
აი, იმან, ჩვენთან რომაა და მაგრამ მაინც ზევით რომაა – სალომემ ზურაბიშვილმა, დათა თუთაშხიას განსახიერებისთვის ბრწყინვალების ორდენი თენგიზ არჩვაძეს უფეშქაშა. თავიdან ყველას ფეიკი ეგონა, მერემე წერილიც გავრცდელდა, სადაც ვკითხულობთ:
„თენგიზ არჩვაძე გასული საუკუნის 60-იანი ლწბიდან მოყოლებული ემსახურება ქართულ ხელოვნებას და არაერტხელ დაუმსახურებია მაყურებლის აღფრთოვანება, მისი შემოქმედება, შესრულებული როლები მუდამ უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა, იგი არა მარტო შეიყვარა და შეითვისა ქართულმა საზოგადოებამ, არამედ მის მიერ განსახიერებული დათა თუთაშხია საკუთარ იდენტობადაც კი მიიჩნია, ამგვარი პატივი უდიდეს მსახიობთა შორისაც კი იშვიათობაა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვაპირებ, რომ თენგიზ არჩვაძე დავაჯილდოო ბრწყინვალების ორდენით“ – მისწერა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილს.
ახლა მოდი და გაიგე რა შეეშალა და რა აერია სალომე ზურაბიშვილს. დარწმუნებული ხართ რომ როლი აერია და არა თავად მსახიობი? იქნებ სულაც ახლა უყურა პირველად „დათა თუთაშხიას“, მოეწონა თვითონ დათა თუთაშხია, ტიტრებში გაიბლანდა, ან ჯონჯოლი მიაყოლა მაგ დროს ლობიოს შეჭამანდს, სტრიქონი აუცდა და დათას როლის შემსრულებელად „თენგიზ არჩვაძე“ შემოეკითხა?
ან პირიქით პერსონაჟებში გაიბლანდა და მუშნი ზარანდია ძებნილი ჰგონია და დათა თუთაშხია – ჟანდარმერიის მაღალჩინოსანი?
მაგრამ რა ვიცი, იდენტობაო, ესაო, ისაო და ჟანდარმერიის მაღალჩინოსანს ხომ არ მიიჩნევდა ქართული საზოგადოება საკუთარ იდენტობად? ისე, რაღა დაგიმალოთ და არც ყაჩაღად გავარდნილი კაცის საკუთარ იდენტობად მიჩნევა მგონია მე კარგი საქმე….
მოკლედ, პრეზიდენტმა ან ახლა და პირველად უყურა „დათა თუთაშხიას“ და ტიტრებში გაიხლართა, ან აღარც ახსოვს ვინ რას ასახიერებდა და მიზანში ისე ისვრის, როგორც ლიკა ქავჟარაძის ინგა დოდო აბაშიძის მურტალოს სასამართლოზე.
მოკლედ, ჩვენი პრეზიდენტი ისე კარგად ერკვევა ქართულ კინოში, რომ არ გაგიკვირდეთ თუკი, სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებს სესილია თაყაიშვილს – ოთარაანთ ქვრივის განსახიერებისთვის.
ან იპოლიტე ხვიჩიას – გიორგი სააკაძის განსახიერებისთვის.
ან ვერიკო ანჯაფარიძეს – ჭრიჭინას განსახიერებისთვის.
ან აკაკი ხორავას – ბაშიაჩუკის განსახიერებისთვის.
ან სოფიკო ჭიაურელს – მაია წყნეთელის განსახიერებისთვის.
ან დოდო ჭიჭინაძეს – ფუფალას განსახიერებისთვის.
ამ ლეილა აბაშიძეს – ქეთოს როლისთვის „ქეთო და კოტეში“…
ოთარ კობერიძეს – აბდუშაჰილის განსახიერებისთვის.
იმედია, ქალბატონი პრეზიდენგტი ოთარ მეღვინეთუხუცესს არ დაგვიჩაგრავს და ახლა, სიკვდილის შემდეგ მაინც უბოძებს ბრწყინვალების ორდენს – მუშნი ზარანდიას განსახიერებისთვის…
იმედია არც ცოცხალ ვარსკვლავებს დაგვიჩაგრავს:
ნანული სარაჯიშვილს – რუსუდანის როლის შესრულებისთვის – „გიორგი სააკაძეში“.
ნინელი ჭანკვეტაძეს – მაროს როლისთვის „გარიგებაში“.
ზურა ყიფშიძეს – კუკარაჩას განსახიერებისთვის და ა.შ.
ეს ცხადია, ხუმრობით, მაგრამ თუ სალომე ზურაბიშვილის შეცდომებს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არც არაფერია. მთავარია პილატეს ან იუდას მკვდრეთით აღდგომა არ მოგვილოცოს აღდგომაზე…
რა გაგახსენოთ, მისი შეცდომები თუ თქვენი შეცდომა?
მან თქვა – „სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო“.
თქვენ თქვით – „პრეზიდენტს უბრალოდ, მექანიკურად შეეშალა“.
მან თქვა – „ეს ის კითხვებია, რასაც ჟურნალისტები და ანალისტები უნდა სვამდნენ“.
თქვენ თქვით – „პრეზიდენტს უბრალოდ, მექანიკურად შეეშალა“.
მან თქვა – „მსოფლიოში მოცემულობა და ახალი იდეები ,ნოვაციები ეს ყველაფერი ერთად უნდა შევტყნად და ამითი წავალთ წინ”
თქვენ თქვით – „პრეზიდენტს უბრალოდ, მექანიკურად შეეშალა“.
მან თქვა – „ახალგაზრდებში აგრესიის კანალიზაცია ხდება ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით”.
თქვენ თქვით – „პრეზიდენტს უბრალოდ, მექანიკურად შეეშალა“.
მან თქვა – „არ ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი“
თქვენ თქვით – „პრეზიდენტს უბრალოდ, მექანიკურად შეეშალა“.
მან თქვა რომ თენგიზ არჩვაძის განსახიერებული დათა თუთაშხია ქართულმა საზოგადოებამ თავის დიენტობადაც კი მიიჩნია.
თქვენ ამბობთ რომ პრეზიდენტს უბრალოდ, მექანიკურად შეეშალა.
მე კი გეუბნებით, მას კი არა, თქვენ შეგეშალათ როცა ეს ჯონჯოლ-ლობიონაყვარება ქალი პრეზიდენტად აირჩიეთ და თავზე დაისვით – როგორც თავად გეუბნებათ „პრეზიდენტი ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს“