმით, ეს პირველხარისხოვანი დოკუნენტით – ნასყიდობის წიგნით დასტურდება.
იმ ნასყიდობის წიგნით, რომლითაც ჭოველიძეებმა უგზოუკვლოდ დაკარგული ძაგანიძის მამული მიჰყიდეს მაჩაბლებს. ნასყიდობის წიგნში ვკითხულობთ:
„… ამოსწყდა ზემო ჯავა და დაუკაცურდა ოსთაგან. ღმერთი იყოს მოწმე, ასერე ამოსწყდა რომ კაცის ნაშენები აღარა იყო. მოგყიდე ზემო ჯავას ძაგანიძის მამული მისთა სასაფლაოთა, სახნავითა, სათიბითა, წყლითა, საწისქუილოთა… ძაგანიძე, მისი მემკვიდრე, დაკარგული იყო და ფასი იმისიც ავიღეთ… ასეთს დროს მოგყიდეთ, რომე ორგან სამგან დედამ შვილი შეჭამა, კაცმა ცოლი გაყიდის და თავად დარჩის. ჩვენ თვით ასრე დაგვემართა რომე ათის სულის ჯალაბისგან ხუთის მეტი აღარ მორჩა….“

მოკლედ, ამოწყდნენ ჭოველიძეები და ძაგანიძეები, ძაგანიძეების მამული მაჩაბლებს უყიდიათ, ამ ნასყიდობის საბუთს ამოწმებენ ეფენიაშვილი და ლომი გურჯიშვილი. სად არიანა ამ დროს ოსები? ისინი ამ დოკუმენტში გამწყვეტლის როლში გამოდიან, მათ ამოხოცეს ზემო ჯავის მკვიდრები. ოსმა ისტორიკოსებმია კი სწორედ ეს საბუთი გააყალბეს და ისე გამოიყვანეს, თითქოს იქ ოსები გაწყდნენ. აქაოდა ამ დროსიათვის უკვე იქ ვცხოვრობდით თორემ ხო ვერ გავწყდებოდითო. არადა, მათი იქ არსებობა მხოლოდ მე17 საუნუნის მეორე ნახევრიდაანაა სავარაუდო.

საერთოდ, ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება ოსთა ფართო განსახლება შიდა ქართლში. ეს მიწაწყალი უხსოვარი დროიდან მჭიდროდ იყო დასახლებული ქართველებით და ყოველი გოჯი მიწა კერძო ან სათემო-სასოფლო საკუთრებაში იყო. საუკეთესო შემთხვევაში, ქართველი თავადები, მათ შორის მაჩაბლები ოსებს იღებდნენ, როგორც სამუშაო ძალას, ყმა-გლეხის ან შინაყმის უფლებით და ასეთ ყმებს, რანაირად შეეძლოთ თავის გემოზე დასახლება? ვინმეს ჯერა რომ, შიდა ქართლი უკაცრიელი იყო და სადაც ოსებს მოეპრიანებოდათ, იქ მივიდოდნენ მგლებივით წრედ „მოფსამდნენ“ და თავის ადგილ-მამულად გამოაცხადებდნენ?

19-ე საუკუნის 60-იან წლებამდე საგლაეხო რეფორმის გატარებამდე, ოსები ვერანაირად ვერ დასახლდენოდნ ვერც ქართლის მთიაეთში და ვერც შიდა ქართლში კომპქატურად. რა უფლებით შეეძლოთ ყმა-გლეხეებს, ხიზნებზე აღარაფერს ვამობთ, რომ რომელიმე თავადის ან სოფლის მიწაზე დასახლებულიყვნენ თავისი სურვილისამებრ? სად, რომელ ქვეყანაში მომხდარა ეს, ფეოდალურ ქართლში რომ მომხდარიყო? ეს პროცესი სწორედ XIX საუკუნის ბოლოდან იწყება…

ოსების „სტრაბონ“ თოგოშვილი კი იმიტომ ამტკიცებდა, გიორგი ბრწყინვალემ „ოსებს ქართლის ბარის რაიონებიდან მთიან რაიონებში დაახევინაო“, რომ შემდეგ ეს ემტკიცებინა:
„შიდა ქართლის ჩრდილო რაიონებში შექიმნა კომპაქტური ოსური მოსახლეობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის საფუძველი გახდა (ოსთა უფრო მცირე ჯგუფების მოსახლეობას ქედს გადმოღამ მანამდეც ჰქონდა ადგილი).
თურმე ნუ იტყვით და ამიტომ დაურქევიათ ბოლშევიკებს ძირძველი ქართული მიწისთვის შემდეგ „სამხერთ ოსეთი“.

მოკლედ, ოსებმა ჯერ იყო და სკვით-სარმატების ჩამომავლებად გაასაღეს თავი, კავკასიაში გამოჩენა რომ შვიდიოდე საუკუნით დაეძველებინათ, ახლა კი საქართველოში დამკვიდრების „დაძველებას“ ცდილობდენ, რაშიოდაც ხელს, როგორც უკვე ვთქვით ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაც უწყობათ ხელს. ის კი არა, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში იმასაც ამოიკითხავთ რომ თურმე, ოსი სოციალური ზედაფენის წარმომადგენელი საქართველოში ინარჩუნებდა თავის პრივილეგირებულ მდგომარეობას და ერთვოდა ქართველ ფეოდალთა კლასს. ამის დამწერს პირი ხაბიზგინით უნდა ამოუქოლო და სამუდამოდ დაადუმო. რომელ ქართველ ფეოდალთა კლასს ერწყმოდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ რომ საგლეხო რეფორმის გატარება დაიწყო ჩრდილო კავკასიაში ოსი თავადები რუს თავადაზნაურობას ცოცხალი თავით არ გაუტოლა!!!

ოსები საქართველოში, შიდა ქართლში 17 საუკუნის შემდეგ იწყებენ დამკვიდრებას. ისიც როგორც მაჩაბლის უუფლებო ყმები, რომელთაც არც არაფერი ეკითვნოდათ და არც არაფრის უფლება არ ჰქონდათ და არც არაფერი ეკითხებოდათ, სანამ ბატონყმობა გაუქმდებოიდა, ე.ი. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე. შემდეგ კი თანდათან ფეხი აიდგეს, მომრავლდნენ და ძაალადობასაც მიმართეს.

(მეორე ნაწილის დასასრული)

ოსების ისტორია… (ნაწილი I)

წინასიტყვაობა 4 წლის შემდეგ: შიდა ქართლში ომი მძვინვარებდა და თბილისიც დაბომბვის საფრთხის წინაშე იდგა, როცა ამ სტატიის მომზადების იდეა დაგვებადა ჟურნალ „პირველის“ რედაქტორს – ესმა კუნჭულიასა და მე. ომის შემდგომ დღეებში დავწერე წინამდებარე სტატია, გამოქვეყნდა ჟურნალ „პირველში“. ამჯერად, რამდენიმე ნაწილად გთავაზობთ ამ პუბლიკაციას.

რეზო შატაკიშვილი

პუბლიკაციის პირველი ნაწილი პასუხს სცემს კითხვებს:  

როდის, რამდენი ათასი საუკუნის წინ დაადგა ფეხი ადამიანმა შიდა ქართლის, კერძოდ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე? და სად იყვნენ მაშინ ოსები?

?

ვისი ჩამომავლები არიან ოსები, როდის გამოჩდნენ კავკასიაში და რა გზებით, რა ხრიკებით ცდილობენ ისტორიის „დაძველებას“?

?

ვის წაართვეს პირველად მიწები კავკასიაში? როდიდან გამოიწიეს საქართველოს ასაოხრებლად, როგორ გაანადგურეს კასპი და როგორ გაიტაცეს ვახტანგ გორგასლის და – მირანდუხტი?! როგორ იძია შური ოსებზე ვახტანგ გორგასალმა?

?

რომელი სახელმწიფოები ქირაობდნენ  ოსებს მეომრებად? ჰყავდათ თუ არა ოსებს რეალურად „მეფეები“ და გააჩნდათ თუ არა სახელმწიფოებრიობის ნიშანწყალი? ჰქონდათ თუ არა ოდესმე ფული და რა ასრულებდა ფულის მაგივრობას?

?

რა ბინძურ როლს თამაშობდნენ საქართველოს ოსი დედოფლები საქართველოს ისტორიაში? როგორ აჩუქა გიორგი I–ის ოსმა ცოლმა ბიზანტიელებს ანაკოფია?!

?

როგორ დაედო სათავე ბაგრატიონტა ოსეთის შტოს? იყო თუ არა  თამარ მეფის მეუღლეოსი?

ოსების ისტორია … (ნაწილი I)


 სისხლით მოირწყა იმ შიდა ქართლის სანახები, ბოლშევიკებმა რომ სამხრედ ოსეთად მონათლეს… ჯაყომ იმძლავრა ოდიდგან ქართველებით დასახლებულ მიწაზე…

აი, ასე იცის ჯაყომა… უფრო სწორად იმ დერჟავამ, რომელსაც იმპერიული დუჟი სდის, რომელმაც საქართველოს მოგლიჯა ძირძველი ქართული მიწები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – ქართული მიწის 17,9 %…

 აფხაზეთი 8 700 კვ.კმ-ია (საქართველოს ტერიტორიის 12,5%),
ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი 3 800 კვ.კმ. – საქართველოს მიწის 5,4%…
დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის, ამგვარ კონფლიქტების დროს, ამოსავალი წერტილი ტერიტორიულ მთლიანობის ურღვევობაა. ისტორიულად, ოდესღაც ვის რა ეკუთვნოდა – ამას ყურადღებას არ აქცევენ. დღევანდელი სამართლიანობაც ჩვენს მხარესაა და ისტორიულიც.

შიდა ქართლში, ზუსტად აქ, დღეს რუსეთისგან (ვითომ ოსებისთვის) წაგლეჯილ მიწაზე ადამიანის დასახლება პალეოლითის ხანიდან დაიწყო. მავანისთვის პალეოლითი და პოლიეთილენი ერთია, მით უფრო დღეს უკვე ჩვენი ბიჭების „ბათინკებით“ მოგლაჯუნე რუსი სალდათებისთვის, მაგრამ თვითონ ჩვენ მაინც ვიცოდეთ – რა წაგვართვეს…

სწორედ აქ, თამარაშენში, კვერნეთში, დამპალეთში, ლაშებალთაში, ნაგუთნში, ფიჩიჯინში, ძაღინაში, მორგოში, წრუში აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ადამიანთა სადგომები. ამავე ეპოქას, ანუ აშელის ეპოქას (ადრინდელ პალეოლითს) განეკუთვნება წონისა და კუდაროს გამოქვაბულები… და აი, ამ ეპოქიდან ჩვენ გვაშორებს 350 – 100 ათასი წელი, ანუ ამ მიწაზე ფეხი ადანიანმა დაადგა 3 500, მინიმუმ 1000 საუკუნის წინათ. კორქეტორს ნურაფერს დააბრალებთ, დიახ, სამიათასხუთასი საუკუნის წინ… აღარაფერს ვამბობთ ამ მიწაზე უხვად მოპოვებულ ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ძეგლებზე.

ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის პირველ ნახევარში, ანუ 35-40 საუკუნის წინ შიდა ქართლის ტერიტორიაზე ლითონის დამამუშავებელი კერები ჩნდება. შუა ბრინჯაოს ეპოქაში, აქ, მეტალურგიასთან ერთად ვითარდება მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. 30-ზე მეტი საუკუნის წინ კი, აქ, ამ მიწაზე რკინის ათვისებას იწყებენ და ძვ. წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნიდან მასიურ ხასიათს იღებს რკინის წარმოება. სწორედ ამდროინდელია ოჟორის სამარხებში გამოვლენილი რკინის ინვენტარი. „ახალგორის განძი“ და ყანჩაეთის სამარხები კი სამხედრო დემოკრატიიდან კალსობრივ საზოგადოებზაე გადასვლის ეტაპს განეკუთვნება. და ეს, ძველი წელთაღრიცხვის მე-6, მე-4 საუკუნეებში ხდებოდა, კარგად დაიმახსოვრეთ ეს თარიღი და შეადარეთ – როდის გაივლიან ამავე ეტაპს ისინი – ვინც ამ მიწას დაეპატრონენ – ოსები…

მავანი იტყვის, კი ბატონნო, ხალხი პალეოლითის ხანაშიც ცხოვრობდა, მერეც და თქვენ რაო?! ჩვენ ის, რომ ამ ტერიტორიის უძველესი მოსახლეობა ქართული იყო და ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწელულის მეორე ნახევრიდან ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს ორგანულ ნაწილს შეადგენდა. ანუ იმ დროიდანვე როგორც კი აქ სახელმწიფო გაჩნდა.

ჩვენ ის, რომ ეს მიწა არაერთ დაპყრობს დაუპყრია, მაგარამ ამ მიწას არავინ უცვნია პატრონად – თვინიერ ქართველთა. ჩვენ ის, რომ სწორედ ქართველური ტომები სახლობდნენ შიდა ქართლშიც და მთელ დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე ოდიდგან და სწორედ ქართველურმა ტომებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებაში და ეს კულტურა ძველი წლთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულში იღებს სათავეს და მესამე ათასწლეულის დამდგიდან ჰყვავის. 50 საუკუნეზე მეტი გვაშორებს იმ ეპოქას…

და სად იყვნენ ამ დროს ოსები? და ვინ არიან ოსები? 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასე განმარტავს ოსთა წარმომავლობას:
„თანამედროვე სამხრეთ ოსეთის აო–ში მცხოვრები ოსებისა და ჩრდ. ოსეთის ასსრ ოსების საერთო წინაპრები არიან ალანები. ინდოევროპელი (ჩრდილოირანული მოდგმის) სკვით-სარმატების ჩამომავლები. რომლებიც ჩრდილო კავკასიაში ძვ. წ. აღ-ის 8-7 საუკუნეებში გამოჩნდნენ, მათ მოახდინეს ადგილობრივი კავკასიური, ე.წ. ყობანური კულტურის მქონე ტომების ასიმილაცია. ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში შეიქმნა ალანური ტომების კავშირი, რომელშიც შედიოდა ჩრდ. კავკასიის ურთიერთმონათესავე სკვითურ-სარმატული ტომები. ალანთა სხელწოდებამ დაფარა სხვადსასხვა ტომების სახელები. ჩრდ. კავკასიის ცენტრალურ ნაწილში დამკვიდრებული ალანები ადგილობრივ ძველ მოსახლეობას შეერივნენ. ორი – კავკასიური და ირანული კომპონენტი მონაწილეობდა ოსი ხალხის ჩამოყალიბებაში“.

 ოსი ხალხის გენეზისი ისეა გადმოცემული, უმალ ბერძნულ მითოლოგიაში გაერკვევი უნაკლოდ, ვიდრე ოსთა წარმომავლობაში. ალბათ ამიტომაც წერს ალექსანდრე დიუმა „კავკასიაში“ ასე: „ჰკითხეთ კავკასიის ხალხთა უმრავლესობას, ვისი შთამომავლები არიან და დარწმუნდებით, რომ თვითონაც არ იციან. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა დროიდან დასახლდნენ მათი წინაპრები ამ ველებსა და მთებში“…


ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ოსთა წარმომავლობის საკითხი განგებაა ზედმეტად ჩახვეული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქსე-ში მოთავსებული სტატიის ერთ-ერთი ავტორი ოსების „სტაბონი“ გ. თოგოშვილია, რომელიც ისტორიის ოსების სასარგებლოდ გაყალბებაში არაერთხელაა შემჩნეული, კერძოდ ისტორიკოს გ. გასვიანის მიერ.
ოსთა წარმოშობის ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისეულ ვერსიას თუ მწყობრად დავალაგებთ, მივიღებთ ასეთ სურათს:
იყვნენ ინდოევრპელები – ჩრდილოირანული მოდგმის ხალხი სკვით-სარმატები. მათი შთამომავლები იყვნენ ალანები და ალანების შთამომავლები არიან ოსები.


ერთი შეხედვით ყველაფერი გასაგებია. და მარტივი. თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. საქმე ის გახლავთ რომ ოსები, განსხავავებით ადიღე-ჩერქეზებისგან, ჩეჩნებისგან, ინგუშებისგან, დაღესტნის ხალხებისგან და იგივე აფუსებისგან (აფხაზობა რომ დაიჩემეს და აფხაზეთი წაგვღლიტეს) კავკასიის აბორიგენები არ ბრძანდებიან, არც იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს არ ეკუთვნიან, ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეულ ეტაპზე შემოიჭრდნენ და დასახლდნდნ. როგორც ქართლის ცხოვრება გვამცნობს, ჩრდილოეთით, ცენტრალური კავკასიონის უდიდესი ნაწილი დღევანდელ ჩეჩენ–ინგუშებს ეპყრათ, რომელთა ლეგენდარული წინაპარი კავკასოსი იყო. მოგვიანებით ჩეჩენ-ინგუშები შეავიწროვეს და ტერიტორიის ნაწილი წაართვეს სწორედ ოსებმა. 


ოსები ვერ უარყოფენ იმას რომ კავკასიის სტუმრები არიან. ამიტომ ცდილობენ რაც შეიძლება ძველ სტუმრებად გასაღონ თავი. ამიტომაც აცხადებენ თავს სკვითების ჩამომავლებად. რადგან ჩრდილო კავკასიაში კიმირიელების შემდეგ სწორედ სკვითები შემოიჭრნენ. შემოიჭრნენ სწორედ ძველი წელთაღრიცხვის მერევე საუკუნეში და ეს სიძველე ხიბლავთ ოსებს. სკვითების წარმოშობა-სადაურობა ნათელი არაა, მაგრამ ოსებისთვის საკმარისია ის რომ სკვითებიც ჩრდილო ირანულ ენობრივ ჯგუფს ეკუთვნიან. ხალხურად რომ ვთქვათ, ოსები უფრო მათი მობიძაშვილო ელემენტები არიან ვიდრე შვილიშვილები.


საქმეს ისიც ართულებს რომ შემდეგ სკვითების სახით გარეთიანდნენ სხვადასხვა ტომები, როგორც ირანულენოვნები, ისე კავკასიელები. ამ გაერთიანებაში წამყვანი ძალა სკვითები იყვნენ, სხვები მეორეხარისხოვნები, სახელწოდება „სკვითმა“ სხვადასხვა ტომთა სახელებიც გადაფარა. ასევე მოხდა სკვითების შემდეგ შემოჭრილ, ასევე ირანულენოვან სარმატების შემთხვევაშიც. სარმატებმა აორსების პოლიტიკური გაერთიანება შექმნეს, ადგილობრივებმა – სირაკების. სირაკებმა დაიკავეს ჩრდილო კავკასიის ბარი აზოვის ზღვიდან თერგ-სუჯის შესართავამდე. მათაგან აღმოსავლეთით კი, მდინარე სულაყამდე აორსები განლაგდნენ.
თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ რომ რიგი უცხოელი ავტორები „სარმატების“ სახელწოდებაში ჩრდილო-კავკასიის მთელ მოსახლეობას აერთიანებს – ადგილობრივ იბერიელ-კავკასიელებსაც და მოსულ ირანულენოვნებსაც.

როგორც ისტორიკოსი გერონტი გასვიანი აღნიშნავს: „მკვლევარებს მიჩნიათ რომ აორსებისგან მომდინარეობენ ალანები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში დაწინაურნენ და რომელთა მემკვიდრეს თითქოს ოსები შედგენენ. ვფიქრობთ რომ ოსები ალანთა გაერთიანების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდნენ. სხვათაშორის, ალანების საერთო სახელით გაერთიანებული იყო არაერთი ტომი, სახელდობრ სარმატებიც, რომლებიც ასევე სხვადასხვა ხალხებს გულისხმობს. ალანებმა ყველა მათგანზე თავისი სახელი გაავრცელეს. ამგვარად ალანიც ისეთივე საერთო სახელწოდებაა, როგორც სარმატი, რომლებშიც ეთნიკურად გაუმიჯნავი და ჩამოუყალიბებელი სხვადასხვა ხალხი იგულისხმება“.

არაერთი მკვლევარი აღნიშნავს იმას რომ ჩრდილო კავკასიის მოსახლოება ანტიკურ ეპოქაში (ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან ახალი წლელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეებამდე) არ იყო ჩამოყალიბებული მკაფიო ეთნოსებად. კავკასიის ჩრდილო-დასაველეთი (დონის ქვემო დინებამდე) ადიღე-ჩერქეზთა წინაპრებს ეკავათ, ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ვეინახების წინაპრებად მიჩნეული ხალხი სახლობდა. ჩრდილო –აღმოსავლეთ კავკასიაში, ანუ დღევალდელ დაღესტანში კი დაღესტნელი ხალხის უშუალო წიპარები სახლობდნენ. მათ გარდა ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე მრავლად შემოდიან ირანულენოვანი ტომები, რომელთანც სკვითურ მასაში აერთიანებენ, სკვით-სარმატებს მიაკუთვნებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნეში შემოვიდნენ. სწორედ ამ მრავლად შემოსულ ტომებს შორის იყვნენ ალანებიც, რომლებიც ბერძნულ-რომაული წყაროების მიხედვით, ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში გაძლიერდნენ, შექმნეს ალანური გაერთიანება და ხელთ იგდეს აბოირიგენთა კუთვნილი ტერიტორიები. ჩრდილო კავკასიიის ველების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს. ამ ალანურ გაერთიანებაში, როგორც ზემოთ ითქვა მარტო ოსები არ შედიოდნენ. 

მოკლედ, რომ ვთქვათ ყველა ოსი ალანია, მაგრამ ყველა ალანი ოსი არ იყო. ანუ ეს ცნებები იდენტური არაა.

მოკლედ: ოსები ჩრდილო კავკასიის ველებზე ძვ. წელთაღრიცხვის უკანასკნელ პერიოდში გამოჩნდენენ და სხვა დამოპყრობელბთან ერთად თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მოსახლეოობას. ისინი თავდაპირველად მომთაბარეობას ეწეოდნენ, ადგილებს იცვლიდნენ. შემდეგ მიწათმოქმედებასაც იწყებდბნენ და ბინადარ ცხოვრებაზეც გადადიოდნენ…
და იმთავითვე მოუწევდათ გული საქართველოს ძარცვა-რბევისკენ.

„ქართლის ცხოვრებამ“ შემოგვინახა მოგონება ქართლის მეფე ამაზასპეზე (ახალი წელთაღ. III ს.). როგორც ძლევამოსილ მეფეზე, რომელიც წარმატებით ებრძოდა ქართლში შემოჭრილ ოსებს, შედეგ თვით ილაშქრა კავკასიონის გადაღმა მხარეში – ოსეთში და დაარბია იგი.

IV საუკუნის 70-იან წლებში, ჩრდილო კავკასიაში ჰუნები შეიჭრნენ ცენტრალური აზიიდან. ჰუნებმა დაარბიეს ალანები. ზოგი დახოცეს, ზოგიც დაიმორჩილეს, ზოგი მთებში გააქციეს, სადაც ისინი ადგილობრივ ჩერქეზულ ტომებს შეეჯახნენ და განდევნეს ისინი სამხრეთისაკენ. ოსები დღებადელ ყარაჩაის ხეობას შეეხიზნენ და აფხაზეთისკენ გადმოსასვლელებს აკონტროლებდნენ. პროკოფი კესარიელის დროსაც (V ს). სვანეთსა და მისი მიმდებარე კავკასიის ქედის გადმოსასვლელებს ოსები აკონტროლეობდნ. ისინი არც აქეთ გადმოსვლასა და ძარცვა-გლეჯვაზე ამბობდნენ უარს. საკმარისი იყო ქვეყანა დასუსტებულიყო, იმ წამს აქეთ მოიწევდნენ. რიგორც ვირუსი იწევს იმუნიტეტდაქვეითებულისკენ…

„ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს რომ ბიზანტიასთან და ირანთან ბრძოლით დასუსტებულ და განაწამებ ქართლში მარბიელ ლაშქრობებს აწყობდნენ ოსთა აბრაგი რამზმები. „გარდმოვიდნენ ოვსნი ურიცხვნი და მოსტყუევნეს ქართლი თავიდგან მტკუარისათა ვიდრე ხუნანამდე და მოაოხრეს ველნი… კასპი ქალაქი შემოსრეს და ტყუე ყვეს და წარიყვანეს დაი ვახტანგისი მირანდუხტ. სამი წლის ქალი…“

ამავე წყაროს ცნობით, ვახტანგ გორგასალს არ დაუხანებია ოსებზე შურისძიება. ქართველები გადავიდნენ დარიალის გზით, ააოხრეს ოსთა ქალაქები და დაბები, ტყვედ ჩამოიყვანეს ათასობით ოსი, თან წამოიღეს ურიცხვი ნაალაფარი.
ჯუანრი ვახტანგ გორგალსლის ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობაზე წერს:

„…და მეფენი ოვსეთისანი შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასისათა. აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს, და ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა, ნაცულად დისა მისისა ოცდაათი ათასი ტყვე ოვსეთისასა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელდებითა თქუეს ოვსთა. და მისცა ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყვე დისა მისისათვის და ესე მოიყვანა“. 
„საეკლესიო მატიანეში“ უცნობი ავტორი წერს, რომ ვახტანგმა დაიმორჩილა „ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და აღაშენა მასზედა გოდოლი და დააყენა მას ზედა მცველნი მახლობელნი მის ადგილისანი და უწოდა მას კარად დარიალ(ან) ისა(დ) და თვინიერ ბრძანებისა მეფისა ვერ ხელეწიფების გამოსვლად ოვსთა და ყივჩაღთაო“.

როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, აქ ყივჩაღები შეცდომით არიან ჩართულნი. ყივჩაღები მოგვიანებით გამოდიან კავკასიურ ასპარეზზე.

ალანთა რაზმებს ხან ვინ ქირაობდა ხან ვინ. პროკოფი კესარიელის ცნობიდან ირკვევა, რომ ბიზანტიელებს მიმხრობილმა ლაზიკის მეფე გუბაზმა სპარსელების წინააღდეგ საომრად ალანები მიიმხრო თავისკენ, იმათ კი 300 დინარად, არათუ ლაზიკის მტრისგან დაცვა იკისრეს, არამედ დაჰპირდნენ იბერიასაც ისე ავაოხრებთ, რომ იქ სპარესელებს აღარ შეესვლებოდეთო. ქირას ბიზანტია იხდიდა. შემდეგ, ბიზანტია სპარსეთმა შევიწროვა. ხელში ჩაიგდო ქართლი და სვანეთი. რაც სპარესეთმა ჩრდილო კავკასიის ხელში ჩაგდებით განახოირციელა. თუ ადრე, ბიზანტიას ოსები გადმოჰყავდა თავის ჯარში, ახლა ეს გზა სპარსეთმა მოუჭრა. სპარსეთი ხელმძღვანელობდა ოსების პროვოცირებას საქართველზე. თუმცა, როგორც გ.გასვიანი აღნიაშნავს, ოსები არ იყვნენ ბიზანტია-ირანის მიერ კავკასიაში წარმოებული პოლიტიკის აქტიური მოანწილე. ოსებს კავკასიისთვის წარმოებულ ომებში უშუალო მონწილეობა არ შეეძლოთ, ისინი რომელიმე მხარეს იბრძოდნენ, ბიზანტიის ან ირანის მხარეს, მაგრამ გასამრჯელოს ფასად და არა ოსეთის პოლიტიკური მონაწილეობის სახით.

მეშვიდე საუკუნე მეტად მძიმე აღმოჩნდება ალანებისთვის. ჯერ ხაზარები შეავიწროვებენ მათ პოლიტიკურადაც და ფიზიკურადაც და განდევნიან ზოგიერთი ხელსაყრელი დაბლობი მიწებიდან – კავკასიიის მთავარი ქედის ვიწრო ხეობებისკენ. შემდეგ არაბები. რომლებიც კიდევ უფრო მეტად დააზარალებენ არა მხოლოდ ოსებს, არამედ მთელ კავკასიის მოსახლეობას.

ქართული საისტორიო წყაროები ალანებს იმთავითვე ოვსების – ოსების სახელით იცნობდნენ, თუმცა, ოსთა ეთნიკური ტომი ალანებისგან დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, რაც დროში დაემთხვა საქართველოს გაერთიანებასა და დაწინაურებას მთელი ამიერ-იმიერ კავკასიაში. საქართველომ თავი მოუყარა მთელ მეზობლებს და დაიწყო უცხო ძალების თანდათანობით განდევნა. ამ ბრძოლებში ქართველები ოსთა დაქირავებულ რაზმებსაც იყენებდნენ.

დაეცა ხაკანატი, კავკასიიდან განიდევნენ არაბები. რაც ხელს უწყობს ოსთა ნაწილობრივ გაძლიერებას, მაგრამ ოსები მაინც ვერე იქცნენ ჩდრლო კავკასიაში მოწინავე ძალად, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ქვეყნის კონსოლიდაციას და შექმნიდა მოწინავე სახელმიწფოს. მკვლავართა შენიშვნით, ამ პროცესს ერთგავრად ამუხრუჭებდა ისიც რომ ირანულენოვანი ოსები ჩრდილოკავკასიაში მაინც უცხო და დამპყრობი (არააბორიგენი) იყო და ამიტომ მათ უჭირდათ თავის ირგვლივ სხვადასხვა მოდგმის ადგილობრივი ხალხის შეკავშირება-კონსოლიდაცია. არათუ სხვა ეთნიკური ჯგუფების შერწყმას ვერ ახერხებდნენ, მეტიც, გახშირებული თავდასხმების გამო, თავის გადასარჩენად, თავადაც სხვადასხვა ხეობებში, დაქსაქსულად უწევდათ ცხოვრება და ერთმანეთისგან მოწყვეტილად ვითარდებოდნენ.

მაგრამ შემდეგ, საბჭოთა პერიოდში, მადლიერმა რუსეთმა ოსებს არათუ ნათელი მომავალი „აჩუქა“ წარსულიც გამოუსწორა. 

ოსთა „სტრაბონი“ გ.თოგოშვილი წერს: „ალანურ-ოსური საზაოგადოება მეორე ათასწლებულში შემოვიდა როგორც ადრეფეოდალური საზოგადოება – საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო ორგანიზაციით…. ოსურ ადრეფეოდალურ საზოგადოების სათავეში იდგა მეფე, მას ჰქონდა სატახტო ქალაქი, ციხე-სიმაგრეები, ჰყავდა ჯარი, ადმინისტრაციული აპარატი, რომლის მეშვეობითაც იგი განაგებდა სახელმწიფოს“.

უფრო მეტიც, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც კი იგივეს ვკითხულობთ (სტატის ავტორი აქაც თოგოშვილია და მიტომ…), კერძოდ: „9-13 საუკუნეებში ალანებს (ქართული წყაროები მათ იმთავითვე ოვსების – ოსების სახელით იცნობდნენ). ჩრდ. კავკასიაში ჰქონდათ ძლიერი ადრინდ. ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც მჭიდრი პოლიტ. ეკონომიკ. კულტურ. ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, კიევის რუსეთთან, ბიზანტიასთან.“

რამდენად შეეფერება ეს ყოველივე სინამდვილეს?

გ.გასვიანი აღნიშნავს რომ X-XV საუკუნეებში ოსებს არ გააჩნდათ საკუთარი, ალანებისგან მკვეთრად გამოხატული ეთნიკური სახე და არც არანაირი ალანურ-ოსური საზოგადოება არ არსებობდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ალანები იყო არა მხოლოდ ოსთა სახელწოდება, არამედ სხვადასხვა ჭრელი ეთნიკური ტომების კრებითი სახელოწდება. ალანების სახელქვეშ გაერთიანებულებს კი არ შეიძლებოდა ჰქონებოდათ მტკიცე საერთო ორგანიზაცია, რადგან გაურკვეველი იყო მათი ერთიანობაც და მათი საერთო მიზან-ინტერესებიც. გასვიანი შეცდომად მიიჩნევს ოსების დაწინაურებული ქვეყნის მესვეურებად წარმოჩინებას.
მეტიც, იგი დასაბუთებულად ამტკიეცბს რომ ოსებს საერთოდ არ ჰყოლიათ მეფეები კლასიკური გაგებით. რომელ ძლიერ სახელმიწფოზეა საუბარი, როდესაც ოსებს არც დამწერლობა გააჩნდათ და არც ფული, მონეტარული სისტემა, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთი ნიშანია. ოსებს რომ იტყვიან „მისდღემში“ არ ჰქონიათ თავისი ფული. ის კი არა, სხვის მონეტებსაც იშვიათად იყენებდნენ, და მათი ვაჭრობა უფრო გაცვლა-გამოცვლა იყო და არა ვაჭრობა კლასიკური გაგებით. შემდეგ კი ფულის მაგივრობას ტილო, პირუტყვი და მისთანანი სწევდა.

საერთოდ, V-X საუკუნეებში ოსეთში სამხედრო დემოკრატია დომინირებდა, რაც წარმოადგენდა გვაროვნული საზოგადოებიდან ადრეფეოდალურზე გადასვლის გარდამავალ ეტაპს. ამ დროს ჩნდება სახელმიწფოსთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტიც. ისტორიკოსი გასვიანი კი ამბობს ოსებს მეფეები არ ჰყოლიათო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს რომ „ოსთა მეფეებს“ ქართლის ცხოვრებაც რომ იცნობს და ახსენებს?

გასვიანის თქმით, ოსთა საზოგადოებაში ამ მეფეების სახით, კლასიკური გაგებით მეეფეები კი არა, წინაძღოლები და ბელადები უნდა ვიგულისხმოთ.

„1118 წელს ოსეთში გადასულ დავით აღმაშენებელს „მოეგებნენ მეფენი ოსვეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი“, როგორც ჩანს, მეფეებიც და მთავრებიც მრავლად ჰყოლიათ. თამარ მეფის დროს „მოისრულ იყვნეს ოვსთა მეფეთა შვილნი“…. ტექსტის პირდაპირი გაგებით გამოდის რომ ოსებს ამ შემთხვეავშიც რამდენიმე მეფე ჰყავდათ. როგორც ჩანს, ისე როგორც ბერძნული ბაზილევსი და არქონტი არ ნიშნავს ყოველთვის მთავარს თუ ერისთავს, „მეფის“ წოდებით მოხსენიებული ოსიც არ შეიძლება პირდაპირ გავიგოთ – როგორც ნამდვილი მეფე. სავარაუდოა, რომ ამ სახელწოდების ქვეშ ოსთა წინამძღოლი ბელადი, ან თემის უფროსი, ანდა სამხედრო ლაშქრის მეთაური იყოს, რა თქმა უნდა თავისი პრივილეგირებული მდგომარეობით. ვფიქრობ, ლაპარაკი ძნელი ან შეუძლებელია ოსთა ნამდვილ მეფეებზე, სახელმიწფოზე, მთავრებზე და თავადებზე საერთოდ. აქ ლაპარაკი უნდა იყოს ბელადებზე, წინამძღოლებზე ან პრივილეგირებულ წვრილ ფენებზე. მით უფრო ოსებში წვრილი მფლობელების არსებობაზე მიუთითებს დომინიკანელი ბერი იულიანე (XIII საუკუნე) რომელიც აღნიშნავს – რამდენი ხევიცაა იმდენი მფლობელია და არც ერთი არ ემორჩილება მეორესო. ანალოგიურად მონღოლთა მიერ დაპყრობილი არც ერთი ალანი მფლობელი ერთიმეორეს არ ემორჩილეობდა, ხოლო მონღოლებს ნებაყოფლობით ემორჩილეობდნენ პრივილეგირებული მდგოამრებოის შესანარჩუნებლადო, სადაა სახელმწიფო? ერთიანი ფეოდალური საზოგადოება? სოციალური კიბის საფეხურები? როცა ქართული წაყრო ოსებს სამეფოს არსებობას მიაეწრს, ეს ზერელე და პირობითია, ვინემ სინამდვილე“ – აღნიშნავს გ.გასვიანი.

საერთოდ, IX–XIII საუკუნეებში, როცა დავითის და თამარის საქართველო გრგვინავდა, ცოტა ღიმილისმომგვრელია „ძლიერ ოსურ სახელმიწფოზე“ ლაპარაკიც კი. ეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ყივჩაღების ჩამოსახლების ეპიზოდში. როდესაც დავით აღმაშენებელმა ყივჩაღებს საქართველოში ჩამოსახლება შესთავაზა, ყივჩაღებს კი გაუხარდათ, მაგრამ საქართველომდე რომ მოსულიყვნენ, ოსეთი უნდა გამოევლოთ, ოსებს კი მათი გამოატრება არ სურდათ, რადგან მათთან შუღლი ჰქონდათ – ყივჩაღებმა მათ ადრე სხვებისთვის წაგლეჯილი მიწები წაგლიჯეს და იმიტომ… ამიტომ ყივჩაღებმა გადმოსახლებაზე თანხმობა განაცხადეს და ითხოვეს „გზა მშვიდობისა ოვსთაგან“.

დავით აღმაშენებელი გიორგი ჭყონდიდელთან ერთად ოსეთს წავიდა. დავით აღმაშენებელს საზღვარზევე „მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგნეს წინაშე მისსა“. აღმაშენებელმა ოსები ყივჩაღებთან დააზავა და პირობაც ჩამოართვა რომ ყივჩაღებს მშვიდობიანად გამაოტარებდნენ. აღმაშენებელმა ოსებს მძევლებთან ერთად, ჩამოართვა „ციხენი დარიალისანი და ყოველთა კართა ოვსეთისა და კავკასიიის მთისანი“, ჩამოართვა ყველა ციხესიმაგრე რაც კი გზად იყო და იქ ქართული ჯარი ჩააყენა… ამ ყველაფრის მერე, რა კარგად ჟღერს – „ძლიერი სახელმწიფო“…

ქართლის ცხოვრება ოსთა ბელადებს „მეეფებად“ ალბათ იმიტომაც იხსენიებდა რომ ქართველ მეფეებს ისინი თავიანთ სიმაღლეზე „აეყვანათ“, და ამით გაემართლებინათ მათ ასულებთან ქორწინება. ძირითადად, ოსებთან დამოყვრების მიზანი სამხედრო საქმის გაძლიერება და გადმოსასვლელების გამაგრება იყო. ყველას რომ თავი დავანებოთ, დავით აღმაშენებელი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ოსებთან სამხედრო კავშირს, რომ ოსების ერთ-ერთ მეთაურს თავისი ასულიც კი მიათხოვა. ამ ასულის სახელი შემორჩენილი არაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს ასული დავით აღმაშენებელს გურანდუხტ დედოფალთან შეეძინა.

ჩვენ ხშირად ვიტყუებთ თავს, და ვსაუბრობთ დიდ ისტორიულ მეგობრობაზე, იგივე დინასტიურ კავშირებზე, ვითვლით რამდენი ოსი დედოფალი გყავდა, მაგრამ ამის იქით იშვიათად თუ ვინმე მიდის და კითხულობს რას აკეთებდნენ ისინი?

რას აკეთებდნენ საქართველოს ოსი დედოფლები?

1026 წელს გიორგი I გაეყარა მარიამ დედოფალს და იქორწინა ოვსთა მეფის ასულ ალდეზე. ამ დინასტიური ქორიწნებით მეფეს მძლავრი ანტიბიზანტიური კავშირის შეკვრა სურდა. პირიქით კი გამოუვიდა. გიორგი I მალევე გარდაიცვალა, ტახტზე ბაგრატ IV ავიდა. სახელმწიფოს სადავეები მარიამ დედოფლის ხელში აღმოჩნდა. ალდე დედოფალი კი ანაკოფიის ციხეში წავიდა პატარა უფლისწულ დემეტრესთან ერთად. ქართველ ფეოდალთა ნაწილს ბაგრატის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ნახევარძმის დემეტრეს გამეფება სურდათ. ცდილობდნენ კიდეც მის ამხედრებას ბაგრატის წინააღდეგ. როგორც მემატიანე წერს, „აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი.“
შემდეგ, ბაგრატი და მარიამიც შეეცადნენ დემეტრესთან და ალდესთან მოლაპარაკებას, მაგრამ ისინი ვერ გამოიტყუეს ანაკოფიის ციხიდან. მეტიც, როგორც ივანე ჯავახიშვილი მემატიანეს იშველიებს, ალდე „წარვიდა… მიმართა ბერძენთა მეფესა და წაუტანა თან ანაკოფია აფხაზეთა მეფეთა“. ბიზანტიელი ისტორიკისიც ადასტურებს და მოგვითხრობს რომ ალდე დედოფალსა და მის შვილს დემეტრეს კეისრისთვის ანაკოფია გადაუციათ, ეს მომხდარა 1032 წელს – დასძენს ივანე ჯავახიშვილი.

დემეტრე უფლისწული 1026-27 წლებში დაიბადა, ეს ამბები 1032 წლისთვის ხდებოდა, ანუ ამ დროს დემეტრე უფლისწული სულ რაღაც 5-6 წლის თუ იყო და ცხადია, რომ მოღალატე ფეოდალებიც ალდესთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და სწორედ ალდემ გადასცა კეისარს ანაკოფიის ციხე.

სწორედ ასე წერია კიდეც, სკილიცე-კედრენის ცნობაში: „გიორგი აფხაზის მეუღლე ალდე, ტომით ალანი, მიემხრო მეფეს და გადასცა მას უმტკიცესი ციხე ანაკუფე; მის ვაჟს დემეტრეს მეფემ უბოძა მაგისტროსის პატივი“.

ალდე გიორგი I-მა ანტიბიზანტიური კოალიციისთვის შეირთო და ეს ალდე კი ბიზანტიელების პირველ მოკავშირედ იქცა. ანაკოფიის ციხის გადაცემით, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ბაგრატ IV-ც და საქართველოც. მანამდე თუ ბიზანტიელები სამხრეთიდან ემეზობლებოდნენ საქართველოს, ახლა ჩრდილოეთიდანაც მოუარეს და როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, „საზღვარზე ფეხი ჩადგეს“.

ალდეს არც შემდეგ შეუწყვეტია ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ ბრძოლა. ბიზანტიელთა წაქეზებით დემეტრემ რამდენჯერმე აუშალა ქვეყანა და ნერვები ნახევარ-ძმას – ბაგრატ IV–ს. ბიზანტიელების წაქეზებითა და ჯარით, კლდეკარის ერისთავ ლიპარიტის მოწვევით, დემეტრე ორჯერ შემოვიდა საქართველოში. სწორედ მეორედ ჩამოსვლისას, გადამწყვეტი ბრძოლის წინ გარდაიცვალა. დემეტრე უფლისწულს სავარაუდოდ კონსტანტინოპოლში უნდა შეერთო ცოლი, რომელთანაც შეეძინა ვაჟი დავითი. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ბებია ალდემ ოსეთში წაიყვანა და იქ გაამეფა. ასე დაედო სათავე ბაგრატიონტა ოსეთის შტოს. 

ოსი იყო ბაგრატ IV-ის თანამეცხედრეც – დედოფალი ბორენა. მამამისს მემატიანე „ოვსთა მეფედ“ იხსენიებს, შემდეგ ამ ტიტულს ატარებს ბორენას ძმა – დორღოლელიც. დორღოლელი თავისი სამხედრო ნაწილებით, მონაწილეობდა განძის საამიროს დარბევაშიც. XI საუკუნის შუა ხნებში, როცა ბაგრატი ბიზანტიაში იმპერატორ კონსტანტინე IX მონომახთან იმყოფებოდა სამწლიან საპატიო ტყვეობაში, ლიპარიტ ბაღვაშმა გიორგი უფლისწულის გამეფება გადაწყვიტა, რაზედაც მოლაპარაკებას სწორედ ბორენა დედოფალთან აწარმოებდა და სწორედ მისი ნება-სურვილით აკურთხეს კიდეც გიორგი II რუისის ტაძარში მეფედ.

… დემეტრე I-მა თავის ძეს – გიორგი III-ს ცოლად მოჰგვარა ოსთა წინამძღოლის („მეფის“) ხუდანის ასული ბურდუხანი. თამარის ორივე ისტორიკოსი აღფრთოვანებით ახასიათებს მას. ბასილი ეზოსმოძღვარის თქმით „სძალი სხუა მისებრი მაშინ არ ეხილა ქართლისა თემსა“. 

ბურდუხან დედოფალი 1179 წელს თამარის თანამოსაყდრედ კურთხევას დაესწრო და დიდხანს აღარ უცხოვრია… თამარ მეფის დედა მართლაც ოსი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მის მეუღლეზე – დავით სოსლანზე.

„1089 წელს თამარისთვის საქმროდ ოსთა მეფის ჩამომავალი, დედით ქართველ მეფეთა ბაგრატიონის ასულის შვილი დავით უფლისწული იყო დასახელებული. ის თამარის მამიდასთან იზრდებიდა და მისი ხასიათის თვისებებიც, სიმამაცე და განსსწავლულობაც, ყველასთვის კარგად იყო ცნოიბილი, ამიტომ ეს არჩევანი დარბაზის ერმაც და თვით თამარმაც მოიწონეს.“ – წერს ივანე ჯავახიშვილი.

როგორც ვხედავთ, დედით ქართველ ბაგრატიონთა ჩამომავალი იყო, როგორც ნათესავი იზრდებოდა „სახლსა შინა დედოფალსა რუსუდანისასა“ – თამარის მამიდასთან. ოსთა მეფის ჩამომავლი კი იყო, მაგრამ იგი ეკუთვნოდა ბაგრატიონტა საგვარეულოს ოსეთის შტოს, სწორედ იმ შტოს რომელიც სათავეს იღებს გიორგი I-ის უმცროსი ვაჟის დემეტრე უფლისწულის შვილის – დავითისგან, რომელიც ბებია ალდემნ გაამეფა ოსეთში. სწორედ ამ დავითის პირდაპირი შთამომავალი იყო დავით სოსლანი (დავითი – ათონი – ჯადარონი – დავით სოსლანი).

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

%d bloggers like this: