Category Archives: პოლიტიკა სალაღობოდ

მის პოლიტიკურ მენიუში წიწმატი იყო მოდაში

თუ სამასმა არაგველმაც უაზროდ გაწირა თავი, რატომ ჰქვია მეტროსადგურს „სამასი არაგველი“ და არა “ანზორას სამასი „მეშოკი“ ფაქვილი”? რატომ დგას ორთაჭალაში სამასი არაგველის მემორიალი და რატომ არ აწყვია სამასი „მეშოკი“ ფქვილი?

მას დროის დინება მის ფერხთა ქვეშ გაყინულად ეჩვნება, სადაც როგორც ინებებს ისე იციგურავებს. ის ქვეყანასა და მის ხალხს კი არა, ქვეყნის ზედხედს იცნობს მხოლოდ – ვინაიდან სულ ზემოდან უყურებდა ქვეყნიერებას – პარტიული ნომენკლატურის ღვიძლ შვილს არც წარმოუდგენია სხვაგვარი ხედი თუ აქვს ქვეყანას. პოზიციებს იცვლის მარაოსავით. როგორც კი დაინახავს რომ პოზიცია ხელში შემოაცვდა და ვეღარ უნიავებს, მოისვრის და ახალს იღებს. შიგადაშიგ მარგალიტებსაც შეათამაშებს.

მას ნინო ბურჯანაძე ჰქვია. მას ერთმა ჟურნალისტმა ჯერ კიდევ მაშინ უწოდა პოლიტიკური ბარბი, როცა ქვეყანს ის ყველაზე საიმედო პოლიტიკოსად ესახებოდა.

მისი კარიერა დაბადებიდანვე დაიწყო – რაიკომის მდივნის ასული იყო.

განათლება არ დაუკლიათ, ასწავლეს რუსული, ინგლისური, მაგრამ ქართულ ლექსიკონს მაინც ვერაფერი მოუხერხა, მეტად ღარიბი არს ლექსიკა მისი.

დაამთავრა აქ უნივერსიტეტი, მერე მამამ მოსკოვში „წაიღო“ ასპირანტურაში. დისერტაციაც დაიცვა საზღვაო სამართალში. თბილისში 1991 წელს დაბრუნდა და მუშაობა უნივერსიტეტში დაიწყო დოცენტად, პარალელურად გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი იყო, მერე კი როცა ზვიადი დაამხეს და ქვეყნის სადავეები მამის ძმადნაფიცმა შევარდნაძემ აიღო, ნინიკომ პარლამენტში დაიწყო ექსპერტ-კონსულტანტობა. 1995 წელს კი მოქკავშირის ისაშიც ჩასვეს. ანზორ ბურჯანაძე სადღაც, ინტერვიუში წერდა რომ მას ზურაბ ჟვანია სთავაზობდა სიაში ჩასმას, ანზორი უარობდა, მერე ჟვანიამ ქალიშვილის სიაში ჩასმა შესთავაზა. სხვანი ამბობენ რომ ჟვანიამ ამ მანევრით მაშინ შევარდნაძის გულის მოგება სცადა, კიდევ სხვანი კი იმას რომ იქით ნამეტნავად გამდიდრებული ბურჯანაძეები ცდილობდნენ პოლიტიკაში დამკვიდრებას.

ქალბატონ ბურჯანაძეს დიდებისკენ გზა მამის ფულმა და შევარდნაძის ფაქტორმა გაუკაფა, თორემ მაგის საზღავაო სამართლის ცოდნა რომ არავის ეხურმ-ეჩირ-ეჩურჩხელებოდა ფაქტია.

სწორედ მაშინ, იმ წლებში გადაიკვეთა პირველად მისი და სააკაშვილის გზები. სააკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე იყო, ბურჯანაძე – მისი მოადგილე. 1998 წელს, სააკაშვილი რომ მოქკავშირის ფრაქციის თავჯდომარე გახდა, ნინომ გამონთავისუფლებული სავარძელი დაიკავა. ახლაც ამის იმედი აქვს რომ მიხეილის სკამს დაიკავებს, ხვდება რომ მიხეილი ნებით არ თმობს და ეჯიკავება, დამსვიო. საერთოდ უყვარს გამონთავისუფლებული სავარძლების დაკავება.

1999 წელს ისევ მოქკავშირის სიით გადეპუტატდა, 2001 წელს კი, როცა ზურაბ ჟვანიამ პოსტი დათმო, ის პარლამენტის თავჯდომარედ მოგვევლინა. მისი გასპიკერება აკაკი ასათიანის ინიციატივა იყო. ბურჯანაძეზე ფსონი დასდო თვით ჟვანიამაც, ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ჟვანიამ შევარდნაძისთვის მისაღები ბურჯანაძის კანდიდატურა დაუპირისპირა.

თავჯდომარედ მისი გაყვანა კი ხათუნა გოგორიშვილის ძალისხმევით მოხდა. მიუხედავად ამისა, ბურჯანაძის უმადურობის ეპოპეა სწორედ ხათუნა გოგორიშვილს შეეხო პირველად. სწორედ მას დაემდურა შემდეგ პირველად.

მაგრამ იმ წლებში კი როცა საქართველოს პარლამენტში პროცესები მართლა დუღდა, ბურჯანაძემ მშვენიერი ამპლუა მოძებნა, ჟვანია-სააკაშვილის ოპოზიცია შევარდნაძის უსახურ უმრავლესობას უპირისპირდებოდა პარლამენტში. ბურჯანაძე ნელ-ნელა ოპოზიციის პოზიციებს იკავებდა და ამ პროცესში დაპირისპირება უწევდა ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან როგორებიც ვახტანგ რჩეულიშვილი და ვიტალი ხაზარაძე იყვნენ. ჯერ მათი და შემდეგ ირინა სარიშვილის მიერ წარმოებული ლანძღვა-თათხვა მალამოდ ედებოდა ბურჯანაძის კარიერას.

იქმნებოდაბურჯანაძის მითი, როგორც მითი პრინციპული და ურყევი ლიდერის. ამ მითს მისი რუსეთში გამოსვლებიც აძლიერებდა, დღევანდელივით კი არ იყო, მაშინ რუსეთს უტევდა დაუნდობლად.

აღზევდა და აღზევდა. გულმავიწყმა ელექტორატმა „ქატო იქა ფქვილი აქა“ უთხრა მის წარმომავლობას და ირწმუნა მისი.

ჟვანიას მიერ გაგმირებულმა ბურჯანაძემ თავადაც დაიჯერა რომ გმირი იყო.

ჟვანიამ მას იმხელა ამბიცია გაუჩინა რომ მერე მისი ამბიციის დაკმაყოფილება სხვამ ვეღარავინ შესძლო ისევ ჟვანიას გარდა. თორემ დავით გამყრელიძესაც უნდოდა მაშინ მასთან დაბლოკება, მაგრამ ვერ დაუთმო ქართული პოლიტიკის ახალ პოპზვიოზდა ნინოს სიაში პირველობა. ჟვანიამ კი არათუ პირველ ნომრად ჩაწერა სიაში, არამედ ბლოკს საერთოდ „ბურჯანაძე-დემოკრატები“ დაარქვა.

გაიხარა ნინომ. დისტანცირდა მამის ძმადნაფიცისგან კიდევ უფრო, მაგრამ მამის ძმაკაცმა შური იძია და მისი ბლოკი კინაღამ ბარიერს მიღმა დასტოვა. ბურჯანაძე მაშინ პირველად გამოვიდა ქუჩაში.

დაიწყო ვარდების რევოლუცია. ის მაშინ პროგრესული მოვლენის სათავეებთან იდგა. ხალხსაც ეიმედებოდა. დასავლეთსაც.

მაშინ ხმა მისი დედოზარების დარისხების ხმას ჩამოჰგავდა, ახლა? ახლა ტაშტის ბრახუნსღა.

ცხონებული ჟვანია ალბათ ტკბებოდა თავისი სარეჟისორო მიღწევებით და მხოლოდ მან იცოდა რეალურად რაც ხდებოდა. იცოდა „პროგრესული ნინიკოს“ გატაცებანი ოდიოზური ფიგურებით, ჯერ კიდევ მაშინ რომ ამოუყარეს სიიდან დიდი დავიდარაბით.

მაგრამ დრო იყო ისეთი, რევოლუციონერებს სჭირდებოდათ ნინო – რევოლუციის გასაპრავებლად. მიხეილთან ერთად სწორედ ნინო ბურჯანაძე შეიჭრა პარლამენტში. მეტიც, ვიდრე შევარდნაძე გადადგებოდა, სხვა სათადარიგო სცენარიც ამოქმედდა, ყველას ახსოვს მისი გამოსვლა 22 ნომებერს ღამით – შევარდნაძე ქმედუუნაროა, და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მე ვიღებო. რევოლუციონერები მაშინ შევარდნაძის მრჩევლის – ლევან ალექსიძის ცნობილ განცხადებებს ეყრდნობოდნენ. მაგრამ შევარდნაძე თვითონ გადადგა და ამ მიმართულებით ბრძოლა აღარ გახდა საჭირო. ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ამბობენ რომ ნინო ბურჯანაძეს ჯერ კიდევ მაშინ ეწადა ნამდვილი პრეზიდენტობა, მაგრამ მიხეილმა დაასწრო. ცესკოში განაცხადი შეიტნა და ნინოიც და დასავლეთიც ფაქტის წინ დააყენაო.

ნინო შეიძლება მართლაც ფაქტის წინ დააყენა, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა და აგერ 6 წლიანმა მხარდაჭერამ ცხადყო რომ დასავლეთი არანიარად არ დაუყენებია ფაქტის წინ. იქნებ სწორედ მიშამ და დასავლეთმა ერთად დააყენეს პრეზიდენტობის მოსურნე ნინო ამ ფაქტის წინ?

ბურჯანაძეს სხვა რაღა გზა ჰქონდა, დასთანხმდა პარლამენტის თავმჯდომარეობას. მალე ახალი სიები გახდა შესადგენი, აქაც ფაქტის წინ დააყენა მიხეილმა – ხალხიც დაუწუნა და კვოტაც შეუმცირა, ბურჯანაძემ სააკაშვილს ვერ შებედა დაპირისპირება და ჟვანიას დაეტაკა, იფიქრა ამით გულს მოუგებდა და მოულბობდა სააკაშვილს.

სიებზე იჩხუბა, აი მაშინ კი სულაც არ უჩხუბია როცა პარლამენტის უფლებები შეიზღუდა. რამაც იგი მიხეილის ნოტარიუსად აქცია. მისმა პერსონამ პოლიტიკური ჟღერადობა დაკარგა. მითმა მისი პრინციპულობის შესახებ გალღობა იწყო. მისი პრინციპულობა აცა-ბაცა იჩენდა ხოლმე თავს, ისიც პერსონალურ საკითხებზე, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის ჟამს ერჩოდა პეტრე ცისკარიშვილს, მერე სალომე ზურაბიშვილს ერჩოდა, მერე ჟვანიას კადრებსაც დაერია.

მის პოლიტიკურ მენიუში წიწმატი იყო მოდაში.

პრინციპული პოზიციების ნაცვლად ის უკვე კაპრიზების ენაზე ლაპარაკობდა. ამ კაპრიზებს კი პირადი კეთილდღეობისთვის აყენებდა. რისი აპოთეოზიც შვიდ ნოემბერს მოხდა. მოვლენების დადებითად შეფასებისთვის, წყნეთის რეზიდენცია და 31 ჰექტარი მიწა ირგუნა ერთ ლარად.

ეს მოგვიანებით, მანამ კი კვლავ მოუწია მეორედ 40 დღიანი პრეზიდენტობა, სწორედ მის პრეზიდენტობისას ჩატარებული არჩევნებით არჩეულ პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს დღეს.

მაშინ დემოკრატიულს უწოდებდა იმ არჩევნებს, დღეს სხვანაირად ჭიკჭიკებს. როგორც აწყობს ისე. მერე საპარლამენტო არჩევნებისას, ისევ ვერ მორიგდა ნაციონალებთან საარჩევნო სიებთან დაკავშირებით და სააკაშვილს დაუპირისპირდა. აბა რა ექნა, ჟვანია უკვე აღარ იყო ამ ქვეყნად.

პარლამენტში კენჭი აღარ იყარა. დემოკრატიის და განვითარების ფონდი დააფუძნა.

პოლიტიკაში ავაზის ნახტომისთვის მოემზადა, დაიჯერა რომ ვარდების რევოლუცია მისი მოწყობილი იყო და ახალი რევილუციის კეთებას მიჰყო ხელი. ავაზის ნახტომისთვის მოემზადა და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ზედ რუსთაველზე გაიშხლართა მისი ამბიცია.

პარტიაც დააფუძნა, ქუჩაშიც ბევრი ირბინა და ბევრი არბენინა – ფულების წყალობით. ოპოზიციის ლიდერადაც მოგვევლინა და მიტინგების ადგილის დედადაც. მაგრამ ყავლი გაუვიდა.

ახლაც ქუჩაში მიუწევს გული, არჩევნები არ ეპიტნავება. პიტნას ისევ წიწმატი ურჩევნია. დანარჩენ ოპოზიციასაც ამუნათებს რა არჩევნები აგიტყდათ, 2013 წლამდე რა გამაძლებინებს, პრეზიდენტობა მინდაო. გამო გამო გიშერაო. ეგაა ვერავინ აიყოლია, პოლიტიკოსი ქალების გარდა. ხმაურიანზე ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, ჰგონია რომ ხმა მისი კვლავაც ისე გაისმის როგორც გაისმოდა ვარდების რევოლუციის წინ და რევოლუციის ჟამს – მაშინ ხმა მისი დედოზარების დარისხების ხმას ჩამოჰგავდა, ახლა? ახლა ტაშტის ბრახუნსღა.

2007 წელს 7 ნოემბრის დარბევას ფანჯრიდან უყურებდა, არც დაუგმია, მოიწონა კიდეც და ახლა? ორიწლისთავი გადაუხადა. იმიტომაც მიაწყდა ხალხი მის დემონსტრაციას.

2008-ში კი სააკაშვილზე გაბოროტებულმა არაერთ ქართველს მიაყენა შეურაცხყოფა იმით რომ ომს უაზრო უწოდა, ომში დაღუპულ ბიჭებს უაზრო ომში ჩახოცილები.

სამშობლოს დასაცავად ბრძოლას არასოდეს ეწოდება უაზრო.

სამშობლოს დასაცავდ ომი სკამისთვის ბრძოლა არაა რომ შედეგით განისაზღვრებოდეს. მაგ ლოგიკით 300 არაგველმაც უაზროდ გაწირა თავი.

სწორედ მაშინ დავსვი ეს კითხვა პირველად: თუ სამასმა არაგველმაც უაზროდ გაწირა თავი, რატომ ჰქვია მეტროსადგურს „სამასი არაგველი“ და არა „ანზორას სამასი „მეშოკი“ ფაქვილი“? რატომ დგას ორთაჭალაში სამასი არაგველის მემორიალი და რატომ არ აწყვია სამასი „მეშოკი“ ფქვილი?



ერო(ს)ტიკული არდადეგები – ცივ გუდაურში გაცხელებული გვერდები

(პუბლიკაცია შარშანდელია, იმედი მაქვს მაინც იხალისებთ…)

რეზო შატაკიშვილი

დიდძალ ფულს ვიშოვიდით – ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბების მსოფლიო სააფთიაქო ქსელში გატანა და გაყიდვა რომ შეიძლებოდეს. რას ამბობთ, უებარი საშუალება იქნებოდა – გულის ასარევად.

მოდი და ნუ აგერევა გული, როცა ეროსი კიწმარიშვილი გამოვა და ქადაგად დავარდება – „პოლიტიკური პროსტიტუცია ჟურნალისტური ნორმა გახდა საქართველოში“-ო, ანდა „ჟურნალისტიკა არის მეორე უძველესი პროფესია და დღეს ეს პროფესია პირველ უძველეს პროფესიასთან ძალიან ახლოს დადგა“-ო.

სწორედ ამ განცხადებების გამო იყო, ნანუკა ჟორჟოლიანის მამამ რომ კარგად გაუცხელა გვერდები ცივ გუდაურში. გამოხტა და იძახდა, პოლიტიკურად მომდესო. მერმე გვმოძღვრავდა, მიაქციეთ ამ იციდენტს ყურადღება, რადგან ამ წვეთში ჩანს ზღვაო. ამ წვეთში ჩანს ყველაფერი, როგორ ექცევა ხელისუფლება დაუცველ მოქალაქეებსო. ჯერ ერთი, გაუგებარია რომელი დაუცველი მოქალაქე ეგაა, და მეორეც – კაცს რომ შვილს და იმის სინდისნამსუსს უთათხ-უგინ-ულანძღუნებ, და ის რომ მოგდებს, ან პოლიტიკა რა შუაშია და ან იმის სიძის ჩინოვნიკობა?

გარდა ამისა, მეტი ცინიზმი რა გინდა, როცა ჟურნალისტების პოლიტიკური პროსტიტუაციაზე ეროსი კიწმარიშვილი ლაპარაკობს, თან ისე ლაპარაკობს, გეგონება ახლა დაწყებულიყოს ეს ამბავი და აქამდე ქალწული ბატკნები მუშაობდნენ ტელე თუ ბეჭდურ მედიაში.  უკაცრავად და როდის დამკვიდრდა მედიის თამაშის წესები და ვინ იყო მაშინ მედიის ფლაგმანი არხის პატრონი?

თუ ჟურნალისტიკაში პოლიტიკური პროსტიტუცია მძვინვარებს, თავად ვინ იყო, „მამაშა“?

უკაცრავად და ვინ იყო „რუსთავი2“-ის პატრონი მაშინ, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, არხი რომ „ააღორძინა“? და აბაშიძის ორბიტის სამსახურში ჩადგა უეცრად?

დღეს რომ ნანუკა ჟურჟოლიანს ეძახის სააკაშვილის კარის ჟურნალისტს და რომ გაიძახის, ის მონაწილწეობს ყველა იმ პროცესში, რომელსაც ახორციელებს სააკაშვილიო, რა, თვითონ დიდი ხანია გამოვიდა ამ სამსახურიდან? ეროსი კიწმარიშვილი არ იყო, თავს რომ იწონებდა ჟვანია-სააკაშვილთან და ბურჯანაძესთან ერთად, მე ვიყავი ვარდების რევოლუციის ავტორიო? პოლიტიკური გეომეტრიის წიგნი რო გვირახუნა თავში, თქვენ რომ სამკუთხედი გეგონათ, კვადრატი ვიყავითო?

უკაცრავად და რატომ ჰგონია რომ ხალხს დაავიწყდა როგორ და ვისი პატრონობით აახია „რუსთავი2“ ფიქრია ჩიხრაძეს, თედო ისაკაძეს და ნიკო ნიკოლოზიშვილს? ნათელ-მირონების საქმიდან მოტეხვა, თქვენთან ბოდიში და პოლიტიკურ სათონებათა კატეგორიაში გადის?

ამ საზოგადოებას სენად აქვს მორალის კითხვა დანარჩენებისთვის.

იმას არავინ დაგიდევს აქვთ თუ არა თავად ამის მორალური უფლება. საზოგადო მორალურ უფლებას ვინ ჩივის, კიდევ რა უჭირდა ნარკომანი რომ  გამოდიოდეს და მექრთამეობას ან მეძავეობას სძრახავდეს, მეძავი – ნარკომანიას, ან ლოთობას. აქ ნარკომანები გამოიდიან ეთერით და ჩვენ გვმოძღვრავენ რომ არ უნდა გავიჩხიროთ, ბოზები გამოდიან და პატიონსების მასტერკლასს გვაძლევენ. ვიწროსპეციალიზაცია მაინც დაიცავით, მამაძაღლი.

დავუბრუნდეთ კიწმარიშვილს.

კი, არავინ დაობს იმაზედ რომ ბატონი კიწმარიშვილი ნაწილობრივ სიმართლეს ბრძანებს, გნებავთ იგივე ჟურნალისტიკასთან დაკავშირებითაც. თავად განსაჯეთ, ამ დღეებში უცნობმა გრანდიოზული კონცერტი გამართა რიყეზე და „რუსთავი2“-მა „ნივიჟუ“ დაურტყა. საერთოდ არც ახსენა. ამას რა ჰქვია? კაი ბატონო, ნუ დაუთმობ დიდ დროს, ნუ გახსნი ამით გამოშვებას, ბოლო-ბოლო ჭვარტლიან ტრუბაში გააძვრინე, მაგრამ საერთოდ რომ არ ახსენებ რა უბედურებაა?

ან ის რა უბედურება იყო, რაც ბატონმა ყუბანეიშვილმა ბრძანა, გრიგოლიას ოქრუაშვილი იმიტომ არ ჩავართვევინეთ რომ ძებნილია და მერე სხვა ძებნილებსაც მოუნდებათო. ჩვენი ჯიბეებიდან დაფინანსებულ ყუბან-ნოინს ალბათ არ გაუგია ისეთი არხის არსებობა, როგორიცაა „ალჯაზირა“, ბინლადენს რომ აჩვენებდა წამდაუწუმ, ეტყობა არ გაუგია, თორემ ამას როგორ იტყოდა. ანდა, მერე სხვასაც მოუნდებაო რა ლოგიკაა? ამ ლოგიკით, ბოზს ინტერვიუ არ უნდა ჩამოართვა, ვაიდა მერე ყველა ბოზს მოუნდეს ინტერვიუ? სად მიდის მერე ყუბანეიშვილი?

არც მორიგი მედია-სკანდალია ატიპიური. „ჯორჯიან-თაიმსმა“ ბერეზოვსკის და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრის ამბავი ამცნო საზოგადოებას. ატყდა ერთი აცქა-ცუცქა, გაზეთის პატრონმა მალხაზ გულაშვილმა, ხელები რედაქციას შეაწმინდა, მე საზღვარგარეთ ვარ, მათი გამოუცდელობით ისარგებლეს და ინფორმაცია შეუგდეს, მე არ ვიცოდიო. რედაქტორი ამბობს გადამოწმებული მქონდაო. ამ ისტორიის ფინალს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტაშტი გატყდა და ხმა გავარდა – გრეჩიხა ბერეზოვსკის შეხვდაო. ბერეზოვსკი კიდე გულუხვია – ყველას დავაფინანსებ ვინც სააკაშვილს შაებრძოლებაო.

ქართულ პოლიტიკურ არენაზე ბოსხის კიდე ერთი პერსონაჟი ბრუნდება – თენგიზა კიტოვანი. კიტოვანი აქამდეც არ ინახავდა ჯიბეში თავის განწყობებს, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად ლაპარაკობს – აპრილში აპირებს ჩამოსვლას თურმე.

ამ ვაჟბატონის დაბრუნება კარგად უნდა გააცნობიეროს ქართულმა საზოგადოებამ – უნდა მიიღოს როგორც „ხადიაში“ მეტაფორა – შავბნელი 90-იანი წლების, მისგან აფეთქებული თბილისის და საერთოდ ჩვენი ცხოვრების.

მისი ტანფეხით იმ წლების აჩრდილი ბრუნდება საქართველოში. თან როგორ იმუქრება? ჩემი ბიჭები იმას დაუჭრენ მხარს, ვინც სამართლანი იქნებაო.

ბოლოს მისი სახელი ბადრი ბიწაძეს დაუკავშირეს, თავად უარყო ბიწაძე-ბურჯანაძესთან კონტაქტი და საჯაროდ ალასანიას და დათო უსუფაშვილს აუხსნა სიყვარული. კიტოვანმაც და მისმა გამომგზავნმაც კარგად იცის, რაც ემართება საზოგადოებას მისი გვარსახელის ხსენებაზე, რა ემოციებსაც და ასოციაციებსაც აღძრავს და ამიტომაც ასახელებს ალასანიას, თორემ ეგ რომ მართლა ალასანიას უჭერდეს მხარს, გამოვიდოდა და შალვა ნათელაშვილს გაეჯიბრებოდა ირაკლი ალასანიას ლანძღვაში, იმიტომ რომ როცა კიტოვანისნაირები გლანძღავენ – უკვე მარტო ამიტომ ხარ კაი ტიპი.

ასე რომ, მედიით გავრცელებული ვერსია – ბურჯანაძე-ბიწაძის კავშირზე კიტოვანთან, ბევრად უფრო სარწმუნოა, ვიდრე კიტოვანის მიერ აღიარებული სიყვარული ალასანია-უსუფაშვილის.

მოკლედ, აპრილში საქართველოს მორიგი განსაცდელი ელის. კბილებს აკრაჭუნებს ყველა, აქაური ოპოზიციაც და გარე ძალებიც. საქართველოსკენ მოიწევს კიტოვანი, ოქრუაშვილი. ხელისუფლება თან პანიკურ შიშს ჰყავს ატანილი და თან მათ თავხედობას არა აქვს ბოლო. ხალხი რომ უცნობის კონცერტზე არ წასულიყო, მზაგვრობის უფასო ბარათები დაურიგესო, აფრთხილებდნენ არ წახვიდეთო, ამ პანიკური შიშის პარალელურად კი, გირგვლიანის ამბავზე დაჭერილ მაღალჩინოსნებს დარჩენილი სასჯელი გაუნახევრეს, თან შეწყალების კომისიის გვერდის ავლით.

თურმე ნუ იტყვით და მარტო მათ კი არა, აგვისტოს ომის შემდეგ საერთოდ გადაუწყვეტიათ სამხედრო წოდების მქონეთათვის სასჯელის შემსუბუქება და ალანიასთვის და დანარჩენებისთვის ამ ამბავში და გაგებაში შეუმცირებიათ სასჯელი. არადა, ყველაფერი რომ პირიქითაა, ყველა ხვდება _ დანარჩენ სამხედრო წოდებიანებს სწორედ იმიტომ შეუმქსუბუქეს სასჯელი, რომ ამათთვის შეემსუბუქებინათ. ისევე როგორც თავის დროზე, ცვლილებებები შეიტანეს სისხლის სამართლის კოდექსში რომ მათთვის ნაკლები მიესაჯათ.

ამ გაგანია აპრილის მოლოდინში ეს ხელისუფლება ისევ ცეცხლზე ნავთს ასხამს, აგიჟებს საზოგადოებას. აგერ ეროსი გვეუბნება, ოპოზიციამ რომც მოახერხოს ამ 9 აპრილიდან გამოძრომა, რყევები მაინც გაგრძელდება და გაძაღლებული მმართველობის პირობებში ვიცხოვრებთო. ვისთვის მმართველობაა გაძაღლებული და ვისთვის კიდე ცხოვრება.

საზოგადოებას კიდე ცალკე ოპოზიცია აბნევს. „კსტატი“ ოპოზიციას ჩვენი სტატიის ნომერ პირველი გმირი ეროსიც ემდურება, „24 საათს“ 24 საათიანი ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, ამ ოპოზიციას არც ვეტენები რომ მერიდებოდნენო. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სააკაშვილს არ აქვს და არ ვარ დარეწმუნებული რომ ეს ოპოზიციამ იცისო. ნაწყენია ეროსი, წინადადებები შეუთავაზებია სააკაშვილისა და ოპოზიციისთვის, სააკაშვილს სთავაზობს სპეცწარმომადგენლის ინსტიტუტი შემოიღე რუსეთის ამბებშიო, დანიშნე ნეიტრალური პირებიო _ ირაკლი მენაღარაშვილიო, თედო ჯაფარიძეო, რეზო ადამიაო. კიდე, შექმენი საბჭო სადაც შევლენ ოპოზიციის წარმომადგენლები – მაგალითად ზურაბიშვილი, ბურჯანაძე, ალასანია, ნოღაიდელი, სახელმწიფოებრივი მართვის გამოცდილება აქვთო.

აგანგალა-განგალა… რომელი მართვის გამოცდილება? გაძაღლებულის?

ან რომ დამდგარა ეროსი და გაიძახის, ყველა უნდა შევთანხდეთ რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი და ვიქმომედოთო, ან თვითონ ვის წისქვილზე ასხა წყალი აგვიტოს ომის მერე თავის ბლადუნით და ან ახლა რანაირად გაერთიანდება ყველა ანტირუსული სულისკვეთებით, როცა უმეტესობას თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც რუსეთიდან მოსდის ფული აქ სიტუაციის ასარევად?

ეროსი კიდე ნაღვლობს. ამ ინიციატივებზე სააკაშვილმაც წიხლი მიკრა და ოპოზიციამაცო. ოპოზიციამ ასე მითხრა ეს კაცი მალე წავა და მერე დავიწყებთ მუშაობასო. ეროსის კიდე მიშას წასვლის არც სჯერა და არც უნდა _ მტავარია ბერკეტები წავართვათო. თორემ ზუსტად იცის რომ სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში ქონების ხელახალი გადანწილება წავა, თან აგრესიული და ცხადია მასაც წაართმევენ ბევრ რამეს, (მაგას წაართმევენ, თორემ მე ფლოტი არ ჩამიძირონ შავ ზღვაში) ჰოდა შენ ხარ ჩემი ბატონი, არ ურჩევნია თავად წაართვას სააკაშვილს რამე-რუმეები, ვიდრე სააკაშვილი გადააყირავონ და თვითონ ეროსიც ამოაყირაონ?

ისე კაცმა არ იცის, გადამწყვეტ მომენტში ვინ რას იზამს. და რა პროცესები განვითარედება ქვეყანაში. ფაქტია რომ საზოგადოებას კვლავ კატასტროფის მოლოდინით უწევს ცხოვრება. ეროსი კიდ ეარ ცხრება და თირმე ნუ იტყვით და იცით რაზე მუშაობს? ეროვნული განვითარების გეგმაზე. მოიხადე ეგ მონომახის ქუდი ეროსი ბატონო, სანამ ისევ უბეგვიხარ ნანუკას მამას. თორემ ერთი ნანული ქაჩიბაიამ განავითარა ვაკე გონებრივად და მეორე თქვენ განავიათრებთ – ქვეყანას ეროვნულად.

 

ნოღაიდელი საიქიოში ფანდურზე დაუკრავს და ოსურად იმღერებს

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ „დრონი.გე–ში“, ოპუსი მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს ეხებოდა, მაგრამ იმედი მაქვს ახლაც იხალისებთ).

ნოღაიდელმა იმდენი ირბინა მოსკოვში, მგონი, ლენინიც შეაწუხა და წამოაყენა მავზოლეუმიდან. ჰოდა, ილიჩმა ზურიკელას გაუმეორა – სწავლა, სწავლა და სწავლა-ო. და ზურაბმაც გადაწყვიტა სწავლა, ამჯერად აფხაზური და ოსური ენებისა. აფხაზურის რეპეტიტორი უკვე დაუჭერია, ოსურისას ეძებს. თვითონ მოსცლია და ჩვენც მოცლილები ვგონივართ – აკი გვმოძღვრავს – აუცილებელია ქართველი ადამიანი, მეტარე პოლიტიკოსი, რომელიც ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყანაში მოღვაწეობს, იმ ენებსაც ფლობდეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის აუცილებელიაო. ჯერ ერთი, საქართველოს მოქალაქეებთან საკომუნიკაციოდ სახელმწიფო ენა არსებობს, ასეთი სახელმწიფო ენა, მადლობა ღმერთს, ქართულია. ჰო, ის ქართული, რომლისაც ნოღაიდელს არაფერი გაეგება, თორემ თავის „სიბრძნეს“ ერთსა და იმავე სიტყვით – „აუცილებელიათი“ არ დაიწყებდა და არ დაამთავრებდა.  და კიდევ, საქართველოში მოღვაწეობა მაგას რუსეთში წარა-მარა სირბილი ხომ არ ჰგონია? ან ადგილზე საქართველოში ყიალი? მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდნენ, ჩვენა, გენა, ვცხოვრობთ, უფრო სწორად, ზურაბასნაირი გაზულუქებულები ცხოვრობენ, ჩვენ კიდე ვარსებობთ.

ასე რომ, ნოღაიდელს ურჩევნია ქართული ენის პედაგოგი დაიქირაოს და სანამ ოსური უსწავლია, ქართულს მიხედოს. ან რაღა დროს მაგის ენების სწავლაა. კაცი რომ სიბერეში ფანდურზე დაკვრის სწავლას დაიწყებს, იმაზე იტყვიან საიქიოში დაუკრავსო.

ნოღაიდელი ისე იქაჩება, მალე ხაბიზგინების ცხობასაც ისწავლის. მოკლედ, დიდ პატივში არიან ოსები. აქ ზურაბამ დაიწყო ოსურის სწავლა – კოსტა ხეთაგუროვი უნდა წაიკითხოს ორიგინალში. იქით კიდე რუსები უვიზოდ ეპატიჟებიან რუსეთში.

მაშ ასე, აწი რუსეთში უვიზოდ ივლიან ოსები. ჩმორი ქართველები კი, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისინი მონათლა, სულაც რომ რკინის ტანგა ჩააცვა, მაინც ირბენენ რუსეთში. მოსალაპარაკებლად დავდივართო – ამბობენ ისინი და პრეზიდენტის იარლიყსაც ირტყამენ – „ჩმორები“ – და არც თუ უსაფუძვლოდ.

აბა, მართლა და მიშას თქმისა არ იყოს, რომელი ბისმარკები ეგენი მყვანან. პუტინი თებერვალში ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს. ნოღაიდელი, ცხადია, იქ იქნება.

ბურჯანაძემაც ბრძანა – საჭიროების შემთხვევაში წავალ მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიცო, თუ ჩემი ქვეყნის ინტერესებს დასჭირდებაო, და აქციებშიც მივიღებ მონაწილეობასო. ბურჯანაძის განცხადებებმა იპოლიტე ხვიჩიას განცხადებები გამახსენა „მხიარული რომანიდან“ – მოვწევ კიდეც და ვინერვიულებ კიდეცო.

ჩვენს ოპოზიციას რომანი აქვს პუტინთან. მაგრამ ეს რომანი კი არაა მხიარული, ოპოზიცია გვყავს ჭკუამხიარული. ბურჯანაძე კი „მითამ“ ნერვიულობს, დავოსში ვიყავი და პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებით საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშიაო. სააკაშვილმა თითქმის ყველა პარტნიორი მოიმდურა და გაანაწყენაო. ჩვენი პარტნიორები აღშფოთებულნი არიან საქართველოში შექმნილი ვითარებითო.

მე თუ მკითხავთ, ნინომაც უნდა აიყვანოს ქართულის რეპეტიტორი. აბა, რა უბედურებაა მრავლობითი რიცხვის ხმარება, როცა საქმე ერთ კაცს ეხება – ვლადიმერ პუტინს? რაც არ უნდა დამდურებული, განაწყენებული და აღშფოთებული იყოს ის? და კიდევ, თუ თავად პოლიტსკლეროზი შეეყარა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ხალხსაც იგივე სენი სჭირს. არადა, ასე რომ არ ეგონოს, წესით არ იტყოდა, „მთავარია ქვეყანა არ იჭყლიტებოდეს უგუნური და განდიდების მანიით შეპყრობილი პრეზიდენტის ხელშიო“.  არ იტყოდა, რომ სწორედ ამ პრეზიდენტს ედგა თავად გვერდში, მასთან ერთად შერონინდა პარლამენტში ვარდებით და მას უკან კაი ხანი მისი ნოტარიუსი იყო. მაშინ სოლომონ ბრძენი იყო მიშა და მაგას რომ სიაში ხალხი არ ჩაუსვა ბლომად, მერე დაკარგა გონი და გახდა უგუნური? თურმე ნუ იტყვით და, ნინოს გული დასწყვეტია, მის გვერდით მჯდომ ფრანგს უკითხავს, თქვენს პრეზიდენტს აღარ ეძახიან ხომ დავოსშიო. იქ თურმე ბიზნესმენებთანაც ულაპარაკია ნინოსა, იმათა კიდენა უთქვამთ, თქვენთან ფულის ჩადებას ვაპირებდით და გადავიფიქრეთო.  მოკლედ, ვერ გაიგებ ეს ბურჯანაძე დავოსში იყო თუ სოფლის კლუბში. ერთი რამ ფაქტია, იქიდან დაბრუნებულს, ლოგიკა მას ისევე ღალატობს, როგორც ღალატობდა წასვლამდე. ჯერ ამბობს, ამ ქვეყანაში სააკაშვილის წასვლამდე არჩევნებში მონაწილეობა წაგებულ თამაშზე წასვლააო, სანამ ეგ აქაა, საარჩევნო გარემო არ შეიცვლებაო, არჩევნები მაშინაა სასურველი, როცა იქ დემოკრატიააო. საცხა იქვე კი გაიძახის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოსო. რავა, საპრეზიდენტო არჩევნებს რომ დანიშნავ, მიშა მოწეწავს თუ იმ წამს დემოკრატი აღაღანდება?  ნუ გერცხვინება, თქვი, ქალბატონო ნინო, რომ პრეზიდენტობა გწადიან და თვითმმართველობის, მერის არჩევნები არ გეპიტნავება…

დგას და ისევ მიშას დასცინის, გონებასუსტი ბავშვივით მოსწონს სხვადასხვაფრად აჩახჩახებული თბილისიო. ნუ, რას ვიზამთ, `გასპაჟა~ ნინო, ზოგს აჩახჩახებული თბილისი მოგვწონს, ზოგს კიდე თქვენი ოჯახის მეგობარ შევარდნაძის დროინდელი ჩაბნელებულ-ჩამყაყებული თბილისი მოგწონთ – იმიტომ, რომ ამ დროს მხოლოდ თქვენი ჭაღები ბდღვრიალებდა და შეგახსენებდათ, რომ თქვენ პრივილეგირებულნი იყავით…

ბურჯანაძე კი ხალხზეა გაწიწმატებული. 200 ათასის ნაცვლად რომ მილიონი გამოვსულიყავით ქუჩაში, სააკაშვილი კაი ხნის წასული ინქებოდაო. აგანგალა-განგალაო. ეო და მეო. კი მაგრამ, თუ იმ მილიონს არ უნდა სააკაშვილის წასვლა და თქვენი მოსვლა, ქუჩაში მაინც უნდა გამოვიდეს?

უნდა გამოვიდეს და დაგიდგეთ თქვენ, ვინც ღიად აცხადებთ, რომ პუტინს უნდა დაელაპარაკოთ? თანაც თურმე იმიტომ, რომ სანამ რუსეთს არ დაველაპარაკებით, ტერიტორიები ოკუპირებული იქნება. მოდი და ამის მთქმელის დაძახებაზე ქუჩაში კი არა, თუნდაც „ბალკონზე“ გადი რა…

ხალხის გასვლის რა მოგახსენოთ და, აი, პარტაქტივისტები კი უკვე გარბიან ნოღაიდელისკენ. აგერ ბატონო, ვიღაც კობა მოდებაძე ლამის შორენა ბეგაშვილივით პოპულარული გახდა უცებ. „მემარჯვენეებიდან“ ნოღაიდელთან ისკუპა და საჩხერიდან მთელ საქართველოს გააცნო თავი. „მემარჯვენეები“ ამბობენ, ნოღაიდელმა ფულით გადაიბირაო.

თვითონ მოდებაძე გაიძახის, მე ნოღაიდელისთვის არც ფული მითხოვია, არც თანამდებობაო. მაგის პოლიტიკა მხიბლავს რუსეთთან დაკავშირებითო, „მემარჯვენეების“ კურსს კიდე არ ვიზიარებო. გამყრელიძეს ყველაფერი რომ დააბრალო, საგარეო კურსის ცამპა-ცუმპით ცვლას მაინც ვერ დააბრალებ და ამ მოდებაძემ აქამდე ვერ გაიგო, გამყრელიძე რომ დასავლეთისკენ იწევს და ისე შევიდა მის პარტიაში ახლა რომ პრორუსი ნოღაიდელი შეუყვარდა?

ეს „მემარჯვენეები“ ისე ღელავენ ამ ვიღაც მოდებაძის აცქა-ცუცქათი, გეგონება მართლა ბისმარკი დაკარგეს. ნუ ღელავ, დავით! გული გაიმაგრე, დავით! მაგრამ თუ ყველა რაიონში მოდებაძისნაირი თანამოაზრეები გყავს, ეგება თავადაც გეფიქრა ნოღაიდელთან გადაბარგებაზე? გამოდი და თქვი, არ ვეთანხმები გამყრელიძის კურსსო და გადადი. „კრამერ პროტივ კრამერა“ და რამე-რუმე.

გასულ კვირას, მნიშვნელოვანი ისიც იყო, რაც კოკო გამსახურდიამ ჩამოიტანა მოსკოვიდან. იქ იგორ გიორგაძე და თენგიზა კიტოვანი დაჰკითხა. მათი თქმით, გამსახურდიას ხელისუფლება დევნიდა, გამსახურდიას მოცილებაში კი ყველაზე მეტად დაინტერესებულ პირად ედუარდ შევარდნაძე დაასახელეს. რადგან ცოცხალი ზვიად გამსახურდიას ფაქტორი ლეგიტიმაციაში უშლიდა ხელსო.

იგორამ და თენგიზამ დაასახელეს ორი ჯგუფი, რომელიც გამსახურდიას უშუალოდ დევნიდა – ერთი გულუას ჯგუფი – კვირაიას ექვემდებარებოდა, მეორე ავთო იოსელიანს, რომელიც პირდაპირ შევარდნაძეზე იყო გასულიო. გიორგაძეს ისიც გაუხსენებია, გამსახურდიას დაკავების გეგმა რომ შევთავაზე შევარდნაძეს, პასუხად ეს მივიღე – ზვიად გამსახურდია ცოცხალი არავის სჭირდებაო…

თენგიზამ კი თანხის ოდენობაც დაასახელა, რაც ზვიადის მკვლელობაშია გადახდილი და ისიც, ვინც გადაიხადა. მათ ვინაობას კოკო ჯერ არ ამბობს. კოკო შევარდნაძის დაკითხვასაც აპირებს. შევარდნაძე კი კრწანისიდან უკვე აფრიალებს ყაყაჩოებს – ზვიადის მოკვლა მე არავისთვის დამივალებიაო. ამას კი გაიძახის, მაგრამ ზვიადის დევნას რომ გულუას და ავთო იოსელიანის ჯგუფები ახორციელებდნენ, თავადაც ადასტურებს. და რა, გულუას და იოსელიანის ჯგუფები ჩემს მეზობელ ქსენიას ექვემდებარებოდნენ თუ ჩინეთის იმპერატორს?…

გასულ კვირას, პრესაში აქცენტი იმაზეც გაკეთდა, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისმა ამერიკელმა მრჩეველმა, დანილ კუნინმა მიატოვაო. მედიას თურმე ამ ეჭვს ისიც უმძაფრებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ, პრეზიდენტის პრესსპიკერს კი უთქვამს, არ ვიცი და ამ თემაზე ლაპარაკი არ შემიძლიაო. ჰოდა, მედიამაც დაასკვნა – ესე იგი კუნინმა სააკაშვილი ნამდვილად მიატოვაო. ლოგიკაა „მიდი მოვდივარ“.

ეგ კიდე რა არის იმასთან შედარებით, რაც რამაზ კლიმიაშვილმა დააბრაგუნა. პრეზიდენტის პრესსპიკერი სანდო არაა, რასაც მიშა ეტყვის, იმას ამბობსო. ძალიან მაინტერესებს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აბა, რა უნდა ილაპარაკოს, რასაც კლიმიაშვილი დაარაკრაკებს თავის ინტერვიუებში?

კლიმიაშვილს და ბევრ სხვას სახალხო კრების იდეაც მოსწონთ. კლიმიაშვილს თუ ჰკითხე, საქართველოში ოპოზიციური მარტო სამი პარტია ყოფილა – „ლეიბორისტები“, ნინოს პარტია და „ფორუმი“, რაკიღა ისინი არჩევნებზე არ მიდიან. „თუ არჩევნებზე მიდიხარ, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივო, რა ოპოზიცია ხარ?“ – ღაღადებს კლიმიაშვილი. კლიმიაშვილს ისიც უხარია, ნინო რომ პუტინთან შეხვედრას აპირებს – მიშა უფრო გაგიჟდება და კარგია, რაც უფრო მეტად გაგიჟდება, უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენსო და სახალხო კრება უფრო იოლად მოაშორებს მაგას საქართველოდანო.  ამ ლოგიკის პატრონებს უნდა დაუჯეროს ვინმემ რამე? მიშას მოშორების ჟინით რომ არიან შეპყრობილნი და ერთი სული აქვთ, მიშამ ქვეყანა გადაბუგოს, რომ მერე თუნდაც ამ გადაბუგულ ქვეყანაში თავიანთი სკამები დადგან და ზედ შეალაგონ ის გავები, დღეს რომ რუსეთს უქანავებენ? ემანდ თქვენ თვითონ არ გაგიჟდებოდეთ ამ მიშას გაგიჟების მოლოდინში…

იარეთ ვისთანაც გინდათ, თუ გინდა თემურ ლენგის საფლავს ახალეთ ეგ თქვენი ამბიციური გოგრები…

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ „დრონი.გე–ში“)

ძნელია იყო ეთიკური, როცა შენი ქვეყნის ოპოზიცია ბილიკს ქმნის მოსკოვში სირბილით. გარბიან პუტინის კარზე, თანაც ისე რომ წარბი არ უტოკდებათ.

ამ ნოღაიდელების, ბურჯანაძეების და პუტინის მისაღებში ჩაწერილ სხვათა და სხვათა ყურებისას სულ მიკვირს, ანკი როგორ დგას ეს სახელმიწფო საერთოდ ფეხზე?  როცა წარსულში ქვეყნის მეორე პირი ღიად ხვდება ოკუპანტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უკვე მაზოლი ამოუყვანა მოსკოვს თავლებში…  ომი წავაგეთ კი არა, ასეთი “პატრიოტების” ხელში, საქართველოდან რომ არ აგვყარეს და ტრამალებში, ტუნდრებში, ტაიგებში და ჯანდაბაში რომ არ მიგვაფერეიდანეს, არ გიკვირთ?  არა, როგორც ჩანს, ჩვენ კიდევ არ ვაფასებთ ფაქტებს და მოვლენებს ადექვატურად, თორემ ბევრად მწვავე იქნებოდა შეფასებები ბურჯანაძეების, ნოღაიდელების მისამართით.  მოვთხოვდით პასუხს ამ ხალხს და კიდევ მათ, ვინც ცუგასავით მზადაა მოსკოვს გასავარდნად. მირბიან პუტინთან, რომელმაც წელიწადნახევრის წინ გვბომბა, ტერიტორიები გვგლიჯა, ბიჭები გვიხოცა.
ბურჯანაძე-ნოღაიდელები მირბიან მასთან და ცდილობენ ეს თავისი ღალატი აქეთ პატრიოტიზმად მოგვასაღონ.  მათ პოლიტიკურ უტიფრობას ბოლო არა აქვს. ბურჯანაძემ დააბრაკუნა, პუტინს ვხვდები, აბა პუტინი და მედევედევი აქეთ არ ჩამოვლენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დავეხმაროთო. ამ ქალბატონს, მართლა საინტერესოა ვინ ვგონივართ ჩვენ? ადამიანები, რომლებსაც აზროვნების უნარი გვაქვს, თუ მამამისის ფქვილის მეშოკებიდან ამომძვრალი ვირთხები?
ვინ უნდა დაგეხმაროს, ვინც წაგგლიჯა ეს ტერიტორიები? ვინც გბომბა ღიად და დაუფარავად? ჩავიდა, გვერდი დაუმშვენა პუტინის. პრესა სულ ხუთი წუთით დაასწრეს იმ შეხვედრას და არ უხსენებიათ არც ცხინვალი, არც სოხუმი, არც ოკუპაცია. არ აღელვებს ეს თემები ნინიკოს და მოკალი თუ გინდა. ის სხვა საქმეზე იყო ჩასული პუტინთან. აკი დაიქადნა დიდ პოლიტიკას ვაკეთებო.
და რას ეძახიან ეს მართლა პოლიტიკანები დიდ პოლიტიკას? რა მოლაპარაკებების წარმოების თავი აქვს ერთი ქვეყნის ოპოზიციას მეორე ქვეყნის ხელისუფლებასთან? ეს ხომ ორჯერ ორი ოთხისავითაა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მაგიერ ვერც ვერანაირ გარიგებაზე წავა და მიშას სახელით ვერც ვერაფერს დაპირდება.  ის ჰპირდება სხვა რამეს, მე რომ მოვალ ხელისუფლებაში ამას და ამას ვიზამ, ასე და ასე მოვიქცევიო. და ახლა, ცარიელ ენთუზიაზმზე რომ არ იძლევიან ამ დაპირებებს ესენი იქ, “მასკვაში”, არც ამას უნდა დიდი მიხვედრა. ისინი მოსკოვს სთავაზობენ თავს. მე არც არქიმედე ვარ და არც ახალი არაფერი აღმომიჩენია, და არც ევრიკას დაძახების უფლება მაქვს…
პირიქით, ეს ყველამ გადასარევად ვიცით რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ მაინც ვდგავართ და მშვიდად ვისმენთ მათ უტიფარ განცხადებებს ვითომცდა და საქართველოს საშველად წავიდნენ იქ, ვითომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ვითომ და ურთიერთობების გამოსასწორებლად.   და რატომ ვისმენთ ასე მშვიდად მათ უტიფარ, სამარცხვინო განცხადებებს? ხომ ვიცით რომ ისინი იქ ამ ხელისუფლების დასამხობად დარბიან და ხან ერთი სთავაზობს თავს საყრდენად და ხან მეორე?

რატომ ხარხარი არ გვიტყდება როცა პუტინი ბურჯანაძეს ეუბნება – “ეს იყო პეტერბურგში”… რომელი ბათუ კრავეიშვილი ეგა მყავს და რომელი მედეა ჯაფარიძე ნინო ბურჯანაძეა, ქეთოს და კოტეს ნავის სცენას რომ თამაშობენ უნავოდ?

იყო დრო ქალბატონი ბურჯანაძე, სწორედ მოსკოვის მიმართ გაკეთებული მკვეთრი განცხადებებით იხვეჭდა სახელს საქართველოში. ყველას ხიბლავდა მისი რადიკალური, შემტევი განცახდებები და თურმე რა ტყუილი ყოფილა ეს ყველაფერი. თურმე, ქეთოს მამა მაკარივით არ მოუტყუებია სააკაშვილი? აკი იდგა მიხეილი და ამაყობდა:  “ნინო ბურჯანაძეს უკიდია კაბინეტში მარგარეტ ტეტჩერის სურათები, რკინის ლეიდის. ჩვენ დავრწმუნდით, თუკი რაიმე ფოლადი არსებობს მსოფლიოში, ყველაზე მაღალი ყალიბის ფოლადისგან არის დამზადებული ნინო ბურჯანაძის ნერვები და პოლიტიკური მრწამსი”.

ნამეტანი ფოლადის მრწამსი ჰქონია ბურჯანაძეს. ფოლადის კი არა, მისი საგარეო ორიენტაციის ვექტორი ალუმინის კოვზივით უცებ გადაიღუნა დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

ეს ყველაფერი უცებ არ მომხდარა, ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში, ქალბატონი ბურჯანაძე კუჩმას სიძეს, ბიზნესმენ პიმჩუკს ეახლა კიევში, მაშინ დაადგა პუტინისკენ სავალ გზებს. პუტინი ხომ ამ პიმჩუკის შვილის ნათლიაა და მათ დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ახლაც ჰკითხეს ქალბატონ ბურჯანაძეს, ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორიო და ესაო ორმხრივი სურვილი იყოოო. აგანგალა-განგალა… ორმხრივი? უეცარი? ორ `სპალნაში~ სინქრონში შობილი და რამე?  ბატონ პუტინს ქალბატონ ბურჯანაძისთვის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება შეუთავაზებია, უთქვამს, მთელ ქართულ სპექტრთან ვითანამშრომლებ, მოქმედი ხელისუფლების გარდაო. ნინა ბიცოლამ სულ თავი უქნია, გეთანხმებით, სამწუხაროდ ბოლო წლებში, ქართულ-რუსული ურთიერთობები ტრაგიკულ ჩიხამდე მივიდაო. ბოლო წლებზე რომ ბრაკი-ბრუკობს, ნეტა ვინ იყო ამ ბოლო წლებში პარლამენტის თავჯდომარე? თუმცა, სულ დამავიწყდა, რა პარლამენტის თავჯდომარე, ეგ ხომ მიშას ნოტარიუსი იყო და აბა მეც რას ვთხოვ, რას… ნინა ბიცოლას მოსკოვური ექსკურსია ძაან მოეწონათ კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს, თვითონაც უნდათ. ეგეც თქვენი ოპოზიცია. ეგეც თქვენი პატრიოტები. რა უეცრად გაპუტინკდნენ ვითომ პატრიოტები…
მიდიან, პუტინს ელაქუცებიან, ემუდარებიან მიშა დაგვამხობინე, ჩვენ დაგვსვი ტახტზეო და აქ კი რიხით აბრახუნებენ, მივდივარ, იმისთვის რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიო.
იარეთ ვისთანაც გინდათ, თუ გინდა თემურ ლენგის საფლავს ახალეთ ეგ თქვენი ამბიციური გოგრები, მაგრამ “პარდონ” და ჩვენი სახელით, ხალხის სახელით მაინც ნუ იტლიკინებთ, ქვეყნის სახელით ნუ იტლიკინებთ.
ჩვენ ნუ გაგვრევთ თქვენ კოლაბორაციონისტულ პოლიტ-პროსტიტუციაში, თქვენ ჩვენს, ან ქვეყნის ინტერესებს კი არა, საკუთარ მუცელს და საკუთარ ამბიციებს ემსახურებით. ემსახურეთ, სულ კეფა გიხლიათ კრემლის კედლებისთვის, მაგრამ მაგ უტიფრობა მოსკოვში ჩასვლამდე, ჩადით და რიონში გარეცხეთ.

ქალბატონმა ბურჯანაძემ ბრძანა, მეო, ამ შეხვედრაში იმიტომ კი არ მივიღე მონაწილეობაო, რომაო წარსულზე მესაუბრაო, არამედ მეცადა სამომავლო მოგვარების გზები მომენახაო. წარსულზე ისტორიკოსებმა უნდა ილაპარაკონო.
ისტორიკოსებმაო, რომ ბრძანებს, არ აინტერესებს რას დაწერენ იმ მომავალში მასზე ისტორიკოსები? რაც დაწერილა შაჰის და ხონთქარის კარებზე მორბენალ არაერთ თავადზე…

რა ,,უზაარ-მაზააარი“ შედეგი მოაქვს ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგებას

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “დრონი.გე–ში”)

არჩევნები გადაგორდა და ოპოზიციასაც გადაუგორდა იმედები იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევის შედეგები საარჩევნო ყუთთან თავდაყირა დადგებოდა. საარჩევნო ყუთი არ აღმოჩნდა არც ჯადოსნური, არც ”ფოკუზნიკი”.

შედეგმა კიდევ ერთხელ ცხადყო ერთი რამ – ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგება რა შედეგითაც სრულდება. ირაკლი ალასანიამ მერის არჩევნებში 19%-ი მოაგროვა, მასზე ადრე ოპოზიციაში გაქცეულმა ძიძიგურმა კი ამის ნახევარიც ვერა.  რა “უზააარ-მაზაარი” შედეგიც მოაქვს ოპოზიციაში გადაბარგებას, ყველამ ერთად ვიხილეთ. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შედეგებს, იგივე ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგების უნაყოფობის თვალსაზრისით, თვისობრივად ახალი არც არაფერი უთქვამს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რაც უამისოდაც ჩანდა. დღევანდელი ოპოზიცია ლამის მთლიანად “ნაცმოძრაობიდან” დევნილებით თუ გაქცეულებითაა დაკომპლექტებული. მათი სახელი ლეგიონია.  თავიდან მათ ოპოზიციაში გადაბარგებას, მოდი ვაღიაროთ, რომ მართლაც ჰქონდა ერთგვარი რეზონანსი და მართლაც შეიცავდა საფრთხეს “ნაცმოძრაობისთვის”. ასე იყო სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლისას, ასე იყო მანამდე “რესპუბლიკელების”, ძიძიგურ-დავითაშვილის წასვლისას, აღარაფერს ვამბობთ ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ გაოპოზიციონერობაზე. რა მივიღეთ შედეგად? ავბედითი 7 ნოემბერი. ხელისუფლება, მართლაც, დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. მაგრამ საფრთხის გადავლის შემდეგ, მას მერე, რაც ოპოზიციის სამსხვერპლოს მხოლოდ თამარ კინწურაშვილი შესწირა ხელისუფლებამ და ოპოზიციაც მშვიდად გაემართა სხვადასხვა კუნძულებზე გასარუჯად… მას მერე, ხელისუფლებიდან ვინმეს ოპოზიციაში გაქცევამ ყოველგვარი აზრი თუ არ დაკარგა, ყოველ შემთხვევაში, საშიში ნამდვილად აღარაა ხელისუფლებისთვის.  საშიში ამ ხელისუფლებისთვის, ალბათ, მარტო იმ შემთხვევაში თუღა იქნება, თავად მიხეილ სააკაშვილი თუ გაექცათ ოპოზიციაში.
ელემენტარულად წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომელიმე დღევანდელმა ხელისუფლების გავლენიანმა ფიგურამ რომ დაიმუქროს, ოპოზიციაში გადავალო, გამოუვა კი ეს მუქარა? რომ წავიდეს, ვის რა კაკაოს გაუცივებს? ბურჯანაძემ რომ ჰყარა ქოში და წავიდა ოპოზიციაში, რა დააკლო მიხეილს? ან ნოღაიდელმა რა დააკლო ამ ხელისუფლებას, ან ოპოზიციაში გაქცევით, ან კრემლში ძუნძულით?

ან რიღათი უნდა დააშინონ დღევანდელი ხელისუფლება? ცოდვების წამოძახებით? რაიმეს დაბრალებით იმ მოტივით, რომ მათ, როგორც ძველ თანამებრძოლს, საზოგადოება დაუჯერებს?

ოპოზიციაში აქამდე გაქცეულებმა, ამ ყველაფერზე უკვე იმუნიტეტი გამოუმუშავეს ამ ხელისუფლებას. თავად განსაჯეთ, რა უნდა დააბრალოს, ან რაში უნდა ამხილოს ვინმემ ეს ხელისუფლება, რომ ოქრუაშვილის განცხადებების მერე ვინმე გააკვირვოს, ან ხალხი, ან ხელისუფლება? ან ვინმემ რა უნდა იკისროს იმაზე მეტი, რაც უკვე იკისრა ამ ოპოზიციამ?  მოკლედ, ხელისუფლებიდან გამოქცეულებმა, თავისი გამოქცევით, არათუ დაასუსტეს ეს ხელისუფლება, პირიქით – გამობრძმედეს კიდეც.

ობიექტურად, ამ პროცესს თავისი ნაკლიც აქვს და ღირსებაც, ნეგატიურიცაა და პოზიტიურიც.

ნეგატიურია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ეს ისევ და ისევ დააკნინებს სახელისუფლო გუნდის შიგნით პროცესების მიმდინარეობას, გაძლიერებული ფრთა აღარ გაუწევს ანგარიშს დანარჩენების თუნდაც საღ აზრს და პოზიციას მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე აღარავის აღარსად გაქცევის არ შეეშინდება. ეს ყველაფერი მთლიანად ხელისუფლებაზეც იმოქმედებს, მეტ სითამამეს მისცემს მას.

მეორე მხრივ კი, ამ ყველაფერში პოზიტიური ისაა, რომ ბოლო მოეღება ოპოზიციაში გაქცევის მუქარით პოლიტიკურ ვაჭრობას, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, თუნდაც იგივე ბურჯანაძის შემთხვევაში. როდესაც მან სწორედ ოპოზიციაში გადაბარგების მუქარით, ხან სიები გაისუქა, ხანაც აგარაკი მიიღო მანეთად.  მარტო პოლიტიკურ ვაჭრობას კი არ გამოაცლის ეს საფუძველს, უნდა ვიმედოვნოთ, რომ ზოგადად ოპოზიციურ სპექტრსაც გააჯანსაღებს იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიცია მარტო ხელისუფლებიდან დევნილებით აღარ დაკომპლექტდება.

კიდევ ერთხელ გადავხედოთ დღევანდელ ოპოზიციას. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გუშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს ოპოზიციაში არიან. მოკლედ, ხან შავებით უბერავენ პოლიტჭადრაკს, ხან თეთრებით, რაც იმას იწვევს, რომ დაფა დაკავებულია სხვათათვის, რაც არცთუ ისე მომგებიანია ქვეყნისთვის. მაგათგან ხეირი კი ჩვენ ვერც ხელისუფლებაში ყოფნისას ვნახეთ და არც ახლა გვადგას კაი დღე.

მითხარით, რა სარგებლობა მოიტანა “უზაარმაზარშედეგიანმა” ზვიად ძიძიგურმა, როცა ის ხელისუფლებაში იყო, ან რა მოიტანა მერე, როცა ოპოზიციაში გადავიდა? ეროვნული კაცი რომაა და კრემლში ყოველ ჩასვლაზე თითო აგურს რომ აცლის კრემლის კედლებს? რა ხეირი მოგვიტანა ნოღაიდელმა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო? ან ახლა? და რატომ უნდა ველოდოთ მისგან სიკეთეს, თუნდაც ხელისუფლებაში ხელახლა – უკვე მერამდენედ მოსვლის შემთხვევაში?

ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო და მგონი, თავადაც აღარ ახსოვს, რამდენჯერ შეტოპა და გამოტოპა. ჩვენ კი ვდგავართ და მაგის ტოპაობას ვუყურებთ. სადამდის კი არა, როდემდის, “შვილო ზურაბ”? იგივე შეიძლება ითქვას ქალბატონ ბურჯანაძეზეც.

რა შედეგი მოგცა ხელისუფლებაში მისმა ხანგრძლივად ყოფნამ ვარდების რევოლუციის შემდეგ? რევოლუციამდე დაგროვილი თავისი პოლიტიკური კაპიტალი მან იმისთვისაც კი არ გამოიყენა, რომ ხელისუფლების შიგნით სიტუაცია გაეჯანსაღებინა. პირიქით, მხოლოდ მაშინ იღებდა ხმას, როცა საფრთხე პირადად მას ეხებოდა. ასე მოხდა მაშინ, როცა არჩევნებზე სიები შეუმცირეს, ამოიღო ხმა და თანაც სულ სხვას დაარტყა – ზურაბ ჟვანიას. ამ  პოლიტიკით დიდად ვერ დააფრთხო სააკაშვილი. ვითომ თავის პოლიტიკურ კაპიტალს უფრთხილდებოდა, მიხეილს ნოტარიუსად დაუდგა, მაგრამ სწორედ ამ პროცესში შემოეფლანგა ხელში ის თავისი პოლიტიკური კაპიტალიც, იკლო მისმა პოლიტიკურმა წონამაც და დარჩა მხოლოდ ფინანსური კაპიტალის ამარა – აღშფოთებული.

ეს აღშფოთება კი ძალზე ხშირად ამომრჩეველზეც ვრცელდება ხოლმე. რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, აქციებზე მილიონი კაცი რომ გამოსულიყო, სააკაშვილს დავამთავრებდითო, ანუ მილიონებს დაუცაცხანა “წიოწ ნინამ” – რად არ გამოხვედით, რატომ არ დაგვამთავრებინეთ სააკაშვილის ხელისუფლებაო. იმას არ კითხულობს, ამ მილიონებს უნდათ კი სააკაშვილის დამთავრება და ბურჯანაძის “დაწყება” – თან უკვე მერამდენედ?
ამ ხალხს, მე მგონი, თავი სტურუას “კავკასიური ცარცის წრე” ჰგონია, რამდენჯერაც არ უნდა უყურო, რომ არ მოგბეზრდება. და რატომ უნდა ვიაროთ ჩვენ, საზოგადოებამ, მაგათგან მოჯადოებულ წრეზე, რატომ უნდა ვუყუროთ ერთსა და იმავე სახეებს – ხან პოზიციაში, ხან ოპოზიციაში, ხან აქეთ და ხან იქით, ხან ალთას და ხან ბალთას, ეს არავის აინტერესებს.

თუმცა “წიოწ ნინა” ერთ რამეში ნამდვილად არ ტყუოდა, ადგილობრივი არჩევნებით ჩვენ მიხეილს ვერ შევცვლითო, ამ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვსო. მიხეილი კი არა, მაგათ გიგიც ვერ შეცვალეს. იმდენი თხარეს, იმდენი იძახეს არჩევითი მერი, არჩევითი მერიო, რომ გამოთხარეს კიდეც – აქამდე თუ გიგი დანიშნული იყო, ახლა პირდაპირი გზით არჩეულია. მთელი მაგათი თუხთუხი და წყევლა ლოცვად შეერგო უგულავას ლეგიტიმაციის კვადრატში აყვანას.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შექმნილი სიტუაცია ნამდვილად ქმნის ნოყიერ ნიადაგს საიმისოდ, რომ ოპოზიცია კვლავ ხელისუფლებიდან დევნილებით თუ გამოქცეულებით კი აღარ შეივსოს, გამოჩნდნენ სხვა ძალები, ვინც ამ ხელისუფლებას ოპონირებას უფრო საღად გაუწევს და მათი ოპონირება არ იქნება ნაკარნახევი ხელისუფლებიდან გამოყოლილი წყენებიდან, ბოღმებიდან და ჯანდაბიდან. გადახალისდება თუ არა ოპოზიციური სპექტრი, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღევანდელობა კი – ამის აუცილებლობას…

მარგარეტ ტეტჩერისა და ნინო ბურჯანაძის შედარებითი დახასიათება

რეზო შატაკიშვილი
იდეალები მიმდევრებს თავად არ ირჩევენ, იდეალებს სხვანი ეტანებიან, თორემ ქაბატონ ტეტჩერის ნება რომ იყოს, ბურჯანაძეს ნამდვილად არ ისურვებდა მეტრფედ. ბურჯანაძე მარგარეტ ტეტჩერს თავის პოლიტიკურ იდეალად აცხადებს. უნდა და აცხადებს. უნდა და არად დაგიდევთ იმას რომ მათი განვლილი გზა, განვლილ გზამდე – წარმოშობა – რადიკალურად განსხვავდება. მაგრამ უნდა და აცხადებს. უნდა მაგრამ აკეთებს კი რაიმეს, რომ თუნდაც ოდნავ ჩამოჰგავდეს რკინის ლედის? რომ რკინისა თუ არა, ალუმინისა მაინც იყოს? და თუკი რაიმეს ცდილობს, მისი მცდელობები ფარსის სახეს უფრო ატარებს. ისე, შუასაუკუნეების მსახიობები ფარსებს თეთრად შეფეთქილი სახეებით თამაშობდნენ და ბარემ ამ ხერხსაც მიმართოს – სხვა თუ არაფერი ფქვილის შოვნა არ გაუჭირდება.

რეზო შატაკიშვილიიდეალები მიმდევრებს თავად არ ირჩევენ, იდეალებს სხვანი ეტანებიან, თორემ ქაბატონ ტეტჩერის ნება რომ იყოს, ბურჯანაძეს ნამდვილად არ ისურვებდა მეტრფედ. ბურჯანაძე მარგარეტ ტეტჩერს თავის პოლიტიკურ იდეალად აცხადებს. უნდა და აცხადებს. უნდა და არად დაგიდევთ იმას რომ მათი განვლილი გზა, განვლილ გზამდე – წარმოშობა – რადიკალურად განსხვავდება. მაგრამ უნდა და აცხადებს. უნდა მაგრამ აკეთებს კი რაიმეს, რომ თუნდაც ოდნავ ჩამოჰგავდეს რკინის ლედის? რომ რკინისა თუ არა, ალუმინისა მაინც იყოს? და თუკი რაიმეს ცდილობს, მისი მცდელობები ფარსის სახეს უფრო ატარებს. ისე, შუასაუკუნეების მსახიობები ფარსებს თეთრად შეფეთქილი სახეებით თამაშობდნენ და ბარემ ამ ხერხსაც მიმართოს – სხვა თუ არაფერი ფქვილის შოვნა არ გაუჭირდება.

ერთმანეთს ვადარებ ტეტჩერის პრინციპულობას და ბურჯანაძის “პრინციპულობას” და უმალ ბურჯანაძის კაბინეტის წინ უპლედოდ დარჩენილი დათო გამყრელიძე მახსენდება. აქაოდა, 1981 წელს, როცა ბრიტანეთის ციხეებში პატიმრები აჯანყდნენ, ტეტჩერმა უკან არ დაიხიაო და ბურჯანაძემ გამყრელიძე და მისი თანამებრძოლები გაზეთების ამარა დასტოვა. მაგრამ ის კი დაავიწყდა ისტორიიდან, რომ თავისი კერპი ტეტჩერი მოგვიანებით იმ აჯანყებული ირლანდიელი პოლიტპატიმრების გვერდით არ დამდგარა და მათი თანამებრძოლი არ გამხდარა. ბურჯანაძემ კი აქაოდა სიაში ბლომად ხალხი არ ჩამისვესო, ქოში უკუღმა ჰყარა (ამჯერად უკვე სააკაშვილის მიმართულებით, ჟვანია გარდაცვლილია, თორემ ისევ მას ესროდა), მარგალიტები შეათამაშა და ოპოზიციის მებაირახტრედ მოგვევლინა. თურმე ნუ იტყვით და არ სდომნია, სააკაშვილის წინააღდეგ გამართულ აქციებზე მანქანებზე დგომა, მაგრამ მიშიკოს მისთვის სხვა არჩევანი არ დაუტოვებია. ეგ კი არა, თავმომწონედ იკითხა კიდეც – “როგორ უნდა გადავიწყვიტოთ პრობლემები დემოკრატიული ისნტიტუტების ჩარჩოებში, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები არა გვაქვსო?”.

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის მოიგონა ერის მამამ – ილიამ გამოთქმა – აგანგალა-განგალა. ისე ბრძანა არა გვაქვსო, გეგონება 1995 წლიდან მოყოლებული ხელისუფლებაში კი არ იდგა, არამედ მწვანე ჩაის კრეფდა და სწორედ მისი დაკრეფილი ჩაი დაულია მიშიკომ ედოს. მისმა კერპმა ტეტჩერმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არათუ ბრიტანეთის, საერთოდ მსოფლიოს პოლიტიკა შეცვალა. ტეტჩერის ხელისუფლებაში ყოფნამ ძირეულად შეცვალა ბრიტანეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება. სათავე დაუდო “ტეტჩერიზმს”, და ბურჯანაძე კიდე გვეუბნება, დემოკრატიული ინსტიტუტები არა გვაქვსო. რას აკეთებდა როცა შევარდნაძის გვერდით იდგა? რას აშენებდა როცა სააკაშვილის გვერდით იდგა? ალბათ, წყნეთის აგარაკის განაშენიანების “პლანს” თუ ხაზავდა. აი, აქ კი გადაუსწრო ქალბატონ ტეტჩერს, თუ ტეტჩერის გატაცება მეყვავილეობაა, ნინომ მალწარმავალი ყვავილები არ იკმარა და უფრო მარადიული კვიპაროსების გაშენებით დაკავდა. მერე რა რომ ქალბატონმა ტეტჩერმა ყვავილებისთვის მხოლოდ მას შემდეგ რომ მოიცალა რაც 80 წელს გადააბიჯა. ნინო თადარიგიანია – ახლავე დაიწყო. ტეტჩერს ეტრფის და სულაც არ იტეხს გულს, მისი ალღოს ნიშანწყალიც რომ არ აქვს. ცნობილია ტეტჩერის გამოთქმა – “10 წამია საკმარისი იმისთვის, რომ შემექმნას შეხედულება პიროვნებაზე. როგორც წესი, პირველი შტაბეჭდილება იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე არასწორი”.

ტეტჩერს 10 წამი ყოფნიდა პიროვნებაზე შეხედულების ჩამოსაყალიბებლად, ბურჯანაძე კი ჯერ ლამის კაი ათი წელი ამოუდგება ვინმეს გვერდით, მერე ქოქოლას მიაყრის და გამოაცხადებს – შევცდიო. პრინციპებს უღალატაო. სააკაშვილის მეორე არჩევნები თვითონ ჩაატარა და ახლა ახალ არჩევნებს ითხოვდა. ითხოვდა ქუჩაში და თან გაიძახოდა, დემოკრატიული ინსტიტუტები არა გვაქვსო. კი მაგრამ აბა ორგზის “სოროკდნიანმა” პრეზიდენტმა რანაირაად ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები უამ-ინსტიტუტებოდ? რა მაშინ გვქონდა? მერე სააკაშვილმა უმღერა, მე რად მინდა ეგ ინსტიტუტები “თან წაიღეო”?

პოლიციის “ზაბორზე” ხტომის აქცია რომ მოეწყო, ბურჯანაძემ აღშფოთებულმა ამცნო ქვეყანას – პოლიციამ რომ რეზინის ტყვიები ისროლა, ჩემთვის იყო გამიზნული და ჩემს მცველებს მოხვდათო. “ამ პრეზიდენტმა სამარე თვითონ გაითხარაო”. ეტყობა საქმე რეზინის ტყვიების სროლაში კი არაა, მთავარია ნინოს არ უნდა ესროლო, თორემ “ამ პრეზიდენტმა” და “ამ პოლიციამ” რეზინის ტყვიები 7 ნოემბერსაც ისროლა და გაზიც ააშხაპუნა, მაგრამ მაშინ რაღაც სხვანაირად ბჭობდა ბურჯანაძე, არც სამარე ელანდებოდა, არც აკლდამები და არც ყორღანებიდან აფრენილი გნოლი.

ტეტჩერი ამბობდა – “რაც ოჯახისთვისაა კარგი, ის კარგია დიდი ბრიტანეთისთვისაც”. ბურჯანაძემ “უნიკალურად” გაიგო თავისი კერპის განაცხადი და მცირედი კორექტივი შეიტანა “რაც კარგია ჩემი ოჯახისთვის, ის კარგია საქართველოსთვისაც”…

რაკი ოჯახი ვახსენეთ, მოდი ისიც გავიხსენოთ ვინ რა ოჯახიდან მოვიდა პოლიტიკაში.

მარგარეტ ტეტჩერი სურასათით მოვაჭრის ღარიბი ოჯახიდან იყო. “მახსოვს როგორ ვოცნებობდი ლამაზ სახლზე, სადაც ყველაფერი უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ჩვენ გვქონდა. ჩვენ არ გვქონდა ცხელი წყალი. საპირფარეშო ეზოში იყო. ამიტომ როდესაც ახლა მესაუბრებიან ამგვარ ცხოვრებაზე, ეს მე, მარგარეტ ტეტჩერმა, ვიცი რასაც ნიშნავს” – წერდა ტეტჩერი, რომელიც ინდირა განდისგან, ბენაზირ ბჰუტოსა და კორასონ აკინოსგან განსხვავებით, ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი ნათესაური კავშირების გარეშე მოექცა. ღარიბმა მარგარეტმა საფუძვლიანი იურიდიული განათლება ბიზნესმენი ქმრის დახმარებით მიიღო. “ჩემი გზა მე დენისის ფულის წყალობით დავიწყე” – ამბობდა ის. ტეტჩერს მამა ღაირიბი ჰყავდა, ქმარი – მდიდარი. ბურჯანაძეს? დენის ტეტჩერი მთელი ცხოვრება ჩრდილში დგომას ამჯობინებდა, მისი დევიზი იყო “ერთი ნაბიჯი უკან ბერიკაცო”. დენის ტეტჩერი არასოდეს ერეოდა ცოლის პოლიტიკურ საქმეებში, მას გოფლის თამაში და ჯინის სმა ერჩია. დასასვენებლადაც მარტო უწევდა წასვლა, იმიტომ რომ ტეტჩერი შვებულებებს ვერ იტანდა. ბურჯანაძეც ასეა? სამაგიეროდ დენის ტეტჩერი არასოდეს ახლდა ტეტჩერს მოკლევადიანი ვიზიტებისას, გრძელვადიანის დროსაც – იშვიათად. ბიწაძეც ასე იქცეოდა?

მერე რა რომ ბურჯანაძე არ გავს ტეტჩერს – არც ბიოგრაფიით, არც პრინციპულობით, ეგება გარეგნული ნიშნებით მაინც ცდილობს დაემსგავსოს კერპს? აი, თუნდაც ჩაცმა-დახურვით? ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა სიღატაკეში ღაფავდა სულს და მან “ვოგს” ინტერვიუ მისცა, თუ როგორ იმოსება საზღვარგარეთ სახელგანთქმული ბრენდების მაღაზიაში, ჩამოთვალა “შანელი” და ჰაი-ჰუი. მაშინ როცა მისი კერპი ტეტჩერი აცხადებდა – “მრავალი წლის შემდეგ მე მივედი იმ შეგნებამდე, რომ ადამიანისთვის საჭიროა უბრალო საფარველი. მთავარი ქალის კოსტიუმში არის ის რომ იგი კარგად იყოს შეკერილი და კარგად ადგეს მის მფლობელს”. იტყვით, მაგ შეგნებამდე ხომ ხედავ, ტეტჩერიც მრავალი წლის მერე მივიდა, გავა დრო და ნინოც მიხვდებაო. ჯერ ერთი იდეალი ადამიანს იმისთვის გჭირდება რომ მისი ცხოცრებისეული გამოცდილებით ისარგებლო და არა შეცდომებით და მეორეც ტეტჩერი არც მანამდე იყო გატაცებული “ზმანებით”, ვიდრე ამ დასკვნამდე მივიდოდა – როცა მისი ტყუპები წამოიზარდნენ და სხვა ოთახში გადაინაცვლეს, მარგარეტმა ჩამოხსნა გამყოფი ფარდები და ისინი თავისი პალტოს სარჩულისთვის გამოიყენა. საქმე იმაშია, რომ ტეტჩერს მაშინ ერთი პალტო ჰქონდა და თავის ფარდები ეყო, ბურჯანაძემ რომ ახლა მას მიბაძოს, იმედენი პალტო აქვს – მე მგონი ყველას უფარდოდ დაგვტოვებს.

ბურჯანაძეს ტეტჩერობა უნდოდა და მივიღეთ – კარიკატურა ტეტჩერის ანტი-მოტივებზე. მარგარეტობისკენ ისწრაფვოდა და მარგალიტა-დ იქცა.

დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.გე”

მოსთხოვო პრინციპულობა და თანმიმდევრულობა ნოღაიდელს, ეს იგივეა ბლის ხეზე აძვრე და ტოტები დაალეწო – ანანასს რად არ გამოიბამო

ვაჰ, დრონი, დრონი….

ალიკა ჭავჭავაძე

ნათელაშვილის მეტაფორულ ლექსიკონში მას “დაღლილი ვირი” ეწოდების. მაგრამ რამ დაღალა “ვირი”? დრომ ნამდვილად არა. პირიქით, ის ყოველ დროს ერგება – მერე რა რომ ხისტის სახელი აქვს გავარდნილი. რეალურად ფრიად ელასტიურია.
ლომონოსოვში ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტიტის უფროს ლაბორანტად გამოიჯგიმა, მერე  ესტონეთში ამოჰყო თავი – გეოლოგიის ინსტიტუტში. მერე ხან ფინანსთა მინისტრი იყო (ორჯერ), ხან პარლამენტარი, მერმე პრემიერ-მინისტრობასაც გამოჰკრა ხელი, გამოუშვეს და აგერ ბატონო პოლიტიკოსობაც მოიწადინა. აქამდე, მას სწორედ იმ ნიშნით აწინაურებდნენ რომ “ისპალნიტელი” იყო და პოლიტიკური ნება არ გააჩნდა. ახლა, ამაზეც გაუჩნდა პრეტენზია და ისე საუბრობს, დაღლილი კი არა, უტიფარია – ფრიად ენერგიული.

17 წლის წინ ჩამოსხმულ შამპანურის ბოთლს რომ ენა ჰქონდეს, გვიამბობდა თუ როგორ გაიკაფა რესპუბლიკელმა ზურიკო ნოღაიდელმა გზა დიდებისკენ. მას არ ეპიტნავება როცა რესპუბლიკურ წარსულს უხსენებენ, არადა, 90-იანი წლების დასწყისში, სწორედაც რომ რესპუბლიკელი იყო და რესპუბლიკურ იდეებს შესტრფოდა მშობლიურ ქობულეთში. მაგრამ აცალეს ამ ბერძენიშვილებმა რესპუბლიკელობა? ზურაბ ჟვანიამ მწვანეთამ მოძრაობა დაარსა, აჭარაში ხალხი არ ჰყავდა და ბერძენიშვილებს კოლეგიალურად სთხოვა ვინმე აქტივისტი მიეცათ. არა რა, ამ ბერძენიშვილებს რომ ჟვანია იმთავითვე არ ეპიტნავებოდათ, იქიდანაც ჩანს რომ მათ ნოღაიდელის მეტი ვერავინ გაიმეტეს ჟვანიასთვის. ჟვანიამ ჯელტმენურად ჰკითხა, სანაცვლოდ რა გაჩუქოთო და აი, აქ კი დანამუსდნენ ძმები ბერძენიშვილები, როგორია კაცს ნოღაიდელი გაატანო და თან სოლიდურიმაღარიჩიცაართვა? ჰოდა, სიმბოლურად ერთი ბოთლი შამპანური მოითხოვეს ფეშქაშად. ჟვანიამ მთელი ყუთი მიართვა. თუმცა, ზოგი ამტკიცებს რომ ჟვანიამ შამპანურებთან ერთად ფრიად სიმპათიური ჩიბუხიც აჩუქა ბერძენიშვილებსო. ასე გამწვანდა ნოღაიდელი და ამ გამწვანებამ მომავალში მას ბევრი მწვანეც აშოვნინა. მაგრამ ეს მერე იყო, მანამდე ჟვანიას წყალობით სულ ზევითზევით, მაღლა და მაღლა იწევდა. ის არის კაცი, ვინც ჟვანიას დიდებითაც იხეირა და სიკვდილითაც. სწორედ ჟვანიას ტრაგიკულმა დაღუპვამ განაპირობა მისი პრემიერმინისტრობა, მაგრამ მოდი ნუ წარმოვიდგენთ მას კაცად რომელმაც სამარის კარამდე უერთგულა ჟვანიას.

დღესაც თვალწინ მიდგას, გაცეცხლებული მიხეილ მაჭავარიანი, ვარდების რევოლუციამდელ ერთერთ ბრიფინგზე სადაც ის ღიად ადანაშაულებდა ბატონ ნოღაიდელს საარჩევნო მაქცინაციებში და ჟვანიას მოწინააღდეგეებთან ალიანსში. რას ვიზამთ, მოსთხოვო პრინციპულობა და დროში თანმიმდევრულობა ნოღაიდელს, ეს იგივეა ბლის ხეზე აძვრე და ტოტები დაალეწო ანანასს რად არ გამოიბამო.

აჭარის თავკაც ვარშალომიძესთან ერთად, თავის დროზე ბიზნესი ჰქონდა, აი, ის ბიზნესი ყელში რომ ამოგვადინა, მაშინ გავმდიდრდი ბატონო, მაშინო. დღეს კი ვარშალომიძეს მიწას აყრის და ისე შევიდა ეშხში რომ მის ლანძღვისას ასლან აბაშიძესაც კი აქებს იმ აბაშიძეს რომლის შიშით, წლობით მშობლიურ ქობულეთში ფეხს რომ ვერ ადგამდა. ისაო, ესაო, აბაშიძის დროს არჩევნების გაყალბება ხდებოდა, მაგრამ ის გარს ავტორიტეტულ ხალხს იკრებდაო. დღეს კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად ვარშალომიძემ აჭარელი ხალხის სახედ აქცია ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ადამიანებიო. ასეთი ხალხი მამაშვილ ვარშალომიძეებს თავიანთ კორუპმპირებული კლანის შესანარჩუნებლად ჭირდებათო. ეს ეხლა, მთავრობიდან გამოპანღურების მერე ეძახის მამაშვილ ვარშალომიძეებს კორუმპირებულებს, არადა, აკი ვარშალომიძესთან ერთად წარმოებული ბიზნესისას გავდიდრიდიო? ანდა, არ გაინტერესებთ, რას ბრძანებდა ნოღაიდელი როცა გურამ ვარშალომიძე უკრაინაში დესპანად დაინიშნა? გურამ ვარშალომიძეს მდიდარი გამოცდილება აქვს, მას საკმაოდ ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა უკრაინელ კოლეგებთან და მისი დესპანად დანიშვნა საკეთილდღეო იქნება საქართველოსთვისო.

ვარშალომიძეებს კი თათხავს, უავტორიტეტო ხალს იკრებენო და თვითონ ვის იკრებს? ამას წინათ, გამობრძანდა და ციცერონივით იმჭევრმეტყველა, ამ ხელისუფლებამ ამ ზაფხულს ჩემი აქტივისტი დააკავა ხოვლეში ნარკოტიკების შეძენაშენახვის ბრალდებითო. მისი დაკავების რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ იმ აქტივისტმა სამართლიანობისთვის ბრძოლის გზა აირჩიაო. მოიცა და, სამართლიანობისთვის ბრძოლა ნარკოტიკებს საჭიროებს? ბატონ ნოღაიდელს კრინტი არ დაუძრავს ნარკოტიკები არ ჰქონიაო, მთელი სპიჩი პროცესუალურ დარღვევებზე ააგო. კი ბატონო, არც პროცესუალური ნორმები არ უნდა ირღვეოდეს, მაგრამ აქტივისტი უნდა დარბოდეს ნარკოტიკებით? თუ ნარკოტიკი აღამაღლებს ნულოვან ავტორიტეტს?

ნოღაიდელი გამდიდრების წყაროდ ბიზნესში რამდენიმეთვიან მოღვაწეობას ასახელებს, ის კი არა, წუწუნებს კიდეც ჩემდა სამწუხაროდ არა ვარგანსაკუთრებით მდიდარი ადამიანი და მიოლიონერი, პრემიერმინისტრობისას ბინძური ჭორი რომ გამივრცელეს 70 თუ 75 მილიონი დოლარი აქვსო, პასუხი არ გავეცი, შიდაპატრიული რაზბორკებით დავკმაყოფილდი და ვნანობო.

ეგ მაგას ნანობს, პრეზიდენტი სააკაშვილი კიდე იმას რომ ნოღაიდელმა თანამდებობაზე ყოფნისას ხალხის ჯიბეში ხელები აფათურა და დიდი ფული იშოვნაო. ეს ჩემი დანაშაულია არ უნდა დამეჯერებინაო.

ნოღაიდელი თან ჭრის თან კერავს, (ჭრაკერვის სწავლას რაღა უნდა კაცი ფიზიკასაც აბულბულებს, გეოგრაფიასაც, გეოლოგიასაც, ფინანსებსაც, აგერ პოლიტიკოსობაც მოიწადინა.). ხან ამბობს მდიდარი არა ვარო, ხან იმუქრება მთელ ნაშოვნ ფულს სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას მოვახმარო. თვითონ კი თურმე ნუ იტყვით, მიხეილს კი არ გამოუგდია მთავრობიდან, თავად წამოსულა პატარკაციშვილის და ოქრუაშვილის ლანძღვას მიკვეთავდნენ და არ ვქენიო. ესეთი მსუქანი ტყუილი გაგონილა? ეგეც მართლა დიდი ორატორი არ მყავდეს, ვინმეს რომ მაგისთვის ვინმეს ლანძღვა დაევალებინა.

ლანძღვით კი იცოცხლე, ლანძღავს და ლანძღავს სააკაშვილს (მერე რა რომ უნიჭოდ?) სულ ომის წამგებს და ლაჩარს ეძახის. ქართლში იტყვიან, ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველებაო.

თვითონ შეიძლება დაავიწყდა, მაგრამ არც ელენე თევდორაძეს დავიწყნია და არც ხალხს, ჩოლოქთან როგორ ეძებდა ბაზარში დაკარგულ ბავშვივით ელენე დეიდა ზურიკოს და როგორ იპოვა ბუჩქებში. რას აკეთებდა ბუჩქებში? ბიზნესს?

ბიზნესსე გამახსენდა და არც არასოდეს დამავიწყდება, მისი გაკერპება, როცა პრესისთვის საგადასახადო შეღავათებზე იყო საუბარი. იდგა და ამტკიცებდა რომ პრესაც იგივე ბიზნესია რაც ხაჭაპურის ცხობა, ჩუსტების კერვა და თავში ქვა იხალეთ და ყველანაირი გადასახადი იხადეთო. დღეს კი ოპოზიციური ტრიბუნიდან აყრის ქოქოლას პრესას.

კახეთში რთველი პოლიციის, სოდის და კუდის თანხლებით მიდის, ჩემმა რეგიონულმა ორგანიზაციებმა კონკრეტული ფაქტები მოაგროვეს და მედიაში საერთოდ არ გაშუქდაო. მედიაში არ გაშუქდა? რა პრობლემაა, მიუტანონს საპოჟნიკებს, მეპონჩიკეებს და ისინი გაუშუქებენ, პრესა და ჩუსტის კერვა ხომ ორივე ერთია? ან ახლა რომ დამდგარა და იმოძღვრება, სასოფლოსამეურნეო სექტორში სახელმწიფომ წელიწადში მინიმუმ 75 მილიონი უნდა ჩადოს და ამას ჩვენ აუცილებლად ვიზამთ ხელისუფლებაში რომ მოვალთო, მაშინ რას აკეთებდა როცა ხელისუფლებაში იჯდა და კაი კრიჟანგი ბაბუშკასავით აჯდა ფულს?

ერთი ის კაცი მანახეთ, ვინც ნოიღაიდელის გადაყრილ ლომპასს გაწუწნის, და დაიჯერებს რომ ნოღაიდელის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იქნება დაბალი გადასახადები, ბიზნესი განთავისუფლედება საგადასახადო წნეხისგან, გვექნება ეკონომიკის 8%-იანი ზრდა და სწრაფად შექმნის სამუშაო ადგილებს.

ამ ყველაფერს და მიხეილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას კი არ გაინტერესებთ რითი აპირებს? პარტიაში ლოთი ქობალია შეიყვანა. თან დიდი ტრამპაცუმპით. პოლიტიკაში მოსვლა ყველას უნდა შეეძლოს, ვინც სხვადასხვა ფორმით ემსახურებოდა სამშობლოსო. უნდა დამთავრდეს ადამიანების დაყოფა ზვიადისტებად, შევარდნაძისტებად, ასლანისტებად და სააკაშვილისტებადოო, და იქვე კი ბერძენიშვილების საავტორო სლოგანი მოიპარა საქართველო სააკაშვილის და მისი გუნდის გარეშეო. გამოაბუნძულეს იმ გუნდიდან და აბა რას იტყოდა? საინტერესოა, ერთი ბოთლი შამპანური მაინც გაუგზავნა ბერძენიშვილებს, ასე ურცხვად რომ მოიპარა მათ მიერ შევარდნაძისთვის მოგონილი სლოგანი? თუ ბერძენიშვილების ფანტაზია მაგას ჩვენი ბიუჯეტი გონია?

მაგრამ რა უნდა მოსთხოვო კაცს, რომელიც აგვისტოს ომს ხან უაზროს უწოდებს, ხან ავანტიურას და იმდენს ვერ ხვდება რომ ამით სააკაშვილს კი არა, იმ ომში დაღუპულ ბიჭებს რომ აფურთხებს სულში. რა უნდა მოსთხოვო კაცს, რომელიც მოსკოვსკი კომსომოლეცს ინტერვიუს აძლევს და ისეთებს ლაპარაკობს, პავლიკა მოროზოვს უჯოკრავს

რა უნდა მოკითხო კაცს, რომელსაც ლოგიკა ლომონოსოვის უნივერსიტეტში დარჩა, ხან გაიძახის საზოგადოება მზადაა გაუშვას სააკაშვილის ხელისუფლება, მაგრამ მზად არაა მოიყვანოს სხვა ძალა, იგი ასეთ ძალას ჯერ ვერ ხედავსო. და იმდენს ვერ ხვდება რაც გამოსდის ლოგიკურად ესე იგი მასაც ვერ ხედავს ხალხი შემცლელად და აბა რანაირად აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და სააკაშვილის გაშვებას თუ ვერ ხედავენ მას? ბიზნესში ნაშოვნი მილიონებით უნდა დაგვანახოს თავი? თუ ლოთიმ უნდა გამოგვაფხზილოს? როგორც ჩანს, მას ჰგონია რომ ამ ხელისუფლებაშიც მამრაძისნაირებს აბარიათ სტრატეგიული ობიექტების გასაღებები და გაუღებენ კარს და ეტყვიან ზურიკო შინა და ზურიკო გარეთ, ზურიკო შინ შემოდიო?

მას ავიწყდება იმდენს უღალატა, რომ ახლა დრო ღალატობს მას მისი დრო წავიდა.

პ.ს. როცა ეს დაიწერა და გამოქვეყნდა (გაზეთში „დრონი.გე“), მაშინ ნოღაიდელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაქნილი კრემლისკენ სარბენი ბილიკები.

რომელი უკეთესად მკითხაობს ყავაზე – კლიმიაშვილი თუ სარიშვილი?

თბილისს უკვე ახალი საკრებულო ჰყავს. მერი იგივეა, მაგრამ უკვე არჩეული – პირდაპირი წესით. ოპოზიციის „თეთრი ოლარები“ ვერ აელვარდა.

ეჰ, აღარ გვექნება გაზი ათ თეთრად, შუქი – 5 თეთრად, არცა წყალს მოგვაწვდის ვინმე მუქთად პირის გასასვლებლად. სამაგიეროდ, სამივე გვექნება – ნამდვილად, ცოტა ძვირად, მაგრამ ნამდვილად. ნაგვის „ბუნკერები“ ისევ სახლის წინ იდგება და არა ისე როგორც ქრისტიან-დემოკრატები გვპირდებოდნენ ისევ სადარბაზოებში შემოგიტანოთო. ამ ხალხმა ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ „პადიეზდში“ ბუნკერები უხაროდათ მარტო ვირთხებს და ზარმაცებს. ვირთხები ხმას არ იძლევიან. ზარმაცი კაცი კიდე, ვისაც ნაგვის ეზოში ჩატანა და ჩაგდება ეზარება, საარჩევნო უბნამდე მოვა და ბიულეტენს ჩაგიგდებს?

ეჰ, აღარ გვექნება გაზი ათ თეთრად, შუქი – 5 თეთრად, არცა წყალს მოგვაწვდის ვინმე მუქთად პირის გასასვლებლად. სამაგიეროდ, სამივე გვექნება – ნამდვილად, ცოტა ძვირად, მაგრამ ნამდვილად. ნაგვის „ბუნკერები“ ისევ სახლის წინ იდგება და არა ისე როგორც ქრისტიან-დემოკრატები გვპირდებოდნენ ისევ სადარბაზოებში შემოგიტანოთო. ამ ხალხმა ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ „პადიეზდში“ ბუნკერები უხაროდათ მარტო ვირთხებს და ზარმაცებს. ვირთხები ხმას არ იძლევიან. ზარმაცი კაცი კიდე, ვისაც ნაგვის ეზოში ჩატანა და ჩაგდება ეზარება, საარჩევნო უბნამდე მოვა და ბიულეტენს ჩაგიგდებს?

დგანან და უკვირთ რატომაა ალასანია კმაყოფილი. კმაყოფილია იმიტომ რომ თავის ძალებს რეალურად აცნობიერებს, ამ ეტაპისთვის 5 კაცის გაყვანასაც გამარჯვებად მიიჩნევს და როგორც ჩანს, ასევე რეალურად ფიქრობდა მაშინ, როცა დღეს უკვე „ალიანსიდან“ გამოქცეული სუბარი აგრესიული და რადიკალური კამპანიის ჩასატარებლად აქეზებდა.

ჰოდა მანაც დატოვა. არჩევნებმადე არ დავტოვე არ მინდოდა, „ალიანსი“ დამესუსტებინაო. არადა, ყველამ კარგად იცოდა რომ ჩემოდანი კაი ხნის ჩალაგებული ჰქონდა და ნეტა ვის უმალავდა? ალასანიას?

სუბარი ღიად ადანაშაულებს ალასანიას, გამარჯვება შეეძლო და გამარჯვებისთვის არ იბრძოლაო. ჩემი გამარჯვების ფორმულა არავინ ინდომაო. ამ გამოსვლებმა ლევან ბერძენიშვილი გააღიზიანა, ნეტა, რა იყო მაგის გამარჯვების ფორმულა, უნდა მივსულიყავით, გრეჩიხასთვის ხვეწნა დაგვეწყო, გვეთქვა, ალასანიას კი აქვს რეიტინგი, მაგრამ მოდი ლიდერი შენ იყავიო?

„ალიანსიდან“ კოკა გუნცაძეც გამოიქცა, ეტყობა მასაც დიდი გამარჯვება ეწადა. ამბობენ ეგეც და სუბარიც ნინო ბურჯანაძესთან გადავლენო. „ალასანიას“ ბურჯანაძეც უტევსო, რომ იძახდი, შევცვლით შევცვლით, მიდი და შეცვალე, ჩემები დაჭერილები არიან და გამოუშვითო.

ბურჯანაძე დიდ ამბებშია, ოქრუაშვილთან და ლევან გაჩეჩილაძესთან აბამს კავშირს, თუ მათი გაერთიანება მოხერხდა, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნება.

მოკლედ, ოპოზიცია ორ ფლანგად ლაგდება – სულწასულები და ისინი ვინც არ ჩქარობენ. ბურჯანაძე სულწასულია და სულწასულებს შემოიკრეფს გვერდით. უნდა რაც შეიძლება მალე დაამთავროს მიხეილი. უფრო სწორად, თვითონ უნდა რომ მალე ავიდეს ტახტზე, და მიხეილის ჩამოცილებაც ამიტომ უნდა, თორემ…

აი, ალასანიას კი არსად ეჩქარება. ნაბიჯ-ნაბიჯ აპირებს ბრძოლას და არანაირად არ ხიბლავს ხელისუფლების ძალოადობით შეცვლა. დამხობა-ჩამოგდებებზე ფიქრით არც ტვინის დაბინძურებას აპირებს და არც ამერიკული მხარდაჭერის დაკარგვას.

სიტუაცია, ცოტა არ იყოს და მართლა კომიკურია. თვითონ ალასანია კმაყოფილია და მეორე ადგილზე გასვლასა და საკრებულოში 5 კაცის გაყვანას გამარჯვებად აფასებს და სხვები კიდე ამ კმაყოფილებისთვის ამუნათებენ. რომის პაპზე მეტ კათოლიკეობაზე დებენ თავს, დავიჯერო მაგათ უფრო უნდოდათ ალასანიას გამარჯვება, ვიდრე თვითონ ალასანიას?

ალასანია კიდე, მზადაა ეროვნულ ფორუმთან ითანამშრომლოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე. ეროვნული ფორუმი თავის მხრივ ყველასთან აპირებს კონსულტაციების გამართვას, გარდა – ნოღაიდელისა.

მამრაძე ნაწყენია „ყველა მინუს ნოღაიდელი“ რა პონტია, ესაო, დესტრუქციული არისო. ყველამ ჩვენი ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთო. კაი, კაცო და ყველამ კრემლში ვიტუსტუსოთ?

ზურიკელა ნოღაიდელს რომ თავი საქართველო ჰგონია, თუ იცოდით? მე არ ვიცოდი. მაგრამ ახლა უკვე „ვიცი“ და შეგვიძლია ვიკაიფოთ. არჩევნების მერე გამოხტა, და დაიძახა, „სამწუხაროდ გუშინდელი დღე საქართველოს დამარცხების დღე იყო“-ო. ცამპა-ცუმპა ლამპარიო, გზაზე ვნახე ლამპარიო, დავდგამ სოროს ბოლოსაო და გავინათებ კრემლისკენ სავალ გზებსაო. თურმე ნუ იტყვით და ეროვნულმა საბჭომ ხელისუფლების შესაცვლელად ახალი გეგმა უნდა შეიმუშაოს.

წუხს, „ნაციონალურმა მოძრაობამ გვაჯობა მხოლოდ ერთ რამეში – ხალხის დაშინებასა და მოსყიდვაში“-ო.

ელემენტარულია, ვერავინ გაჯობებს იმაში, რაშიც არ ეჯიბრები. თუ ამ მარტივ  ლოგიკას მივყვებით, თურმე ნოღაიდელს ჩვენი მოსყიდვა და დაშინება სდომია. და ვერ დავუშინებივართ, ვერ მოვუსყიდივართ. ნაციონალებს უჯობნიათ მისთვის. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ვინც შენს დაშინებასა და მოსყიდვას ლამობს, ხმა უნდა მისცე თუ ყბაში მუშტი?

ეს ყბა-დასამტვრევი ნოღაიდელი კი კაი ხანია, იქით უპირებს ხელების დამტვრებას მიხეილ სააკაშვილს. არჩევნების მერე, პრესაში ჰკითხეს კიდეც, როდის დაამტვრევთ ხელებს სააკაშვილსაო.

„ეს აუცილებლად მოხდება, დიახ ეს აუცილებლად მოხდება… ჩვენ ვაპირებთ სხვა რეაგირებას, ჩვენ ვაპირებთ ამ ხელისუფლების შეცვლას!“

მაინც როდისა, როდისაო? „კიდევ ერთხელ გეუბნებით, ინსტიქტი მეუბნება რომ დღესვე დავიწყო მოქმედება, მაგრამ მაპატიეთ და ჩემი ხასიათის „გასასწორებლად“, მოუმზადებელი ხალხის ქუჩაში გამოყვანა არაფრით არ იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული“.

სტილი დაცულია, არ იფიქროთ მე რამე ამერიოს, არც ჟურნალისტზე მაქვს ეჭვი – რას ვიზამთ საკუთარ ინსტიქტებთან მოკამათე ნოღაიდელს ქართული დავიწყნია… ან რა ჯანდაბად სჭირდება ქართული, მე შენ გეტყვი და პუტინი და მედვედევი შაჰ-აბასი არ მყავდეს – უნიკალურად მოქართულე. ნოღაიდელი არც ქართულის არცოდნას ნანობს და არც ამ არჩევნებში მონაწილეობას. ამ არჩევნებშიდაო, ჩვენი ძალებიც შევამოწმე და ხელისუფლების უსინდისობის ხარისხიცაო.

ეს ძალები კი არ იტყვით რაში სჭირდება? „მოკლედ გეტყვით, ჩვენ სააკაშვილს გავაგდებთ!“. მაინც როგორო, ჰკითხეს. „აი, ასე გავაგდებთ!“. ეს კაცი თავისი პირით ამბობს, რომ ბრძოლის არც ერთ ხერხზე არ დაიხევს უკან, ის კი არა, თურმე ვალდებულიც ყოფილა ეს ქნას. და ისევ ინსტიქტებზე ლაპარაკობს, ინსტიქტი მეუბნება ეს სწრაფად, დაუყოვნებლივ უნდა ვქნაო, მაგრამ გონება მკარნახობს, უკეთ მოვემზადოთ და დამატებითი შეცდომები არ დავუშვათო.

შე კაი კაცო, ჯერ შენი ინსტიქტები მოგეთოკა, კარგად მომზადებულიყავი და ისე გამოსულიყავით არჩევნებზე და ბრტყელ-ბრტყელი მერე გელაპარაკა. ახლა დამდგარა და იმაზე ბოდავს რომ ნაციონალებმა ხალხის დაშინება შეძლეს, იქვე კი თავის ნათქვამს უთხრის ძირს, ზოგ უბანზე ჩვენ 30 პროცენტი ავიღეთ, ნაციონალებმა 10-იო. ნეტა რათა, იქ მიშას ძალა არ სჭრიდა თუ გიგის ჯადო?

სააკაშვილს არც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია, არც ეკონომიკის წინ წამოწევა და არც სამუშაო ადგილების შექმნაო. ამ ინსტიქტებთან მოდუდღუნე ნოღაიდელს მგონი ისიც დაავიწყდა რომ ერთ დროს ჩვენდა საუბედუროდ თავად ბრძანდებოდა ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი და იქნებ ან ტვინმა უკარნახოს, ან ინსტიქტმა და გვითხრას, რა გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის წამოსაწევად? თუ ეს წამალი აქვს, მაშინ რა კატასავით ზედ აჯდა და მალავდა?

არჩევნებით უკმაყოფილო კიდე იცით ვინაა? ქართული პოლიტიკის ცრუ-კასანდრა – რამაზ კლიმიაშვილი. დამდგარა და გოდებს რუსები მალე ყაზბეგის რაიონსა და გუდაურსაც აგვახევენო. თურმე ნუ იტყვით და მიშა გვატყუებს, როცა ევროპასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე გველაპარაკებიან. და იცით რატომ? თურმე საფრანგეთიდან ერთი არალეგალი ბიჭი ძალით გამოუგდიათ, ისაო, კიოდაო, არ მინდა საქართველოში და მაინც გამოუშვესო.

მამაძაღლი, თვითონ ამბობს, არალეგალი იყოო და რა უნდა ექნათ? დეკემბრამდე შეენახათ და მარწყვი ეჭმიათ? თვითონ ამბობს, არალეგალები კრიმინალური დაჯგუფებების წევრები არიანო. თუ კრიმინალები არიან, აბა რანაირად უნდა მოიქცნენ, ძალიან მაინტერესებს, მარაოთი დაუნიავონ? და ამასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას რა ხელი აქვს? ვინმემ უთხრა კილმიაშვილს რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება იმას გულისხმობს, მიდი მისდექ ევროპას და ძარცვე და ღლიტეო? ცრუ-კასანდრა კი დამდგარა და გოდებს, ამ არჩევნების შედეგები ვანოს კაბინეტში დაიწერაო. ამ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერავინ შეცვლის, მკაცრი ზომებია მისაღებიო.

სისხლი მოენატრა კასანდრას. მე კიდე, ირინა სარიშვილი. დედას ვფიცავარ, ირინა სარიშვილი ამ ექსპერტებზე უკეთესად თუ არ მკითხაობდეს ყავაზე…
დაიბეჭდა გაზეთში “დრონე.გე”



%d bloggers like this: