სევდია უგრეხელიძე საარჩევნო გარემოზე, შუა გზაში შეწყვეტილ გზების დაგებაზე, ნაციონალების რიგ შეცდომებზე, იავანიშვილზე, სამართლის სამ მუზასა და ირაკლი ღარიბაშვილზე.
რეზო შატაკიშვილი
ეს კვირაც და ცნობილი გახდება დედაქალაქის ახალი მერის ვინაობა, მანამდე კი „ქრონიკა+“ თბილისის ვიცე-მერს სევდია უგრხელიძეს ესაუბრება წინასაარცევნო გარემოსა და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე.
(ინტერვიუ ჩაწერილი და გამოქვეყნებულია (გაზეთში “ქრონიკა+”) არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე).
სევდია უგრეხელიძე: საარჩევნო გარემოს მონიტორინგი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემო მაშინ იქმნება. ამ არჩევნებზე გარემოს ჩამოყალიბება დაიწყო 2012 წლის ოქტემბრის შემდეგ, როდესაც დაიწყეს თვითმართველობებში შევარდნა, სკამების გადმოყრა, ზეწოლა. ეს ხალხი ნამდვილად იყო ხელისუფლებისგან პროვოცირებული, რადგან პარლამენტის წევრები და თვით მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ღიად აცხადებდნენ, რომ აბა, რა გინდათ, 9 წელი ხალხი გამწარებული იყო, ახლა, შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება და ადგილებზეც უნდა შეიცვალნონ, აბა რა, ძალთა თანაფარდობა უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც არის ცენტრალურ ხელისუფლებაში. ეს იყო არა მხოლოდ უვიცობა და სრული უწიგნურობა, არამედ გამიზნული ქმედებაც, რადგან ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ძალიან კარგად იციან ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც და ისიც, რომ ცენტრალური ხელისუფლების არჩევნები არაფერს ცვლის ადგილობრივ დონეზე. ამ მხრივ მინდა გამოვყო სამი გრაცია და სამართლის სამი მუზა.
– კერძოდ?
– ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი და მანანა კობახიძე, რომელთაც ასევე დავამატებდი, თეა წულუკიანს, თუმცა მას მეტად ესმის სტანდარტები, მაგრამ არც ის ჩამორჩებოდა დანარჩენებს აგრესიულ გამოსვლებში. შეიძლება, რომ იუსტიციის მინისტრს ჰქონდეს მკაცრი გამოსვლები, თუ ეს ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იყო, ხშირად მისი მკაცრი გამოანთქვამები სრულიად ეწინააღდეგება სტანდარტებს და მის პირად აგრესიას გამოხატავს, მაგრამ ეს რაღა გასაკვირია, როცა ქვეყანაში პროკურორად იქცა ეკა ბესელია – ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელმა ძალიან კარეგად იცის ბევრი რამ, როგორ არის და როგორ უნდა იყოს, მაგრამ აგრესიულ განცხადებებს აკეთებდა და აკეთებს ამ ცოდნის საპირისპიროდ. ესე იგი იგი რწმენით არაა კანონის მხარეს, უკანონობის მხარესაა და ამიტომ შეუძლია აკეთოს ისეთი აგრესიული განცხადებები, რომელიც პირდაპირ შედის კონფლიქტში კანონთან. ესაა, თორემ მე ნამდვილად ვიცი, რომ შტერი არაა. მე ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, რომელსაც მოეთხოვებათ რაღაც, თორემ მე არაფერს ვამბობ ისეთებზე, როგორიცაა მაგალითად ვოლსკი, რომელსაც არც მოეთხოვება და არც უნდა მოსთხოვო, უბრალოდ უნდა გაიღიმო.
– რატომ არ უნდა მოსთხოვო, კანონმდებელია.
– კი არის კანონმდებელი, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მას არაფერი მოეთხოვება, ადამიანი ამბობს, მერე რა რომ ცეკაში ვმუშაობდი ან “ოდეერი” ვიყავი, მე კაცი არ მომიკლავსო. მიდი და ელაპარაკე! ეს ხელისუფლება ხალხს ახალი პოლიტიკური კულტურისკენ, უფრო მაღალი სტანდარტისკენ კი არა, სიბნელისკენ, უფსკრულისკენ უბიძგებდა, როცა ეუბნებოდა რომ დიახაც, არ უნდა მოითმინოთ, შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება და თქვენ ისევ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გყავთ გამგებლებად. ამის შედეგი იყო ის რომ 73-დან 50 მუნიციპალიტეტში შეიცვალა ძალთა ბალანსი, უმრავლეოსბა გახდა ქართული ოცნების, შეიცვალა გამგებლები, აღმასრულებელი რგოლები. პრაქტიკულად, მათ უკვე ჩაატარეს „არჩევნები“ არჩევნების გარეშე და ამ შეცვლილი ბალანსით მოვედით არჩევნებზე. ღარიბაშვილი კი დადის და იტყუება, დანაპირებს იმიტომ ვერ ვასრულებდით რომ ნაციონალები იყვნენ ისევ ადგილობრივ ხელისუფლებაშიო, მაგრამ ხალხმა ხომ იცის რომ ეს ასე არაა, რომ გადავიდნენ ის ნაციონალები მათ მხარეზე? მე არ ვამტყუნებ კახი კალაძეს როცა ამბობს რომ არ უნდათ ყოფილი ნაციონალები ხელისუფლებაში. „ღამურა“ ყველამ ვიცით… ეს პირები, „ნაცქოცები“, რომლებიც გადახტდნენ და გაქოცდნენ, სძულთ ქოცებს, არათუ სძულთ, აყვედრიან კიდეც და ამბობენ რომ ისინი საერთოდ მადლობელი უნდა იყვნენ რომ არ დაიჭირეს. ბევრი ანგარებით გადახტა, ბევრი პროკურატურის მეშვეობით გადაიბირეს, მაგრამ მათ ასე კი არ უნდა მოპყრობოდნენ, უნდა დაესაჯათ, უნდა აღძრულიყო საქმე, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, გადაეხადათ რაც გადასახდელია და შემდეგ მიეთითებინათ, სად და როგორ დაავალა გიგი უგულავამ კანონის დარღვევა, ახლა რომ დგანან და ჩვენებებს იძლევიან და შესაძლოა, ისინი მართლა არღვევდნენ კიდეც კანონს.
-“კოლექტიური შიხიაშვილის“ თემას მივადექით, ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთი ხალხის ყოლა, იყო ნაციონალური მოძრაობის დიდი შეცდომა და, იქნებ, დანაშაულიც კი? არავინ არ იცის ვინ როდის გიღალატებს, მაგრამ დღეს რომ საუბრობენ მის ინტელქტუალურ დიაპაზონზე, ვოლსკის ბიოგრაფია ახსენეთ და „შიხას“ რა ბიოგრაფია ჰქონდა, რომ გვერდით ამოიყენეს?
– მართალი ბრძანდებით, ეს იყო ხალხი, რომელსაც თავდიანვე ეტყობოდათ რომ არ იყვნენ დადებითი პიროვნებები, პატიოსანი პროფესიონალები და უბრალოდ იყვნენ დავალების მონურად შემსრულებლები, რომლებიც სხვათაშორის არც არავის უთანხმებდნენ, ამ დავალებებს რა მეთოდით ასრულებდნენ. გიგი აძლევდა ლეგიტიმურ დავალებას და ისინი ახორცილებდნენ ამ დავალებას დანაშაულებრივი გზით. შეცდომა ის იყო, რომ არ ინტერესდებოდნენ როგორ ხორციელდებოდა ეს დავალება, ეს იყო შეცდომა და ასეთი მონური ფსიქოლოგიის ხალხი არ უნდა უნდოდეთ ლიდერებს. აი, ამას ვუთვლი ჩემ პარტიას დიდ ცოდვად. ასევე იყო მეორე ნაწილი, აბსოლუტურად არაკომპეტენტური და უვარგისი ადამიანები, რომლებიც არც ავლენდნენ თავს, ზუსტად ასეთი იყო შიხიაშვილი, რომელსაც არანაირი პოზიცია არ ეჭირა, გარდა იმისა რომ საკრებულოს წევრი იყო, მეტი უნდოდა, ეს მეტი რომ ვერ მიიღო, სწორედ ამიტომ იყო გაბრაზებული. ვერ გეტყვით, რომ რამე ვიცოდი მასზე, როგორი იყო, გარდა იმისა რომ თითონ მითხრა მხედრიონელი ვიყავიო. ასე რომ, მე რომ გითხრა, ვიცნობდი, ან ვინმე იცნობდა-მეთქი… უბრალოდ, იმ არტისტიზმით, რომლითაც მერე და მერე შეიჭრა როლებში, შეეძლო დადებითი, ზრდილობიანი ფონის შექმნა…
– კი მაგრამ პარტია არ უნდა იყურებოდეს ამ არტისტული ფასადის იქით? ან ინტელექტი არ არსებობს, ან “სივი”, ან ბიოგრაფია, ოპზიციური პარტია შეიძლება შეცდეს, მაგრამ სახელისუფლებო პარტიას ხელი მიუწვდება გადაამოწმოს ყველაფერი.
– შეცდომის უფლება ყველას აქვს, ადამიანი შეიძლება შეცდე, მაგრამ აპრიორი არ უნდა გინდოდეს დაბალი ინტელქეტის, მონური ფსიქოლოგიის ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ ამის განსაზღვრა და ამის მოშორება შეიძლებოდა ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან. მაგრამ შეცდომა მაინც შეიძლება მომხდარიყო, ღალატით, შეიძლება პროფესიონალმაც გიღალატოს. კიდევ ერთი მომენტია, მე ყოველთვის მომწონდა ის, რომ გიგი უგულავასთან მაინცდამაინც არ გადიოდა მლიქვნელობა, არ იყო ენის მიტან-მოტანა, მაგრამ ახლა იცით რას ვფიქრობ? ძალიან ბევრმა ცუდად ისარგებლა იმით, რომ გიგის არ უყვარდა ჭორაობა და ენებს მასთან ვერავინ მიიტანდა. მეც არ მიყვარს, ვიღაცა რაღაცას რომ მიყვება, მაგრამ მეორეს მხრივ თუ სრულ ინფორმაციას არ ფლობ, ვერც გაცხრილავ ამ ინფორმაციას და ვაკუუმში აღმოჩნდები. არც გიგი, არც მამუკა ახვლედიანი, არ იყვნენ დაკავებული ამ ჭორაობით, არ ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია და მართლაც გამოეპარათ რაღაც. როცა იცოდნენ, რომ არ უყვარდათ ეს, აღარც მიდიოდნენ და აღარც ეუბნებოდნენ, მეც მათ შორის. ჩემ თვსაც ვიდანაშაულებ, როცა რაღაც არ მომწონდა და რაღაც ვიცოდი, ხომ შეიძლებოდა მეთქვა? მაგრამ ვფქიორობდი რომ მიხვდებიან, თავად გადახედავენ, გაიგებენ…
– ქალბატონო სევდია, დავუბრუნდეთ საარჩევნო გარემოს თემას, როგორ მიგაჩნიათ, შედარებით სხვა არჩევნებისგან, საარჩევნო გარემო მართლაც მშვიდია, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს ?
– ვისთვის მშვიდია და ვისთვის… გუნავას რომ მიუგზავნიან ქარდავას ოჯახს, ისე როგორც რაფალიანცის ოჯახი მიუგზავნეს ღვინიაშვილს, მათთვის მშვიდია? კი, შედარებითია ყველაფერი, კვერცხის სროლა სჯობს რა თქმა უნდა ქვის სროლას, იმიტომ რომ თავს არ გაგიტეხავს, მაგრამ უკვე ქვებზეც გადავიდნენ, ქვის სროლა სჯობს თოფის სროლას… თუ ასე, მხოლოდ გარეგნულ სიმშვიდეზე მიდგა საქმე, საქართველოში არც ერთი არჩევნები ისე მშვიდად არ ჩატარებულა, როგორც ჩატარდა 1992 წელს, რომელიც ჩატარდა აფხაზეთის ომის, ზვიადისტების ხოცვა-ჟლეტვის ფონზე. ხალხი სახლში იმალებოდა რომ არჩევნებზე არ წასულიყო, დაწიეს ბარიერი და ჩატარდა მშვიდად, მაგრამ დემოკრატიული არჩევნები იყო? დღეს საარჩევნო გარემო გაფუჭებულია და თანდათან უკვე სამარცხვინო ხდება, მე ვიყავი ფონიჭალაში, სადაც მოცვივდნენ ოცნების აქტივისტები და დებოში, კვერცხების სროლა ატეხეს. მე მაჟორიტარებთან ერთად დავდივარ შეხვედრებზე და ვხედავ ხალხის პატივისცემასაც და შეცვლილ განწყობებსაც, მოდიან და პირდაპირ გეუბნებიან, რომ უკეთესობა უნდოდათ და ამიტომ შემოხაზეს 41, მაგრამ ახლა მიხვდნენ რომ ამათგან არანაირი ხეირი არ იქნება, არც იმას მალავენ რომ ეშინიათ, სურათებსაც არ გვაღებინებენ, გვეუბნებიან, რომ მეზობლები ჩვენ გვაძლევენ ხმას, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირების ეშინიათ, ამის შემდეგ ხელისუფლებას უფლება აქვს ილაპარაკოს, რომ გარემოა მშვიდი და შიში არაა დანერგილი? გეუბნებიან რომ “სუსი” აშინებს, არა მხოლოდ იმათ ვინც საჯარო სამსახურშია, ყველას. ვინც კი სადმე მუშაობს, ვისაც კი მარკეტი აქვს, ყველას ეშინია. როდესაც ღარიბაშვილი, ჯაჭვლიანი ან ვოლსკი გამოდის, არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ გვემუქრება თუ იმათ, როდესაც ჩვენ გვემუქრებიან, ეშინიათ ჩვენ მხარდამჭერებსაც. მეტსაც გეტყვით, ძალიან ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან, ჩვენ ქუჩაზე დაიწყო ასფალტის დაგება და შეწყდა. რა ხდება? ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს აშინებს სუსი და ისინიც ტოვებენ სამუსაოს, ურჩევნიათ რომ ჯარიმა გადაიხადონ. რატომ აშინებენ? რომ არჩევნებამდე არ გაკეთდეს და ნაციონალებს არ ჩაეთვალოთ… ამ ქართულ ოცნებას ჰგონია რომ მთელი მერია ნაციონალური მოძრაობაა… ამათ ჰგონიათ, ჩვენ რომ გზას დავაგებთ, ჩვენ მოგვცემენ ახლა ხმას, მასე ჩვენ იმდენი გვქონდა გაკეთებული, მაგრამ წავიდნენ და მაგათ მისცეს ხმა… შიში არაა, როცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტოვებს სამუშაოს? ხან ტენდერს ვაცხადებთ და არც შემოდიან, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ეუბნებათ, იმიტომ რომ უკვე ყველას ეშინია და არჩევნებს ელოდება. ეშინიათ, რომ მერე არ გააგდონ, არ დააბრალონ რომ ნეპოტიზმით იყვნენ შემოსული. ეს არ არის იმის ნიშანი, რომ შიშია დანერგილი? ღარიბაშვილი გაიძახის აღარავის არ ეშინიაო. რა თქმა უნდა ღარიბაშვილს აღარ ეშინია, მას მანამდე ეშინოდა, სანამ სიმამრი ციხეში ჰყავდა და თვითონ საერთოდ არ ჩანდა, სანამ ივანიშვილმა არ აღაზევა. რახან ახლა აღარ ეშინია, მაგას ჰგონია, რომ აღარავის აღარ ეშინია. ღარიბაშვილი საერთოდ კარიკატურულ ფიგურად იქცა, არცაა ფიგურა და რაც ყველაზე სამწუხაროა, არც უნდა რომ იქცეს ფიგურად, იმიტომ რომ თავს იმასხარავებს, გამოდმებით სისულელეებს ლაპარაკობს და ამ ყველაფერს მართლაც ლანზღადარობის ხასიათი აქვს. ღარიბაშვილს მე არც განვიხილავ ცალკე, ისაა ივანიშვილის მარიონეტი, ფილმი „სათამაშო“ მახსენდება მასზე. ისაა მარიონეტი, ოღონდ მეტი საკუთარი აგრესია გააჩნია. ქვეყანამ იცის, რომ სიტუაციას მართავენ არალეგიტიმური ადამიანები, კერძოდ პრემიერმინისტრი ისევ ივანიშვილია და ღარიბაშვილი მისი მარიონეტია, რომ ჭიკაიძე ღარიბაშვილის მარიონეტია და სინამდვილეში შსს-ს მართავს ჯანყარაშვილი და ზედელაშვილი, რომ პროკურორი არ არის ბადაშვილი და ისევ ფარცხალაძე მართავს, სოზარ სუბარი მინისტრი არის, მაგრამ სინამდვილეში მის კონტროლიდან გასული არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ამას არ გვედავებოდნენ ჩვენ? აბა როგორ ედავებიან ბაჩო ახალაიას, თანამდებობაზე აღარ იყავი, მაგრამ შენ მართავდი სიტუაციასო? თუ ეს ასე იყო, და ამის გამო მოხვედი შენ რომ ხალხს ეს აღარ უნდოდა, კიდე იმას აკეთებ? დარბაისელს მადლობას როგორ უცხადებ და ხვედელიძეს? ყასიდად მაინც გაბრაზდი. არადა, ნამდვილად არ მეგონა, ახალგაზრდა კაცია, მეგონა სხვანაირად წარმართავდა ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ხელისუფლება ცუდად იქცეოდეს და ამ დივიდენდით გავაგრძელოთ მოღვაწეობა. არა, იყვნენ კარგები, აკეთონ საქმე და ჩვენ ახალ მიზნებს, ახალ ამოცანებს დავსახავთ. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილებაც, შესაძლებლობაც, რომ ახალი ამოცანები და ახალი მიზნები დავუსახოთ ჩვენ ქართველ ხალხს, ჩვენ თავს და იმ ახალი შეთავაზებებით მოვიდეთ შემდეგ არჩევნებზე.
– როგორ ფიქრობთ, ღარიბაშვილი, თავისი გამონათვქმებით, რომელიც ბოლო დროს სააკაშვილის მისამართითაა, სააკაშვილის საპირწონედ წარმოჩენას ხომ არ ცდილობს?
– ვერ წარმოჩინდება, რაც არ უნდა ყინჩად ეჭიროს თავი, ღარიბაშვილი კი არა, სააკაშვილის საპირწონედ ივანიშვილი ვერ წარმოჩინდება, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე ფიგურაა თავისი 7 მილიარდით. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი საერთოდ ფიგურა კი არა, მართლაც კარიკატურადაა ნაქცევი. დღევანდელ ხელისუფლებაში, კარიკატურების მეტი რა არის, მაგრამ ძალიან საწყენია რომ პრემიერ-მინისტრია კარიკატურული. საწყენია, რომ დადის საზღვარგარეთ და მისი ქცევა არ შეესაბამება არანაირ სტანდარტებს. ეკითხებიან ქვეყანაზე და იწყებს წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკს. იმაზე ლაპარაკს, რომ საქართველომ დაიწყო აგვისტოს ომი. რა, მიხეილ სააკაშვილმა განა არ იცოდა, ის რაც მთელმა საქართველომ იცის? რომ შევარდნაძე შეიჭრა აფხაზეთში და გამიზნულად, რუსეთთან შეთანხმებით, ომით დაკარგა აფხაზეთი? რა, ვერ იტყოდა, რომ ეს შევარდნაძემ გააკეთა? ვერ იტყოდა ამას საერთაშორისო ტრიბუნებიდან? მაგრამ არ გააკეთა იმიტომ, რომ საქართველოსთვის იქნებოდა ცუდი და კარტბლანშს მისცემდა სეპარატისტებს და რუსებს. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ხელისუფლება აშავებს, კარგი თუ ცუდი. თუ იტყვი რომ იმან დააშავა, ასე იგი ქვეყანამ დააშავა. სააკაშვილს არც ერთხელ არ გაულანძღია შევარდნაძე ამ მიმართულებით, და რას აკეთებენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი? სადაც მიდიან, ყველგან გაიძახიან, რომ ეს რეფორმები, ყველაფერი ტყუილია, ბუტაფორიაა, რომ მან დაიწყო ომი. ეს ყველაფერი არის მტრის დაკვეთა. და შეგნებულად აკეთებს ამას ვინმე თუ შეუგნებლად, არა აქვს მნიშვნელობა, დავალება აქვს პუტინისგან ივანიშვილს და ივანიშვილისგან ღარიბაშვილს თუ თავიანთი უვიცობისა და გაუნათლებლობის გამო ასხამენ მტრის წისქვილზე წყალს, რა გაანსხვავებაა? ქვეყანას ვნებენ, ამაშია უბედურება. ეს სისულელით თუ მოსდით და არა აგენტურული დავალებით, ეს ბევრად უფრო საშიშია, ვინაიდან დავალებას მალე აეხდება ფარდა და ხალხი გასცემს პასუხს, თუ სისულელეა, სისულელეს არ აქვს საზღვარი და დასაშვები ხდება სულელების ყოფნა ხელისუფლებაში. ან ეხლა რას აკეთებს? ნაკლებ სისულელეს? მისი წყალობით, საარჩევნო კამპანია მიდის მძიმედ და აგრესიულად, ნაციონალების დადანაშაულების, ლანძღვა-გინების ფონზე. რას ნიშნავს როცა პრემიერი ამბობს „არ დავუშვებთ სხვა ძალის გამარჯვებას“? თან, როცა იქვე ამბობს რომ ეს თვითონ იმ რეგიონებისთვის იქნება ცუდი, არ არის ეს პირდაპირი მუქარა? რეპრესიებით, ტრანსფერების არ მიცემით და ა.შ? მათ უკვე დააყენეს ეჭქვეშ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა, დემოკრატიულობა.
– კიტოვანი გამოჩნდა იმ რუსთაველზე, რომელიც დაანგრია, რაც არავის გაუპროტესტებია. ახლა იარაღის დაკანონებას ითხოვს თავისი ბიჭებისთვის, ღარიბაშვილი ამბობს რომ ის უკანონოდ იყო დასჯილი ნაციონალების მიერ…
– კიტოვანი შევარდნაძის დროს გამოვიდა ციხიდან, წავიდა, “გრუს” აგენტია, ეს ყველამ იცის, იმიათ ტერიტორიაზე იყო, უბრალოდ ტახტრევანით არ შემოგვიყვანია უკან, ალბათ ამას გულისხმობს ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ახლობელია მისი კიტოვანი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, გასაგებია უკვე ღარიბაშვილი ვინაა, თუკი კიტოვანი მისი ახლობელია… ვოლსკი ამბობს, რომ თურმე კიტოვანს ბევრი კარგი გაუკეთებია… ესენი და კიტოვანი სულიერი ძმები არიან, ვერ იმალება ის ფაქტი რომ ამათი აზროვნება არის კიტიოვანისებურ-მხედრიონისებური. ვერ გეტყვით საშიშია თუ არა კიტოვანი, ეგ იარაღს რომ ითხოვს, შეიძლება უკვე აქვს კიდეც და შეიძლება კიდეც მისცენ და დაუკანონ, ცხადია იქ სულ სხვა იქნება ხელმძღვანელი და გონებაჩლუნგ კიტოვანს არავინ არაფერს შეეკითხება. მე მაინც ვფირობ რომ ის ხალხის დაშაშინებლადაა გამოყვანილი ასპარეზზე, იმიტომ რომ კიტოვანის ხსენებაზე ხალხს შიში უჩნდება. არაერთი კრიმინალი იყო გადახვეწილი საქართველოდან, მათზე დევნა არ იყო, მაგრამ ისინი არ ჩამოდიოდნენ, რადგან მათთვის სასუნთქი გარემო არ იყო საქართველოში, ახლა ყველა კრიმინალისთვის და კანონიერი ქურდისთვის საუკეთესო გარემოა და მნიშვნელობა არა აქვს შეცვლი თუ არა კანონს. რაც გინდა დააბზრიალოს თვალები ჩვენმა ირაკლიმ, მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდებაო, ეს არის სასაცილო. ჯერ ერთი, მარიხუანის ლეგალიზაცია რომ არ მოხდება, ეს არის ცუდი, მაგრამ ტრაგედია არაა, ტრაგედია ისაა რაც ხდება, მომიატა ნარკოტიკების მოხმარებამ, „კრაკადილი“, ჩაცუცქული ბიჭები, მოიმატა ამ ნიადაგზე სიკვდილიანობამ, ჰყვევის კრიმინალი და გვიმტკიცებენ რომ დაკლებულია, გარდა ამისა, ყველამ იცის ის რომ ყოფილი პოლიტპატიმარი ეს არის უკვე მაგათი ზონდერი, სადაც უნდა გააგზავნიან და ვისაც უნდა აცემინებენ, ან თვითონ გაილახებიან, მაგრამ თავის წილს რაღაცას მიიღებენ. სრული ქაოსია, სადაც არავინაა დაცული და ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები, ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიული. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხალხში უკვე აკუმულირებული ის შეგნება, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვიტარებაში არჩევნებზე. 2 წელი კიდევ ეს ხელისუფლება უნდა იყოს და თუ ეს ხალხი თვლის, რომ მოატყუეს, ეს ამ არჩევნებზევე უნდა უთხრას ამ ხელისუფლებას, თუ კიდევ მათ მისცემენ ხმას, ამი ეტყვიან – „ეგრე გააგრძელე“ და ვწუხვარ, ეს ხალხი კიდევ უფრო შავ დღეში ჩავარდება. თუ ახლავე შეანჯღრევენ ამ არჩევნებზე, ასე მოხდება. პირადად ჩემი სურვილია, გონს მოეგოს ეს ხელისუფლება, ხადურის კოჭლ და ბრმა ფინანსურ პოლიტიკა კი არ გატარდეს ქვეყანაში, დაეყრდნოს პროფესიონალებს და გააუმჯობესონ მდგომარეობა ამ 2 წლის განმავლობაში, თუ უნდათ რომ ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს ხრამში, თორემ თვითონაც გადაყვებიან აუცილებლად და სამწუხაროდ ჩვენც გადავყვებით, ამიტომ ამ არჩევნებზე ჩვენ მოუწოდებთ ხალხს რომ აგრძნობინონ ეს, გამოაფხიზლონ ეს მთავრობა.
– ანუ ყვითელი აუნთონ.
– დიახ, ყვითელი აუნთონ. ამ ხელისუფლებამ კი დაიწყოს მუშაობა. მე პირადად როგორც ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომერი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათთან. გავუზიარო, რა გამოცდილებაც მაქვს დაგროვილი, მაგრამ ისინი არიან მზად ამისთვის? მოერევიან თავის აგრესიას? რომელიც მათი შიშითაა გამოწვეული? მათ ეშინიათ ნაციონალური მოძრაობის, ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც სულ სხვაგანაა და სასაცილო რჩევებს აძლევენ უკრაინის პრეზიდენტს რომ არ მოუსმინოს სააკაშვილს. ეს არის ძალიან დამამცირებელი! თავმოყვარე ადამიანი რჩევას არ მისცემს იმას, ვინც რჩევას არ ეკითხება… ვურჩევ, ნაცმოძრაობის შიში დაძლიონ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ სხვა იქნება, აუცილებლად შეიცვლებიან და ისე მოიქცნენ რომ შეიცვალნონ მშვიდობიანად და არა სასტიკი დამარცხებითა და აგრესიული მეთოდებით, ხალხი რომ ქუჩაში დასდევდეს ქვებით. ის კი არა ახლა რომ მოგზავნილი, ფულგადახდუილი ხალხი დაგვდევს ჩვენ… თუ შიშს ვერ მოერევიან, წინ ვერ წავლენ, თუ წინ ვერ წავლენ, ქართველი ხალხი, უმრავლეოსობა ეტყვის მათ უარს, იმ ნდობაზე, რომელიც მათ ივანიშვილს გამოუცხადეს, ივანიშვილი სად არის? – ფაფუ.