Tag Archives: რეზო შატაკიშვილი

„აი, თითი“! „აი ხე“!

5

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2012 წლის 15 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”.

რეზო შატაკიშვილი

ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს. არადა, საზეიმო არც არაფერია. ან არ უწყიან, ან თავს არ უტყდებიან, ან კიდევ – ამომრჩეველს, ამ გამარჯვებაში რაოდენი დამარცხებაა. კი, რიხით გვიცხადებენ, რომ ნარმანიას 72%-მა მისცა ხმა. ფრთხილად, ფრთხილად, ე, მანდ, ზვიად გამსახურდიად არ შემოგვასაღოთ! დააყოლეთ, ბატონებო, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 72%-მა მისცა ხმა ნარმანიას და ისიც არ დაგავიწყდეთ, თბილისელი ამომრჩევლის რა პროცენტი გეწვიათ არჩევნებზე – 34,3%. რეალურად, თბილისის ამომრჩევლის ორმა მესამედმა ზურგი გაქციათ თქვენც და ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორ ფიქრობთ, ესაა უფრო მნიშვნელოვანი მარცხი თუ ის გამარჯვება – ერთი მესამედი რომ მოვიდა არჩევნებზე და იმ ერთი მესამედის 72%-მა მოგცათ ხმა? თბილისის ბედი 222 000-მა კაცმა გადაწყვიტა.

არადა, რა არ იღონეს, თუნდაც ეს 34% რომ მიეყვანათ საარჩევნო ურნებთან? ისტორიაში ჯერ არ გაგონილი „სეილებიც“ კი მოიგონეს. მარკირებული თითით დედებს ბალღების „მაკდონალდსა“ და „ვენდისში“ 20%-იანი ფასდაკლებით წაყვანა შესთავაზეს, გაჩანაგებულ პენსიონერებს წამლების 22%-იანი ფასდაკლებით ყიდვა აფთიაქებში, „გუდვილი“ და „სმარტი“ 15%-იან სეილზე ეპატიჟებოდა ხალხს, „გალფი“ და „ვისოლი“ კი 5 თეთრით ნაკლებად უსხამდა ბენზინს. ეს მამაძაღლი, ამ ერთი დღით მაინც გექციათ რეალობად თქვენი წინასაარჩევნო ბოდვა-ლეგენდა და ლარით ნაკლებად ჩაგესხათ ბენზინი. აი, იმ ლარით, მიშა რომ ლიტრ ბენზინზე იდებდა ჯიბეში. რა იყო, 5 თეთრით მეტზე ვერ დაიყოლიეთ მიშა? არ გითმობთ? მოკლედ, რა მსუნაგია ეს მიშა, ძალაუფლება უდრტვინველად დათმო და ლიტრ ბენზინზე ლარს არ ელევა.

ლიტრი ბენზინი და მიშას ჯიბეში „მდინარი“ ლარი იქით იყოს და რაც თქვენ მოიმოქმედეთ, ცხადია, ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ რა არის, თუ არა ხვეწნა-მუდარა, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მიგეყვანათ და მეტიც – მათი მიტყუება არჩევნებზე? და ვის დააჯერებთ, რომ ან ამ აფთიაქებს, ან სხვა კომპანიებს ასე აღელვებდათ ამომრჩევლის აქტივობა, ამხელა ხარკი რომ გაიღეს? ეს რომ მიშას დროს მომხდარიყო, ქოშებს ხომ წაღმა-უკუღმა გაისროდით და ერთ ამბავს ატეხდით, რომ მიშა ბიზნესზე ძალადობს? რაც მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა იყო, ახლა იმას კეთილი ნება დაარქვით? კი დაარქვით, მაგრამ რატომ არ კითხულობთ, სჯერა ეს ვინმეს თუ არა? თუ სულაც არ გაინტერესებთ, რას ფიქრობს ან არჩევნებზე მოსული ის 27%, ვინც ხმა მელიას მისცა, ან მეტიც – საერთოდ, ამომრჩევლის 66%, ვინც საერთოდ ზურგი აქცია არჩევნებს და თითის მარკირების ნაცვლად, თითების სულ სხვა კომბინაცია დაგანახვათ? ხომ არ გგონიათ, რომ ამ 66%-მა საერთოდ ხელი აიღო ყველაფერზე? არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალი არჩევნების ბედს სწორედ ეს 66% გადაწყვეტს. თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ ეს 66% თქვენიანები არიან, რომლებიც ბრმად გენდობიან, ისე ბრმად, რომ თავსაც არ იწუხებენ და არჩევნებზეც არ მოდიან. არც ის დაგავიწყდეთ, ან ეგ 72% როგორ მოაგროვეთ. კარგად გაიხსენეთ პირველი ტურის შედეგები. დათონორ ნარმანიამ 46% ძლივს აიღო, სულ 151 807 კაცმა მისცა ხმა. ახლა 46% 72%-ზე ავარდა და 151 807 კაცის ნაცვლად, 222 066-მა მისცა ხმა. ნამდვილი და არა ღარიბაშვილისეული არითმეტიკით, ნარმანიას პირველ ტურთან შედარებით 70 259 კაცით მეტმა მისცა ხმა. ამ 70 000-ს კაცს ახლა გაახსენდა არჩევნებში მონაწილეობა? ამ „სეილებით“ მიიზიდეთ, თუ ეს ის 70 ათასი ადამიანია, ვინც პირველ ტურში სხვა კანდიდატებს მისცა ხმა? დაიხ, დიახ! დიმიტრი ლორთქიფანიძეს 42 208 კაცმა მისცა ხმა, ირმა ინაშვილს – 17 684-მა, კახა კუკავას – 7 642-მა, ანუ ჯამში 67 534 კაცმა და სწორედ ამათ ხომ არ მისცეს ხმა ახლა ნარმანიას? და ნეტა, რით მიიზიდეთ? „სეილებით“? თუ გიგი უგულავას დაჭერით? დიახ, ბატონებო, ამჯერად, სწორად გათვალეთ – გიგი უგულავასთვის ბორკილების დადებით – თანაც კამერების წინ სწორედ ამ აგრესიულად განწყობილი ელექტორატის გული მოიგეთ. მით უფრო იმ ბაკქანალიით, რაც შემდეგ სასამართლოს ეზოში დაატრიალეთ თუ ვერ აღკვეთეთ! წინასაარჩევნოდ მოწყობილმა ჰიჩკოკმა გაჭრა. შურისძიებას მოწყურებული ელექტორატის გული მოიგეთ და ხმებიც მოიზიდეთ, მაგრამ ვერ ატყობთ, რომ პროცესი „ჩიტო, ჩიტო, ჩიორას“ ზღაპარს ემსგავსება? როდემდე გადაუგდებთ ამგვარ ელექტორატს „ბარტყებს“? წინ კიდევ 2 წელი გაქვთ, 2 წლის შემდეგ არჩევნები და როგორ ფიქრობთ, გეყოფათ ნაციონალები? თუ მერე ხადურს „გადაუგდებთ“ და ამით მოიგებთ მათ გულს? არ ფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ეს აგრესიული ელექტორატი ისევ იმათ მისცემს ხმას, ვისაც აძლევდა? ვისაც მისცა პირველ ტურში?

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლის ორი მესამედი არც მივიდა არჩევნებზე, საზოგადოებაში უკვე აჩენს მესამე ძალის მოლოდინს. უკვე ჩნდება ვარაუდები, რომ ეს ორი მესამედი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. გარკვეულ თუ გაურკვეველ პირებს უკვე ესახებათ კიდეც ლევან ვასაძე ამ მესამე ძალად, მაგრამ სულ ტყუილად. რატომ? იმიტომ, რომ ამ არჩევნებზეც, სწორედ ამ მეორე ტურზეც, შეგეწიათ ეკლესია ამბიონიდან – სამებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა პირდაპირ მოუწოდა მრევლს ნარმანიას მხარდასაჭერად. აბა, სხვა რანაირად უნდა იქნეს გაგებული მისი ქადაგება, სადაც ის ნაციონალებს გვერდზე განდგომისკენ მოუწოდებს? თავისთავად ცხადია, ქორეპისკოპოსის ძალისხმევამ ხელი შეუწყო და, გარკვეულწილად, განსაზღვრა კიდეც თქვენი გამარჯვება ამ მეორე ტურში, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ეკლესიამ სწორედ ვასაძეს დაუჭიროს მხარი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის მოწოდებასაც აღარ აქვს ის ძალა, რაც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებზე. ფაქტია, რომ მათი მოწოდების მიუხედავად, აქტივობა აქამდე არსებულ ყოველგვარ ნიშნულს ჩასცდა. საერთოდ კი რა ამის პასუხია და, ვინმე დაფიქრებულა, რომ, საერთოდ, ეკლესიის, თუნდაც პატრიარქის რეიტინგები რბილად, რომ ვთქვათ, გაზვიადებულია? დიახ, იმ მაღალ პროცენტებზე მოგახსენებთ, სხვადასხვა დროს რომ ფიქსირდებოდა კვლევებში, ხან 93%-იანი ნდობა, ხან 86%-იანი. კი მაგრამ, ამ მრავალეროვან საქართველოში 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი საქართველოს მოსახლეობის 6,6%-ს შეადგენენ, ამ ქვეყანაში ცხოვრობს 250 ათასამდე სომეხი (5,7%), დამეთანხმებით, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ერის წარმომადგენლები საერთოდ არ არიან მართლმადიდებლები. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს 9,9% მუსლიმანია, 3,9% სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის მრევლია, 0,8% კათოლიკეა, ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ სხვადასხვა კონფესიები – იეღოვას მოწმეები, ბაპტისტები და ა. შ. და ამიხსენით, რანაირად აქვს პატრიარქს 93%-იანი ნდობა? არც ის დაივიწყოთ, რომ მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილი ეკლესიას და რწმენას სულაც აღარ აიგივებს, კიდევ უფრო დიდი ნაწილი კი სულაც არ ენდობა სამღვდელოებას, რაც გასაკვირი სულაც არაა, მწამდეს ღმერთი, დავდიოდე ეკლესიაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვენდობი მათ, ვინც იქ ქადაგებს. მით უმეტეს, ვენდობოდე ისე ბრმად, რომ ვისზეც მეტყვის, ის შემოვხაზო არჩევნებზე. არავინ დაობს, რომ ეკლესიას დიდი ძალა აქვს, იქნებ, საბედისწეროც, მაგრამ როცა ნდობა პროცენტებში გადაგვყავს, პროცენტებით ვილაპარაკოთ – როცა ტარანს ვითვლით, ტარანი ვთვალოთ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსის მოწოდებამ – არჩევნებზე მისულიყვნენ, დიდად ვეღარ გაზარდა აქტივობა და მცირეა ალბათობა, რომ ასპარეზზე მათი ხელდასხმით გამოსული ვასაძე ეგულებოდეს მესამე ძალად ელექტორატის იმ 66%-ს, რომელმაც ყური არ ათხოვა ქორეპისკოპოსის ქადაგებას. ამომრჩევლის ამ ნაწილის განწყობებში რომ დიდი გადალაგება ხდება ფაქტია, ხომ ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დედაქალაქში „ოცნებას“ ხმა მისცა 433 700-მა კაცმა და ახლა, მეორე ტურში – 222 000-მა და, ლამის, ამდენივემ, – 211 000-მა კაცმა აღარ მოგცათ ხმა? თავს იმით ნუ დაიმშვიდებთ, რომ მაშინ ნაციონალებს დედაქალაქში 172 494 კაცმა მისცა ხმა და ახლა, ამ მეორე ტურში, 84 350-მა კაცმა, ანუ ხმები მათაც გაუნახევრდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რადარებიდან „გამქრალი“ ძალაა, თან ოპოზიციური და თქვენს ხელისუფლებაში მყოფი ძალა. და რომ ყველა უკეთურებაზე, პრობლემაზე თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი და არა მათ. კი, ეჭვიც არ მაქვს, კვლავაც სარფიანად გადააბრალებთ მათ ყველა უბედურებას, „9 წელი“ კვლავაც აქტუალური იქნება, ამ „კოზირს“ თქვენგან ხელდასხმული ნარმანიაც არაერთხელ გამოიყენებს, ყინჩად გამოაცხადებს იმას, რომ გიგი-მაჰმად-ხანის აოხრებული თბილისი ჩაიბარა, რომ ამ ქალაქში არც შუქი იყო, არც წყალი და არც ის ყბადაღებული ასფალტი, 9 წელი რომ არავის უნდოდა ჭამა, მაგრამ იცოდეთ, ეს დიდხანს ვერ გასტანს. რომ ვერ გასტანს, სწორედ ამის დასტურია ეს დაბალი აქტივობა და ნუ გგონიათ, რომ ამ ორ წელიწადში ეს აქტივობა სათქვენოდ აიწევს. დამიჯერეთ, ამ საქმეს არც მილიონი ხე უშველის, ჯერ ერთი, რომ „ასი ქარხნის“ არ იყოს, ეგ მილიონი ხეც შეუსრულებადია და რომც შეასრულოთ, ეს თქვენი დარგული ხეები 2 წლის შემდეგ ჯერაც ნერგები იქნება – კოჭებსაც ვერ გაუნიავებს ელექტორატს და შედეგად არც ჩაგეთვლებათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ დიდად არც არავის ხიბლავს უსიერ, დაბურულ ტყეში ცხოვრების პერსპექტივა. მერწმუნეთ, არც იმ 222 ათას ამომრჩეველს მოეწონება „კრასნაია შაპოჩკასავით“ ტყეში ცუნცული. ნურც მესამე ძალის გამოჩენის და მისი სისუსტის იმედი გექნებათ. თუ ეს მოხდა, მით უფრო სავალალო შედეგი დადგება თქვენთვის, ხალხი ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იბრუნებს პირს. ინერტულობა, გულგრილობა დროებითი მდგომარეობაა, ახლა არ ჰქონდათ იმედი თქვენი დამარცხებისა და წაგებულ არჩევნებზე მისვლით თავი არ შეიწუხეს. როგორც კი ძალას იგრძნობენ, როგორც კი თქვენი მარცხის სურნელი დატრიალდება, სწორედაც რომ არ დაეზარებათ არჩევნებზე მოსვლა და თქვენი შემოხაზვა კი არა – თქვენთვის მოხაზვა. განა, ასე არ იყო ოქტომბრის არჩევნებზე? ნუ გგონიათ, რომ მაშინ თქვენ გამოგყვნენ. არა, ბატონებო, მათ სჯერათ, რომ ფულს დიდი ძალა აქვს და დაიჯერეს, რომ ეს დიდი ფული დაამარცხებდა წინა ხელისუფლებას და ამაში არც შემცდარან. მერე რა, რომ იმაში შეცდნენ, რომ ეს ფული მათზე განაწილდებოდა? ხოდა, ამ თავის შეცდომასაც თქვენ გადენენ ძმრად, აბა, თავის თავს ხომ არ დასჯიან? ლომის არ იყოს, აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო?.. დიახ, თავის შეცდომაზეც თქვენ გაგებინებენ პასუხს და თქვენს უნიათობაზე და შეცდომებზეც. „მაკდონალდსში“ შეღავათიან ფასად მოხვედრით ვეღარ მოიტყუებთ ურნებთან, აღარც დაგჭირდებათ ხვეწნა-მუდარა, ისე მოვლენ და გაგისტუმრებენ პოლიტიკური საიქიოს გზას. მერე თქვენგან გარიყული პრეზიდენტიც კიდევ უფრო მიეცემა სევდას და ვეღარც მოგილოცავთ გამარჯვებას. მას ხომ ეს ფუნქციაღა დაუტოვეთ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერინეთ, ექსპრეზიდენტი შევარდნაძე არ დაატირებინეთ, მადლობა ღმერთს, ნარმანიასთვის მაინც მიალოცინეთ გამარჯვება, მაგრამ იქნება და სჯობდა ახლაც დაგებრიყვებინათ? ხანდახან მგონია, რომ ღარიბაშვილი არც ტყუის მასთან, გასაქანს რომ არ აძლევს. მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვიქნებოდი, თავად ღარიბაშვილი რომ უარესი „სიბრძნეებით“ არ გვიმასპინძლდებოდეს. ახლა კი ბატონმა პრეზიდენტმა რა ბრძანა? თურმე, ეს ყოფილა ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. „ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს“, – ბრძანებს ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ, იქნებ, განგვიმარტოს, „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ სადაური ხურმაა? ინდის? ან რომელ ისტორიულ მომენტზე საუბრობს? ერთი მისი არჩევა იყო ისტორიული მომენტი და მეორე ახლა გვიდგას ეს ისტორიული მომენტი. ისე, მეტი ისტორიული მომენტი რა გინდა, ავირჩიეთ (უფრო სწორად – აირჩიეთ, კიდევ უფრო სწორად – ბიძინამ აირჩია) პრეზიდენტი, რომელიც ქსოვით იქცევს თავს და იქარვებს მარტოობით მოგვრილ კაეშანს და საინტერესოა, მერი ნარმანია რით შეიქცევს თავს, თუკი მასაც დაუქნევენ თითს? სწავლა სიბერემდეო და, ალბათ, ბატონი პრეზიდენტი არ დაზარდება, შეასწავლის ქსოვას. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამომრჩეველი მათაც და მათთვის თითის დამქნევსაც ერთად არ დაუქნევს მარკირებულ თითს, ან მეტიც – არ აჩვენებს სამი თითის კომბინაციას.

ჰერაკლე მარგველაშვილი

2

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 22 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

პრემიერ-მინისტრობის რა მოგახსენოთ და ღარიბაშვილი ურიგო სინოპტიკოსი არ ყოფილა – ზაფხული მართლაც ცხელი გვაქვს – ასეც და ისეც. ქვეყანაში საზარელი „სმესი“ დუღს – „სმესი“ ტრაგიზმის, დრამატიზმის, მასთან ერთად ზეობს ცინიზმი, ფარსი და ამ ჩვენს მიწიერ ტრაგიკომიკურ თუხთუხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის უბედურება, რაც უკრაინის ცაზე დაატრიალა პირსისხლიანმა პუტინმა.

„საზარელი მკვლელობა“ – ზუსტად ეს შეფასება იხმარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა მთელი ხელისუფლება თვითმკვლელობაზე საუბრობდა და საუბრობს. თუნდაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც უაპელაციოდ „საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე“ საუბრობს. და მეტიც, მოძღვრავს კიდეც საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ წინასწარი სპეკულაციებისგან. სპეკულაციებისგან თავშეკავების მოწოდება მართლაც მართლზომიერი იქნებოდა, ამას რომ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამბობდეს და არა იმ გუნდის, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე პოლაროიდის სისწრაფით დაიწყო ვერდიქტების გამოტანა. ესეც რომ არ ჰქონდეთ აქტივში, საინტერესოა, რას სთხოვენ საზოგადოებას, როცა მათი რჩეული პრეზიდენტის განცხადება ძირშივე სპობს იმის საშუალებას, რომ საზოგადოება მშვიდად დაელოდოს გამოძიების შედეგებს? როდესაც პრეზიდენტი ხმარობს შეფასებას „საზარელი მკვლელობა“, რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ? მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი გათამამდა? თუ ის, რომ იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, რიგით მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელს და მასზე დაყრდნობით ამბობს ამას? რაც ისედაც აძლიერებს იმ დიდ ეჭვს, რაც გაჩნდა საზოგადოებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით? ან რა გასაკვირია, რომ საზოგადოებამ უყოყმანოდ არ მიიღოს ის ვერსია, რასაც აწვდიან? როდესაც საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ამაში სამართლებრივად გაუმართლებელი არაფერია. საქმე აღიძვრება ამ მუხლით და თუ გამოიკვეთება სხვა რამ, მოხდება გადაკვალიფიცირება. ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ საზოგადოებას განუმარტა ვინმემ ხეირიანად, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საქმე აღძრეს ამ მუხლით და უაპელაციოდ არ ამტკიცებენ იმას, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა? თუ არაა საჭირო ასეთი განმარტებები და საზოგადოებამ თვითონ უნდა იგულისხმოს? მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტი „საზარელ მკვლელობაზე“ საუბრობს და იუსტიციის მინისტრი და სხვები – თვითმკვლელობაზე? თვითონ ჩქარობენ და აკეთებენ ხმაურიან დასკვნებს, თან ერთი გაღმა, მეორე – გამოღმა და საზოგადოების რაღა უკვირთ? და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები რას აკეთებენ? „ვინც ეროსის პირადად იცნობდა, თვითმკვლელობა კატეგორიულად გამორიცხულია!“ – ძირითადად ასეთია მათი შეფასება. არადა, ასეთ დროს, თეორიულად, თან კატეგორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არც თვითმკვლელობის, არც უბედური შემთხვევის, არც ვინმე ბიზნესპარტნიორისგან შურისძიების და არც ამ პროცესში ხელისუფლებისა თუ სპეცსამსახურების მონაწილეობის. კი, თავისთავად ცხადია, ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, მცირდება თვითმკვლელობის ალბათობა, მაგრამ მისი უაპელაციოდ გამორიცხვა ნამდვილად არ წაადგება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მეტიც, ეს კიდევ უფრო მუხტავს საზოგადოებას, აძლიერებს უნდობლობას და ხელისუფლება შეჰყავს ჩიხში. დიახ, ბატონებო, ეს სწორედ ის ჩიხია, სადაც თქვენ ოსტატურად გყავდათ ატუზული წინა ხელისუფლება, მაშინაც როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან და გაუთავებლად აპელირებთ გამოძიებულ და გამოუძიებელ საქმეებზე. „ეროსი თავს არ მოიკლავდა“ შესაძლოა გექცეთ ისეთივე ლოდად, რაც იყო და არის „ჟვანია გაზით არ გაიგუდებოდა“. არადა, ეროსიც ადამიანია და გარდაცვლილი პრემიერიც – ერთმაც შეიძლება თავი მოიკლას და მეორეც გაზით გაიგუდოს. და როცა თავად თესდით უნდობლობას გამოძიების მიმართ, ახლა იგივე გიბრუნდებათ ბუმერანგად და შედიხართ ტრაგიკომიკურ ჩიხში: „აბა, გამოიძიე“. იმედი მაქვს, გამოიძიებთ კიდეც. ალბათ დადგინდება კიდეც ჭეშმარიტება, მაგრამ ყველაზე მწარე იცით, რა იქნება? მის ჭეშმარიტებას რომ არავინ ირწმუნებს, ან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველას დარჩება ეჭვი, ეჭვი იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებამ მოიშორა გზიდან. რაც უფრო ტყუილი იქნება ეს, მით უფრო მწარე იქნება თქვენი ხვედრი.

პარადოქსული იცით, რა არის? ისინი, ვისაც არანაირი ეჭვი არ გამოუთქვამს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან და დედის რძესავით შეირგო მაშინდელი სამართალდამცველების მიწვდილი ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ახლა ხელებს აქტიურად ასავსავებენ და ამტკიცებენ, რომ ეროსი მებრძოლი იყო და თავს არ მოიკლავდა. უკაცრავად და ზვიად გამსახურდია მებრძოლი არ იყო? თუ როგორაა თქვენი საქმე?

ისე არ გამიგოთ, წულუკიანის დარიგებულივით ვიჯდე და მშვიდად ველოდო გამოძიების შედეგებს და თავში არანაირი ეჭვი არ ტრიალებდეს, უბრალოდ, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ კატეგორიულად რამის გამორიცხვა, კატეგორიულად რამის მტკიცება, სწორედაც რომ კატეგორიულად მიუღებელია ამგვარ ვითარებებში. დიახ, ისევე კატეგორიულად მიუღებელი, როგორც იმ საქმეებზე კატეგორიული განცხადებების კეთება და ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე შეწმენდა, რითაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად დაკავებულები და არც დღეს ეშვებიან და ჟამიდან ჟამზე ახსენდებათ.

პრეზიდენტმა თქვა „საზარელი მკვლელობა“ და რამდენიმე დღის შემდეგ რა მოაყოლა – თვითმკვლელობაც მკვლელობააო. „ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი სჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია“, – ბრძანა პრეზიდენტმა… დიდი ილია ასეთ დროს იტყოდა: „აგანგალა-განგალა“.

თუ აქამდე ექსპრემიერის განცხადებებს სჭირდებოდა განმარტებები და განმმარტებელი, ახლა უკვე პრეზიდენტსაც სჭირდება. მოკლედ, დიდი მოთხოვნაა „იოანე ოქროპირებზე“ ნაოცნებარ ხელისუფლებაში. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, ეს განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც იგი პარლამენტს ეწვია დაუპატიჟებლად…

ეს ცალკე თემაა. მართლაც ტრაგიკომიკური. მართლაც გაურკვეველია, რა სურს ამ ხელისუფლებას – პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ მიჯირყვნა და გაფარჩაკება? თუ პირადად მარგველაშვილზე ახორციელებენ შტურმს? ხომ გავიგეთ, რომ მიაღწიეს წარმატებას და ლამის გიორგი გარიყულად აქციეს? ხომ ფაქტია, რომ არც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, მეტიც „პაეზდკიდანაც“ მოტეხეს და არც წაიყვანეს? დატუქსვასაც აქვს ზომა და წონა! რას ნიშნავს: „ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად“? გამაგებინეთ, ვისი ადგილია იქ, სადაც არ არის ქვეყნის პრეზიდენტის ადგილი? თუ მარგველაშვილი პრეზიდენტად არ გინდოდათ, რას აირჩიეთ, რა ასკილივით უქნევდით თავს ყველა ბიძინა ივანიშვილს?! ამოგეღოთ ხმა, თუ ახლაც ისევ თავკანტურის რეჟიმში ხართ ჩარჩენილი?! თუ საერთოდ პრეზიდენტი არ გინდოდათ და არ გინდათ? იქნებ, სცადოთ და ცოტა გვერდიდან შეხედოთ თავს? თუ ამას მოახერხებთ, ნამდვილად დაინახავთ, რასაც ჰგავს ეს ყველაფერი…

დღის მთავარ ინტრიგად გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოჩენა პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას. ის გამოჩნდა და ხურდა დააბრუნა: „ხომ ყველა დავეტიეთ?“. ეს შემდეგ გასაღდა მის ფანტასტიკურ იუმორად და შამპანურებით ხელში ინციდენტი ამოწურულად კი არა, საერთოდ უარყოფილი იქნა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ იგი საერთოდ არ იყო სიაში? მისი იქ გამოჩენა კი ლამის ჰერაკლეს გმირობად იქნა მიჩნეული. თუ, ახლა, მითოსს გავიხსენებთ, მარგველაშვილი კაი ხანია დგას გზაჯვარედინზე – იმ გზაჯვარედინზე, სადაც ჰერაკლეს ორი მანდილოსანი გამოეცხადა, ერთი ნეტარებას, ხორციელ სიამენს აღუთქვამდა, მეორე გმირობას და დიდებას, მაგრამ მას, მარგველაშვილს, ჯერაც არ აურჩევია, დაადგეს სათნოების გზას და გახდეს მართლა პრეზიდენტი, თუ, უბრალოდ, იცხოვროს საპრეზიდენტო განცხრომაში? ახლა ის ფაქტი, რომ პარლამენტში მივიდა, ჯერაც ვერ ჩაითვლება იმად, რომ იგი საგმირო საქმეების გზას დაადგა,  ლომი ჯერ არ დაუხრჩვია და, შესაბამისად, ვერც ლომის ტყავი მოსავს მას. დრამატული, კულმინაციური მომენტი კვლავ გალაითდა და იმ შამპანურივით აშუშხუნდა, რომელიც იქ შეისვა. მით უმეტეს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა სკანდალური განცხადების ჩანეიტრალება.

„მარგველაშვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი“, – დაწერა ბექა მინდიაშვილმა „ფეისბუკში“.

ამ გაგანია ზაფხულში ისევ აქტიურდება პრეზიდენტის სასახლის თემა: მარგველაშვილს უტრიალებენ იმ განცხადებას, სადაც ამბობდა, რომ ეს სასახლე პრეზიდენტისთვის დიდი იყო და სტუდენტებს უნდა გადასცემოდა. მედიაში ჩნდება ცნობები მისი კომპრომატების თაობაზე, ქმედება იწვევს უკუქმედებას… საზოგადოებაშიც და დავიჯერო, ამ გზით აპირებთ, საზოგადოება კეთილად განაწყოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ? რაღაც არ მგონია, საკუთარ იმიჯს სწირავდეთ მის სამსხვერპლოზე. რა არის თქვენი ამოცანა? ქრონიკულად „ტომი და ჯერის“ თამაში? ისედაც გარიყული პრეზიდენტის უარესად გარიყვა? ბარემ რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელ კუნძულზე გარიყეთ! ვიდრე პრეზიდენტს ჯირყვნიან, რა ხდება იმ ქალაქში, სადაც ოდესღაც უღრანი ტყე იყო და გორგასალმა ქალაქი გააშენა? დავით ნარმანია ისევ ტყეს გვიშენებს. ოღონდ, არ იკითხავთ, ვის ხარჯზე? – ბიზნესმენების ხარჯზე! არჩევნებამდე დაგვპირდა მილიონი ხის დარგვას, ახლა რა გაირკვა? თურმე, ბიზნესმენები, სამშენებლო კომპანიები, ვალდებულები ხდებიან, დარგონ ეს ხეები. აქამდე ვიცოდით სხვისი ხელით ნარის გლეჯა. ახლა გავიგეთ, სხვისი ხელით (და ფულით) ხეების დარგვა. მერე რა, რომ თვითონ დაგვპირდა? ხო დაარგვეინებს რაც მთავარია? აა, ეს მათი „კეთილი ნებით“ მოხდება? ამ კეთილ ნებას მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა ერქვა. დროც იცვლება, ლექსიკონიც… მერე რა, რომ ეს „კეთილი ნება“ ისევ მოსახლეობას შემოუტრიალდება და ბინები გაძვირდება? ამდენ ხლაფორთს, ბარემ, ჩვენ დაგვავალეთ და ჩვენი ხარჯით დავრგავთ თითო ხეს და კიდეც გამოვა მილიონი ხის დარგვა. თქვენ, უბრალოდ, წამოგორდით და დაითვალეთ, როგორც ლუარსაბი ითვლიდა ბუზებს…

 

აქლემი და თეა

6

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 10 ივნისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

მადამ „რამეთუ“ ახალ რეჟიმში გადადის – ამჯერად „მიუხედავად ყველაფრისას“ იყენებს ფარად და მახვილად, ცხადია, ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლაში.   გამობრძანდა და გვამცნო, – უპრეცედენტოდ მშვიდიაო წინასაარჩევნო გარემო, ისეთი კი არააო, ქარაფებიდან გადაეშვასო შორენა, არამედ ისეთიაო – ლაითიო – უპრეცედენტოდ მშვიდიო, ლამისაა ხიდან ხეზე გადმოფრინდეს ჩიორაო.

მიუხედავად ყველაფრისაო, – თქვა თეამან არაკი, – მე, როგორც უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ საარჩევნო გარემო იყოო თავისუფალი, არ ხდებოდაო ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს ადრე ხდებოდაო. ჩვენ შევძელით – სახელმწიფო არ ძალადობსო საკუთარ მოქალაქეებსა და საკუთარ ოპოზიციაზეო. სხვა „ყველაფერი“ კი რაც ხდება – „რაიმე ტიპის იციდენტები“ – მიაწერა კერძო პირებს…

რაი არს საფუძველი სიამაყისა მისისაი?

რას ეძახის ნეტარ სიმშვიდეს, ხალხი რომ უცვივდება კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრაზე? კანდიდატი რომ ამ მივარდნილ ვითომ „ადგილობრივებში“ „ოცნების“ აქტივისტებს რომ ამოიცნობს? ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არაა, თუ მაინცდამაინც შესაბამისმა უწყებებმა უნდა დააწიოკონ ხათუნა ბერძენიშვილი ფონიჭალაში და მაშინ ჩაითვლება ძალადობად? თუნდაც უპარტიო ხალხი რომ ტეხდეს დებოშს და აყალ-მაყალს, როცა პოლიცია არ ანძრევს ხელს, რა ჰქვია ამას?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ზუგდიდში ნაციონალების ოფისს ქვებს უშენენ, ოფისში შეჭრას ცდილობენ და ნაციონალები ამ აქციის მეთაურებში „ქართული ოცნების“ ადგილობრივ აქტივისტებს და კონკრეტულ ლიდერებს, მეტიც, თვითმმართველობის სპეციალისტს ამოიცნობენ.

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მიუცვივდებიან გიგა ბოკერიას, გია ბარამიძეს და უგულავას. თურმე ეს სიმშვიდეა, თანაც უპრეცედენტო, აბა, რა, კერძო პირები მიუცვივდნენ, ვოლსკი და ღარიბაშვილი ხომ არა?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა ის, რაც განვითარდა მარნეულში. გამგებლობის კანდიდატი იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნეს. რეგისტრაცია საოლქო კომისიამ გააუქმა, თითქოსდა იმ მოტივით, რომ იმამკულიევს ბოლო 2 წელი საქართველოში არ უცხოვრია. ეს გააკეთეს მიუხედავად იმ დოკუმენტებისა, საიდანაც დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხათუნა გოგორიშვილმა ფარდა ახადა სკანდალურ კულისებს და განაცხდა, რომ 12 ივნისს შეხვედრა ჰქონდა უსუფაშვილთან, რომელმაც მას გადასცა მთავრობის გზავნილი, რომ მოეხსნათ იმამკულიევის კანდიდატურა. უსუფაშვილი ეკრანებზე არ გამოჩენილა, ხათუნა გოგორიშვილის სკანდალურ ბრალდებას ეპისტოლარულად გამოეხმაურა, გოგორიშვილთან შეხვედრის ფაქტი ვერ უარყო, მაგრამ თურმე იმ შეხვედრაზე გვარები და სახელები არ ყოფილა ნახსენები. თურმე, მათ „ქვეყნის ეროვნული ინტრერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებზე“ უსაუბრიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხათუნა გოგორიშვილი წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო არტილერიას, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მას ამ გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში მოდელებზე სასაუბროდ მოეცალა ვინმესთან, თუნდაც ეს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო. ხათუნა გოგორიშვილთან წინასაარჩევნოდ შეხვედრა იმთავითვე ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა არჩევნებს შეეხებოდა და არა გეოპოლიტიკურ პერიპეტიებს თუ მოდელებს. ფაქტია ისიც, რომ სწორედ ეს იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნა ჯერ საოლქო კომისიამ, შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე კვერი დაუკრა „ცესკომ“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, არჩევნებიდან ჩამოეშორებინათ „ნაციონალური“ კანდიდატი იმამკულიევი, რომელსაც გამარჯვების დიდი შანსები ჰქონდა?

არის თუ არა ეს ძალადობა? რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოო რეზულტატს ვინ დადებს – პარლამენტის თავმჯდომარე კულუარული შეხვედრებით თუ საარჩევნო ადმინისტრაცია რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის აწეული „ტოპკით“? ამ ყველაფერს კი ვერანაირად ვერ გაანიორწყლებს წულუკიანის განცხადება, რომ თურმე გოგორიშვილი „არ ისვენებს“.

იმამკულიევი გამოდგა კერკეტი კაკალი, თორემ ხათუნამდე, ცხადია, მას შესთავაზებდნენ კანდიდატურის მოხსნას, როგორც ეს არაერთ კანდიდატთან გააკეთეს, მეტიც – კანდიდატურების მოხსნის გზით, საერთოდ, სიების განულებაც დაამუღამეს. ამის შესახებ, თავის დროზე, გიგი უგულავაც წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი ილეთებით მარტო ნაციონალებს არ უსწორდებიან, როგორც გაირკვა, იგივეს აკეთებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართაც. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ მიამბო, მათი კანდიდატები თერჯოლაში, ხულოში, ქობულეთში, უბრალოდ, გაქრნენ – ვეღარც პოულობენ, სად წავიდნენ. ფიქრია ჩიხრაძე მისტიკაზე ან მკვლელობებზე კი არა, იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც ამ კანდიდატებმა ვერ გაუძლეს და არჩევნებს საერთოდ გაერიდნენ, ვერც ის გაიგეს, რა პირითღა ელაპარაკათ საკუთარ პარტიასთან და საერთოდ გავიდნენ მომსახურების ზონიდან, თორემ მართლაც რას ნიშნავს, როცა ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ავსებენ დოკუმენტაციას, იღებენ სურათებს, ირჩევენ ოლქებს, იწყებენ მუშაობას და ერთი კვირის მერე უსიტყვოდ ილალებიან? ეს ძალადობა არაა? დიდი მიხვედრა უნდა, ვის აქვს დაშინების ბერკეტები? რაკი ეს დაშინებულები არ გაჰკივიან, სიმშვიდეა?

რას ვიზამთ? ყველას ის მოხერხება არ ექნება, რაც ნაციონალების დმანისელ კანდიდატს, კურბან მამედოვს ჰქონია. ვერანაირად რომ ვერ ათქმევინეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, ღამით სახლში მიადგნენ, საკუთარი კანდიდატურა მოხსენიო. ისიც ამდგარა და განცხადებაზე ხელი უკუღმა მოუწერია – მემედ კურბანოვი და მეტიც, მეორე დღეს ამ უკუღმას წაღმა განცხადებაც დაადევნა – წინა წერილი სისულელეა, ძალით დამაწერინესო.

ესაა უპრეცედენტო სიმშვიდე?

ან სახელმწიფოსგან მეტი რა ძალადობა გინდა, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ „არ დაუშვებს“ სხვების გამარჯვებას? გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო კი არ ამბობს, არ დავუშვებთ სხვების გამარჯვებასო. მადამ „რამეთუ“, როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება პრემიერის ეს განცხადება აღქმული დაბალ რგოლებში? როგორ უნდა უზრულველყონ, როგორ არ უნდა დაუშვან მათ სხვა პოლიტიკური ძალების გამარჯვება?

პრემიერის სტილში პლანტაციებში მუშაობით დაემუქრონ ყველას, ვინც კი არ „იოცნებებს“? პლანტაციებზე გამახსენდა, პრემიერი ბჭობდა და ღმერთი დასცინოდა – კაცს, რომელსაც პლანტაციებში გზავნიდა, ობამა მომდევნო დღეებში დიდის ამბით ხვდებოდა. ჯო ბაიდენზე და რასმუსენზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მიშას თქმისა არ იყოს, იქნებ, მართლა აღარაა ლანზღანდარობისა და „შპილკაობის“ დრო და იქნებ, მართლა დროა, დაღვინების, დასერიოზულების? ისევ თქვენთვის გეუბნებით, თორემ ისევ თქვენ იწვევთ ღიმილს ამ უკბილო ხუმრობებით.

და კიდევ, თქვენი ასტრონომიული ხელფას-პრემიებით ისე წყდებით რეალობას, ვერც ხვდებით! დიახ, ვერც ხვდებით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტანში გამაჟრჟოლებელ თანხებს პრემიას დაარქმევთ, ალასანიასავით სარგოს თუ მარგოს! ისევე წყდებით რეალობას, როგორც ნანული შევარდნაძე მოსწყდა რეალობას, როცა გამოაცხადა, რომ 14-ლარიანი პენსიით კარგი დიასახლისი ოჯახს დააპურებდა! აგერ, თქვენი პაატა ზაქარეიშვილი „ვერსიასთან“ ინტერვიუში ყინჩად აცხადებს, რომ თურმე როცა ხელფასამდე 800 ლარი რჩება, ოჯახის წევრებს ეუბნება, – გვეყო ფულის ხარჯვა, ხელფასს დაველოდოთო. იცით თუ არა, რომ ამ ქვეყანაში მაგ თანხაზე, რომელზეც თქვენ ხარჯვას „ასტოპებთ“, ოჯახები თვეობით ცხოვრობენ? ხელფასები კი, რომელიც თქვენ გაქვთ, მართლაც ღირს დალოდებად – თვის ბოლომდე კი არა, წლის ბოლომდეც სიამოვნებით დაელოდებოდა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე! იქნებ, ერთხელ მაინც გადაგეკითხათ სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“? იქნებ, იქ მაინც ამოგეკითხათ „თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის გლახაკთა და უღონოთა შიან“. თუ „სიბრძნე სიცრუისას“ წაკითხვა გესქელტანიანებათ, მოკლედ გეტყვით ანდაზით: მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო! ეგრეა თქვენი ამბავი. რატომ გგონიათ, რომ ეს ნაკლებ რისხვას იწვევს და ეს რისხვა არ დაგატყდებათ თავს ამ არჩევნებზე თუ არა, შემდეგ არჩევნებზე? თუმცა მანამ ალბათ იმდენს დააგროვებთ, კარგა ხანს მსუყედ იქნებით, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, მიხეილმა მობრუნებაც იცის და ხელის შემობრუნებაც – ბადალი არ ჰყავს ფულების დაყრევინებაში. „ასტაროჟნად“, ემანდ უკან არ დაგაყრევინოთ ეგ თქვენი ხელფას-პრემია-სარგო-მარგოები. იქნებ, სწორედ ამას გრძნობთ და იმიტომაც მიდის სმა-ჭამა დიდად შესარგი. მთელ ქვეყანას – თქვენ მომხრესაც და თქვენ მოწინააღმდეგესაც, შეგრძნება აქვს, რომ მოსწრებაზე ხართ. დამშვიდდით, გადმოდით ჩემოდნებიდან და მიხედეთ ქვეყანას, თორემ არც იმის ძახილი გარგებთ, რომ დანგრეული ქვეყანა ჩაიბარეთ, თან პირდაპირი მნიშვნელობით, რომ თურმე 9 წელი გვატყუებდნენ ჩვენც და მსოფლიოსაც, რომ თურმე რაღაც რამდენიმე ათი შენობა ააშენეს… მაინც, რა მოგატყუეს, თუ ქვეყანას ანგრევდნენ, როგორ გაუსწრო ქვეყნის წლიურმა ბიუჯეტმა იმის ქონებას, ვინც პირადად თქვენ დაგნიშნათ? თუ ქვეყანა დანგრეული დატოვეს, აბა, რას ჰპირდება თქვენი მინისტრი პეტრიაშვილი უკრაინელებს რეფორმების გამოცდილების გაზიარებას, უკაცრავად და რომელი რეფორმა გაატარეთ, რომ თქვენი გატარებული რეფორმა გაუზიაროთ? ვის გატარებულ წარმატებულ რეფორმებს უზიარებთ? ვისი აშენებული იუსტიციის სახლების გამოცდილებით მოაქვს თავი საზღვარგარეთ წულუკიანს? ვის განახლებულ რაბათს ათვალიერებინებს ფანჯიკიძე უცხოელ დიპლომატებს? ან რომელ წყალზე და შუქზე გაიძახით, – აბა, სადააო? მაინც რა გეგონათ, რომ მიშამ მარადიული ნათელი დაგიტოვათ და თქვენ ზრუნვა არ მოგიწევდათ?

თქვენი მინისტრი ხადური კი აპრილში დაფიქსირებულ დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ კაზინოებში ბრუნვა შემცირებულა. ჩვენ გვაპატიეთ, ჩვენ მოგვიტევეთ, რომ კაზინოში არ დავიარებით. ვალებს არ ვიღებთ და არ ვფლანგავთ კაზინოებში, რომ მაჩვენებელი მაღალი გქონდეთ და მერმე პაატას, ზაქარეიშვილს, 800-ის ნაცვლად 8000 გაჰყვეს ხელფასიდან ხელფასამდე.

ისევ ჩვენ გვაპატიეთ, რომ 9 წლის გაპარტახებულ ქვეყანაში გიწევთ მუხლჩაუხრელი შრომა,

ჩვენ გვაპატიეთ, რომ არ ვაფასებთ იმ სიმშვიდეს, რომელმაც თქვენი ხელმწიფებისას დაისადგურა ამ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ აქლემი ესხმის თავს მოქალაქეს და სხვა არავინ და ჩვენ კიდე ასე ინერციით რა აღარ გველანდება, – ხან გახშირებული კრიმინალი, ხან წინასაარჩევნო მიეთ-მოეთი. მოგვიტევეთ ეს ფობიები, ეჭვიანობები, მოჩვენებანი, ეს ყველაფერი სულ იმ ავბედითი ცხრა წლის ბრალია. დავბრმავდით, პოზიტივს ვერ ვხედავთ, თორემ განა ის პოზიტივი არაა, იპოდრომზე აქლემი რომ გამოგიდგება და არა ზებრა?

გაგების ხე

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “ქრონიკა+”-ში, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”). 

მილიონი ხის დარგვას ახლა დაგვპირდნენ. აი, ერთი ხე კი მოსვლისთანავე დაგვიდგა ივანიშვილმა – ხე გაგებისა. ცნობადის ხე არ გეგონოთ, რომლის ნაყოფის ჭამაც ღმერთმა აუკრძალა ადამ და ევას, პირიქით, ივანიშვილი გვაიძულებს ვჭამოთ ნაყოფი გაგების ხისა, ანუ მოვეკიდოთ გაგებით. სხვანაირად, ჩვენ ვერ მოვხვდებით მის მიერ შეპირებულ ნაოცნებარ საქართველოში. არადა, ხაზავდით რა, 41-ს გეგონათ რომ დაგიდგავდათ ოცნების ხეებს, ნატვრის ხეებივით, მიხვიდიოდით, შეაბამდით ჭრელ ბაფთას და ასრულდებოდა ოცნებები – განულდებოდა კრედიტები, ღვარად წამოვიდოდა რძე და თაფლი, ბიძინა გვიწილადებდა ათასებს თავის მილიარდებიდან, განახევრდებოდა კომუნალური გადასახადები, ბენზინს გამოაკლდებოდა ის ერთი ლარი, რომელიც მიშას ჯიბეში მიდიოდა, დედლის ორივე ბარკალიც ჩვენ დაგვრჩებოდა, აი, ყველა იმ დედლის, გუბაზ ბატონი რომ გვეუბნებოდა – ცალი ბარკალი მიშასიაო. და რა გამოვიდა? აგერ ბატონო, სადაცაა მეორე წელი შესრულდება, ასფალტიც შემოგვეჭამა, არდა, გახსოვთ როგორ ვუკადრისობდით? ასფალტი ვჭამოთო? – რა რიხით, რა გონორით ვკითხულობდით. არადა, ცივი ჭადის არ იყოს, რა გემრიელი ყოფილა, როცა გშია? ახლა კიდე, ბენზინი ძვირდება. თანახმად, ბიძინას ანდერძისა, მოეკიდეთ გაგებით! რას ვიზამთ, ვერ გაძღა მიშას მუცელი, ლარი აღარ ჰყოფნის და „ლარ სოროკს“ ითხოვს. მარტო ბენზინის გაძვირება რა არის, აგერ გამოვიდა ხადური და ფასები მოიმატებსო, გვამცნო. თანახმად ბიძინას ანდერძისა, მოვეკიდოთ გაგებით! ხადურივით სუქდება და სუქდება ფასები. არის, ამ პროცესში რაღაც ჭეშმარიტად ანტიკური.

თვითონ უჭირთ, მაგრამ ჩვენ მაინც გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ფაქტს, რომ სადღაც რომელიღაც უწყებაში, 38 ათასებს ირიგებენ თვეში. ან თვითონ უჭირთ კი? ეგ ჯამაგირ-პრემიები დეკემბერში ჩამოირიგეს, ყველამ კარგად იცოდა და ყველამ დედის რძესაეფ შეირგო, და რომ არა ირმა ნადირაშვილი, რომელმაც 5 თვის თავზე გაუბაზრა ხელისუფლებას ეს ამბავი, კი იყვნენ ძუძუს გოჭებივით გატრუნულები. ახლაღა ემცხეთათ, გაემიჯნენ და დარბაისლურად ჩამოიშორეს დარბაისელი. ისე, ჩამოიშორეს, არც თქვეს, მაინც რისთვის მისცეს ეს ამხელა პრემიები იმ ჩინოვნიკებს? რა ჩაიდინეს ასეთი? ან რა გმირობა ჩაიდინეს, ან რა დანაშაულის მომსწრე გახდნენ, ასე ძვირი რომ ღირს დუმილი? როგორც ირმამ ივარაუდა – ვანოს გაყვანა? გაგებით უნდა მოეკიდოთ იმასაც რომ ვანო ციხეშია და მის აღდგენილ-დამშვენებული რაბათით უცხოელებთან კეკლუცობენ. აბა, სხვა რა აჩვენონ? ერთი იმ პრემების უწყისს თუ აჩვენებენ. მერწმუნეთ ნამდვილად გადაფარავს და გაახუნებს რაბათით მოგვრილ შთაბეჭდილებას, სასჯელაღსულების დეკემბრის თვის უწყისი. რაბათით მოგვრილ შთაბეჭდილებას კი არა, ვერსალით მოგვრილ შთაბეჭდილებას არ გაახუნებს, რომ რამე? ვანო ციხეშია, მაგრამ რად არ აფასებთ იმას რომ ციხეშია და მკლავი არ წააჭრეს? სვეტიცხოვლის აგებისთვის არსაკიძეს მკლავი წააცალეს, ამათ უბრალოდ ციხეში დაიჭირეს და განა არ უნდა დაინახოთ ეს დინამიკა? რა ჰუმანურები გავხდით 10 საუკუნის მერე? ყველაფერს დანახვა უნდა! აბა რისთვის დაგიდგათ ბიძინამ გაგების ხე?

თვალებში რომ წიწმატი ამოგივათ, გაიხსენეთ ანდერძი ბიძინასი და მოეკიდეთ გაგებით. ეს თქვენი არჩევანია და უკუეთუ არ ისწავლით პატივის მიგებას საკუთარი არჩევანისთვის, არც რაი გეშველებათ. გაგებით მოეკიდეთ ყვედრებასა. იმ ყვედრებასა, რომლითაც იყვედრება მხევალი იგი ბიძინასი – თეა, წულუკიანი. მადლობა მითხარით 5 ათას ლარად რომ ვმუშაობთო. განა თქვენ არ იყავით რომ დიპლომის უნახავად ამტკიცებდით მის დიდ იურისტობას? „დიდი იურისტები“ ძვირს ითხოვენ და შეეგუეთ. დიპლომი ვის რა ოხრად სჭირია, გოგა ხაჩიძის გარდა?

გაგებით მოეკიდეთ იმას რომ 22 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ადგინეში, იმას რომ იმავე 22 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ქობულეთში, იმას რომ 20 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა გურჯაანში, 15 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ისანში, 22 აპრილს ქმარმა ცოლი მოკლა ვაკეში, 7 მარტს ქმარმა ცოლი მოკლა ორხევში, 1 იანვარს – ქმარმა ცოლი მოკლა მუხრანში…

არა, ბიძინას არ უთქვამს, ცოლები ხოცეთო, მაგრამ რაკი დახოცეს, თანახმად ბიძინას ანდერძისა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ფაქტსაც. ავე ბიძინა, როგორ გაგვიფართოვე არეალი გაგებით მოკიდებისა! გაგებით უნდა მოვეკიდოთ ყველაფერს უკეთურს და ეს გზა მიგვიყვანს საოცნებო საქართველომდე!

ისე, ჩვენში დარჩეს და ან რა ხელისუფლების ბრალია, ან რა ჩვენი საქმეა, თუკი ქმარი საკუთარ ცოლს კლავს, თავისას კლავს, შენსას ხომ არა? ჩვენ დავდგეთ და ოჯახის სიმტკიცე ვიზეიმოთ. ამოვუდგეთ გვერდში კიტოვანს და იმის ბიჭებს, ქვეყნისათვის ზრუნავენ, სადარაჯოზე არიან. თუ რამეა, უსუფაშვილის პარლამენტიდან გამოგდებაშიც წავაშველოთ ხელი, ამას ითხოვს კერა! ქეთოი წმინდა კერა! ჩვენი ვალია, გაგებით მოვეკიდოთ იმას რომ ქუჩაში გახშირდა მკვლელობები, დღისით მზისით ესვრიან, ხან ერთმანეთს, ხან ოპონენტს და ხანაც ვის. უნდა გავუგოთ იმას ვინც ისვრის, გაბრაზებულია, ნაწყენია იმაზე ვისაც ესვრის და აბა, რა ქნას, არ ესროლოს?  ჯავრი იმ ქვეყნად გაიყოლოს? ნუ, ახლა დიდი ამბავი, სხვისთვის ნასროლი ტყვია თუ შენ მოგხვდა, აბა როგორ გინდა? ან რომ ჭყვიტინებთ სარკეების მოპარვა ისევ დაიწყესო, როგორ გინდათ? თქვენ მანქანები გყავდეთ და იმათ სარკეც არ ჰქონდეთ? რა მოხდა, დიდი ამბავი, წავა ელიავაზე ჩააბარებს, სახლში ხომ არ დაიდებს? თუ ძაან მოგწონდა შენი სარკე, წადი, კარგად დაძებნე ელიავაზე და თავიდან იყიდე! დიდი ამბავი! აი, რა უნდა ამის გაგებას? ან იმას რა უჭირს, თუკი წყალი წყდება 21-ე საუკუნეში, რა ბოთლები აღარაა 21-ე საუკუნეში? როცა მოდის, აიღე, გაალიპლიპე და დადგი, ამას ხდი სალაპარაკოდ? ან იმას რა უჭირს რომ შუქი ხან რომა და ხან რომ აღარაა. განა თავისუფლად სუნთქვა არ გიღირთ იმათ, რომ ხან ნავთის სუნი ისუნთქოთ? რაც მთავარია, ხან ხომ არის, არაა? მარტო იმას რომ ხედავთ, რომ არაა, ისიც დაინახეთ რომ ხან არის კიდეც. თქვენზე არაა საიდან შეხედავთ? ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელი ჭიქის ამბავია, თქვენ ნუ მომიკვდებით უშუქობაში და უწყლობაში! სამაგიეროდ, გახსოვდეთ, რომ რამდენმა ადამიანმა იხეირა ამ ხელისუფლების მოსვლით, რა პრემიები აირტყეს, რა სავარძლები. კმარა! კმარა ამდენი წუწუნი, რა მოხდა თუ პარლამენტარებს ახალი მანქანები უნდათ და კიდევ ჯამაგირის გაზრდა. იმათაც ხომ უნდათ თავიანთი ოცნებების ახდენა. ასეა, ბატონო, პარლამენტარიც ადამიანია, მასწავლებლის არ იყოს ისიც დადის ტუალეტსა შინა, მასაც აქვს ოცნებები, ნატვრები. აბა თქვენ რა გაგიხარდებათ, თქვენი ქვეყნის კანონმდებელს ნერწყვი სდიოდეს, იდგეს და სასჯელაღსრულებაში რიგით ჩინოვნიკად მუშაობას ნატრობდეს? ეს გეამოებოდათ? არ შეგილახავდათ თავმოყვარეობას?

ან რა ამბავი ატეხეთ, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, პრემიერი თუ პრეზიდენტიო. მერე რა, რომ თქვენ პრეზიდენტი აირჩიეთ პიორდაპირი გზით და არა პრემიერი, მერე რა რომ სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია და პრემიერი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების! და დიდი ამბავი თუ ამის გამო, საბოლოდ დინგში მოგვდეს და გვითხრეს, არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერააო. რა მოხდა? თავიდან მოვაწეროთ მერე. თუ აღარ მოგვაწერინეს და აგერ ბატონო ევრაზიის კავშირში გვეხვეწებიან. იქ მოვაწეროთ. ასეთი რა გაწყეინათ აზიამ? აა, ევროპა გინდოდათ? ინჩე ასუმ.

დიახ, ბატონო, გაგებით უნდა მოეკიდოთ პრემიერისა და პრეზიდენტის კინკლაობას, აბა, მათ ამ ხელშეკრულებისთვის არაფერი უქნიათ (არც ერთს, არც მეორეს) და ხელმოწერაზე მაინც აღარ იკინკლაონ?

ბიძინამ დაგიბარათ და გაგებით უნდა მოეკიდოთ იმასაც რომ ერთ დღეს მღვდელი გამოგიდგეთ ტაბურეტკით, ან თუნდაც „კუშეტკით“. მართალია, ეს ამბავი თვითონ ბიძინასაც არ მოწონს ხოლმე და აპროტესტებს, მაგრამ მაინც გაგებით უნდა მოეკიდოთ – საერთო სულისკვეთება ითხოვს ამას. გარდა ამისა, რომ არა სწორედ ეგ სამღვდელოება, განა აიხდენდით ოცნებას და მოიშორებდით მიშას? ამიტომ ადექით და მოთმინებითა თქვენითა იყავით ახლა.

ან ზუსტად ისე, როგორც დავით კლდიაშვილთანაა „მოთმინება და იმედი“…. მერე რა, რომ სადაც მაგ მოთმინებასა და იმედზეა საუბარი, იმ პიესას „უბედურება“ ჰქვია…

მოთმინება მაინც სხვა რამეა და გაგებით მოკიდება კიდე სხვა რამ. კარგად გაიგეთ, გაგებით მოკიდება 41-ის შემოხაზვის საზღაურია. გაიგეთ და გაგებით მოეკიდეთ ამ ფაქტს. გინდოდათ ნატვრის ხე და ხელში შეგრჩათ გაგების ხე. მე მესმის თქვენი და თან არ მესმის. არ მესმის თქვენი ვიშვიშის. იმიტომ რომ ეს იმათავითვე ცხადი იყო, მაგრამ ეს თქვენ ატყდებით ხოლმე სამგლე გოჭებივით. ასე ატყდით 90-იან წლებში, დღესაც ჩამესმის ყურში თქვენი კაკაფონია „შევარდნაძე აგვაყვავებს“, მაშინაც კაი ხანს ზვიადისტებს აბრალებდით, კვირტები რომ არ დაგასკდათ და ახლაც ისევ ნაციონალებს აბრალებთ ნირვანაში რომ არ ლივლივებთ. მეტიც, თქვენ ახერხებთ იმასაც რომ იქით ისინი გახადოთ დასაცინი, ვისაც ამ ინფანტილური „აყვავება-გაბრწყინების“ არ ჯერა, აკერებთ მათ სხვადასხვა იარლიყებს, ხან ზვიადისტს, ხან მიშისტს, რაკი თქვენ საყოველთაო აღტკინებას არ იზიარებენ. დღესაც კარგად მახსოვს, როგორ ახდენდა იმდროინდელი პირველი არხი ზვიადისტების მარგინალიზაციას, მივდიდოდნენ მიტინგზე და საგულდაგულოდ მოძებნიდნენ ვინმე ჭკუამხიარულს, ტინგიცს ან ისტერიულ ქალს და ისე აჩვენებდნენ საზოგადოებას, რომ ყველა ასეთი იყო, ვინც რუსთაველზე არ უჩოქებდა თეთრ მელას და არ შეთხოვდა, არ შეღაღადებდა დარჩენას. კარგად გაიხსენეთ ისიც, ამ 2 წლის წინ, თქვენი ისტერიის გადამკიდე რამდენი ადამიანი მალავდა რომ სააკაშვილის ხელისუფლების მომხრე იყო. რატომ მალავდა? არ ჰქონდა თავი თქვენთან შერკინების, თქვენი ისტერიის მოსმესნის. ახლა კარგად იცოდეთ, რომ ეს ადამიანები დგანან და ნიშნის მოგებით ხარხარებენ თქვენზე, ხოდა ახლა კეთილი ინებეთ და გაგებით მოეკიდეთ ამასაც. ამას ითხოვს ბიძინას დარგული ხე გაგებისა!

 

 

„სიგუა“, კიტოვანი და კონჩიტა

kitovani-konchita

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთში “ქრონიკა+”, მეცამეტე გვერდზე). 

მე არ მძულს კონჩიტა, რას ვერჩი, გინდა კონჩიტა ყოფილა, გინდა მწყერჩიტა, გინდა ტოროლა ალიონზე. გამოგიტყდებით და არც ვიცოდი ვინ იყო და ვერც  გავიგებდი, რომ არა ცუკენბერგის ველ-მინდვრებში ატეხილი დიდი გნიასი. დიახ, მე არ მძულს კონჩიტა, მე მძულს თენგიზა კიტოვანი. დიახ, მისი ტრადიციული თავყბა მირევს გულს და არა ეგ თქვენი ყბადაღებული ექსტავაგანტური კონჩიტას სიფათი. მეტსაც გეტყვით, თვითმფრინავი რომ ვარდებოდეს და 1 ცალი ზედმეტი პარაშუტი იყოს და ჩემი გადასაწყვეტი იყოს, რომელს ვარგუნო, კონჩიტას თუ კიტოვანს, რომლის სიცოცხლე ვიხსნა, წამიც არ დავფიქრდებოდი ისე დავტოვებდი კიტოვანს უპარაშუტოდ. მეტსაც გეტყვით, ზედ ზღურბლთან იმასაც ვიზამდი, რაც ჯაბა იოსელიანმა უქნა არძინბას ჟენევაში – ჭიტლაყი რომ ამოარტყა. დიახ, სიამოვნებით გადმოვუშვებდი ბატონ კიტოვანს უპარაშუტოდ  – პანღურით და მოვაძახებდი კიდეც – წართმეული ახალგაზრდობისთვის-თქო. მივაძახებდი ზუსტად ისე, ჟან მარემ რომ მიაძახა მის მიერ დაპანღურებულს – ეს კოქტოს შეურაცხყოფისთვის, ეს საფრანგეთის შეურაცხყოფისთვისო. დიახ, წამწამსაც არ გავატოკებდი ისე დავაპანღურებდი ძმათამკვლელი ომის გაჩაღებისთვის და  ჩემი წართმეული ბავშვობისა და ახალგაზრდობის გამო და კარგა ხანს, ფეხსაც არ დავიბანდი – გმირობის ჩამდენ ფეხს. დიახ, გმირობის, იმიტომ რომ ბავშვობაში პირველი წიგნი, რომელიც მომიტანეს და წამაკითხეს იაკობ გოგებაშვილის „საგანძური“ იყო, იქიდან ვისწავლე სამშობლოს ისტორიაც და მისი სიყვარულიც და  ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქართველი ის საჩინო ბარათაშვილია, რომელმაც უფსკრულში გადაჩეხა მოღალატე ყორღანაშვილი. დიახ, პარაშუტს გავიმეტებდი კონჩიტასთვის და მაგ თქვენ კიტოვანს – ყინჩად რომ დაიარება რუსთაველზე, უპარაშუტოდ გადმოვაგდებდი. ახლა თუ გინდა წმინდა ინკვიზიციას გადამეცით, თუ გინდა იმ წულუკიანს თვეში 5 ათასი რომ ეცოტავება და თავის მინისტრობასაც რომ გვაყვედრის.

გამეცით პასუხი 21-ე საუკუნის ციციკორეებო, დიახ ციციკორეებო, რა უნდა დაუშავოს ერს რომელიმე ელგებეტემ, გინდაც საწყალმა, ასეთად რომ დაიბადა და ასეთად დაბადებით უბედურია და თავის ტრაგედიას რომ დაათრევს როგორც სიზიფე ლოდს, გინდაც ავყიამ და აგრესიულმა? დიახ, რას დაუშავებენ ისეთს, რაც უკვე დაუშავა კიტოვანმა? ჯიპით რომ გამოგეცხადათ ზეიმზე და კვლავ დაგვიანონსა – უარესს გიზამთო? პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა მიეღო, ეს პარლამენტი დაიშლება, რაც აქ ხდება მხოლოდ დასაწყისიაო?

“ყველაფერი რაც ხდება ეს არის საქართველო სპარლამენტი სბრალი. ე სდასაწყისია და ამას მოჰყვება დიდი ამბავი პარლამენტი აუცილებლად დაიშლება. აქ სულ ყველა ჩემი ბიჭები არიან, ამას ჩვენ არ დაუშვებთ, უსუპოვმა თუ უსუფაშვილმა გაიგოს რომ ამ კანონის მიღება მისთვის ცუდად დასრულდება” – გამოაცხადა კიტოვანმა.

სად იყო თქვენი ტაბურეტკები მამაოებო და სად იყავით „ჰოი, დედანო მარად ნეტარნო“? იქნებ დაგავიწყდათ, ვის პროვოკაციებს ემსხვერპლა თაობები?  ის ჩახოცილი ბიჭები შვილები თუ არა, ძმები არ იყვნენ თქვენი?

იქნებ დაგავიწყდათ, ვინ დაიწყო თბილისის ომი, სწორედ მანდ, რუსთაველზე სადაც ახლა ჯიპით გამოგეცხადათ?  თავმოყვარე ხელისუფლება არაფრის დიდებით არ დაუშვებდა მის დაბრუნებას საქართველოში, დაბრუნებულს დაიჭერდა მაინც. თავმოყვარე ერი რუსთაველზე გავლას მაინც აუკრძალავდა რუსთაველის გამზირის დამაქცევარს! ფიანდაზები გაგეშალათ ბარეღამ! უი, არ გქონდათ წამოღებული? არც ნოხები? „ნიუჟელი“ ტაბურეტკებზე ძნელი სათრევია? მანდილები მაინც მოგეხსნათ და გაგეშალათ, ეგრე უპატივცემულოდ გაშვება იქნებოდა? თუ უთავშლო ქალი სძაგს უფალსა?

დაგავიწყდათ თუ გაგახსენოთ, როგორ დაიწყო ომი აფხაზეთში? ვინ შევარდა აფხაზეტში, ვინ გაუხსნა ხელფეხი აფხაზ სეპარატისტებს? ან ის გაგახსენოთ, ვინ მისცა ჩამოწერილი ტანკები და იარაღი კიტოვანს? ახლა რომ დგას და იქმურება? გაგახსენოთ რა დაგვიჯდა მაგის მუქარები?

ახლა უსუფაშვილს და პარლამენტს ემუქრება რუსტაველიდან, ორიოდე კვირით ადრე „რეპორტიორში“ იმქურებოდა: „მივმართავ უსუფაშვილს და მის მეუღლეს, რომლებიც ასე მონდომებული არიან  – არ დაუშვათ ამ კანონის მიღება! ის გამოიწვევს უდიდეს ომს,   პირდაპირ ვამბობ  – ეს იქნება ომი –  პარლამენტის  შემოღებული კანონით. კანონპროექტი  ქართველი ერის შეურაცხყოფაა!  კავკასიაში ასეთი რამ არ მომხდარა  და არც მოხდება. ქართველი კაცის შემარცხვენელი კანონის მიღებას –  არ დავუშვებ!  პირველი ჩვენ დავიწყებთ ომს ამ კანონის  საწინააღმდეგოდ, პარლამნეტში შევალთ, ცხვირ-პირს დავუმტვრევთ და ისე გამოვყრით ყველას, არც მომერიდება არაფრის!”.

მორიდებით ნამდვილად არ მოერიდება, არაფრის მოერიდება და არაფერს მოერიდება, არც რუსთაველის ხელახლა გადაბუგვას და არც დაუმთავრებელი მხატვრის სახლის ხელახლა დაქცევას. ეგაა ხან გაუდის მუქარები, ხან არა. გაუვიდა გამსახურდიას შემთხვევაში – დაამხო. გაუვიდა – აფხაზეტში შეჭრა – ომი დაიწყო. გასდიოდა მუქარები მაშინ, როცა რუსეთის დავალებით მოქმედებდა. რუსეთის დავალებით მოქმედება გამსახურდიას დამხობით არ დაუწყია, კარგად გაიხსენეთ ვინ გაიყვანა გვარდია რკონის ხეობაში. ნუგზარ წიკლაური წერდა კიდეც – „თენგიზ კიტოვანს ნამუსი რომ ჰქონდეს, საკუთარი ფეხით უნდა მივიდეს ციხეში, ჩაჯდეს და მთელი ცხოვრება მონანიებაში გაატაროს. მაგრამ ამ კაცს ნამუსი არ გააჩნია ის 1991 წლის აგვისტოში გაყიდა, როცა გვარდია ტყეში გაიყვანა ცხადია, ფულზე გაყიდა და რუსებს მიჰყიდა, ფულზე და ძალაუფლების, თანამდებობის პერსპექტივაზე“.

მუქარით მერე შევარდნაძესაც დაემუქრა – ოფსაიდში დატოვებით. დიახ, შევარდნაძეზე და მოქკავშირზე გაცოფებულმა ბრძანა, „მე მაგათ დედებს ვუტირებ, ყველას ოფსაიდში დავტოვებო“ და აფხაზეთზე ხელმეორედ გალაშქრება სცადა 2 ავტობუსი შეიარაღებული ხალხით და გასკვანჩეს. ასეა, მუქარა აღარ ჭრის, როცა არ შედის დამკვეთის ინტერესებში. რა მოხდება ახლა? შესრულდება თუ არა მისი მუქარა?  ქეთი ხატიაშვილმა კარგად დაწერა, თენგიზ კიტოვანი ის პარაზიტია, რომელიც ყოველთვის მაშინ ჩნდება, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთთან საერთო ენას ვერ პოულობენო.  ისიც დაწერა, 90-იან წლებში პოლიტიკოსები რომ შეთანხმებამდე მისულიყვნენ, კიტოვანი ხელში იარაღს მაინც აიღებდა, იმიტომ რომ ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული რუსეთისგან, მაგრამ ის შექმნიდა მხოლოდ რისკებს და საფრთხეებს, და ვერ გამოიწვევდა ისეთ კატაკლიზმებს, როგორიც პრეზიდენტის დამხობა, სამოქალაქო ომი, ქურდობა და მოროდიორობა იყოო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თენგიზა ამჯერად ანტიდისკრიმინაციული კანონის ფონზე იმუქრება, მსუყე ნიადაგი – პოლიტიკური ძალების უთანხმოება არ ეჭყანება. ეს კანონი ერთხმად მიიღეს. თენგიზას მხოლოდ რუსული ზურგის ქარი უმაგრებს და ის „ბიჭები“, რომელიც რუსთავლზე გამოვიდნენ. თუ ვინმეს „კიტოვანის ბიჭობა“ ეკონჩიტება, პრეტენზიებით თენგიზას მიმართოს, მან გამოაცხადა „ აქ სულ ყველ აჩემი ბიჭები არიან“-ო. რუსულ ზურგის ქარს რაც შეეხება კიდე, თვით პაატა ზაქარეშვილს აქვს ნაბრძანები, თენგიზ კიტოვანს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენული ქვეყნის წინაშე, ის მოქმედებდა ჯერ რუსეთის დაკვეთით, გარკვეული ძალების ზეგავლენით, ხოლო როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო – შევარდნაძესთან შეთანხმებითო.

კიტოვანი იყო საქართველოს პრობლემა. ახლა, კიტოვანი კი აღარაა საქართველოს პრობლემა, ის ხალხია, ვინც ნერვაუტოკებლად ისმენს, თუ როგორ ემუქრება პარლამენტს გამორეკით და როგორ გვემუქრება ისევ არეულობით. ვინც მშვიდად ეგებება მას რუსთაველზე – ვინც მტრის ხატებას კონჩიტებში დაეძებს და კიტოვანს მოყვარედ და მეტიც ლამისაა დალაი ლამად იღებს. ეგ გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ, ბატონებო. არა, ბუკვალურად კი მიხვალთ ტაძრებში, სანთლებსაც დაანთებთ, მაგრამ მე ტრანსპორტირებაზე არ გელაპარაკებით. კიტოვანის გზას სხვაგან მივყავართ, იმ ეპოქაში, როცა სანთლები ენთო ყველას ოჯახში, ღვთისმოსაობის გამო კი არა, იმის გამო რომ შუქი არ იყო. იმ ეპოქაში, როცა ქუჩებში ხალხს ხვრეტდნენ, ძარცვავდნენ, შინ კი ყავის ნაცვლად რკოს და ქერს ვფქვავდით და იმასაც ლამფებზე ვადუღებდით, ეს ის ეპოაქაა, ლამის ხბოები რომ გავაჩენინეთ სოიოს – კატლეტებს სოისოგან, წიწიბურსგან რომ გვიმზადებდნენ, ისიც ეზოებში, კორპუსებშუა დანთებულ ცეცხლზე, იმიტომ რომ ერთი ხანობა ნავთქურის ქონა ისეთივე პრივილეგია იყო, როგორც იმ ჯიპით სეირნობა, ეგ თქვენი დალაი ლამა თენგიზა რომ დაკატაობს ახლა და სხვა კაბიან-წვრეიანები. კონჩიტაზე არ მოგახსენებთ, კარგად იცით ვინც დადის ჯიპებით და იწყევლება. მიშას წყევლა შერჩათ და ახლა აგერ მამა თომას ბიძინა დაუწყევლია – „დღევანდელი ხელისუფლება უკუნითი უკუნისამდე დაწყევლილია! თვითონ გეებია დღევანდელი ხელისუფლება. დაწყევლილი იყოს უკუნითი უკუნისამდე ივანიშვილი!”.

არც „ოცნება“ მეხატება გულზე, არც ივანიშვილი, მაგრამ არც კიტოვანის დამხობილი „ოცნება“ მინდა და არაც ბიძინას წყევლის მოსმენა თომასგან. კიტოვანის კი არა, არავისი დამხობილი არ მინდა, დიახ, არ მინდა დამხობები და თენგიზას ჯიპივით შავი 90-იანი წლების განმეორება, და არც წყევლა და შუასაუკუნეებში ჩაქვესკნელება.

რა ქენით აბა, იზეიმეთ ოჯახის დღე? „სიგუა“ არ გამოაცხეთ?  „სიგუას“ გარეშე რაა ან მამული, ან ოჯახი, ან ქეთოი წმინდა კერა? ვინმეს თუ ჩემი დღევანდელი ცინიზმი ეუხეშება, კარგად გაიხსენოს ის წლები, როცა „იდეალებს“ გამოვეთხოვეთ – საკონდიტრო თვალსაზრისითაც და ღირებულებების თვალსაზრისითაც და „სიგუას“ ამარა დავრჩით. უშუქობისგან, შიმშილისგან განაწამებმა ქართველმა ჯინაზე ისევ ცხრაჯერ მწარედ გაიცინა და ნამცხვრის სახელში გადმოანთხია ბოღმა, მაგრამ „კიტოვანის“ დარქმევას მაინც მოერიდა – საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდა. დიახ, კიტოვანი საშიშია ჯანმრთელობისთვის.

 

 

 

 

სტურუას პარადოქსი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ვერსიაში”). 39624_1551397823362_1187617254_1603069_3151272_n

საქართველოში ყველა რეჟისორს, დიდიან პატარიანად, ერთი კონკურენტი ჰყავს – რობერტ სტურუა, ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ თავად რეჟისორებს და მათთვის ყველა სხვა რეჟისორი კონკურენტი კი არაა, უბრალოდ, ფეხებში ებლანდება – ხელს უშლის. მოკლედ, სტურუა ყველას კონკურენტია, თუმცა… თავად სტურუას კონკურენტი არ აბადია საქართველოში, არც დიდი და არც პატარა. ესაა სტურუას პარადოქსი და საერთოდ ქართული თეატრის პარადქოსი. პარადოქსია, მაგრამ რეალობაა. სწორედ ეს პარადოქსული რეალობა აძლევს დიდ რეჟისორს საშუალებას, მოიქცეს ისე, როგორც მოეპრიანება, როგორ გუნებაზეც იმ დილას გაიღვიძებს.  სტურუამ იცის, რომ კარგა ხანია, ადგილი აქვს განაღდებული მსოფლიო თეატრის ისტორიაში და სხვა ყველაფერი უკვე წვრილმანია, ის წვრილმანი, ის ხურდა, რომელიც შემდეგ აღარავის ემახსოვრება და არც აღარავინ მოსთხოვს, სამაგიეროდ, ამ წვრილმანებით ახლა კარგად შეიძლება თავის შექცევა. დიახ, თავის შექცევა. მის შემთხვევაში, ჩემი აზრით, სწორედ თავის შექცევასთან გვაქვს საქმე და არა სხვა რაიმე სარგებელთან, რაც, ვთქვათ, არის იგივე ჟერარ დეპარდიესა თუ კუსტურიცას შემთხვევაში. დეპარდიემაც იცის ის, რომ გენიალური მსახიობია და ისიც, რომ იმ იდიოტობების გამო, რომელსაც დღეს რუსეთის საამებლად აკეთებს, მსოფლიო კინოს ისტორიიდან მას არავინ ამოშლის, ამიტომ აკეთებს იმას, რაც უნდა. აცნობიერებს რა იმ ფუფუნებას, რომელშიც აღმოჩნდა საკუთარი ნიჭის, შემოქმედებისა თუ კიდევ სხვა გარემოებათა თანხვედრის გამო, ამ ფუფუნებით სარგებლობს და იხვეჭს სხვა დამატებით – მატერიალურ ფუფუნებას რუსეთისგან.  არა მგონია, სტურუას შემთხვევა მათი ანალოგი იყოს.

სტურუა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი, ან მეორე. წლების წინ ვწერდი კიდეც, რატომ იყო სტურუა ასეთი მსუქანი – მას სამყარო აქვს გადაყლაპული-მეთქი, რომ მასში ყველაფერია. დიახ, მასში ყველაფერია, რაც კია ამ სამყაროში, მათ შორის გარკვეული ავანტიურიზმი, თანაც საკმაო დოზით. მას ხიბლავს ეპატაჟიც, ხალხის გაკვირვებაც, მეტიც – გამოთაყვანებაც და ეს ყოველთვის ასე იყო. მას შემდეგ, რაც ,,სეილემის პროცესით’‘ გააოგნა ქართული თეატრალური სამყარო და მისგან ყველა რაღაც ამგვარს ელოდა, სერიოზულს, მძიმეს, ფსიქოლოგიურს, სტურუა ყველას ერთად გაეკაიფა და ,,ხანუმა’‘ შესთავაზა.

რეჟისორმა ეჟი გროტოვსკიმ მესაზღვრეების კითხვაზე – რა პროფესიის ხართ, უპასუხა – პროფესიონალი მაყურებელი. სტურუა სუპერ-პროფესიონალი მაყურებელია თეატრშიცა და საერთოდ, ცხოვრებაშიც. მას უყვარს ყურება, დაკვირვება და ეს ყველაფერი რომ უფრო საინტერესო იყოს, მიმართავს ერთგვარ ექსპერიმენტებს, მანიპულაციებს ცალკეულ ინდივიდებსა თუ ჯგუფებზე, პროვოცირებას უკეთებს მოვლენებს და შემდეგ უყურებს. უყურებს და ტკბება. ერთის მხრივ, იღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას, რასაც უამექსპერიმენტოდ ძნელად თუ მიიღებდა და მეორეს მხრივ, ერთობა. ამგვარ ექსპერიმენტებს თეატრში ყოველთვის ატარებდა და შედიოდა კიდეც მისი ხელმწიფების სტილში. რა მოხდა და რა ხდება ბოლო წლებში ანუ მას მერე, რაც რობერტ სტურუა ღიად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში?  შედეგიდან დავიწყოთ: დღეს, ბევრისგან გაიგონებთ, რომ სტურუა კი არის გენიალური რეჟისორი, მაგრამ მიუღებელია მისი პოლიტიკური ხედვა, პოზიციები, გამოხდომები (ეს მათი შეფასებაა) ანუ რეალურად, ისინი ორად ხლეჩენ სტურუას ფენომენს. არადა, არა მგონია, რაიმე გახლეჩილობასთან გვქონდეს საქმე, არც ის, რომ სტურუას პოლიტიკური პოზიციები და ხედვები ისევე გენიალურია, როგორც სტურუას შედევრალური სპექტაკლები. სულაც არ ვეთანხმებით მის არც ერთ სტატუსს ,,ამ-ამით’‘ დამთავრებულს, ჯერ ერთი, სწორედ იმიტომ, რომ ,,ამ-ამ’‘-ით მთავრდება, რაც იმთავითვე ცხადყოფს, რომ სტურუა თავს იქცევს…

მე მაინც მგონია, რომ ბოლო დროს, ეპატაჟის, ავანტიურიზმის მოტრფიალე რეჟისორს თეატრი ეპატარავა ლაბორატორიად, ექსპერიმენტებისთვის, ცდებისთვის და ა.შ. ეპატარავა, ამიტომაც ადგა და მთელი ქვეყანა აქცია საექსპერიმენტო ლაბორატორიად. ატარებს ცდებს პოლიტიკოსებზე, მასებზე, საზოგადოებაზე. სწორედ ამ კონტექსტში იყო განსახილველი მისი ფეისბუკ-სტატუსებიც. დაწერდა და აკვირდებოდა, ახლა უკვე ვირტუალურ სივრცეში, რამდენ ,,ლაიქს’‘ აიღებდა მისი რეპლიკა, რა მოჰყვებოდა, ვის აღაფრთოვანებდა და ვის შეშლიდა ჭკუიდან.  არჩევნების შემდეგ, თუ გახსოვთ, მისი სტატუსების ხშირი ადრესატი გიგა ბოკერია იყო – იგავების მთელი სერია უძღვნა, მაგრამ გიგა რატომღაც კერკეტი კაკალი გამოდგა, არ შეირყა ჭკუიდან, სხვა, ალბათ, შეირყეოდა.  მოკლედ, სტურუა ზის და ჭადრაკს თამაშობს. ხან ერთი პაიკის გალაზიერებას უწყობს ხელს, ხან – მეორისას.

დღესაც მახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ბურჯანაძე რომ გააქტიურდა და მას ინტელიგენციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, სტურუა ვერ მივიდა, მაგრამ უსტარი გაუგზავნა – თავისთავად ამ ჟესტში უკვე იყო რაღაც ,,ვეფხისტყაოსნური’‘ – გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ ,,ვეფხისტყაოსანზე’‘ მუშაობდა, რომ მას ნინო ბურჯანაძე ეთინათინებოდა…. სტურუას ამ ერთაბზაციანმა წერილმა გაცილებით ძლიერად იმოქმედა მაშინ ბურჯანაძეზე, ვიდრე მთელმა იმ დასმა, რომელიც პარლამენტში ეახლა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ზურაბ ჟვანიასთან ერთად, მე თუ მკითხავთ, სტურუას წვლილიც იყო იმაში, რომ ბურჯანაძემ ირწმუნა საკუთარი ,,თინათინობა’‘. რა გითხრათ, მე მთელ მის პოლიტიკურ განცხადებებს, სწორედ ამ კონტექსტში აღვიქვამ და, არ მჯერა, რომ ის რობერტ სტურუა, რომელმაც წლებით ადრე იგრძნო და იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის ნგრევა ,,მეფე ლირში’‘, დღეს ცდება ან მოვლენების ან ფაქტების შეფასებაში. მომკალით და, არ მჯერა, რასაც ის წერდა ოქტომბრის არჩევნებიდან ორიოდე დღის შემდეგ – ამ ქალაქში მზეც სხვანაირად ანათებსო, ამ დილით 7 საათზე ვისეირნე და ქალაქი უჩვეულოდ წყნარიაო… 7 საათზე ქალაქი ყოველთვის წყნარი და მწყაზარი იყო, არათუ მიშას დროს, მე მგონი, მხედრიონის პარპაშის დროსაც კი – ამ დროს, ამ უთენია ყველას სძინავს, მეეზოვეების გარდა…  რატომ ერჩოდა რობერტ სტურუა მიხეილ სააკაშვილს? აქვე დაივიწყეთ და გამოირიცხეთ ყოველგვარი მერკანტილიზმი ანუ ის, რომ სტურუამ რამე სთხოვა სააკაშვილს, სააკაშვილმა არ გაუკეთა და სტურუა გადაეკიდა….

სხვა რეჟისორების შემთხვევაში, ეს უალტერნატივო ჭეშმარიტებაც კია, მაგრამ სტურუას შემთხვევაში, ინვალიდი ტყუილია. ტყუილია იმიტომ, რომ სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა, ძალიან კარგად იცოდა დიდი რეჟისორის ფასი და, ელემენტარულად, არ გაანაწყენებდა, არც მიხეილს აწყენდა სტურუას მხარდაჭერა და თუნდაც მხოლოდ ამიტომ მოიმადლიერებდა, მაგრამ სტურუა-სააკაშვილის ურთიერთობის გახილვა ამ ჭრილში იმას ნიშნავს, რომ არც ერთისა გაგეგება რამე, არც – მეორისა. აბა, რა მოხდა? ექსპერიმენტატორებს არ უყვართ, როცა საცდელი ობიექტი არ ემორჩილება ექსპერიმენტს. სააკაშვილი არანაირ კონტაქტში არ შედიოდა სტურუას თეატრალურ სამყაროსთან  – არც კი მიდიოდა თეატრში. სააკაშვილმა თეატრი თითქოს ტაძრის რანგში მიიღო და, შესაბამისად, მასზეც განავრცო ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატი და თეატრის საქმეებში საერთოდ არ ერეოდა, მაშინაც კი, როცა ეს თეატრი დგამდა ,,პრეზიდენტსა და დაცვის ბიჭს”. თუ კარგად გახსოვთ, არანაირი რეაქცია არ ყოფილა ამ სპექტაკლზე და შემდეგ თავად თეატრმა გააპიარა – დაფინანსება ჩამოგვეჭრაო. ანუ სააკაშვილი რეაქციას არ აძლევდა თეატრის იერიშებზე, თითქოს არც იმჩნევდა და სწორედ ეს არშემჩნევა აგდებდა აზარტში რობერტ სტურუას. კაკალი რაც უფრო კერკეტია, მით უფრო მეტი ჟინით ცდილობ მის გატეხვას. ჰოდა, სტურუაც ურტყამდა თავის ჩაქუჩს. რიგ შემთხვევებში ეს ჩაქუჩის დარტყმა ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენდა – გაიხსენეთ მისი განცხადება საყოველთაო შიშის სინდრომზე. ეს სინდრომი მართლაც იყო. ცალკე თემაა, რამდენად ჰქონდა საფუძველი, რამდენად გაზვიადებული ჰქონდა თავად საზოგადოებას, ყველას რატომღაც რომ ეგონა უსმენდნენ. არადა, ძაღლადაც არავინ აგდებდა და არც მოსმენაზე ხარჯავდა ფულს, მაგრამ ხომ ეგონათ, რომ უსმენდნენ – არ ვიცი, ალბათ, ამით საკუთარ ამბიციას იკმაყოფილებდნენ გაუკუღმართებული ფორმით, საკუთარ თავს აჯერებდნენ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, შეხედულება თუ ნააზრევი, რომ მთავრობა დგას და უსმენს. ამ შემთხვევაში სტურუამ უტყუარი დიაგნოზი დაუსვა საზოგადოებას, სადღაც იმ რანგის, რაც თავის დროზე, “მეფე ლირში” დაუსვა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ამ განცხადების გარდა, ყველა სხვა ჩაქუჩის დარტყმა სააკაშვილის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდა და ალბათ სწორედ ამიტომაც გადავიდა ბოლოს იმ ცნობილ განცხადებებზე სომხობასთან დაკავშირებით, სხვანაირად რომ ვერ გამოიყვანა მწყობრიდან.

მე არც მისი რუსეთუმეობის მჯერა, არც მისი გაკეთებული განცხადებების რუსეთთან დაკავშირებით. არ მჯერა იმის, რომ დასავლურ კულტურას ნაზიარები, მეტიც, დასავლური კულტურის შემადგენელი ნაწილი რობერტ სტურუა პრორუსულად აზროვნებდეს ახლა. არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიების, რომ ის რუსეთის კაცია, რომ მისი ბაზარი რუსეთშია და ამიტომ ეპირფერება მათ. სტურუას ადგილი ყველგანაა და მე მაინც მგონია, რომ ის რუსებსაც ეკაიფება, ამ მეოცნებე ხელისუფლებასაც აგიჟებს თავისი მხარდაჭერით და აკვირდება მათ კუნტრუშს. თუ კარგად იკუნტრუშებენ, გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, თუ არა, შეცვლის ურთიერთობის ფორმას და ახლა იმ ჭრილში დააკვირდება.

მას უყვარს ექსპერიმენტები, მანიპულაციები.  მას უყვარს ამგვარი ექსპერიმენტებიც  – რომელიმე აშკარად უნიჭოზე იტყვის, რომ ნიჭიერია და აკვირდება გარშემომყოფებს, როგორ და რანაირად აღწევს მათში მისი ნათქვამი. გარშემომყოფებს თავიდან უკვირთ მაესტროს განაცხადი, შემდეგ ეჭვდებიან საკუთარ თავში, ავტორიტეტს თავისი გააქვს და ისინიც ნელ-ნელა სხვა თვალით უყურებენ იმ უნიჭოს და ის უნიჭო ნელ-ნელა ნიჭიერდება მათ თვალში. აბა როგორ? ბატონმა რობერტმა თქვა, რომ ნიჭიერია, ესე იგი ნიჭიერი ყოფილა და ჩვენ ვერ ვხედავდითო…. სტურუა კი უყურებს მთელ ამ პროცესს და ტკბება საკუთარი ძალაუფლებით. ეღიმება როცა ხედავს, მისი ღიად გაჟღერებული შეფასების შემდეგ, როგორ იცვლება იმ უნიჭოსადმი დამოკიდებულება – აგდებულ, ირონიულ დამოკიდებულებას როგორ ენაცვლება პირფერობა თუ მოწიწება. რა ემართება ამ დროს თავად საექსპერიმენტო ბაჭიას ანუ იმ უნიჭოს, რომელიც ნიჭიერად ,,ეკურთხ”? ის, რა თქმა უნდა, იჯერებს, რომ ნიჭიერია. იჯერებს რომელია?! – ყოველწამიერად გრძნობს იმ ცხელ დამღას შუბლზე, რომლითაც დიდმა რეჟისორმა დადაღა წარწერით ,,ნიჭიერი”. ამ ექსპერიმენტს ხშირად გაგრძელებაც აქვს – ღრუბლებში აჭრილს, ისევ მაესტრო ანარცხებს ძირს, აი, ასე – როგორც ერთი სიტყვით თქვა, რომ ის ნიჭიერია, ასევე ერთი სიტყვით იტყვის, რომ უნიჭოა და ამ თქვენ იკაროსს ფრთები ეტრუსება და ზღართანით ენარცხება მიწას.  სტურუას აქვს იმის ძალა, ერთი სიტყვით მწვანე აგინთოს იმ სამყაროში, რომელსაც თეატრი ჰქვია და ასევე ერთი სიტყვით წითელი აგინთოს და ყველაფერი დაგიმთავროს. მას ერთნაირად ეიოლება როგორც კარგის, ისე ცუდის კეთებაც – ყოველგვარი დიდი ჭაპანწყვეტის გარეშე და სწორედ ეს სიმსუბუქე აგდებს მას აზარტში, ხან მწვანე აუნთოს ვინმეს – სეზონი გახსნას მისი ბედნიერების, ხან წითელი აუნთოს ვინმეს და იყოს მისი უბედურების კანონმდებელი. აი, “ყვითელს” რაც შეეხება – სტურუას შუქნიშანზე მუდამ ანთია, მაგრამ – შეუმჩნევლად. უფრო სწორედ, როდესაც მწვანე ანთია, ისე აბრმავებს ბედნიერებს, რომ ვეღარ ხედავენ ყვითელს. ვერ აცნობიერებენ, რომ მეფის ნავში არიან და მუდამ სიფხიზლე მართებთ.  სტურუას უყვარს მოვლენების პროვოცირება, ეპატაჟი, ერთგვარი პროვოკაციები, ,,ხულიგნობაც’‘, თუ გნებავთ, ექსპერიმენტების ტარება ყველგან და ყველაზე. სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულება მთლიანპიროვნულია  – იგი ცინიკურად, ირონიულადაა განწყობილი მთელი სამყაროს მიმართ და ეს ჩანს მის სპექტაკლებში, მის ყოველდღიურობაში. იგი არ თამაშობს, ასეთია ანუ – ყველას და ყველაფერს ეთამაშება… ესაა სტურუას პარადოქსი.

რეზო შატაკიშვილი თაობის პრიმა ნინო კასრაძეზე

მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას.

ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა.

ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში. მისი ბავშვობის რამდენიმე წელი სპარსეთმა გააფერადა.

ნინო და მისი ტყუპისცალი მაკა იზრდებოდნენ ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მათ სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ – სიყვარულით.

მ. ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟისორი – რ. სტურუა. ბაბეტა – ნ. კასრაძე.

მ. ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა. ბაბეტა – ნ. კასრაძე.

გავა მრავალი წელი და დრო ვერ წაშლის ბავშვობის მძაფრ შთაბეჭდილებას – თუ როგორ უკითხავდა მამა „მატეო ფალკონეს“ და როგორ ტიროდა გაუჩერებლად…

სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. იმ წელს ჯგუფს შალვა გაწერელია იყვანდა. პირველ ტურში ჩაჭრეს. უკან არ დაიხია, გააპროტესტა, გამოაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ დანებდებოდა ბედს, თუკი მას თავად შალვა გაწერელია დაიწუნებდა.

შალვა გაწერელიამ არათუ დაიწუნა, მოიწონა, მეტიც, აღფრთოვანებული დარჩა მისით… დაიწყო ნინოს თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერა.

ჯერ იყო მარჯანიშვილის თეატრი – ცეზონიას როლი ალბერ კამიუს „კალიგულაში“. 

23 წლისა უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი და რობერტ სტურუას რჩეული გახდა. ვარსკვლავად აღიარეს პირველივე როლით სპექტაკლში „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“.

უკვე მაშინ წერდა ნოდარ გურაბანიძე: „ამ ახალგაზრდა, უკვე ვარსკვლავად აღიარებული მსახიობი ქალის შესრულებაში განსაცვიფრებელი გრადაცია იგრძნობა, ეს არის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ადამიანის დაბადება. თანდათანობით, როცა ნამდვილი ღრმა გრძნობა გაიტაცებს, ამ მეძავში ქალწული იბადება. კდემამოსილების, უბიწობის შუქს ასხივებს არა მარტო მისი თვალები, არამედ მთელი სხეული… ისე, მსუბუქად მოძრაობს ნინო კასრაძე, თითქოს მართლაც სიზმრისეულია. მას ახასიათებს მოცეკვავის გრაცია, პლასტიკა და სხეულის სიმკვრივე. მისი მსუბუქად სტილიზებული მოძრაობა, რომელიც იაპონელი აკვარელისტების მიერ შექმნილი გეიშების სილუეტს გვაგონებს, სწორედ თეატრალურად არის სტილიზებული, მკლავებისა და ხელის მტევნების პლასტიკა მისი სულის მოძრაობას გამოხატავს“.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა. გერტრუდა – ნინო კასრაძე.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი რობერტ სტურუა. გერტრუდა – ნინო კასრაძე.

ნინო კასრაძეს ეცინება, როცა ვარსკვლავად იხსენებენ. „შერონ სტოუნიც ვარსკვლავია და მეც?“ – მკითხა ერთხელ და გააგრძელა, თუ როგორ სერავს ყოველდღე თბილისს სამარშრუტო ტაქსებით. სწორედ ასე, „მარშრუტკაში“ გაიცნო ის დევი სტურუამ და ნარკვევიც უძღვნა – „ლედი მაკბეტი მარშრუტკაში“.

ფრაგმენტი ნარკვევიდან: „ის ამოვიდა „მარშრუტკაში“, რუსთაველის თეატრთან, ერთი მოხდენილი, გრაციოზული მოძრაობით, რასაც პლასტიკას ეტყვიან და რასაც, თუ ღმერთმა აკვანშივე არ დაგაბედა, ვერც ისწავლი და ვერც მიბაძავ. მისი სილამაზეც სტანდარტებისა და პარამეტრების მიღმა ასხივებდა, მხოლოდ მისეული იყო. ეს ყველაფერი თვალმა ძალდაუტანებლად, თითქმის მექანიკურად აღბეჭდა…

გოგონა ჩემს გვერდით, „მარშრუტკის“ ერთადერთ თავისუფალ ადგილას ჩამოჯდა და ჩანთიდან კარგა მოზრდილი წიგნი ამოიღო. ყდაზე მსხვილი ბეჭდური ასოებით გამოყვანილი იყო დ. ს. მერეჟოვსკი, ლ. ნ. ტოლსტოისა და თ. მ. დოსტოევსკის ცხოვრება და შემოქმედება. გოგონამ წიგნი გადაშალა, მინიშნებული გვერდი მოძებნა და კითხვას შეუდგა. აი, ამან კი ნამდვილად გამაოგნა! როგორ, ჩვენს დროში უფროსკლასელი თუ სტუდენტი ქართველი გოგონა კითხულობს მერეჟოვსკის, რომლის შესახებ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიწრო სპეციალისტ-პროფესიონალების გარდა, წარმოდგენაც კი არავის აქვს. ეს მართლაც ფანტასტიკური იყო.

უცნობთან გამოლაპარაკებას ახალგაზრდობაშიც ვერიდებოდი, მაგრამ ახლა ჩემდაუნებურად აღმომხდა: ნეტა, შენს ბედნიერ დედ-მამას, შვილო, ნუთუ მართლა გაინტერესებს ამ ბუმბერაზების ნაღვაწ-ნააზრევი? გოგონამ გაიცინა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემი რეაქცია მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია. შემდეგ ჩვენი დიალოგი დაახლოებით ასე წარიმართა:

– ალბათ, სტუდენტი – ფილოლოგი ხართ?

– არა, თეატრალური მაქვს დამთავრებული, ამჟამად რუსთაველის თეატრში ვმუშაობ.

– … თქვენი ბოლო როლი?

– ლედი მაკბეტი.

–  თქვენ ნინო კასრაძე ხართ?“

ის ნინო კასრაძეა, მოსაუბრეს რომ აოცებს განათლებით, ინტელექტით, პიროვნული სიღრმით. და რაც მთავარია, სისადავით.

ბავშვობაში უცნაური სურვილი ჰქონდა – მალე დაბერებულიყო. „ვფიქრობდი, ოო, რამდენია გადასატანი… ახირებული მქონდა, მე ვცხოვრობ კომეტასავით, ჩქარა უნდა ვიარო და გავქრე“…

ის გაურბოდა საკუთარ გადასატანს, ტკივილს, მაგრამ ეს ბავშვურ ახირებად დარჩა, არათუ თავისი, არაერთი გმირის ტკივილი განაახლა და განიცადა, გადაიტანა. და არც ცხოვრებაში ჩამქრალა და არც სტურუას ორბიტაზე, სადაც მართლაც კომეტის სისწრაფით დაბინავდა.

არ სჯერა, რომ მისი შურთ.

„მე რა მაქვს შესაშური? – გკითხავს და განაგრძობს, – მე, მაგალითად, არ ვილაპარაკებ, როგორ შურთ ჩემი. მე ამას იშვიათად ვამჩნევ. თუ გინდა, იმაზე ვილაპარაკოთ, მე როგორ მშურს და არ მშურს, ეს უფრო ვიცი. შური არა, მაგრამ რაღაცებზე ზოგჯერ გული მწყდება ხოლმე და მერე თავს ვინამუსებ – არ გრცხვენია? ყველაფერი ეს დროებითია. მე არ მინახავს ადამიანი, რომ ეთქვას, შურიანი ვარო. მოდი, მეც მათ შორის ვიქნები, ვინც ამბობს, არ ვარ შურიანიო. მართლა არ ვარ შურიანი. ადამიანის მიმართ არა, მაგრამ რაღაც მოვლენის მიმართ შეიძლება გამიჩნდეს სინანული – კარგი იქნებოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო…

– მოდი, რეალობას გაუსწორე თვალი, საქართველოში მსახიობებს ენატრებათ სტურუას ორბიტა, შენ კი გაუთავებლად იქ დგახარ. აბა, არ შეშურდებათ?

–  მე რომ კარგ რაღაცას ვხედავ ჩემს გარშემო, მიხარია, დიდ ძალას მმატებს, სტიმულს მაძლევს, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია, მერე ამას შრომა უნდა, შენ თვითონ შურმა რომ არ ჩაგკლას, ჩაგჯიჯგნოს“.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი – რ. სტურუა, გერტრუდა – ნ. კასრაძე.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა, გერტრუდა – ნ. კასრაძე.

„ჩვენ ჩვენი გაცდების სასაფლაო ვართ“

ნინო კასრაძე: „უბანალურეს რაღაცას გეტყვი – სიყვარული მარტოობისგან თავის დასახსნელადაა მოგონილი. ადამიანი ხომ რამდენიმე „შენ“ ხარ, ასეთი, ისეთი… შეყვარებული „საუკეთესო შენ“ ხარ. სიყვარული შენს საუკეთესო თავში გაქცევაა, ლამაზი გაქცევაა მარტოობიდან. არის ხალხი, რომელსაც ხშირად უყვარდებათ, მათ ეს მდგომარეობა, სიგიჟე უყვართ… სიყვარული თანამოაზრეობის დიდი სურვილია. მშვენიერია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანი იგებს ასაკთან ერთად. შეიძლება, ეხებოდე ამ გრძნობას, მაგრამ ვერ ხვდებოდე, შესაძლოა, არც გიყვარდეს და ისე გესმოდეს სიყვარულის ფასი. იგებ, როცა ეს შენშია, როცა შენ იღვიძებ საამისოდ, თორემ ყველაფერი აქ არის და ჩვენ არ ვიცით, აქ არის და ჩვენთვის არ არის. საშინელებაა, ადამიანმა შეიძლება ისე იცხოვროს, ვერც გამოსცადოს ეს მძლავრი გრძნობა…

ჩვენ ვართ ჩვენი განცდების, გამოცდილების სასაფლაო, ყველაფერი არის ჩვენთან, ჩვენი სიყვარულები – წარუმატებელი, წარმატებული, ჩვენი ტკივილები, სიხარულები. ეს ყველაფერი იხრწნება, ნეშომპალად იქცევა, ტვინს მიეწოდება მხოლოდ საჭირო… ადამიანს გააჩნია, ან ეს დაწამლავს ყველაფერს შიგნით და ხე არ გაიხარებს, ან ისევ ყვავილებად ამოვა ახალი ცხოვრებისთვის. ადამიანს აქვს საოცარი უნარი რენოვაციის, აღდგენის, ხელახლა შეყვარების, თორემ სიცოცხლე შეწყდებოდა, ყველა რომ ძველი სიყვარულებითა და ძველი განცდებით ცხოვრობდეს. რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, უფრო ნიჭიერად არის ეს ყველაფერი მასში დასამარებული. ეს გრძნობები იქცევა პროზად, პოეზიად, მხატვრობად, ურთიერთობად.

სად მიდის სიყვარული? – არსად, შენშია, ისიც კი, რომელზეც უარი გეთქვა. მე მგონი, ზოგჯერ ყველაზე მეტად ის უყვართ ხოლმე, იმაზე გიჟდებიან. მიუღწევლის მიმართ ყოველთვის ჩნდება გარკვეული პატივისცემა და რჩება სწრაფვა, თუნდაც უიმედო…“

ნინო კასრაძეს უყვარს თქმა: „წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, დროს მივენდობი, როგორც მაკბეტი იტყოდა,  მოხდეს ის, რაც მოსახდენია“…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ნინო კასრაძე: მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები…

(ინტერვიუ ნინო კასრაძესთან, დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.ჯი”, 2010 წელს)

რეზო შატაკიშვილი

მას სწყალობს ბედი და ის თვითონაც ჭედავს თავის ბედს. არასოდეს გამოჩენილა ყვითელი პრესის ფურცლებზე და არც არასოდეს გამოჩნდება – ეს მისი შეგნებული არჩევანია.

არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე და არ ფეთდება “ფეთზე”. არ საუბრობს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაც სულაც არ ნიშნავს ამ შეხედულებების თუ პოზიციის არქონას.

მისი ინტელექტის და განათლების პატრონს იოლად ვერ იპოვი არტისტულ ელიტაში, „პაპსავიკურს“ კი, ალბათ ნახვითაც არ უნახავთ იმდენი წიგნი, რაც მას წაუკითხავს – მოდით ვიყოთ პირდაპირები! ის ნინო კასრაძეა, რუსთაველის თეატრის პრიმა. არტისტი ქალისთვის მართლაც საოცნებო რეპერტუარის მქონე.

– რა უყვარს ნინო კასრაძეს თეატრში, როგორც მაყურებელს და როგორც მსახიობს?

– ვერ ვიტყვი რომ ბავშვობიდან მიყვარს თეატრი, მერე და მერე, რომ გავიზარდე და თან თეატრში მოვხვდი, ძალიან შემიყვარდა… არის ნეტავ რამე განსხვავება, ბავშვობიდან გიყვარს თუ მერე შეგიყვარდება? როგორც მაყურებელს, აი, ის მიყვარს რომ მიდიხარ თეატრში და არ იცი რა დაგხვდება. კინოში ყველანაირი სპეცეფექტები არსებობს იმისთვის რომ მოგწყვიტონ რეალობას, თეატრში მხოლოდ ადამიანების ფაქტორია, რეჟისორი, მსახიობები, კომპოზიტორი, ყველა, კაპელდინერიც კი. მიყვარს როცა ეს ადამიანები ახდენენ სასწაულს და გავიწყებენ ყველაფერს. ეს მიყვარს როგორც მაყურებელს. როგორც მსახიობს კი ამ საოცრების ნაწილად ყოფნა მიყვარს. მაშინაც მიყვარს როგორც მაყურებელს როდესაც სცენაზე ვარ და მოწმე ვხდები პარტნიორების მოხდენილი სასწულისა. თამაშის დროს ზოგჯერ მივბრუნებულვარ და მიფიქრია, როგორ თამაშობს ამ სასწაულს…

– თეატრი გიყვართ, და როგორი თეატრი? თუ რაც კარგია, ყველა?

– ვინ იტყვის ცუდი თეატრი მიყვარსო? მეც კარგი თეატრი მიყვარს. ბევრნაირ თეატრს აქვს არსებობის უფლება. დაბალი დონისას, მაღალი დონისას… ყველას ვერ მოსთხოვ რომ ინტელქტუალური თეატრის მოტრფიალე იყოს, ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოს, თავისი სულის, თავისი ტკივილის, ხასიათის, განწყობის შესაბამისი. როგორც მსახიობს, ეგოისტურად მინდა რომ თეატრი მსახიობზე იყოს ორიენტირებული, მე რომ შევძლო თამაში, ჩემი ოსტატობის გამოვლენა, კიდევ რომ დავეუფლო სიმაღლეებს. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გინდა, ამიტომ მე ყველანაირი თეატრი მომწონს რაც კარგია, გემოვნებიანია და რომელსაც სათქმელი აქვს და არაა უბრალოდ თავის ასატკივებლად და დროის გასაყვანად.

– როგორც მსახიობი სად უფრო კომფორტულად გრძობთ თავს?

– მე მიყვარს ფსიქოლოგიური თეატრი, თუმცა ძალიან რთული ჟანრია. თქვენ რას არქმევთ იმას რასაც ჩვენ ბოლო წლები ვთამაშობთ?

– ეს პოსტმოდერნია, სადაც ყველაფერი ერთადაა. გროტესკს ერწყმის ფსიქოლოგიზმი, შემოდის ბუფონადა, ბალაგანი, ყველაფერი ერთდაა და სინთეზშია. ფილიპ ჟანტზე თქვეს, ჟანტი თვითონ არის ჟანრი. იგივე შემიძლია გავიმეორო რობერტ სტურუაზე, სტურუა თავისთავადაა ჟანრი.

– მართალია სტურუა არის თავისთავად ჟანრი! სტურუას ჟანრში ძალიან მიყვარს თამაში! სტურუას ჟანრში ვითამაშე ლედი მაკბეტიც, სეჩუანელიც და ბაბეტაც და ყველაფერი. კარგი რამ მოძებნე, სტურუას ჟანრი! მაგრამ მიყვარს როდესაც სტურუას ჟანრში ფსიქოლოგიური ელემენტები უფრო მეტია და ეს არის გაზავებული ყველაფერთან. მარტო ღმერთმა დაგვიფაროს, ცვალებადობა არის არაჩევულებრივი.
მ.ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟ: რ. სტურუა, ბაბეტა – ნ.კასრაძე

მ.ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი: რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

– ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოსო და როგორ ფიქრობთ, იძლევა ამის საშუალებას დღევანდელი ქართული თეატრალური სივრცე?

– დიდი არჩევანი აქვს მდარე ხარისხის თეატრს, კარგი ხარისხის თეატრის შემთხვევაში ეს არჩევანი თითქმის არაა, ერთი ორი და მორჩა. კარგი იქნებოდა ერთმანეთს ბევრი თეატრი ეჯიბრებოდეს, სიკეთეში ეჯიბრებოდნენ, თავისკენ სწევდნენ მაყურებელს, ზევით და ზევით. რასაც მე ვერ ვხედავ დღეს, თუმცა მგონია რომ რაღაც გამოჩნდება.

– იმ ლოგიკით რომ ჩავარდნას ყოველთვის აღმასვლა მოსდევს?

– მე მგონი ჯერ კიდევ არ არის ჩავარდნა.

– ანუ ჯერ ჩავარდნა გვაქვს წინ?

– ჩავარდნაც წინ გვაქვს და ამოვარდნაც აუცილებლად. ეს ნორმალური მდგომარეობაა და ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ.

– თავის დროზე ამბობდნენ რომ კინო, ტელევიზია მოინელებდა თეატრს, მაგრამ თეატრმა ორივეს შემოტევებს გაუძლო. ახლა ინტერნეტზე და ახალ ტექნოლოგიებზე ამბობენ იგივეს. არადა, თეატრმა პირიქით, შესაძლოა სწორედ ამ „გამოვირტუალურებულ“ სივრცეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ერთადერთი ადგილი იყოს სადაც ცოცხალ ადამიანებს და მათ ურთიერთობას ნახავ…
– იმიტომ რომ თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი ურთიერთობა, ეს ისე მოენატრება ადამიანს, რომ შეიძლება, შენი თქმის არ იყოს, კიდევ უფრო აქტუალური გახდეს თეატრი. მე მაგალითად, სახლში შეგნებულად არ მაქვს არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი. შეიძლება ცოტა ჩამორჩენილი არჩევანია, მაგრამ ჩემია. თქვენ ინტერნეტში ყოველდღიურად ელაპარაკებით, სწერთ მეგობრებს, ნახვის აუცილებლობა აღარცაა, მე კიდევ, თუ ვერ ვნახე არც ვიცი რა ხდება მის თავს, მომენატრება, მომწყურდება მასთან ურთიერთობა და ვნახავ. ჩემი თავი ისეთ პირობებში ჩავიყენე, იძულებული ვარ შევხვდე ჩემს მეგობრებს. ჩემი გოგო მეუბნება, რა არის „ფეთი“ არ უნდა გვყავდესო? ყველა დამცინის, არ ვიცი რა არის „ფეისბუკი“, „ფეთი“ და „იმეილიო“. არადა, რომ ამბობს, ესე იგი იცის… მე როგორც კარგმა დედამ ავუხსენი, რომ დასაცინი ის იქნება, თუ არ გეცოდინება რა არის სიკეთე და ა.შ. გაჩერდა. ვნახოთ რამდენ ხანს გაუძლებს. არ მინდა ეს პროცესი ხელოვნური გახდეს და ბავშვი სახლიდან გარბოდეს და საიდანღაც ძვრებოდეს ინტერნეტში. მე თვითონ ძალიან ინტერესიანი ვარ და კომპიუტერი და ინტერნეტი რომ მქონდეს, მთელი დღეE ვიჯდებოდი და მაუსის ტრიალში ვიქნებოდი.მე მირჩევნია ამ დროს ოქროყანაში, ჩემს ეზოში ვიტრიალო, წიგნთან მქონდეს ურთიერთობა. ძველებურად ვკითხულობ წიგნებს, ახლა წავიკითხე მარკესის ბოლო მოთხრობები და ერთი ხუთი წლის სიცოცხლე მომცა.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა, გერტრუდა – ნინო კასრაძე

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, გერტრუდა – ნინო კასრაძე

– ოქროყანაშისაცხოვრებლადგადასვლაცშეგნებულინაბიჯიიყო?

– არა, ეს მართლა გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ როგორც ახლა ვფიქრობ, ადამიანი ყველაზე სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯს, გაუცნობიერებლად დგამს. პირველი შვილი ერთი წლის გვყავდა, ზაფხულში სახლი რომ ვიქირავეთ ოქროყანაში, მეორე წელსაც, როცა უკვე მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, ისევ ვიქირავეთ. ჩვენს პირდაპირ მართლა სასაცილო ფასად იყიდებოდა სახლი და სააგარაკოდ ვიყიდეთ, მაგრამ მეორე ბავშვი რომ შეგვეძინა საერთოდ საცხოვრებლად გადავედით, იმიტომ რომ აქ, თბილისში ჩვენს ბინაში შეუძლებელი იყო ორი ბავშვის გაზრდა. თვითონ ვუთხარი ჩემს ქმარს, იქ წავიდეთ, სახლთანაც ახლოსაა, თეატრთანაც, თან ბავშვები სუფთა ჰაერზე გვეყოლება-მეთქი და დამთანხმდა. წავედით, მაგრამ მერე მივხვდი რამხელა რაღაცაზე წამოვედი, არავის არ ვიცნობდი, ვერსად ჩავდიოდი, ვიყავი ორი ბავშვით, ერთი პატარა, მეორე მთლად თოთო, ძიძა ავიყვანე, ახალი სახლი, ახალი ბავშვი, ახალი ძიძა, რაღაც პერიოდი მეგონა რომ გავგიჟდებოდი, ისეთი რთული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა.ოქროყანაში ოჯახები ინგრევა, ქმარს იქ ცხოვრება უნდა და ცოლი არ მისდევს, გადაულახავი პრობლემაა მათთვის ეს. მე როგორ გავაკეთე ეს? თან ჩემი ინიციატივით? ყველამ აგვიბა მხარი, ჩემმა მშობლებმა, ჩემი ქმრის მშობლებმა და დავიწყეთ იქ ცხოვრება. 2 წლის შემდეგ მივხვდი რომ რომ ამან გადამარჩინა, აი იმ ოქროყანამ, იმ ჩემმა სახლმა, იმ ჩემმა ეზომ. გაუცნობიერებლად მოხდა სწორი ადგილის შერჩევა, სადაც არის ჩემი სახლი.

მაქს ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი", რეჟისორი რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

მაქს ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

– უკან ისეთი რეპერტუარი გაქვთ მოტოვებული, აწი რაღამ უნდა გაგაკვირვოთ, მაგრამ მსოფლიო დრამატურგიის, პროზის კითხვისას თუ ეძებთ იმ გმირებს, რომელთაც განასახიერებდით?

– ადრე არა, სად მქონდა ამაზე ფიქრის დრო და თავი, სულ თავზე დამეყარა ყველაფერი კარგი და არაჩვეულებრივი. ახლა, დაუფარავად ვიტყვი რომ ანა კარენინა ძალიან მომწონს. ძალიან გვიან წავიკითხე, 32 თუ 33 წლის ვიყავი და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ასაკში ჩემზე. ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი, მაგრამ რა სპექტაკლი უნდა იყოს რომ ანა კარენინა ვითამაშო, მეგა? სამდღიანი? რაღა უნდა ვითამაშო რეზო, ასაკი მემატება, რასაც მომცემენ ის უნდა ვითამაშო… აბა, ჩამომითვალე ჩემი ასაკის ქალის როლი? გედა გაბლერი? არ მაინტერესებს, ვიცი რომ აქ არავინ არ დადგამს..

– რანევსკაია?

– არაჩვეულებრივი როლია, მაგრამ ჩეხოვსაც არ დადგამენ…

კლეოპატრა?

– განყენებულად კლეოპატრა არაჩვეულებრივია, მაგრამ კარგი რა, დღეს ვის აინტერესებს? დღეს ისეთ რაღაცაში მინდა თამაში, რაც რაღაცას გათქმევინებს. მე არ მაინტერესებს კლეოპატრას ძალაუფლება და სიყვარული, მე მაინტერესებს ცუდის და კარგის ბრძოლა ადამიანში და მოცემულ კონტექსტში როგორ გადარჩეს ადამიანი და დარჩეს ადამიანად.

ბოლო დროს, პროფესიონალი თეატრთმცოდნეები, კრიტიკოსები დუმილს ამჯობინებნ, ვინც წერს და რაც იწერება, განზე დგას პროფესიუული კრიტიკისგან…

– ჩვენს დროს მართლაც იწერებოდა, მაგრამ რაც ბავშვები გავაჩინე, ჩემზე თითქმის არავის არაფერი დაუწერია, მარტო მლანძღავენ და რატომღაც „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონაში“ მადანაშაულებენ. ჩემი პატარა გამოცდილებით მახსოვს, როდესაც წერდნენ, შეიძლება ისიც არ იყო კრიტიკის ბრწყინვანე ნიმუშები, მაგრამ კარგად წერდნენ რუსეთშიც, ჩვენთანაც, სპექტაკლებს არჩევდნენ, დღევანდელივით სპექტაკლის სიუჟეტს კი არ ჰყვებოდნენ. სიცილით ვკვდები, იმის მოყოლას რომ მიწყებენ რასაც ვთამაშობ. ეს იმას ჰგავს სკოლაში რომ გვასწავლიდნენ „თხრობით, ზეპირადო“. რად მინდა სპექტაკლის შინაარს რომ მიყვები, ეს ხომ აპრიორია რომ ნანახი გაქვს შენც – ვინც წერ, ჩვენც, ვისაც გვეხება და იმასაც, ვინც ჰკითხულობს და ინტერესდება ამ რეცენზიით. უნდა მოხდეს რაღაცის შედარება, რაღაცის რევიზია, ახლის დანახვა, ძველი დანახვა, ეს არის წინ წადგმული ნაბიჯი თუ უკანდახეული. როცა წერდნენ, შინაარსს კი არ გვიყვებოდნენ, იმას ცდილობდნენ დაენახათ იმის მიღმა რა იყო, ხელოვნებაში მიმდინარე პროცესში ცდილობდნენ გამოეძებნათ შენი აქტისთვის ადგილი, დაედგინათ რა მიმდინარეობაა, რა გავლენა აქვს. კრიტიკა ლანძღვა და მიწასთან გასწორება კი არაა, თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, უნდა გაერკვე ეს მარტო უნიჭობაა თუ იმ პროცესის ნაწილია, რასაც გემოვნების დაკნინება ჰქვია და ა.შ. ამერიკული გამოცემიდან, რამდენიმე სტატია მაქვს ჩემთვის თარგმნილი, ისე წერეენ… ისეთივე შედევრებია, როგორსაც სცენაზე ნახავ. იღებენ ერთ თემას და ავითარებენ, თან მარტივად და გასაგებად. და არა ისე რომ ვერაფერი გაიგო. იყოს უარყოფითი შეფასება! შენიშვნა ბევრი მსმენია და გამითვალისწინებია კიდეც, თუმცა, ძალიან მკაცრი, უარყოფითი კრიტიკა არასოდეს მიმიღია. თუ არ ჩავთვლით ამ „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონას“, რაც არ მესმის რას ნიშნავს და კატეგორიულად არ ვეთანხმები. ის რაც „არქონა“ ჰგონია ამ აზრის ავტორს, სწორედ ისაა ჩემი პოზიცია. ეს ცოტა საფრთხილო თემაა და სცდება მსახიობობას, ხელოვნებას.

კადრი ფილმიდან "ბედნიერება".

კადრი ფილმიდან “ბედნიერება”.

სექტემბერში ნუცა მესხიშვილის ფილმმა „ბედნიერებამ!“, სპეციალური პრიზი მიიღო ვენეციის ფესტივალზე, ამ ფილმში თქვენც ხართ გადაღებული, რამდენად საინტერესო იყო ნუცასთან მუშაობა?

– არაჩვეულებრივად საინტერესო იყო მუშაობაც და სცენარიც. არა მგონია ამ ისტორიამ გულგრილი დატოვოს ნორმალური ადამიანი. როდესაც ფილმი ვნახე, ძალიან მომეწონა. მე არ ვარ იმ კატეგორიის მსახიობი, რომელსაც ყველაფერი მოსწონს, სადაც კი თვითონ თამაშობს. ყველაფერს ვხედავ, ბევრჯერ მწარედაც გამიკრიტიკებია, შეიძლება საჯაროდ არ ვამბობ, იმიტომ რომ ეთიკაც არსებობს.. მე ეს ფილმი მომეწონებოდა ჩემს გარეშეც. ჩემზე ძალიან იმოქმედა, გული მატკინა და შემეხო. ამ ადამიანმა კიდევ უნდა გადაიღოს ფილმი და თუ აღარ გადაიღებს, იქნება საშინელება.

კადრი ფილმიდან "ბედნიერება".

კადრი ფილმიდან “ბედნიერება”.

ამ ეტაპზე გაქვთ რამე შემოთავაზება კინოდან?

– არაფერზე არ მეძახიან.. სერიალებზე მე თვითონ ვთქვი უარი. არადა, არ მინდა რომ სულ გავქრე ამ სივრციდან. ბავშვები რომ მეყოლა, მე თავად ვთქვი უარი კინოზე, ტელევიზიაზე, ვერ მოვასწრებდი. თეატრი და ბავშვები, ასეთი იყო ჩემი პრიორიტეტი. გარკვეული პერიოდი ეს კარგად მუშაობდა, თეატრი მყოფნიდა, მაგრამ ახლა.. მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები.

ადრე ეს პოპულარობის პრობლემა საერთოდ არ გადარდებდათ

– ეგ რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მითუმეტეს რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი. უბრალოდ, როდესაც პოპულარობას ჰკარგავ, კინოში აღარ გეძახიან. ავიწყდები კინოსამყაროს. ამას მართლა განვიცდი, სხვა მხრივ მართლა ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი ჩემს მიღმააა. მირჩევნია ასე იყოს, ეს არის ჩემი უშეგნებულესი არჩევანი. კინომ რომ მომაქციოს ყურადღება, ამიტომ მინდა ცოტა პოპულარობა. კინოში მინდა მუშაობა. კინო სხვანაირად ხვეწს მსახიობს, მე ძალიან პატარა გამოცდილება მაქვს კინოში… იქნებ კიდევ რაღაც შევძლო, სულ რომ გავქრი ამ თვალსაწიერიდან. ადრე ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა, ადრე ეს არ მადარდებდა, ავტომატურად, თავისით მოდიოდა, ახლა გახდა ჩემი პროფესია ყველაზე მეტად საინტერესო ჩემთვის, მინდა რომ ეს გაგრძელდეს სცენაზეც და კინოშიც.

რეზო შატაკიშვილი დიდ ელენე ახვლედიანზე

 

ელენე ახვლედიანი

1898 წლის 18 აპრილს თელავში გაუგონარი რამ მოხდა – თოვლი მოვიდა. თოვლით შეეგება თელავი მომავალში სახელგანთქმული მხატვრის – ელენე ახვლედიანის დაბადებას. თითქოს თოვლმა იგრძნო, რომ იბადებოდა მხატვარი, რომელიც არაერთხელ, არაერთ ტილოზე უკვდავყოფდა მას – თოვლს იოლადდნობადს, წარმავალზე წარმავალს…

ის იყო დიდი ქართველი მხატვარი – ევროპული მასშტაბის. ქართული ეროვნული პეიზაჟის დიდოსტატი.

ის მუდამ ხატავდა, ხატავდა ყველგან, ხატავდა, როცა საუბრობდა ტელეფონზე, ხატავდა, როცა სუფრასთან იყო – ხელსახოცებზე… და უყვარდა ყველაფერი, ყველა საგანი, ყველა ნივთი, ყველა ხე, ყვავილი – რასაც ხატავდა…

„თბილისი ჩემთვის არის ელენე ახვლედიანი“, – იტყვის მხატვრის წლისთავზე პატარა ცხვრითა და ძველ თბილისზე მომღერალი მეზურნეებით მისული ფარაჯანოვი.

ელენე ახვლედიანი დაიბადა კრაკოვისა და ოსესის უნივერსიტეტებში განსწავლული დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში. დედა ერისთავის ქალი იყო, ბებია – ჩიქოვანის. თავად მთელი ცხოვრება ხაზგასმული არისტოკრატი გახლდათ. მოიხვევდა შალს და უმალ ხდებოდა ქალბატონი, ანდა საამისოდ საკმარისი იყო საყელოს ყალყზე შეყენება…

„გარეგნულად არაჩვეულებრივი იყო. მაღალი, წარმოსადეგი, ჰქონდა არაჩვეულებრივი ხელები, არა მარტო ლამაზი და დახვეწილი, არამედ მეტყველი… როგორ ნატიფადაც კლავიატურაზე იღებს პირველ ნოტს პიანისტი, ასევე იღებდა ის ფუნჯსა და ფანქარს“, – იტყვის ნათელა ურუშაძე.

1907 წლამდე ახვლედიანების ოჯახი კახეთში ცხოვრობდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდნენ. მიაბარეს გიმნაზიაში, ბავშვობიდან ხატავდა. უყვარდა მუსიკა და ხატვა. საბოლოოდ ხატვას გაჰყვა, მაგრამ მუსიკა დარჩა მის მარადიულ თანამგზავრად, მის სახლში მუდამ ჟღერდა კლასიკური მუსიკა. დაამთავრა სკლიფასოვსკისა და ფოგელის სამხატვრო სტუდია. სწავლობდა ახლად გახსნილ სამხატვრო აკადემიაში, გიგო გაბაშვილის წარჩინებული სტუდენტი 1922 წელს მიავლინეს ევროპაში. სწავლობდა იტალიაში, 1924 წელს გადავიდა პარიზში კოლოროსის აკადემიაში. სწორედ პარიზში დაიწყო მისი აღიარება, სწორედ იქ იყო მისი პირველი გამოფენები, სწორედ იქ დაიწერა პირველი რეცენზიები, იქ შეასხეს ხოტბა. სწორედ პარიზში, კაფე „როტონდაში“ გადაეყარა ულამაზესი ქალბატონის უჩვეულოდ ლამაზ იისფერ თვალებს და არაჩვეულებრივ გამოხედვას. შემდეგში დიდხანს ოცნებობდა კვლავ ეხილა ეს თვალები. ეს ქალი იყო გრეტა გარბო… ელენე ახვლედიანი ხშირად არ დადიოდა კინოში, მაგრამ ყოველთვის მიდიოდა, თუ გადიოდა „ქალი კამელიებით“… სწორედ გრეტა გარბოს გამო. და როგორც თავად დაითვლის, ის ამ ფილმს 118-ჯერ ნახავს…

ელენე ახვლედიანი პარიზიდან დედის ავადმყოფობის გამო დაბრუნდება 1927 წელს, დედა გარდაიცვლება, ელენე დარჩება საქართველოში. დაიწყება მისი გამოფენები თბილისში, ქუთაისში…

თბილისში მემარცხენე, კუბიზმით გატაცებული მხატვრები დიდის ამბით ელიან პარიზიდან დაბრუნებული მხატვრის გამოფენას, იმ იმედით, რომ იხილავენ პიკასოსებურ კუბისტურ სურათებს. იმედი გაუცრუვდებათ, ობსტრუქციის მოწყობასაც დააპირებენ, მაგრამ… ელენეს ნამუშევრების თვალისმომჭრელი სილამაზე, ფერადოვნება, შესრულების მაღალი ტექნიკა მათ დაატყვევებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებად აქცევს.

ქუთაისური გამოფენის შემდეგ, ელენე ახვლედიანს თეატრში მიიწვევს კოტე მარჯანიშვილი და დაიწყება ახალი ეტაპი ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში – სიცოცხლის ბოლომდე ის გააფორმებს 72 სპექტაკლს, როგორც თბილისში, საქართველოში, ასევე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ხარკოვში…

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

გამორჩეული გარეგნობის მხატვარ ქალს არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ბევრი სთხოვდა ხელს. მხატვარი ცოლად გაჰყვა აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს – პომპეზური ქორწილიც გადაიხადეს. ქმარს ძალიან ჰყვარებია, იმდენად რომ ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობდა თურმე, რაც გამხდარა კიდეც მათი გაყრის მიზეზი. ელენე ახვლედიანი აღარ გათხოვილა, არც შვილი გაუჩენია.

მას სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები. უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ბავშვებთან ურთიერთობა, მათთვის საჩუქრების შეძენა. არც კედლებიდან საკუთარი ნამუშევრების ჩამოხსნა ეზარებოდა – იქ რომ ბავშვების ნამუშევრები დაეკიდა და გამოფენა მოეწყო.

იყო პირდაპირი. შეუვალი და ხშირად უხეშიც კი. სხვანაირად არც შეეძლო. როცა იცოდა, რომ კონკრეტული ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდა ერთ-ერთ მხატვარს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჭირისუფლებში დადგა, ელენე ახვლედიანი მივიდა და საპატიო ყარაულიდან გამოათრია.

მისი სახლი იყო სალონური თავშეყრის ადგილი, სადაც იკრიბებოდა ნაღები საზოგადოება, მისი სახლი არასოდეს იკეტებოდა, მას სტუმრობდნენ მხატვრები, მწერლები, მსახიობები, კომპოზიტორები, მუსიკოსები, მის სახლში უკრავდნენ რიხტერი და ნეიგაუზი.

ელენე ახვლედიანი

„ხშირად ვესტუმრები ხოლმე სტუდიაში. კარს რომ გამიღებს, რამდენიმე სიტყვას წაიბურტყუნებს, ხეირიანად ვერც გავიგებ ხოლმე, რას ამბობს და მანიშნებს, სადაც გენებოს, იქ დაჯექი, ან იდექი, თუ გინდა, დაწექი, თუ გინდა, ყირამალა დადექიო. თვითონ კი თავის საქმეს უბრუნდება. თუ მალე მოათავა, ხომ კარგი, მასთან საუბარი უაღრესად სასიამოვნოა, ხოლო თუ სამუშაო გაუგრძელდა, შენ შენი თავის განკარგულებაში ხარ, რაც გინდა, ის გააკეთე“, – წერდა ალექსი მაჭავარიანი.

დიდი მხატვარი მარტოობას განიცდიდა და იქნებ ამიტომაც მართავდა უსასრულო სალონურ საღამოებს, იყო თავყრილობა, კითხულობდნენ ლექსებს, უკრავდნენ, მღეროდნენ და მაინც – მხატვარი ამ ხალხმრავლობაშიც მარტო იყო…

ელენეს სახლის კარი ღია იყო ყველასთვის, მაგრამ იგივე ელენე ახვლედიანს უკმეხად შეეძლო ეპასუხა კარზე მიმდგარი გავლენიანი პირისთვის, – კი მაგრამ, რატომ მობრძანდით, მე ხომ თქვენ არ დამიპატიჟებიხართ?

როცა შევარდნაძემ ხუმრობით შესთავაზა თავისი პოსტი, ელენემ უკმეხად მიუგო – ცხოვრებაში არ შევსულვარ და არც შევალ მაგ შენობაში.

იგივე შევარდნაძეს, როცა თავისი ნამუშევარი აჩუქა და შევარდნაძემ ჰკითხა, რა შეგისრულოთო, ელენემ მკვახედ მიუგო, – იცით ასეთი მხატვარი, ბაიახჩირი? შევარდნაძემ არ იცოდა. „იცით, სად ცხოვრობს? სარდაფში“. იმ მხატვარს 2 დღეში მიაკითხეს და ბინა მისცეს…

როცა დაურეკეს და აკადემიკოსობა შესთავაზეს, ახარხარდა და თავი ამოაშლევინა.

ელენე ახვლედიანი
იცოდა საკუთარი თავის, საკუთარი შემოქმედების ფასი და მაინც თავმდაბალი იყო. სრულიად ახალგაზრდამ უარი უთხრა ლეგენდარულ პიკასოს – სურათი არ მიჰყიდა, ეს ნახატი მეც ძალიან მიყვარსო… იგივე ელენე ახვლედიანი უშურველად ჩუქნიდა თავის ნამუშევრებს ახლობლებსაც, მეგობრებსაც და მათაც, ვისაც მისი შეძენა არ შეეძლო. გამოფენაზე უნახავს, როგორ იჩხრეკდა ცოლ-ქმარი ჯიბეს, როგორ იღებდნენ ბოლო კაპიკებს და მაინც არ ჰყოფნიდათ, ელენე ახვლედიანის ნამუშევარი რომ ეყიდათ. უკითხავს, – რა იყო, მოგწონთო? ცოლ-ქმარმა უპასუხა, რომ მოსწონთ, მაგრამ ფული არ ჰყოფნით. ელენე ახვლედიანმა საერთოდ უფასოდ აჩუქა, რაკიღა ნახა, რომ ისინი მზად იყვნენ, ბოლო კაპიკი გაეღოთ ნამუშევარში.

საერთოდ, ძალზე იაფად ყიდდა თავის ნამუშევრებს, მიაჩნდა – მთავარია, ხალხმა იყიდოს და დაკიდოს შინ. ყიდდა კაპიკებში და სხვა მხატვრებს საგონებელში აგდებდა, – ელენე რომ მაგ ფასად ყიდის, ჩვენ რაღა ფასი დავადოთ? მისთვის მთავარი არასოდეს ყოფილა ფული.

ელენე ახვლედიანი

ჰყვარებია ბაზარში სიარული. დადიოდა ბაზარში ქურთი მზიდავების თანხლებით, უმზერდა გლეხების მიერ შექმნილ ვეება ნატურმორტებს, ყიდულობდა აურაცხელ პროდუქტს, მოჰქონდა შინ და ახლა თავად იწყებდა ნატურმორტების შეთხზვას.

დიდი გურმანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ, როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივად, გემრიელად ამზადებდა ლობიოს. გემრიელთან ერთად, კერძი იმდენად ლამაზი იყო, რომ სტუმრებს ეჭვიც კი ეპარებოდათ, რომ იქ საღებავი ერია…

ის იყო ლეგენდარული მხატვარი, მხატვარი, რომელიც ასხივებდა სიკეთეს და პარიზიდან ჩამოყოლილ ბოჰემურ იდუმალებას, ჩურჩულით რომ გადაურბენდა თბილისს მრავალგვარი ისტორიები მის პირად ცხოვრებაზე…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანიელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

 

ოსების ისტორია (ნაწილი II)

წინასიტყვაობა 4 წლის შემდეგ: შიდა ქართლში ომი მძვინვარებდა და თბილისიც დაბომბვის საფრთხის წინაშე იდგა, როცა ამ სტატიის მომზადების იდეა დაგვებადა ჟურნალ „პირველის“ რედაქტორს – ესმა კუნჭულიასა და მე. ომის შემდგომ დღეებში დავწერე წინამდებარე სტატია, გამოქვერყნდა ჟურნალ „პირველში“. 

გთავაზობთ ამ პუბლიკაციის მეორე ნაწილს.

პუბლიკაციის პირველი ნაწილი იხილეთ აქ

რეზო შატაკიშვილი

პუბლიკაციის ეს ნაწილი პასუხს სცემს კითხვებს:

?

როდის, რომელ საუკუნეში დაიწყეს ოსებმა მომთაბარე ცხოვრებიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა?

?

გააჩნდათ თუ არა ნაციონალური კოსტიუმი და სადაურად იცვამდნენ?

?

როგორ აქციეს წმიდაგიორგი – ვაცგერგად, წმიდა ნიკოლოზი – ვაცნიკოლად?

?

ვინ გაანადგურა ოსების პირველი დედაქალაქი დედიაკოვი?

?

როდიდან დაიწყეს მონღოლებისგან გამორეკილმა ოსებმა  თარეში საქრთველოში? როგორ გადაწვეს, გაანადურეს და როგორ ჩაიგდეს ხელში გორი? რამდენ წელს იბრძოდა გიორგი ბრწყინვალე გორის გასანთავისუფლებლად?

?

როგორ განდევნა გიორგი ბრწყინვალემ ოსები იქ, საიდანაც მოვიდნენ – ჩრდილო კავკასიაში?

?

საიდან იღებს სათავეს ქართველთა და ოსთა მტრობა?

?

რომელ საუკუნეში გამოჩნდნენ კვლავ ოსები საქრთველოში და რა როლში?

ოსების ისტორია… (ნაწილი II)

დომინიკანელი ბერის იულიანეს (XIII ს. 40-იანი წლები) ცნობით, იმ დროისათვის ოსები კვლავ მესაქონლე და ნაწილობრივ მომთაბარე, პატრიარქალურ ხალხად რჩებოდნენ, რომლებიც გახვეულნი იყვნენ უწესრიგობასა და ქაოსში. არქეოლოგიური გათხრები უჩვენებნ რომ XII–XIII საუკუნეაში ოსები ის ის იყო გადადიოდნენ ბინადარ ცხოვრებზე და მიწათმოქმედებაზე, მაგრამ ძირითადად მაინც მესაქონლე ხალხად რჩებიან. წამყვანი ადგილი მეცხავრეობას ეკავა. ოსების ყორღანულ სამარხებში ხშირად გვხვდება ჩაყოლებული ცხვრის ძვლები, საკრეჭი დუქარდები. ოსებში ასევე გავრცელებული ყოფილა ცხენები, ღორები. ოსები მისდევდნენ ჯგუფურ ნადირობას, მეთევზეობას, მეფუტკრეობას. ოსების პანთეონში განსაკუთრებული ადგილი უკავია თაფლისა და მეფუტკრეობის მფარველ ღვთაება „ანიგოლას“.

კავკასიაში მოსულმა ოსებმა ადგილობრივებისგან მელითოენობის ტრადიციებიც აითვისეს და ხელოსნობაც გაითავისეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იარაღს ანიჭებდნენ. ბერი რუბრეკი (XIII ს.) მიუთითებს რომ ალანები (მათ შორის ოსები) კარგი მებრძოლები იყვენენ, შეიარაღებულნი აბჯრით და ხმალ-ხანჯლით. ოსებში ოქრო-ვერცხლის მჭედლობაც იყო განვითარებული. 

ოსები კავკასიის სავაჭრო მაგისტრალთან ცხოვრობდნენ და ვაჭრობაშიც იყვნენ ჩაბმულები. მეზობლებთან მათი ვაჭრობა ძირითადად გაცვლით ხასიათს ატარებდა, რადგან ოსებს საკუთარი მონეტა არ გააჩნდათ, და თუ უცხოურს ჩაიგდებდნენ ხელში, უმნიშვნელო როლს თამაშობდა. ოსებს პროფესიონალი არც ვაჭრები ჰყავდათ და არც ხცელოსნები. მას გარედან მოსულები ეწოდნენ. მაგალითად სომხები. ველზე ოსების საცხოვრებელი სახლები ალიზისგან იყო ნაშენები, მთაში ქვისგან, მშრალად. დასახლებული იყვნენ ჯგუფურად. მათი ჩაცმულობა უმეტესად ჩერქეზული იყო.(საკუთარი ნაციონალური კოსტიუმიც კი არ გააჩნდათ!). 

ოსები კვლავაც უდამწერლობო, დაქსაქსულ და კულტურულად ჩამორჩენილ ძალად რჩებოდნენ. სამაგიეროდ ვითარდებოდა ფოლკლორი და მათ დიდი წვლილი შეიტანეს ნართული ეპოსის შექმნაში.
მათ განვითარებზე კეთილ ზემოქმედებაას ახდენდა საქართველოსთან ურთიერთობა. ოსებში IX–X საუკუნეებში საქართველოს გავლენით ფეხს იკიდებს ქრისტიანობა, მაგრამ მთლიანოაბაში, მაინც წარმართებად რჩებოდნენ და სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. ოსებში ქრისტიანი წმინდანები წარმართული კულტების სახით იყვენე წარმოდგენილი: წმინდა გიორგი – ვაცგერგად, წმინდა ილია – ვაცილად, წმ. ნიკოლოზი – ვაცნიკოლად.
ქრისტიანობა ოსეთში წარმართული სალოცავების და კულტების დონეს ვერ გასცდა.

ოსები მონღოლების უღელქვეშ

XIII საუკუნე. ასპარეზე გამოდიან თათარ-მონღოლები. 1222 წელს ჯებესა და სუბუდაის მრავალრიცხოვანმა ჯარმა სისხლში ჩაახშო ოსთა და ყივჩაღთა წინააღდეგობა და ვოლგაზე გავიდა. ქართველი ჟამთააღმწერელის ცნობით, ბათო ყაენს „ჰქონდა ოვსეთი და დიდი ყივჩაღეთი, ხაზარეთი და რუსეთი, ვიდრე ბნელეთამდის და ზღვამდე დარუბნანდისა…“
სპარსი ისტორიკოსის რაშიდ ად-დინის ცნობით, მონღოლებმა მუსრი გაავლეს წინააღდეგობის გამწევ ჩეერქეზებს, ოსებს, ყივჩაღებს და სხვებს. მონღოლებმა ჩრდილო კავკასიის ველმინდვრები უკაცრიელ უდაბნოდ აქციეს, საცხოვრებლად ხელსაყრელი ადგილები – საძოვრებად. ვინც სიკვდილს გადაურჩნენ, მიუვალ მთებს შეეხიზნენ ან დამპყრობლის სამსახურში ჩადგნენ. ევროპელი მოგზაურის, რუბრუკის ცნობით, ხეობებში თავშეფარებული ალან-ოსები სასტიკ წინააღდეგობას უწევდნენ მტერს, მოლოდნელად ესხმოდნენ თავს ველებზე მომთაბარე მონღოლებს, ხოცავდნენ მათ და ჯოგებს იტაცებდნენ. გაუსაძლის ყოფაში მყოფი კავკასიის ხალხები ხშირად ჯანყდებოდნენ. ალ-ომარის ცნობით ბათო ყაენს სისხლში ჩაუხშვია მათი აჯანყება. 1236 წელს ოსებს მხარი დაუჭერიათ ილხანებისთვის, ამიტომ ბერქა ყაენს სასტიკად აუწიოკებია ალანები, მათ ნაწილს საქართველოსთვის შეუფარებია თავი. საერთოდ, სწორედ ჩრდილო კავკასია იქცა ოქროს ურდოსა და ილხანთა სახეხელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად. მათი მძლავრი შეტაკებების შედეგად ჩრდილო კავკასიაში დუღდა და იწვოდა ყველაფერი. სხვებთან ერთად, ოსებიც ვალდებულნი იყვნენ ოქროს ურდოს ჯარში ემსახურათ. ალ-ომნარის ცნობით უმსახურიათ კიდეც და 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლაშიც კი მიუღიათ მონაწილეობა. მანამდე კი, 1277 წელს ალანები აჯანყდნენ. მათ წინააღდეგ ყაენმა მენგუთემურმა გაილაშქრა, მის ლაშქარში სხვათაშორის რუსებიც ბლომად შედიოდნენ და ოსებმა ალბათ უნდა იცოდნენ რომ მათი პირველი დედაქალაქი დედიაკოვი სწორედ მონღოლებმა და რუსებმა გადაბუგეს და გაანადგურეს – გაერთიანებული ძალებით.

ოსებისთვის ყველაზე მძიმე მაინც ილხანთა წინააღდეგ ბრძოლა იყო. 1391 წელს თემურლენგის წინააღდეგ მებრძოლ ოქროს ურდოს ლაშქარში ალანებიც შედიოდნენ. მაგრამ თემურ-ლენგმა ოქროს ურდოს დამარცხების შემდეგ სასტიკად დაარბია ჩრდილო კავკასია. მიწასთან გაუსწორებია ყოველივე იალბუზამდე, განსაკუთრებით სასტიკად ოსებს გასწორებია. უკანასკნელი გამანადგურებელი დარტყმები ოსებისთვის 1395 და 1400 წლებში მიუყენებია თემურ-ლენგს. ოსები საერთოდ გაუძევებიათ ველებიდან, ბევრი მათაგანი დაუხოცავთ, ხოლო დანარჩენი დაუმორჩილებიათ. შერეფ ედ-დინ იეზიდის თქმით, ვინც ცოცხალი გადარჩა, მაწანწალა და გაუბედურებული, უსახლკარო დარჩა…

ოსები უძლურ, მშიერ და მოხეტიალე ხალხად გადაიქცნენ. მათმა ნაშთებმა მთის მიუვალ ხეობებს შეაფარეს თავი. ოსების განადგურებითა და განდევნით ისარგებლეს ადიღე-ჩერქეზებმა და აღმოსავლეთისკენ წამოიწიეს და დამკვიდრდნენ, შემდეგში მათ ყაბარდოელები ეწოდათ და დანარჩენ – ადიღე-ჩერქეზებისგან დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბდნენ. ასევე, იალბუზიდან დიგორიამდე ყარაჩაელები და ბალყარები დაფუძდნენ. ოსები კი მიუვალ მთებში იყვნენ ახიზნული და იმ დროიდან რამდენიმე დაქუცმაცებული თემის სახით შემოირჩნენ დიგოირიაში, ალაგირში, ქურთათსა და თაგაურში….

ოსთა თარეში საქართველოში

მონღოლებისაგან აწიოკებული ოსები, საქართველოში გადმოდიოდნენ ძარცვა-გლეჯისთვის. ოსები კავკასიონის ქედს აქეთ ჯერ კიდევ დემეტრე თავდადებულის ვაჟის – დავით VI-ის ტახტზე ასვლამდე, ე.ი. 1293 წლამდე გადმოსულან და როგორც ჟამთაღმწერელი წერს „იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად და ტყუენვად ქართლისა“. გათავხედებულ ოსებს გორის ხელში ჩაგდებაც მოუხერხებიათ. მათი თარეშის და ძარცვა-გლეჯვის მოსასპობად ქართლის ერისთავის ბეგა სურამელის ძის – ამადას სარდლობით ქართველებმა თავი მოიყარეს და გორს მიადგნენ. მრავალი ბრძოლის და ორივე მახრეს დიდი მსხვერპლის შემდეგ, ოსებმა „დასწვეს გორი სრულიად“ და გორის ციხეში შეიხიზნენ, როცა იქაც გაუჭირდათ, „ციხიდაღმან გადმოუშვეს საბელითა კაცი და წარავლინეს მუხრანის მდგომთა თათართა-თანა“, დახმარების სათხოვნელად. იმათაც თხოვნა აუსრულეს, გაჭირვებულ ოსებს დაეხმარნენ და ქართველებს ამ მეკობრე ოსებთან ზავი დაადებინეს. თავის სამშობლოდან მონღოლების გამორეკილი ოსები, აქაურ მონღოლებს გაურიგდნენ(!!!).

აქაც კარგად ჩანს მათი ზნე. ასეთი დაზავება ცხადია შედეგს ვერ მოიტანდა და არც მოუტანია, ოსეთა თარეში არც მას შემდეგ შეწყვეტილა და როგორც ჟამთააღწერელი გვამცნობს „მიერითაგნ შეიქმნა მტრობა შორის ქართველთა და ოვსთა“. ოსთა თარეში არც მაშინ შეწყვეტილა როცა ფარაჯან ოსთა მთავარი, როგორც საქართველოს ყმადნაფიცი, კეთილად ემსახურებოდა დავით VI–ს. ამიტომაც „აქვნდათ მტრობა ქართველთა და ოვსთა“ და ისე იყვენენ გაბოროტებულნი, თუ სადმე ერთმანეთს გადაეყრებოდნენ, „რომელიცა მძლე ექმნის, მოკლის“.

ოსების იმდენად იყვნენე გათავხედებულნი, რომ ქართლის ერისთავთ-ერისთავზე თავდასხმასაც არ ერიდებოდნენ. ისტორიკოსს ასეთი შემთხვევა აქვს აღწერილი, ორი ოსი, ამალის თანხლებით სავაჭროდ წასულა ქალაქს. თვითონაც და ამალაც მუზარად-ჯაჭვით იყვნენ შეჭურვილნი. გზად გადაჰყრიან ნადირობიდან მომავალ ბეგა სურამელის ვაჟს – რატის, რომელიც უსაჭურვლოდ ყოფილა და თან ცოტანი ხლებიან. რაკიღა ოსებმა ბეგა სურამელის შვილი ასეთ მდგომარეობაში ნახეს, „მყის ზედა მიეტევნეს“. მაგრამ რატიმ ჯერ ერთი ოსი გაისტუმრა იმ ქვეყნად, მერე მეორე და თანხლებმა პირებმა რომ ეს ნახეს, მოძუძგეს.

მიუხედავად იმისა რომ ოსთა თარეშს ქართლში არაერთხელ შებრძოლებიან, მონღოლთა დახმარებითა და უფრო კი ქვეყნის სრული აშლილობის წყალობით, მათი მეკობრული თავდასხმა არც შემდეგში შეწყვეტილა, ისინი გორშიც კი მძლავრობდნენ წინანდებურად. ამიტომ გიორგი ბრწყინვალემ თავის უპირველეს მიზნად საქარათველოს ოსთა თარეშისაგან განთავისუფლება დაისახა. ამისთვის ჯერ ქალაქ გორიდან მათი განდევნა იყო საჭირო, სადაც მათ უკვე საკმაოიდ კარგად მოასწრეს გამაგრება. ამიტომაც როდესაც გიორგი ბრწყიმნვალე მოადგა „ოვსთა გორსა მყოფთა“, მას იქითდგან ოსთა მთლიანად განსადევნად „სამწელ“ მოუხდა ბრძოლა. და განდევნა ოსები გორიდანაც და საქართველოდანაც. „ოსები განდევნილები და თავიანთი კადნიერი თავაშვებულობისათვის მკაცრად დასჯილ იქმნენ“ – წერს ივანე ჯავახიშვილი. აი, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიის „ჭკუით“ კი ოსები საქართველოდან კი არ გაუდევნიათ, საქართველოს მთებში ახიზნულან.

„თათარ-მონღოლების და თემურლენგის შემოსევებმა ბოლო მოუღეს ალანთა (ოსთა) სახელწმიფოს ჩრდ. კავკასიაში. ჩრდ. კავკასიის ბარიდან გამოდევნილი ოსები სხვადასხვა მხარეს (უნგრეთში, ბალკანეთში და სხვა) გაიფანტნენ, ძირითადმა მასამ კი თავი შეაფარა კავკასიონის ქედის ვიწრო და მწირ ხეობებს. შემდგომაში მათ დაიწყეს ქედის სამხრეთ კალთებზე საქართვლოს ტერიტორიებზე გადმოისვლა. XIII საუკუნის ბოლოს და XIV ს. დასაწყისში ქართლის ბარში მოხვედრილო ოსთა დიდი ჯგუფი შეეცადა აქ დამკვიდრებას, მაგრამ ქართველ ფეოდალებთან ბრძოლაში ოსები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ კავკასიონის მთებში უკან დაეხიათ. აქ ცენტრალური საქართველოს მაღალმთიან ზოლში, თავი მოიყარა ოსურმა მოსახლეობამ, 17-18 საუკუნეში კი აქედან დაიწყო ოსების გავრცელება საქართველოს მთისწინა და ბარის ზოლში. ამრიგად,მ ხანგრძლივი პროცესის შედეგად, შიდა ქართლის ჩრდ. განაპირა ტერიტორიაზე დამკვიდრდა ოსი ხალხის ნაწილი.“– ეს რომ კოკოითის ან მედვედევის შედგენილ ენციკლოპედიაში წაგვეკითხა, არც უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ ეს წერია ქართულ საბჭოთა ენციკოპედიაში(!!!), რომელიც თან ვერ უარყოფს იმ აფქტს რომ ოსები აქაურები არასოდეს ყოფილან და თან მათ „დაძველებას“ ცდილობს. რაც იმაში გამოიხატება რომ ოსებს საქართველოს მთებისთვის შეუფარებიათ თავი, იქ დამკვიდრებულან და შემდეგ ჩამოსულან მთისწინეთსა და ბარში. იგივეს წერს ოსების „სტრაბონი“ გ. თაგოშვილიც. წერს, რომ მონღოლებს გამოქცეული და მთებში შეხიზნული ოსები იძულებულნი იყვნენ საარსებო სარჩოს მოსაპოვებლად ქართლის ბარში შემოჭრილიყო. თოგოშვილის მტკიცებით, ქართლში ოსების მასიური დამკვიდრება XIII საუკინის 60-იანი წლებიდან დაწყებულა, საუკუნის ბოლოს კი ინტენსიური გახდარა, შიდა ქართლში ოსების ფართო განსახლებისთვის საზღვარი გიორგი ბრწყინვალეს დაუდვია, როგორც თოგოშვილი წერს „მან ოსებს ქართლის ბარის რაიონებიდან მთიან რაიონებში დაახევინა“.

კი, თათარ-მონღოლებმა მართლაც შერეკეს ოსები კავკასიის მთიანეთის მიუვალ ხევებში. მათ მართლაც ურთულესი საარსებო პირობები ჰონდათ და მართლაც გადმოდიოდნენ საქართველოში, მაგრამ კი არ სახლდებოდნენ – თარეშობდნენ. გიორგი ბრწყინვალემ კი ისინი საქართველოს მთებში კი არ არეკა, საერთოდ საქართველოდან გადევნა.

როგორც ქართლის ცხოვრება გვამცნობს, „ხოლო მძლავრობდნენ ოვსნი ქართლს და დაეპყრათ ადგილ-ადგილთა დაბანი და ციხენი, ამან მეფემან განასხნა ძლიერებითა თვისითა და წარუხუნა ციხენი და დაბები. მერე შევიდა და შემუსრა კავკასსა შინა მყოფნი, ურჩნი მოსრნა და დაიმორჩილა და მოხარკე ჰყვნა ყოველნი იგინი და დაამშვიდა ქართლი ოვსთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი მან დაიპყრნა“.

როგორც ვხედვათ, გიორგი ბრწყიბნვალემ ოსები მარტო საქართველოდან კი არ გააძევა, დარიალის გზით, მათ სამკვიდრებელშიც შესულა, მოწინააღდეგეები გაუნადგურებია, სხვები დაუმორჩიელბია და დაუხარკავს. ქართლი კი დაუმშვიდებია მათი ძალადობისა და შემოსევბისგან. ასე რომ, ოსები მონღოლთა ბატონობის დროს არ დამკვიდრებულან ქართლში. გიორგი ბრწყინვალემ ოსები აჰყარა ქართლიდან არა როგორც დამკვიდრებულ-დასახლებული, არამედ თავისი სამკვიდრებელი ადგილიდან აყრილი და ქართლში ხიზნებად და მარბიელებად შემოსულები. ამასთან ისინი გააძევა არა ქართლის მთიანეთში, არამედ ქართლიდან!

ასე რომ 17-18 საუკუნეში ისინი ქართლის მთებიდან კი არ ჩამოვიდნენ მთისწინეთსა და ბარში, არამედ ისევ ჩრდილო კავკასიიდან. ანუ იქიდან სადაც გიორგი ბრწყინვალემ გადარეკა. როგორც გასვიანი აღნიშნავს, ოსთა ერთ-ერთ უძველეს დასახლებად საქართველოში ზემო ჯავა ითვლება (ქართლის უკიდურესი მთიანეთი), იქ კი ოსები 17-ე საუკუნის მეორე ნახევარშიც არ იყვენენ დასახლებული. გასვიანის თქმით, ეს პირველხარისხოვანი დოკუნენტით – ნასყიდობის წიგნით დასტურდება.
იმ ნასყიდობის წიგნით, რომლითაც ჭოველიძეებმა უგზოუკვლოდ დაკარგული ძაგანიძის მამული მიჰყიდეს მაჩაბლებს. ნასყიდობის წიგნში ვკითხულობთ:
„… ამოსწყდა ზემო ჯავა და დაუკაცურდა ოსთაგან. ღმერთი იყოს მოწმე, ასერე ამოსწყდა რომ კაცის ნაშენები აღარა იყო. მოგყიდე ზემო ჯავას ძაგანიძის მამული მისთა სასაფლაოთა, სახნავითა, სათიბითა, წყლითა, საწისქუილოთა… ძაგანიძე, მისი მემკვიდრე, დაკარგული იყო და ფასი იმისიც ავიღეთ… ასეთს დროს მოგყიდეთ, რომე ორგან სამგან დედამ შვილი შეჭამა, კაცმა ცოლი გაყიდის და თავად დარჩის. ჩვენ თვით ასრე დაგვემართა რომე ათის სულის ჯალაბისგან ხუთის მეტი აღარ მორჩა….“

მოკლედ, ამოწყდნენ ჭოველიძეები და ძაგანიძეები, ძაგანიძეების მამული მაჩაბლებს უყიდიათ, ამ ნასყიდობის საბუთს ამოწმებენ ეფენიაშვილი და ლომი გურჯიშვილი. სად არიანა ამ დროს ოსები? ისინი ამ დოკუმენტში გამწყვეტლის როლში გამოდიან, მათ ამოხოცეს ზემო ჯავის მკვიდრები. ოსმა ისტორიკოსებმია კი სწორედ ეს საბუთი გააყალბეს და ისე გამოიყვანეს, თითქოს იქ ოსები გაწყდნენ. აქაოდა ამ დროსიათვის უკვე იქ ვცხოვრობდით თორემ ხო ვერ გავწყდებოდითო. არადა, მათი იქ არსებობა მხოლოდ მე17 საუნუნის მეორე ნახევრიდაანაა სავარაუდო.

საერთოდ, ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება ოსთა ფართო განსახლება შიდა ქართლში. ეს მიწაწყალი უხსოვარი დროიდან მჭიდროდ იყო დასახლებული ქართველებით და ყოველი გოჯი მიწა კერძო ან სათემო-სასოფლო საკუთრებაში იყო. საუკეთესო შემთხვევაში, ქართველი თავადები, მათ შორის მაჩაბლები ოსებს იღებდნენ, როგორც სამუშაო ძალას, ყმა-გლეხის ან შინაყმის უფლებით და ასეთ ყმებს, რანაირად შეეძლოთ თავის გემოზე დასახლება? ვინმეს ჯერა რომ, შიდა ქართლი უკაცრიელი იყო და სადაც ოსებს მოეპრიანებოდათ, იქ მივიდოდნენ მგლებივით წრედ „მოფსამდნენ“ და თავის ადგილ-მამულად გამოაცხადებდნენ?

19-ე საუკუნის 60-იან წლებამდე საგლაეხო რეფორმის გატარებამდე, ოსები ვერანაირად ვერ დასახლდენოდნ ვერც ქართლის მთიაეთში და ვერც შიდა ქართლში კომპქატურად. რა უფლებით შეეძლოთ ყმა-გლეხეებს, ხიზნებზე აღარაფერს ვამობთ, რომ რომელიმე თავადის ან სოფლის მიწაზე დასახლებულიყვნენ თავისი სურვილისამებრ? სად, რომელ ქვეყანაში მომხდარა ეს, ფეოდალურ ქართლში რომ მომხდარიყო? ეს პროცესი სწორედ XIX საუკუნის ბოლოდან იწყება…

ოსების „სტრაბონ“ თოგოშვილი კი იმიტომ ამტკიცებდა, გიორგი ბრწყინვალემ „ოსებს ქართლის ბარის რაიონებიდან მთიან რაიონებში დაახევინაო“, რომ შემდეგ ეს ემტკიცებინა:
„შიდა ქართლის ჩრდილო რაიონებში შექიმნა კომპაქტური ოსური მოსახლეობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის საფუძველი გახდა (ოსთა უფრო მცირე ჯგუფების მოსახლეობას ქედს გადმოღამ მანამდეც ჰქონდა ადგილი).
თურმე ნუ იტყვით და ამიტომ დაურქევიათ ბოლშევიკებს ძირძველი ქართული მიწისთვის შემდეგ „სამხერთ ოსეთი“.

მოკლედ, ოსებმა ჯერ იყო და სკვით-სარმატების ჩამომავლებად გაასაღეს თავი, კავკასიაში გამოჩენა რომ შვიდიოდე საუკუნით დაეძველებინათ, ახლა კი საქართველოში დამკვიდრების „დაძველებას“ ცდილობდენ, რაშიოდაც ხელს, როგორც უკვე ვთქვით ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაც უწყობათ ხელს. ის კი არა, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში იმასაც ამოიკითხავთ რომ თურმე, ოსი სოციალური ზედაფენის წარმომადგენელი საქართველოში ინარჩუნებდა თავის პრივილეგირებულ მდგომარეობას და ერთვოდა ქართველ ფეოდალთა კლასს. ამის დამწერს პირი ხაბიზგინით უნდა ამოუქოლო და სამუდამოდ დაადუმო. რომელ ქართველ ფეოდალთა კლასს ერწყმოდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ რომ საგლეხო რეფორმის გატარება დაიწყო ჩრდილო კავკასიაში ოსი თავადები რუს თავადაზნაურობას ცოცხალი თავით არ გაუტოლა!!!

ოსები საქართველოში, შიდა ქართლში 17 საუკუნის შემდეგ იწყებენ დამკვიდრებას. ისიც როგორც მაჩაბლის უუფლებო ყმები, რომელთაც არც არაფერი ეკითვნოდათ და არც არაფრის უფლება არ ჰქონდათ და არც არაფერი ეკითხებოდათ, სანამ ბატონყმობა გაუქმდებოიდა, ე.ი. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე. შემდეგ კი თანდათან ფეხი აიდგეს, მომრავლდნენ და ძაალადობასაც მიმართეს.

(მეორე ნაწილის დასასრული)

როგორ გაანადგურეს „ყვარყვარე“ ყვარყვარეებმა

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

დღეს ისე, ალბათ როგორც არასდროს, ღირს გავიხსენოთ ის შედევრები, რომელიც შექმნილა ქართულ თეატრში, ქართულ კინოში. ნამდვილად ღირს, თუნდაც იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს ნამდვილი ხელოვნების გემო და არ გვეგონოს რომ რაც დღეს იდგმება, ან რასაც დღეს იღებენესაა ხელოვნება, ანდა უარესი მხოლოდ ამის დადგმა და გადაღება შეგვძლებია ქართველებსქართული თეატრის შედევრებს სამწუხაროდ მხოლოდ ჩანაწერებში თუღა ვიხილავთ. ისიც იშვიათად. მიზეზი? ბევრი საეტაპო, შედევრალური სპექტაკლი არც გადაუღიათ, ბევრი გადაღებული კიგანადგურებულია. ასე დაემართა, სახელგანთქმულ სპექტაკლს ყვარყვარეს. სხვათაშორის ყვარყვარეგადაღებული იყო და წაშალეს, აბა, შეიძლება ეს? ისე მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო და კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათამბობდა რამაზ ჩხიკვაძე ჩემთან საუბარში, წლების წინ. მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო ყვარყვარე, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა დასძენდა ბატონი რამაზი.

ჩანაწერი განადგურებულია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, კრიტიკოსთა მონათხრობით შევიქმნათ წარმოდგენა გენიალურ სპექტაკლზე.

ყვარყვარესთავის ყველაზე საუკეთესო სპექტაკლად მიიჩნევს თავად რობერტ სტურუაც. 1974 წელს დადგმული ყვარყვარეაღმოჩნდა საეტაპო სპექტაკლი სწორედ ამ სპექტაკლით ხდება სტურუაჩხიკვაძის შემოქმედებითი ტანდების საბოლოო ფორმირება. სწორედ ეს სპექტაკლი და ეს ტანდემი განსაზღვრავს რუსთაველის თეატრის მთელ შემდგომ ცხოვრებას და მსოფლიო აღიარებას. ნოდარ გურაბანიძის თქმით, ყვარყვარეპირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს რობერტ სტურუას თეატრიჰქვია. როგორც სტურუა იტყვის: ყვარყვარეში მე უკვე ვიპოვე ბრეხტისეული სტილისტიკა.

რობერტ სტურუა ხუთი წლის მანძილზე უტრიალებდა პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერისდადგმის იდეას. ხელს მიშლიდა ის, რომ ჩემს დამოკიდებულებას  პიესაში აღძრული პრობლემებისადმი ფორმა ვერ მოვუძებნე. მინდოდა ყვარყვარე ყოფილიყო არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისათვის დამახასიათებელი მოვლენა, არა მხოლოდ ქართული ყოფის ფაქტი, არამედ ამ კონკრეტულ მაგალითზე მეჩვენებინა საერთოდ პოლიტიკური ავანტურისტის სახეწერდა სტურუა. პიესაზე ფიქრი გრძელდებოდა მანამ სანამ გენიალურმა რეჟისორმა არ მიაგნო ფორმას, სანამ  ყვარყვარეს ცხოვრება ირონიულად არ დაუკავშირა მაცხოვრის თავდადებასსანამ პარალელი არ გაავლო ქრისტეს ცხოვრებასთან და ამ პარალელის მეშვეობით არ გვიჩვენა ანტიქრისტე. გენიალურმა რეჟისორმა, ამ გადაწყვეტით ააფეთქა პიესა, განაზოგადა და, კოსმიური მასშტაბი შესძინა. ქართული ფოლკლორის წიაღში ნაშობი ნაცარქექიის, ქოსატყუილას ქართული ნიღაბი ავანტურისტის ზოგადსაკაცობრიო ნიღბად, იმ არქეტიპად აქცია რომელიც თავად გახდა ამგვარი ნიღბების განვითარების საწყისი. პიესა რეჟისორის ხელის ძლიერი მოქნევით ფართოდ განიხვნა. პროვინციული, უმნიშვნელო ცხოვრების მოქმედება მსოფლიო ისტორიის სივრცეებში გაიშალა.წერდა . რუდნიცკი. მრავალწლიანი ფიქრის მიუხედავად, როგორც ნოდარ გურაბანიძე აღნიშნავს, სპექტაკლი სპონტანურად, ლაღად შექმნილი ქმნილების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასე მხოლოდ შედევრები იბადებადასძენს ნოდარ გურაბანიძე. 

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

სტურუას სპექტაკლში ყვარყვარე წისქვილში კი არ ქექავდა ნაცარს, დანგრეული, მიტოვებული ეკლესიის ნანგრევებში ეცხადებოდა მაყურებელს – ჯარისკაცის ფორმიანი, ფეხშიშველი, სახეთეთრად შეფეთქილი რამაზი-ყვარყვარე სცენაზე შეშინებული შემორბოდა… ქვემეხთა გრიალის შემდეგ სცენაზე შემოდიოდა ბრბო, ქვემეხთა განმეორებითი გრიალისას ძირს განერთხმოდა. ყვარყვარეც წამიერად გაუჩინარდებოდა და… კვლავ ევლინებოდა ბრბოს – უკვე ქრისტეს პერანგის მსგავს ჯვალოს მოსასხამში, ხელებს მოწყალედ გაიწვდიდა და ბრბოს ზეაწეულად, ტრაგიკული ტონით მიმართავდა: „სულ ასე უნდა იწანწალოთ, უთაურებო? თქვენი კაცად გახდომა არ იქნა და არ მოხერხდა“. რეჟისორი მსუყე მონასმებით ხატავდა სამყაროს – ქაოსში გახვეუულს, ამღვრეულ სიტუაციაში დაბნეულ მასებს, როცა უპატრონო ეკლესიას ეშმაკები, ქვეყანას კი ავანტურისტები ეპატრონებიან. როცა ყველაფერი „მოსულა“ ლაჩრის გმირად გამოცხადება, მაწანწალის მესიად დასახვა… ყვარყვარე ხალხს ასე ეცხადებოდა: მცირე სიმაღლეზე იყო შემდგარი, ხელები წინ გაეშვირა, დაბლა კი მუხლებზე დაჩოქილი ხალხი ჩუმად გოდებდა. ეს სცენური კომპოზიცია მოგვაგონებდა ფრაგმენტს ა. ივანოვის სურათისა ქრისტეს გამოცხადება“. ბრბო, რომელიც სასწაულს ელოდა, უმალვე იჯერებდა ამ გამოცხადებისჭეშმარიტებას: ქვემეხების გრიალი მამაზეციერის ნიშნად მიიღო, ხოლო ფეხშიშველა, ჯვალოს კვართმოსხმული, ტანჯულსახიანი უცნობი ქრისტედ! აქედან დაიწყო რ. ჩხიკვაძის ყვარყვარეს სვლა ქრისტეს გზაზე და ყველა სასწაულიუკუღმა მოახდინა (ნოდარ გურაბანიძე).

პროლოგის შემდეგ –  ყვარყვარეს ქრისტედ „მოვლინების“ შემდეგ – ცირკის კლოუნებივით გამოწყობილი პირნი მაყურებელს ამცნობდნენ, რომ მოხეტიალე დასი გაითამაშებდა სპექტაკლს ყვარყვარეს ვნებების შესახებ და როგორც ოდესღაც, ეკლესიებში ან მათ კარიბჭეებთან თამაშდებოდა წმიდანთა ცხოვრების ამსახველი ლიტურგიული დრამები, სწორედ აქ, დანგრეული ეკლესიის  ინტერიერში თამაშდებოდა ყვარყვარეს კარნავალური ფარსი, ანტიქრისტეს მისტერიები… ჩხიკვაძის ყვარყვარე, ერთსახოვან, ერთფეროვან მასაში მოქმედებდა. სტურუა იტყვის რომ მან განზრახ დანთქა ყვარყვარე ნაცრისფერ ბრბოში, რადგან ასეთ „გმირებს“ თავზარს სცემთ პიროვნება, ვინმეს ინდივიდუალობა და ამიტომაც ქმნიან საკუთარი თავის ირგვლივ ვაკუუმს. მასა, რომელიც სარგებელს გამოელის ამგვარი „ბელადებისგან“, ისე მიისწრაფვის მისკენ, როგორც ბუზი თაფლისკენ. ჩხიკვაძის ყვარყვარე ბრბოს ბნელი, ბრმა ინსტიქტების პროექციაა, თავის თავში ატარებს როგორც არასრულფასოვნების კომპლექსს, ასევე განდიდების მანიას. წმიდანისა და კლოუნის თეთრ კვართში გახვეული ყვარყვარე, რომლის მიცვალებულკივით გადაფითრებულ, ფერუმარილიან სახე-ნიღაბზე, განსაკუთრებული ფანტასმაგორიული სიცოცხლით გამოკრთის შავი წრეებით შემოხაზული თვალები, მოქნილი, გალიპული ქვეწარმავლის შთაბეჭდილებას ტოვებდა – წერდა ვ. ივანოვი.

რამაზ ჩხიკვაძის ყვარყვარე მაყურებელს სხვადასხვა კოსტიუმში ეცხადებოდა – ჯარისკაცის ფარაჯაში, მაცხოვრის კვართში, თურქი ჯარისკაცის ტანსაცმელში – ძიუდოს მოჭიდავის ფორმას რომ ჰგავდა, გრძელ ქართულ ჩოხაში – ეროვნულ გრძნობებზე სამანიპულაციოდ; შემდეგ მომწვანო-მოყავისფრო სამხედრო ფორმით, შემდეგ ინტელიგენტურად მოსილი, ბოლოს –_ შიშვლდებოდა კიდეც. იცვლებოდა კოსტიუმები, მაგრამ არ იცვლებოდა ყვარყვარეს სახე – თეთრადშეფეთქილი სახე. გაქვავებული, ნიღბადქცეული სახე, მხოლოდ იშვიათად რომ სერავდა ირონიული ღიმილი და უმალ მიგვანიშნებდა იმაზედ რომ ყვარყვარე უცვლელია, მარადიულ ნიღაბსაა ამოფარებული. ჩხიკვაძის ყვარყვარე ფეხშიშველი იყო ყველა სცენაში, ეს იყო მინიშნება იმაზედ, რომ რაც არ უნდა განდიდდეს ყვარყვარე, მაინც უპოვარია, გლახაკია, მისი არსი „შიშველია“. მეორეს მხრივ კი, ეს აღქიმებოდა როგორც თვით ყვარყვარეს ბუნების, მლიქვნელობის აშკარა მეტაფორა – რაც არ უნდა გავდიდკაცდე მაინც თქვენთან ვარ, თქვენიანი ვარ. ეს გახლდათ ერთი იმ ირაციონალური მიგნებათაგანი, რომელნიც გვაოცებენ ანბანური ჭეშმარიტებით და მიზანში აუცდენელი, პირდაპირ გულისგულში მორტყმით. მხოლოდ რეჟისორის ფანტაზიის აფეთქებას შეუძლია გვაჩვენოს ამაღელვებელი კონტრასტი თითქოსდა თაბაშირისგან ჩამოსხმულ, ცივ, მიუკარებელ, თეთრად გაქვავებულ სახესა და ურცხვად გაშიშვლებულ ფეხებს შორის, კადნიერად (მაგრამ ფრთხილად!), თავხედურად (მაგრამ შიშით!) რომ თელავდა სცენის პლანშეტის ხორკლიან ზედაპირს. მდაბიოს გაშიშვლებული ფეხები უეჭველად იმას გვიდასტურებს, რომ ყვარყვარე სისხლი სისხლთაგანია იმ გაძვალტყავებული ხალხისა, რომელიც მას მაღლა ატყორცნის და მასვე დაემონება. (კ. რუდნიცკი).

სცენაზე აღმართულ ჯვარზე თამაშდებოდა ყვარყვარეს ჩამოხრჩობისა და გაცოცხლების სცენა, როგორც „პაროდიული რემინისცენცია ქრისტეს აღდგომისა“; რამაზ ჩხიკვაძე-ყვარყვარე წითელი, ნახევრადსპორტული მანქანით „შედიოდა იერუსალიმში“ – ვებერის საზეიმო მარშის თანხლებით („ჯეზი კრაის სუპერ სთარიდან“). მანქანიდან გამოყოფილ შიშველ ფეხქვეშ წყლით სავსე ტაშტს უდგამდნენ და იწყებოდა „ფერხთა ბანა“ – ოღონდ პირუკუ – თუ ქრისტე ფეხს ბანდა თავის მოწაფეებს, აქ მოწაფეები ბანდნენ ფეხს ყვარყვარეს… „საიდუმლო სერობის“ სცენა იმეორებდა ლეონარდოს „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციას, სადაც ყვარყვარე საბაბს ეძებდა მოღალატე მოწაფეებს რომ გასწორებოდა და შემდგომში საკუთარი დანაშაული გადაებრალებინა, პირზე კოცნიდა ტიტე ნატუტარს, უწოდებდა უდანაშაულოს, ერთგულს და… მასაც ციხეში უშვებდა, ისევე როგორც სხვა მოწაფეებს. იყო პარალელი იულიუს კეისართანაც – კაკუტა მიპარვით ზურგში ჩასცემდა მახვილს ყვარყვარეს, ყვარყვარეს ტრაგიკულად აღმოხდებოდა „შენცა კაკუტა“, „განუტევებდა სულს“, რათა კვლავ აღმდგარიყო და ხელახლა მოექცია მოწაფეები… სპექტაკლის ფინალში, უკვე „შიშველი“, ზეაწეული სიკვდილის მოსურნე ყვარყვარე თავად ადიოდა და გაეკვრებოდა ჯვარზე – პირშექცევით, ხელებგაშლილი. მაგრამ ფარსი დამთავრებული იყო, პათეტიკის დრო აღარ იყო – გულშეღონებული ყვარყვარე 3 მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდა – ჯვარს შემოსეული ხალხი ჰაერში იჭერდა და ისტორიის სანაგვე ყუთში აგდებდა ყვარყვარეს…

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

სპექტაკლი, რომელიც მაყურებელმა იხილა ამ ფინალით მთავრდებოდა. მაგრამ თავდაპირველ ვარიანტში, ამ სცენას მოსდევდა ყვარყვარეს „მეორედ გამოცხადების“ – „მეორედ მოსვლის“ სცენა. ისტორიის სანაგვე ყუთში მოსროლილი ყვარყვარე კვლავ ქრისტეს კვართში გახვეული ეცხადებოდა თავზარდაცემულ ხალხს. ყვარყვარეს ეს მეორე გამოცხადებაფინალში უძლიერეს შთაბეჭდილებას ახდენდა. იგი ამთავრებდა და ამავე დროს იწყებდა ახალ ციკლს. ყვარყვარეები ისტორიის სცენიდან მიდიან… და ისევ ბრუნდებიან. ამ მარადიულ წრე-ბრუნვაზე მინიშნებით რეჟისორი აშკარად გვაგრძნობინებდა ყვარყვარიზმისმაქსიმალურ ძალას, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და ხელახლა შობის ძალა, რომ იგი საზოგადოების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე კვლავ შეიძლება გამოგვეცხადოს ისე, რომ ნიღბის შეცვლა არ დასჭირდეს, რადგან გაოგნებული ხალხი-მასა, მისი კოლექტიური ცნობიერება, მზადაა სატანა წმინდანად მიიღოს– წერს ნოდარ გურაბანიძე, რომელიც უშუალო მოწმეა იმისა, როგორ მოახსნევინა იმდროინდელმა ცეკამ ეს ფინალი რობერტ სტურუას. გურაბანიძე უშუალო მოწმეა იმ ჯოჯოხეთური გზისა, რომელიც იმდროინდელმა კომუნისტურმა ელიტამ გამოატარა ამ სპექტაკლს – ვიდრე მაყურებელი იხილავდა. 11-ჯერ მოეწყო „ყვარყვარეს“ „საჯარო“ განხილვა. მსახიობებმა 11-ჯერ ითამაშეს კომედია ცარიელ დარბაზში – ცეკას 3-4 კაციანი კომისიის წინ. სიტუაცია მართლაც დამთრგუნავი იყო – ცეკას ემისრები ნახავდნენ სპექტაკლს, კრინტს არ ძრავდნენ და მიდიოდნენ. არაფერს ეუბნებოდნენ არც რეჟისორს, ბარც მსახიობებს. მეტიც, როგორც ნოდარ გურაბანიძე იხსენებს, არც მას – იმჟამად კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ეუბნებოდნენ რამეს. მხოლოდ შემდეგ მას და თეატრის დირექტორს იბარებდნენ „ზემოთ“ და კატეგორიულად ითხოვდნენ სპექტაკლის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას. თეატრი მტკიცედ იცავდა სპექტაკლს, არ გატყდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მცირედი ცვლილებებით, სპექტაკლი მაყურებლის წინაშე წარსდგა. მაყურებელმა იხუვლა და მიაწყდა თეატრს, გაიმართა 200 ანშლაგი, წაღებული იყო მოსკოვში საგასტროლოდ, უკვე „კავკასიურ ცარცის წრესა“ და სხვა სპექტაკლებთან ერთად, მაშინ როცა უკვე ისახებოდა რუსთაველის თეატრის საზღვარგარეთ გასვლის პერსპექტივა. თეატრი გავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ… „ყვარყვარე“ არ გაუშვეს საზღვარგარეთ. მეტიც, 200 ანშლაგის შემდეგ, „ყვარყვარე“ რეპერტუარიდან საერთოდ მოხსნეს. მიზეზი? ბრეხტის ქალიშვილი და სიძე. სტურუასეულ „ყვარყვარეში“ ჩართული იყო სცენა ბრეხტის პიესიდან „არტურო უის კარიერა“.  ბრეხტის ქალიშვილმა და სიძემ რუსთაველის თეატრს უჩივლეს, კუთვნილ თანხას არ გვიხდიანო. არადა, სსრკ მაშინ მიერთებული არ იყო „საავტორო უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ და საერთოდ არავის არაფერს უხდიდნენ. თეატრი იძულებული გახდა სპექტაკლი რეპერტუარიდან მოეხსნა. ასე ჩამოვიდა ტოტალიტარიზმის, პოლიტიკური კონიუქტურისა და ავანტურიზმის წინააღდეგ მიმართული გენიალური სპექტაკლი სცენიდან…

 რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“,  რუბრიკაში – „ქართული შედევრები“.

 P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში სტურუას „ყვარყვარემ“  მეოთხე ადგილი დაიკავა. „ყვარყვარე“ მეოცე საუკუნის სპექტაკლად დაასახელა ოცივე გამოკითხულმა, მათგან ერთმა – პირველ პოზიციაზე. სპექტაკლმა მიიღო 271 ქულა… აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საუკეთესო სპექტაკლებს შორის დასახელდა რობერტსტურუას 11 სპექტაკლი. გამოკითხვის შედეგებში რობერტ სტურუა ლიდერობდა როგორც დასახელებული სპექტაკლების რიცხვით (როგორც უკვე ავღნიშნეთ დასახელდა 11 სპექტაკლი), ისე ამ სპექტაკლების მიერ დაგროვებული ქულების ჯამით –  1 112 ქულით. მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა რობერტ სტურუას  ხუთი სპექტაკლი – ოცეულს ხსნის მისი „კავკასიური ცარცის წრე“  და ხურავს მისივე „სეილემის პროცესი“…

 

 

%d bloggers like this: