Tag Archives: “ჰამლეტი”

რეზო შატაკიშვილი თაობის პრიმა ნინო კასრაძეზე

მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას.

ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა.

ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში. მისი ბავშვობის რამდენიმე წელი სპარსეთმა გააფერადა.

ნინო და მისი ტყუპისცალი მაკა იზრდებოდნენ ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მათ სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ – სიყვარულით.

მ. ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟისორი – რ. სტურუა. ბაბეტა – ნ. კასრაძე.

მ. ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა. ბაბეტა – ნ. კასრაძე.

გავა მრავალი წელი და დრო ვერ წაშლის ბავშვობის მძაფრ შთაბეჭდილებას – თუ როგორ უკითხავდა მამა „მატეო ფალკონეს“ და როგორ ტიროდა გაუჩერებლად…

სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. იმ წელს ჯგუფს შალვა გაწერელია იყვანდა. პირველ ტურში ჩაჭრეს. უკან არ დაიხია, გააპროტესტა, გამოაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ დანებდებოდა ბედს, თუკი მას თავად შალვა გაწერელია დაიწუნებდა.

შალვა გაწერელიამ არათუ დაიწუნა, მოიწონა, მეტიც, აღფრთოვანებული დარჩა მისით… დაიწყო ნინოს თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერა.

ჯერ იყო მარჯანიშვილის თეატრი – ცეზონიას როლი ალბერ კამიუს „კალიგულაში“. 

23 წლისა უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი და რობერტ სტურუას რჩეული გახდა. ვარსკვლავად აღიარეს პირველივე როლით სპექტაკლში „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“.

უკვე მაშინ წერდა ნოდარ გურაბანიძე: „ამ ახალგაზრდა, უკვე ვარსკვლავად აღიარებული მსახიობი ქალის შესრულებაში განსაცვიფრებელი გრადაცია იგრძნობა, ეს არის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ადამიანის დაბადება. თანდათანობით, როცა ნამდვილი ღრმა გრძნობა გაიტაცებს, ამ მეძავში ქალწული იბადება. კდემამოსილების, უბიწობის შუქს ასხივებს არა მარტო მისი თვალები, არამედ მთელი სხეული… ისე, მსუბუქად მოძრაობს ნინო კასრაძე, თითქოს მართლაც სიზმრისეულია. მას ახასიათებს მოცეკვავის გრაცია, პლასტიკა და სხეულის სიმკვრივე. მისი მსუბუქად სტილიზებული მოძრაობა, რომელიც იაპონელი აკვარელისტების მიერ შექმნილი გეიშების სილუეტს გვაგონებს, სწორედ თეატრალურად არის სტილიზებული, მკლავებისა და ხელის მტევნების პლასტიკა მისი სულის მოძრაობას გამოხატავს“.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა. გერტრუდა – ნინო კასრაძე.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი რობერტ სტურუა. გერტრუდა – ნინო კასრაძე.

ნინო კასრაძეს ეცინება, როცა ვარსკვლავად იხსენებენ. „შერონ სტოუნიც ვარსკვლავია და მეც?“ – მკითხა ერთხელ და გააგრძელა, თუ როგორ სერავს ყოველდღე თბილისს სამარშრუტო ტაქსებით. სწორედ ასე, „მარშრუტკაში“ გაიცნო ის დევი სტურუამ და ნარკვევიც უძღვნა – „ლედი მაკბეტი მარშრუტკაში“.

ფრაგმენტი ნარკვევიდან: „ის ამოვიდა „მარშრუტკაში“, რუსთაველის თეატრთან, ერთი მოხდენილი, გრაციოზული მოძრაობით, რასაც პლასტიკას ეტყვიან და რასაც, თუ ღმერთმა აკვანშივე არ დაგაბედა, ვერც ისწავლი და ვერც მიბაძავ. მისი სილამაზეც სტანდარტებისა და პარამეტრების მიღმა ასხივებდა, მხოლოდ მისეული იყო. ეს ყველაფერი თვალმა ძალდაუტანებლად, თითქმის მექანიკურად აღბეჭდა…

გოგონა ჩემს გვერდით, „მარშრუტკის“ ერთადერთ თავისუფალ ადგილას ჩამოჯდა და ჩანთიდან კარგა მოზრდილი წიგნი ამოიღო. ყდაზე მსხვილი ბეჭდური ასოებით გამოყვანილი იყო დ. ს. მერეჟოვსკი, ლ. ნ. ტოლსტოისა და თ. მ. დოსტოევსკის ცხოვრება და შემოქმედება. გოგონამ წიგნი გადაშალა, მინიშნებული გვერდი მოძებნა და კითხვას შეუდგა. აი, ამან კი ნამდვილად გამაოგნა! როგორ, ჩვენს დროში უფროსკლასელი თუ სტუდენტი ქართველი გოგონა კითხულობს მერეჟოვსკის, რომლის შესახებ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიწრო სპეციალისტ-პროფესიონალების გარდა, წარმოდგენაც კი არავის აქვს. ეს მართლაც ფანტასტიკური იყო.

უცნობთან გამოლაპარაკებას ახალგაზრდობაშიც ვერიდებოდი, მაგრამ ახლა ჩემდაუნებურად აღმომხდა: ნეტა, შენს ბედნიერ დედ-მამას, შვილო, ნუთუ მართლა გაინტერესებს ამ ბუმბერაზების ნაღვაწ-ნააზრევი? გოგონამ გაიცინა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემი რეაქცია მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია. შემდეგ ჩვენი დიალოგი დაახლოებით ასე წარიმართა:

– ალბათ, სტუდენტი – ფილოლოგი ხართ?

– არა, თეატრალური მაქვს დამთავრებული, ამჟამად რუსთაველის თეატრში ვმუშაობ.

– … თქვენი ბოლო როლი?

– ლედი მაკბეტი.

–  თქვენ ნინო კასრაძე ხართ?“

ის ნინო კასრაძეა, მოსაუბრეს რომ აოცებს განათლებით, ინტელექტით, პიროვნული სიღრმით. და რაც მთავარია, სისადავით.

ბავშვობაში უცნაური სურვილი ჰქონდა – მალე დაბერებულიყო. „ვფიქრობდი, ოო, რამდენია გადასატანი… ახირებული მქონდა, მე ვცხოვრობ კომეტასავით, ჩქარა უნდა ვიარო და გავქრე“…

ის გაურბოდა საკუთარ გადასატანს, ტკივილს, მაგრამ ეს ბავშვურ ახირებად დარჩა, არათუ თავისი, არაერთი გმირის ტკივილი განაახლა და განიცადა, გადაიტანა. და არც ცხოვრებაში ჩამქრალა და არც სტურუას ორბიტაზე, სადაც მართლაც კომეტის სისწრაფით დაბინავდა.

არ სჯერა, რომ მისი შურთ.

„მე რა მაქვს შესაშური? – გკითხავს და განაგრძობს, – მე, მაგალითად, არ ვილაპარაკებ, როგორ შურთ ჩემი. მე ამას იშვიათად ვამჩნევ. თუ გინდა, იმაზე ვილაპარაკოთ, მე როგორ მშურს და არ მშურს, ეს უფრო ვიცი. შური არა, მაგრამ რაღაცებზე ზოგჯერ გული მწყდება ხოლმე და მერე თავს ვინამუსებ – არ გრცხვენია? ყველაფერი ეს დროებითია. მე არ მინახავს ადამიანი, რომ ეთქვას, შურიანი ვარო. მოდი, მეც მათ შორის ვიქნები, ვინც ამბობს, არ ვარ შურიანიო. მართლა არ ვარ შურიანი. ადამიანის მიმართ არა, მაგრამ რაღაც მოვლენის მიმართ შეიძლება გამიჩნდეს სინანული – კარგი იქნებოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო…

– მოდი, რეალობას გაუსწორე თვალი, საქართველოში მსახიობებს ენატრებათ სტურუას ორბიტა, შენ კი გაუთავებლად იქ დგახარ. აბა, არ შეშურდებათ?

–  მე რომ კარგ რაღაცას ვხედავ ჩემს გარშემო, მიხარია, დიდ ძალას მმატებს, სტიმულს მაძლევს, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია, მერე ამას შრომა უნდა, შენ თვითონ შურმა რომ არ ჩაგკლას, ჩაგჯიჯგნოს“.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი – რ. სტურუა, გერტრუდა – ნ. კასრაძე.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა, გერტრუდა – ნ. კასრაძე.

„ჩვენ ჩვენი გაცდების სასაფლაო ვართ“

ნინო კასრაძე: „უბანალურეს რაღაცას გეტყვი – სიყვარული მარტოობისგან თავის დასახსნელადაა მოგონილი. ადამიანი ხომ რამდენიმე „შენ“ ხარ, ასეთი, ისეთი… შეყვარებული „საუკეთესო შენ“ ხარ. სიყვარული შენს საუკეთესო თავში გაქცევაა, ლამაზი გაქცევაა მარტოობიდან. არის ხალხი, რომელსაც ხშირად უყვარდებათ, მათ ეს მდგომარეობა, სიგიჟე უყვართ… სიყვარული თანამოაზრეობის დიდი სურვილია. მშვენიერია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანი იგებს ასაკთან ერთად. შეიძლება, ეხებოდე ამ გრძნობას, მაგრამ ვერ ხვდებოდე, შესაძლოა, არც გიყვარდეს და ისე გესმოდეს სიყვარულის ფასი. იგებ, როცა ეს შენშია, როცა შენ იღვიძებ საამისოდ, თორემ ყველაფერი აქ არის და ჩვენ არ ვიცით, აქ არის და ჩვენთვის არ არის. საშინელებაა, ადამიანმა შეიძლება ისე იცხოვროს, ვერც გამოსცადოს ეს მძლავრი გრძნობა…

ჩვენ ვართ ჩვენი განცდების, გამოცდილების სასაფლაო, ყველაფერი არის ჩვენთან, ჩვენი სიყვარულები – წარუმატებელი, წარმატებული, ჩვენი ტკივილები, სიხარულები. ეს ყველაფერი იხრწნება, ნეშომპალად იქცევა, ტვინს მიეწოდება მხოლოდ საჭირო… ადამიანს გააჩნია, ან ეს დაწამლავს ყველაფერს შიგნით და ხე არ გაიხარებს, ან ისევ ყვავილებად ამოვა ახალი ცხოვრებისთვის. ადამიანს აქვს საოცარი უნარი რენოვაციის, აღდგენის, ხელახლა შეყვარების, თორემ სიცოცხლე შეწყდებოდა, ყველა რომ ძველი სიყვარულებითა და ძველი განცდებით ცხოვრობდეს. რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, უფრო ნიჭიერად არის ეს ყველაფერი მასში დასამარებული. ეს გრძნობები იქცევა პროზად, პოეზიად, მხატვრობად, ურთიერთობად.

სად მიდის სიყვარული? – არსად, შენშია, ისიც კი, რომელზეც უარი გეთქვა. მე მგონი, ზოგჯერ ყველაზე მეტად ის უყვართ ხოლმე, იმაზე გიჟდებიან. მიუღწევლის მიმართ ყოველთვის ჩნდება გარკვეული პატივისცემა და რჩება სწრაფვა, თუნდაც უიმედო…“

ნინო კასრაძეს უყვარს თქმა: „წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, დროს მივენდობი, როგორც მაკბეტი იტყოდა,  მოხდეს ის, რაც მოსახდენია“…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ნინო კასრაძე: მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები…

(ინტერვიუ ნინო კასრაძესთან, დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.ჯი”, 2010 წელს)

რეზო შატაკიშვილი

მას სწყალობს ბედი და ის თვითონაც ჭედავს თავის ბედს. არასოდეს გამოჩენილა ყვითელი პრესის ფურცლებზე და არც არასოდეს გამოჩნდება – ეს მისი შეგნებული არჩევანია.

არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე და არ ფეთდება “ფეთზე”. არ საუბრობს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაც სულაც არ ნიშნავს ამ შეხედულებების თუ პოზიციის არქონას.

მისი ინტელექტის და განათლების პატრონს იოლად ვერ იპოვი არტისტულ ელიტაში, „პაპსავიკურს“ კი, ალბათ ნახვითაც არ უნახავთ იმდენი წიგნი, რაც მას წაუკითხავს – მოდით ვიყოთ პირდაპირები! ის ნინო კასრაძეა, რუსთაველის თეატრის პრიმა. არტისტი ქალისთვის მართლაც საოცნებო რეპერტუარის მქონე.

– რა უყვარს ნინო კასრაძეს თეატრში, როგორც მაყურებელს და როგორც მსახიობს?

– ვერ ვიტყვი რომ ბავშვობიდან მიყვარს თეატრი, მერე და მერე, რომ გავიზარდე და თან თეატრში მოვხვდი, ძალიან შემიყვარდა… არის ნეტავ რამე განსხვავება, ბავშვობიდან გიყვარს თუ მერე შეგიყვარდება? როგორც მაყურებელს, აი, ის მიყვარს რომ მიდიხარ თეატრში და არ იცი რა დაგხვდება. კინოში ყველანაირი სპეცეფექტები არსებობს იმისთვის რომ მოგწყვიტონ რეალობას, თეატრში მხოლოდ ადამიანების ფაქტორია, რეჟისორი, მსახიობები, კომპოზიტორი, ყველა, კაპელდინერიც კი. მიყვარს როცა ეს ადამიანები ახდენენ სასწაულს და გავიწყებენ ყველაფერს. ეს მიყვარს როგორც მაყურებელს. როგორც მსახიობს კი ამ საოცრების ნაწილად ყოფნა მიყვარს. მაშინაც მიყვარს როგორც მაყურებელს როდესაც სცენაზე ვარ და მოწმე ვხდები პარტნიორების მოხდენილი სასწულისა. თამაშის დროს ზოგჯერ მივბრუნებულვარ და მიფიქრია, როგორ თამაშობს ამ სასწაულს…

– თეატრი გიყვართ, და როგორი თეატრი? თუ რაც კარგია, ყველა?

– ვინ იტყვის ცუდი თეატრი მიყვარსო? მეც კარგი თეატრი მიყვარს. ბევრნაირ თეატრს აქვს არსებობის უფლება. დაბალი დონისას, მაღალი დონისას… ყველას ვერ მოსთხოვ რომ ინტელქტუალური თეატრის მოტრფიალე იყოს, ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოს, თავისი სულის, თავისი ტკივილის, ხასიათის, განწყობის შესაბამისი. როგორც მსახიობს, ეგოისტურად მინდა რომ თეატრი მსახიობზე იყოს ორიენტირებული, მე რომ შევძლო თამაში, ჩემი ოსტატობის გამოვლენა, კიდევ რომ დავეუფლო სიმაღლეებს. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გინდა, ამიტომ მე ყველანაირი თეატრი მომწონს რაც კარგია, გემოვნებიანია და რომელსაც სათქმელი აქვს და არაა უბრალოდ თავის ასატკივებლად და დროის გასაყვანად.

– როგორც მსახიობი სად უფრო კომფორტულად გრძობთ თავს?

– მე მიყვარს ფსიქოლოგიური თეატრი, თუმცა ძალიან რთული ჟანრია. თქვენ რას არქმევთ იმას რასაც ჩვენ ბოლო წლები ვთამაშობთ?

– ეს პოსტმოდერნია, სადაც ყველაფერი ერთადაა. გროტესკს ერწყმის ფსიქოლოგიზმი, შემოდის ბუფონადა, ბალაგანი, ყველაფერი ერთდაა და სინთეზშია. ფილიპ ჟანტზე თქვეს, ჟანტი თვითონ არის ჟანრი. იგივე შემიძლია გავიმეორო რობერტ სტურუაზე, სტურუა თავისთავადაა ჟანრი.

– მართალია სტურუა არის თავისთავად ჟანრი! სტურუას ჟანრში ძალიან მიყვარს თამაში! სტურუას ჟანრში ვითამაშე ლედი მაკბეტიც, სეჩუანელიც და ბაბეტაც და ყველაფერი. კარგი რამ მოძებნე, სტურუას ჟანრი! მაგრამ მიყვარს როდესაც სტურუას ჟანრში ფსიქოლოგიური ელემენტები უფრო მეტია და ეს არის გაზავებული ყველაფერთან. მარტო ღმერთმა დაგვიფაროს, ცვალებადობა არის არაჩევულებრივი.
მ.ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟ: რ. სტურუა, ბაბეტა – ნ.კასრაძე

მ.ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი: რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

– ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოსო და როგორ ფიქრობთ, იძლევა ამის საშუალებას დღევანდელი ქართული თეატრალური სივრცე?

– დიდი არჩევანი აქვს მდარე ხარისხის თეატრს, კარგი ხარისხის თეატრის შემთხვევაში ეს არჩევანი თითქმის არაა, ერთი ორი და მორჩა. კარგი იქნებოდა ერთმანეთს ბევრი თეატრი ეჯიბრებოდეს, სიკეთეში ეჯიბრებოდნენ, თავისკენ სწევდნენ მაყურებელს, ზევით და ზევით. რასაც მე ვერ ვხედავ დღეს, თუმცა მგონია რომ რაღაც გამოჩნდება.

– იმ ლოგიკით რომ ჩავარდნას ყოველთვის აღმასვლა მოსდევს?

– მე მგონი ჯერ კიდევ არ არის ჩავარდნა.

– ანუ ჯერ ჩავარდნა გვაქვს წინ?

– ჩავარდნაც წინ გვაქვს და ამოვარდნაც აუცილებლად. ეს ნორმალური მდგომარეობაა და ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ.

– თავის დროზე ამბობდნენ რომ კინო, ტელევიზია მოინელებდა თეატრს, მაგრამ თეატრმა ორივეს შემოტევებს გაუძლო. ახლა ინტერნეტზე და ახალ ტექნოლოგიებზე ამბობენ იგივეს. არადა, თეატრმა პირიქით, შესაძლოა სწორედ ამ „გამოვირტუალურებულ“ სივრცეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ერთადერთი ადგილი იყოს სადაც ცოცხალ ადამიანებს და მათ ურთიერთობას ნახავ…
– იმიტომ რომ თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი ურთიერთობა, ეს ისე მოენატრება ადამიანს, რომ შეიძლება, შენი თქმის არ იყოს, კიდევ უფრო აქტუალური გახდეს თეატრი. მე მაგალითად, სახლში შეგნებულად არ მაქვს არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი. შეიძლება ცოტა ჩამორჩენილი არჩევანია, მაგრამ ჩემია. თქვენ ინტერნეტში ყოველდღიურად ელაპარაკებით, სწერთ მეგობრებს, ნახვის აუცილებლობა აღარცაა, მე კიდევ, თუ ვერ ვნახე არც ვიცი რა ხდება მის თავს, მომენატრება, მომწყურდება მასთან ურთიერთობა და ვნახავ. ჩემი თავი ისეთ პირობებში ჩავიყენე, იძულებული ვარ შევხვდე ჩემს მეგობრებს. ჩემი გოგო მეუბნება, რა არის „ფეთი“ არ უნდა გვყავდესო? ყველა დამცინის, არ ვიცი რა არის „ფეისბუკი“, „ფეთი“ და „იმეილიო“. არადა, რომ ამბობს, ესე იგი იცის… მე როგორც კარგმა დედამ ავუხსენი, რომ დასაცინი ის იქნება, თუ არ გეცოდინება რა არის სიკეთე და ა.შ. გაჩერდა. ვნახოთ რამდენ ხანს გაუძლებს. არ მინდა ეს პროცესი ხელოვნური გახდეს და ბავშვი სახლიდან გარბოდეს და საიდანღაც ძვრებოდეს ინტერნეტში. მე თვითონ ძალიან ინტერესიანი ვარ და კომპიუტერი და ინტერნეტი რომ მქონდეს, მთელი დღეE ვიჯდებოდი და მაუსის ტრიალში ვიქნებოდი.მე მირჩევნია ამ დროს ოქროყანაში, ჩემს ეზოში ვიტრიალო, წიგნთან მქონდეს ურთიერთობა. ძველებურად ვკითხულობ წიგნებს, ახლა წავიკითხე მარკესის ბოლო მოთხრობები და ერთი ხუთი წლის სიცოცხლე მომცა.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა, გერტრუდა – ნინო კასრაძე

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, გერტრუდა – ნინო კასრაძე

– ოქროყანაშისაცხოვრებლადგადასვლაცშეგნებულინაბიჯიიყო?

– არა, ეს მართლა გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ როგორც ახლა ვფიქრობ, ადამიანი ყველაზე სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯს, გაუცნობიერებლად დგამს. პირველი შვილი ერთი წლის გვყავდა, ზაფხულში სახლი რომ ვიქირავეთ ოქროყანაში, მეორე წელსაც, როცა უკვე მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, ისევ ვიქირავეთ. ჩვენს პირდაპირ მართლა სასაცილო ფასად იყიდებოდა სახლი და სააგარაკოდ ვიყიდეთ, მაგრამ მეორე ბავშვი რომ შეგვეძინა საერთოდ საცხოვრებლად გადავედით, იმიტომ რომ აქ, თბილისში ჩვენს ბინაში შეუძლებელი იყო ორი ბავშვის გაზრდა. თვითონ ვუთხარი ჩემს ქმარს, იქ წავიდეთ, სახლთანაც ახლოსაა, თეატრთანაც, თან ბავშვები სუფთა ჰაერზე გვეყოლება-მეთქი და დამთანხმდა. წავედით, მაგრამ მერე მივხვდი რამხელა რაღაცაზე წამოვედი, არავის არ ვიცნობდი, ვერსად ჩავდიოდი, ვიყავი ორი ბავშვით, ერთი პატარა, მეორე მთლად თოთო, ძიძა ავიყვანე, ახალი სახლი, ახალი ბავშვი, ახალი ძიძა, რაღაც პერიოდი მეგონა რომ გავგიჟდებოდი, ისეთი რთული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა.ოქროყანაში ოჯახები ინგრევა, ქმარს იქ ცხოვრება უნდა და ცოლი არ მისდევს, გადაულახავი პრობლემაა მათთვის ეს. მე როგორ გავაკეთე ეს? თან ჩემი ინიციატივით? ყველამ აგვიბა მხარი, ჩემმა მშობლებმა, ჩემი ქმრის მშობლებმა და დავიწყეთ იქ ცხოვრება. 2 წლის შემდეგ მივხვდი რომ რომ ამან გადამარჩინა, აი იმ ოქროყანამ, იმ ჩემმა სახლმა, იმ ჩემმა ეზომ. გაუცნობიერებლად მოხდა სწორი ადგილის შერჩევა, სადაც არის ჩემი სახლი.

მაქს ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი", რეჟისორი რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

მაქს ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

– უკან ისეთი რეპერტუარი გაქვთ მოტოვებული, აწი რაღამ უნდა გაგაკვირვოთ, მაგრამ მსოფლიო დრამატურგიის, პროზის კითხვისას თუ ეძებთ იმ გმირებს, რომელთაც განასახიერებდით?

– ადრე არა, სად მქონდა ამაზე ფიქრის დრო და თავი, სულ თავზე დამეყარა ყველაფერი კარგი და არაჩვეულებრივი. ახლა, დაუფარავად ვიტყვი რომ ანა კარენინა ძალიან მომწონს. ძალიან გვიან წავიკითხე, 32 თუ 33 წლის ვიყავი და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ასაკში ჩემზე. ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი, მაგრამ რა სპექტაკლი უნდა იყოს რომ ანა კარენინა ვითამაშო, მეგა? სამდღიანი? რაღა უნდა ვითამაშო რეზო, ასაკი მემატება, რასაც მომცემენ ის უნდა ვითამაშო… აბა, ჩამომითვალე ჩემი ასაკის ქალის როლი? გედა გაბლერი? არ მაინტერესებს, ვიცი რომ აქ არავინ არ დადგამს..

– რანევსკაია?

– არაჩვეულებრივი როლია, მაგრამ ჩეხოვსაც არ დადგამენ…

კლეოპატრა?

– განყენებულად კლეოპატრა არაჩვეულებრივია, მაგრამ კარგი რა, დღეს ვის აინტერესებს? დღეს ისეთ რაღაცაში მინდა თამაში, რაც რაღაცას გათქმევინებს. მე არ მაინტერესებს კლეოპატრას ძალაუფლება და სიყვარული, მე მაინტერესებს ცუდის და კარგის ბრძოლა ადამიანში და მოცემულ კონტექსტში როგორ გადარჩეს ადამიანი და დარჩეს ადამიანად.

ბოლო დროს, პროფესიონალი თეატრთმცოდნეები, კრიტიკოსები დუმილს ამჯობინებნ, ვინც წერს და რაც იწერება, განზე დგას პროფესიუული კრიტიკისგან…

– ჩვენს დროს მართლაც იწერებოდა, მაგრამ რაც ბავშვები გავაჩინე, ჩემზე თითქმის არავის არაფერი დაუწერია, მარტო მლანძღავენ და რატომღაც „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონაში“ მადანაშაულებენ. ჩემი პატარა გამოცდილებით მახსოვს, როდესაც წერდნენ, შეიძლება ისიც არ იყო კრიტიკის ბრწყინვანე ნიმუშები, მაგრამ კარგად წერდნენ რუსეთშიც, ჩვენთანაც, სპექტაკლებს არჩევდნენ, დღევანდელივით სპექტაკლის სიუჟეტს კი არ ჰყვებოდნენ. სიცილით ვკვდები, იმის მოყოლას რომ მიწყებენ რასაც ვთამაშობ. ეს იმას ჰგავს სკოლაში რომ გვასწავლიდნენ „თხრობით, ზეპირადო“. რად მინდა სპექტაკლის შინაარს რომ მიყვები, ეს ხომ აპრიორია რომ ნანახი გაქვს შენც – ვინც წერ, ჩვენც, ვისაც გვეხება და იმასაც, ვინც ჰკითხულობს და ინტერესდება ამ რეცენზიით. უნდა მოხდეს რაღაცის შედარება, რაღაცის რევიზია, ახლის დანახვა, ძველი დანახვა, ეს არის წინ წადგმული ნაბიჯი თუ უკანდახეული. როცა წერდნენ, შინაარსს კი არ გვიყვებოდნენ, იმას ცდილობდნენ დაენახათ იმის მიღმა რა იყო, ხელოვნებაში მიმდინარე პროცესში ცდილობდნენ გამოეძებნათ შენი აქტისთვის ადგილი, დაედგინათ რა მიმდინარეობაა, რა გავლენა აქვს. კრიტიკა ლანძღვა და მიწასთან გასწორება კი არაა, თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, უნდა გაერკვე ეს მარტო უნიჭობაა თუ იმ პროცესის ნაწილია, რასაც გემოვნების დაკნინება ჰქვია და ა.შ. ამერიკული გამოცემიდან, რამდენიმე სტატია მაქვს ჩემთვის თარგმნილი, ისე წერეენ… ისეთივე შედევრებია, როგორსაც სცენაზე ნახავ. იღებენ ერთ თემას და ავითარებენ, თან მარტივად და გასაგებად. და არა ისე რომ ვერაფერი გაიგო. იყოს უარყოფითი შეფასება! შენიშვნა ბევრი მსმენია და გამითვალისწინებია კიდეც, თუმცა, ძალიან მკაცრი, უარყოფითი კრიტიკა არასოდეს მიმიღია. თუ არ ჩავთვლით ამ „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონას“, რაც არ მესმის რას ნიშნავს და კატეგორიულად არ ვეთანხმები. ის რაც „არქონა“ ჰგონია ამ აზრის ავტორს, სწორედ ისაა ჩემი პოზიცია. ეს ცოტა საფრთხილო თემაა და სცდება მსახიობობას, ხელოვნებას.

კადრი ფილმიდან "ბედნიერება".

კადრი ფილმიდან “ბედნიერება”.

სექტემბერში ნუცა მესხიშვილის ფილმმა „ბედნიერებამ!“, სპეციალური პრიზი მიიღო ვენეციის ფესტივალზე, ამ ფილმში თქვენც ხართ გადაღებული, რამდენად საინტერესო იყო ნუცასთან მუშაობა?

– არაჩვეულებრივად საინტერესო იყო მუშაობაც და სცენარიც. არა მგონია ამ ისტორიამ გულგრილი დატოვოს ნორმალური ადამიანი. როდესაც ფილმი ვნახე, ძალიან მომეწონა. მე არ ვარ იმ კატეგორიის მსახიობი, რომელსაც ყველაფერი მოსწონს, სადაც კი თვითონ თამაშობს. ყველაფერს ვხედავ, ბევრჯერ მწარედაც გამიკრიტიკებია, შეიძლება საჯაროდ არ ვამბობ, იმიტომ რომ ეთიკაც არსებობს.. მე ეს ფილმი მომეწონებოდა ჩემს გარეშეც. ჩემზე ძალიან იმოქმედა, გული მატკინა და შემეხო. ამ ადამიანმა კიდევ უნდა გადაიღოს ფილმი და თუ აღარ გადაიღებს, იქნება საშინელება.

კადრი ფილმიდან "ბედნიერება".

კადრი ფილმიდან “ბედნიერება”.

ამ ეტაპზე გაქვთ რამე შემოთავაზება კინოდან?

– არაფერზე არ მეძახიან.. სერიალებზე მე თვითონ ვთქვი უარი. არადა, არ მინდა რომ სულ გავქრე ამ სივრციდან. ბავშვები რომ მეყოლა, მე თავად ვთქვი უარი კინოზე, ტელევიზიაზე, ვერ მოვასწრებდი. თეატრი და ბავშვები, ასეთი იყო ჩემი პრიორიტეტი. გარკვეული პერიოდი ეს კარგად მუშაობდა, თეატრი მყოფნიდა, მაგრამ ახლა.. მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები.

ადრე ეს პოპულარობის პრობლემა საერთოდ არ გადარდებდათ

– ეგ რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მითუმეტეს რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი. უბრალოდ, როდესაც პოპულარობას ჰკარგავ, კინოში აღარ გეძახიან. ავიწყდები კინოსამყაროს. ამას მართლა განვიცდი, სხვა მხრივ მართლა ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი ჩემს მიღმააა. მირჩევნია ასე იყოს, ეს არის ჩემი უშეგნებულესი არჩევანი. კინომ რომ მომაქციოს ყურადღება, ამიტომ მინდა ცოტა პოპულარობა. კინოში მინდა მუშაობა. კინო სხვანაირად ხვეწს მსახიობს, მე ძალიან პატარა გამოცდილება მაქვს კინოში… იქნებ კიდევ რაღაც შევძლო, სულ რომ გავქრი ამ თვალსაწიერიდან. ადრე ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა, ადრე ეს არ მადარდებდა, ავტომატურად, თავისით მოდიოდა, ახლა გახდა ჩემი პროფესია ყველაზე მეტად საინტერესო ჩემთვის, მინდა რომ ეს გაგრძელდეს სცენაზეც და კინოშიც.

კომუნისტებზე გულაცრუებული მარჯანიშვილის „ჰამლეტი“

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი", რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

საქართველოში დაბრუნებული დიდი მაესტრო მარჯანიშვილი, ლეგენდარული ცხვრის წყაროს წარმოდგენის შემდეგ, კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილს ეტყვის: ეს ჭაბუკი ღვთის ნაბოძები ტრაგიკოსია, მე მას ჰამლეტს ვათამაშებ. ეს ჭაბუკი უშანგი ჩხეიძეა, ცხვრის წყაროშისრულიად უმნიშვნელო როლს თამაშობს ერთი წელიწადიც არაა, რაც რუსთაველის თეატრშია  ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, სულ 3 წელია რაც ქუთაისის გიმნაზიის მერხიდან წამოდგა და თბილისში წამოვიდა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ გულმა თეატრისკენ გაუწიაჯერ ჯაბადარის სტუდიაში იყო მცირე ხანს, შემდეგ ავჭალის აუდიტორიაში გამოდიოდა სცენისმოყვარეებთან და ახლა რუსთაველის თეატრშიაცხადია არ იცის რისთვის ამზადებს დიდი მაესტრო. არც სხვებმა იციან. მეტიც, 1925 წელს, რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოკრული განცახდება დასს ამცნობს კოტე მარჯანიშვილი მუშაობას იწყებს შექსპირის ჰამლეტზედა 1 ივნისს მთელი დასი უნდა გამოცხადდეს პიესის წაკითხვაზე.

ამ დროსაც არავინ იცის ვინ ითამაშებს ჰამლეტს. მაესტროს გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე პირმა იცის და მკაცრად გასაიდუმლოებულია. ოდნავ ახადა ფარდთავის რეჟისორულ ჩანაფიქრს და ჰამლეტის როლის შემსრულებელი დაასახელამცირე პაუზაუშანგი ჩხეიძე. უშანგი თითქოს სკამიანად გაწითლდა“ –დაწერს ათეული წლების შემდეგ აკაკი ვასაძე, მაგრამ როგორც უშანგი ჩხეიძის მოგონებებიდან ირკვევა, ჩხეიძე იმ შეკრებაზე არც ყოფილა, მეტიც მას უკვე სცოდნია მაესტროს გადაწყვეტილება. მაესტროს სეზონის ბოლო სპექტაკლის შემდეგ დაუბარებია და უთქვამს, ჰამლეტ უნდა ითამაშოო. მსახიობს ჯერ ხუმრობა ჰგონებია, სწყენია. მარჯანიშვილს განუმარტავს, რომ არ ხუმრობდა. მე, ბატონო, სადაური ჰამლეტი ვარყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე გარეგნულად სრულიად არ ვუდგები ჰამლეტსამბობდა მსახიობი. მარჯანიშვილი მალე დააჯერებს 27 წლის უშანგი ჩხეიძეს, რომ სწორედ მან უნდა ითამაშოს ჰამლეტი. ბედნიერებისგან გაბრუებული და აღგზნებული უშანგი 5 ღამეს ვერ დახუჭავს თვალს

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი", რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

მარჯანიშვილის ექსპერიმენტი გაამართლებს მას მერე ბევრჯერ დაიდგმება ქართულ სცენაზე ჰამლეტი, მაგრამ ვერავინ გადაჩრდილავს 27 წლის ბიჭის ნათამაშებ ჰამლეტს. მარჯანიშვილი მიქელანჯელოს ჟინით გამოაქანდაკებს არა მხოლოდ ჰამლეტს, არამედ ლეგენდასუშანგი ჩხეიძეზე. მაგრამ მარჯანიშვილის ექსპერიმენტს იმთავითვე ჰყავდაკატეგორიული მოწინააღმდეგე სანდრო ახმეტელი. ახმეტელი თვლიდა, რომ უშანგი ჩხეიძისთვის ადრე იყო ჰამლეტის თამაში, რომ უშანგი ჩხეიძე ნიჭიერი იყო, მაგრამ არ ფლობდა სათანადო ტექნიკას, გამოცდილებას, რომ მას გადაწვავდა ჰამლეტი. ახმეტელმა პირადადაც უთხრა უშანგი ჩხეიძეს, რომ ადრე იყო მისთვის ჰამლეტი, რომ  მაგის დროც მოვიდოდაუშანგი ჩხეიძეს სჯეროდა ახმეტელის გულწრფელობისა, მაგრამაცდუნა ჰამლეტმაჯერ შეთავაზებამ, შემდეგ კი უკვე დიდმა ტრიუმფმამაგრამ გავა წლები და თავის მოგონებებში, ახმეტელის ხსენების გარეშე დაწერს, რომ იმ მეგობარი რეჟისორის რჩევისთვის არ უნდა წაეყრუებინა, მეტი წინდახედულება და სულგრძელობა უნდა გამოეჩინა, ჰამლეტის თამაშზე არ უნდა დათანხმებულიყო და ჰამლეტი 1925 წელს კი არა, 1930 წელს უნდა ეთამაშა

ჩემი მოღვაწეობა საინტერესოა და მშვენიერი მაგალითია იმისთვის, თუ როგორ არ უნდა იცხოვროს და როგორ არ უნდა იმუშაოს მსახიობმა, თუკი მას სურს ნაყოფიერი და ხანგრძლივი მუშაობის უნარიანობა შეინარჩუნოს ბოლომდეჩემი რკინისებური ჯანმრთელობა მე გავტეხე, უსისტემო მუშაობითა და უსისტემო, დაუდევარი ცხოვრებით. მე გადავწვი ჩემი ენერგია და ხანმოკლე, ბედნიერ დღეებს თან მოჰყვა დაუკმაყოფილებელი და ჩემთვის უაღრესად ტრაგიკული დასასრულიწერდა უშანგი ჩხეიძე. გალაკტიონი მის სამარესთან იტყვის: – მიწაში ჩაესვენა ტრაგედიის ცეცხლისგან გადამწვარი, ჩვენი დროის დიდი მსახიობი, უშანგი ჩხეიძე

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი".

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”.

კოტე მარჯანიშვილი 1910 წელს, მოსკოვის სამხატვრო თეატრში თანარეჟისორად მუშაობდა გენიალურ ინგლისელ რეჟისორთან და სცენოგრაფთან – გორდონ კრეგთან, სწორედ „ჰამლეტის“ დადგმაზე. იმ დროიდან მოყოლებული, რეჟისორი გამუდმებით ფიქრობდა „ჰამლეტის“ დადგმაზე. მაგრამ რატომ გადაწყვიტა დაედგა მაინცდამაინც 1925 წელს? მით უმეტეს რომ რუსთაველის თეატრში 1923 წელს დაიდგა „ჰამლეტი“ (რეჟისორი აკაკი ფაღავა, ჰამლეტი – გიორგი დავითაშვილი) და წინა სეზონში თეატრის რეპერტუარშიც იყო? თანამდროვეთა მოგონებებიდან ირკვევა რომ მარჯანიშვილი 1924 წელს ძალიან ხშირად ლაპარაკობდა „ჰამლეტის“ დადგმაზე. ქართული თეატრის აღიარებული მკვლევარის ნოდარ გურაბანიძის საფუძვლიანი ვარაუდით, მარჯანიშვილის არჩევანი უშუალოდ უკავშირდება როგორც იმდროინდელ ისტორიულ ქარტეხილებს, ისე თავად რეჟისორის დიდი იმედგაცრუებას. ცნობილი ფაქტია, რომ კოტე მარჯანიშვილი დიდი ენთუზიზმით შეხვდა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციას, შეხვდა ისევე იმედით, როგორც მეიერჰოლდი, ეიზენშტეინი, ბლოკე, მაიაკოვსკი. იგი კვლავ კომუნისტური ილუზიების ტყვეობაში იყო მაშინაც როცა საქართველოში დაბრუნდა და „ცხვრის წყარო“ დადგა. ნოდარ გურაბანიძის ღრმა რწმენით, რეჟისორისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 1924 წელი, როდესაც კომუნისტებმა სისხლში ჩაახშვეს ქართველი მამულიშვილების აჯანყება. საგულისხმოა, რომ ამ სისხლიან ჩახშობამდე, იყო ასევე თავზარდამცემი ფაქტი – შეხვედრა სერგო ორჯონიკიძესთან. სანდრო ახმეტელი „სამხედრო ცენტრის“ წევრებთან ერთად დააპატიმრეს და მალე დახვრეტაც გადაწყვიტეს. როგორც ა. ვასაძის მოგონებებიდან ირკვევა, ახმეტელის თავზადაცემული მეუღლე, ტასო როსტომაშვილი თეატრში მივარდნილა და მსახიობებისთვის დახმარება უთხოვია: ბიჭებო მიშველეთ, სანდრო ახმეტელს დახვრეტა გადაუწყვიტეს, გადაეცით კოტეს, იქნებ სთხოვს სერგო ორჯონიკიძეს, მაგას დიდ პატივს სცემენ“. კოტე მარჯანიშვილმა მართლაც მიიღო ზომები. სასწრაფოდ შედგა დელეგაცია და სერგო ორჯონიკიძეს შეხვდნენ დაპატიმრებულთა განთავისუფლების მოთხოვნით. სერგო ორჯონიკიძემ მართლაც აჩუქა ახმეტელის სიცოცხლე მარჯანიშვილს, მაგრამ იმავე შეხვვედრაზე უარი თქვა კოტე აფხაზის განთავისუფლებაზე.

„კოტე მარჯანიშვილის თვალწინ გადაწყდა გამოჩენილ ქართველთა ბედი. შეუძლებელია მასზე დამთრგუნველად არ ემოქმედა ს. ორჯონიკიძის ფრაზას: „კოტე აფხაზი ჭკვიანი კაცია, ჩვენზე ბევრად განათლებული, არასოდეს შეგვირიგდება და მის განთავისუფლებას ვერ შეგპირდებით“. ე.ი. გამოდის: ჭკვიანი, ბევრად განათლებული, პრინციპული ადამიანი უნდა განადგურდეს? და ქვეყანა დარჩეს უჭკუო, გაუნათლებელ, უპრინციპო ადამიანებს? ამას ელოდა კ. მარჯანიშვილი ოქტომბრის რევოლუციისგან, რომელსაც იგი გულმხურვალედ ეხმაურებოდა თავისი შემოქმედებით? უეჭველია ს. ორჯონიკიძესთან ამ შეხვედრამ მას საბოლოოდ გაუტეხა გული „ახალი ქვეყნის შემოქმედნზე“. შემდგომ განვიტარებულმა მოვლენებმა კი საბოლოოდ დაანახეს მას ნიღაბჩამოხსნილი ბოლშევიზმის სისხლიანი სახე… ის რაც უყვარდა და რისი რწმენაც ჰქონდა მარჯანიშვილს, ფეხქვეშ გათელილი აღმოჩნდა, ეს გენიალური ადამიანი ხედავდა და გრძნობდა თავისი ხალხის ტრაგიზმს, ერი ისტორიის გზაჯვარედინზე იდგა, მორალურად განადგურებული, სულის სიღრმემდე შეძრული და დაბნეული. ერთი ისტყვით, აშკარაა, რომ ქართველი ხალხის მოწინავე ნაწილი „ყოფნა–არ ყოფნის“ დილემის პირისპირ აღმოჩნდა. ასეთ ატმოსფეროში კ. მარჯანიშვილის წინაშე, ბუნებრივია განსაკუთრებული სიმწვავით წამოიჭრა ჰამლეტის „ყოფნა– არყოფნის“, უსამართლობასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის თემა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ (თუნდაც ვარაუდის დონეზე), რომ „ჰამლეტის“ დადგმის  გადაწყვეტილება სწორედ 1925 წელს, კ. მარჯანიშვილმა 1924 წლის ამბების ზეგავლენით მიიღო… მისი „ჰამლეტი“ ყველაზე პოლიტიკრი დად ა ყველაზე მამხილებელი პათოსით განმსჭვალული ქმნილება იყო“ – წერს ნოდარ გურაბანიძე.

ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

უშანგი ჩხეიძის მოგონებებიც ცხადყოფს, რომ რეჟისორის გააზრებით: ჰამლეტ გაადამიანდა, გახდა უბრალო და დაუახლოვდა თანამედროვე ინტელლიგენტ ადამიანს, რომელიც მაშინ ჰამლეტივით ორ ეპოქათა მიჯნაზე იდგა.მასვე ადასტურებს აკაკი ვასაძის მოგონებები. მე მინდა შენი ჰამლეტ, უპირველეს ყოვლისა ადამიანი იყოსმიმართავდა მარჯანიშვილი ჩხეიძეს. მარჯანიშვილის გააზრებით: ჰამლეტ უაღრესად წმინდა ადამიანია, ადამიანური სინდისის განსახიერება, რომელიც მოჯადოებულ წრეში მოხვდა და მოწამეობრივად იტანჯებოდა, მაგრამ როდესაც უმაღლესი მსაჯულის თავისი სინდისის მეოხებით ბოლომდე შეიცნობს მის გარშემო არსებულ სიბინძურეს, ებრძვის ამ ჭუჭყს, ჭაობს და ამოაშრობს კიდეც, ოღონდ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე (აკაკი ვასაძის მოგონებებიდან). გურაბანიძის თქმით, ჰამლეტის სახის ამგვარი გაგება ედო საფუძვლად მთელი სპექტაკლის კონცეფციას, დაწყებულს მსახიობთა შესრულებით, მუსიკით (გამოყენებული იყო ჩაიკოვსკის მუსიკა) დამავრებული ირაკლი გამრეკელის სცეოგრაფიით, რომელიც აკაკი ფაღავას თქმით ცისარტყელად მოევლინა სპექტაკლის გარეგნულ მხარეს. წორედ ჰამლეტის სახის ამგვარი გააზრებიდან გამომდინარე, მთლიანად იყო მოხსნილი ჰამლეტის ნევრასტენიული ბუნების საკითხი. მარჯანიშვილის ჰამლეტამდე ერთი წლით ადრე, ჰამლეტ ითამაშა სახელგანთქმულმა მიხეილ ჩეხოვმა, რომლის შესახებაც ლუნაჩარსკი წერდა: ეს იყო საშინლად ნერვული ბუნების ადამიანი, სულიერად იმდენად დაცემული, რომ თქვენ სრულიადაც არ გაგაოცებდათ არც აჩრდილის გამოჩენა, არც ის სიტყვები, რომელსაც თითქოს წარმოსთქვამს აჩრდილი. სინამდვილეში ჰამლეტ ამ სიტყვებს თავის თავს ეუბნება, რადგან მისი წინათგრძნობა ხილვებშია განსხეულებული. იგი ჰალუცინაციებს შეუპყრია, რადგან გონებიდანაა გადამცდარი. ჩეხოვის ჰამლეტი თუ გონებიდან იყო გადამცდარი, უშანგი ჩხეიძის ჰამლეტ გიჟობანას თამაშობდა მისტიფიკაციას მიმართავდა, შეშლილი ადამიანის ნიღაბს იყენებდა, რათა თავისი ფიქრები და განზრახვანი უკეთ შეენიღბა. მან დაასწრო თავის მტრებს, სულ ერთია სასახლის კარი, მაინც შეშლილად გამოაცხადებდა (. გურაბანიძე).

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი". რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”. რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

მარჯანიშვილმა ჰამლეტის სახის გააზრებას დაუქვემდებარა პიესის მონტაჟი – გადააგილა სცენები, მეტი დინამიკურობა შესძინა სპექტაკლს, თეატრის ისტორიას კი კიდევ ერთი მონტაჟი დაუტოვა – ვირტუოზული. ჰამლეტ სცენაზე ჩნდებოდა ცნობილი მონოლოგით „რად არ მეშლება ეს სხეული“. „ეს მონოლოგი, როგორც ცნობილია, პიესის მეორე სურათშია, იგი სწორედ კლავდიუსის მეფედ კურთხევას მოსდევს. კ. მარჯანიშვილმა კი წინ გადმოიტანა და ანუ სცენურ ვარიანტში, ის წინ უსწრებს კლავდიუსის ინტრონიზაციას. ამით რეჟისორმა დინამიკურობა მიანიჭა მოქმედებას და, რაც მთავარია იმთავითვე საცნაური გახადა ჰამლეტის სულიერი მდგომარეობა“ (ნ. გურაბანიძე). თუ შექსპირთან მეფე-დედოფალი და ამალა გადის სცენიდან და ჰამლეტი მარტო რჩება, აქ პირიქით, კლავდიუსისა და გერტრუდას ზარზეიმით სასოწარკვეთილი ჰამლეტ გარბოდა სცენიდან, სწორედ ამ დროს ატყობინებდა ჰორაციო აჩრდილის ამბავს და კვლავ მონტაჟი – თუ პიესაში სხვა სცენები მოსდევს ამ შეტყობინებას, სპექტაკლში უკვე მამის აჩრდილთან შეხვედრის სცენა იყო, ამ მანიპულაციას მორიგი მოჰყვა – პიესის მესამე მოქმერდებიდან გადმოიტანა ყოფნა-არყოფნის მონოლოგი. თუ პიესაში ეს მონოლოგი მსახიობებთან შეხვედრის შემდეგაა, მარჯანიშვილმა, მცირე, უმნიშვნელო ეპიზოდის შემდეგ პირდაპირ მიადევნა აჩრდილთან შეხვედრის სცენას  და ეს მონოლოგი წარმოათქმევინა სასახლის სამლოცველოში. ამ სვლას მოჰყვა მორიგი მონტაჟური სვლა – ჰამლეტს დამთავრებული არ ჰქონდა აღსარება, რომ სამლოცველოში კლავდიუსი შეიყვანა და პირისპირ შეახვედრა ჰამლეტს. პიესაში კლავდიუსის ლოცვა მესამე მოქმედების ბოლოსაა – მსახიობების მიერ გათამაშებული გონზაგოს მკვლელობის შემდეგ, ანუ როცა უკვე მხილებულია ძმის მკვლელობაში, მარჯანიშვილთან კი ეს ლოცვა-აღსარება წინ უსწრებდა მხილებას და პირდაპირ მოსდევდა ჰამლეტის ლოცვას. მარჯანიშვილი მსახიობებს უნმარტავდა: „ჰამლეტ იმიტომ მისულა ეკლესიაში, რომ ღმერთს შეეკითხოს, რა გზით შეებრძოლოს მოზღვავებულ ბოროტებას. აქ სამლოცველოში იმიტომ მოვუყარე თავი მსაჯულსაც და დამნაშავესაც, აქ დავუპირისპირე ერთმანეთს აღსარება  ბრალმდებლისაც და ბრალდებულისაც… ეს ახალი სცენური პირობები უფრო შეეფერება „ყოფნა –არ ყოფნის“ მონოლოგს და კლავდიუსის ლოცვის ეპიზოდებს, რომელიც პიესაში ცალკე სცენებადაა მოცემული“… დიდმა მაესტრომ ამგავრი სვლებით, კლავდიუსისგან ჰამლეტის სრულყოფილი მხატვრული ატიპოდი შექმნა. კლავდიუსის როლის შემსრულებელი აკაკი ვასაძე (რომელიც მაშინ მხოლოდ 26 წლის იყო) წერს: „კლავდიუსის სახემ ისეთი მნიშვნელობა, ისეთი ღირებულება მოიპოვა ჩვენს სპექტაკლში, როგორც არც ერთ სხვა თეატრში არ მოუპოვებია – კლავდიუსის სახეში აქცენტირებული იყო ბოროტების ტრაგიკულობა ჰამლეტის სიკეთის ტრაგიკულობასთან ტოლფასოვანი შეპირისპირებით“.

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ოფელიას როლზე ოთხი მსახიობი იყო დანიშნული, მაგრამ საბოლოოდ ვერიკო ანჯაფარიძე აღმოჩნდა ყველაზე შესაფერისი. სწორედ ვერიკოს ოფელია აკმაყოფილებდა გენიოსი რეჟისორის მოთხოვნებს და სწორედ ვერიკო იყო იდეალური პარტნიორი უშანგი ჩხეიძისთვის. ჰამლეტშივერიკოს შესრულების მწვერვალად განიხილება ოფელიას შეშლილობის სცენა. 25 წლის ვერიკო ანჯაფარიძე მართლაც მწვერვალზე ავიდა, როგორც წერდნენ ქართული თეატრი მანმადე არ იცნობდა მსახიობის თითოეული ბგერისადმი, თითოეული მოძრაობისადმი აუდიტორიის სრული მორჩილების, მასზე მსახიობის თითქმის მაგიური ზემოქმედების სხვა მაგალითს. ვერიკო ანაჯაფარიძე მაყურებელზე განუზმომელ ზემოქმედებას აღწევდა, მოძრაობა ძალიან ძუნწიაფიორიაქებული გრძნობები ინტონაციას მოჰქონდა წერდა მოგვიანებით თავად ვერიკო ანჯაფარიძე. შეშლილობის სცენა განსაკუთრებით ჰყვარებია მარჯანიშვილს. მოახლოვდა ოფელიას სიგიჟის სცენა. მარჯანიშვილმა თვითონ დაათვალიერა მარცხენა კულისი, საიდანაც მე უნდა გამოვსულიყავი. კამი მომაწოდადაჯექი, ნუ იღლები, შემიმკო თმები ბალახებითა და ყვავილებით. ომეფერა და ისე გამიშვა სცენაზე. ან იცოდა რომ ეს სცენა მთლიანად იყო დამოკიდებული ჩემს განწყობაზე. ალბათ გრძნობდა რომ მისი ხელის შეხება მამშვიდებდა და შთაგონების ძალას მმატებდაიგონებდა ვერიკო ანჯაფარიძე. ნობილია ის ფაქტიც, რომ შემდეგ მარჯანიშვილი ყოველთვის აკითხავდა ვერიკოს სიგიჟის სცენის წინ და თავისი ხელით უმკობდა თმას ყვავილებით. ვერიკოს მოგონებებიდან ცნობილია ისიც რომ ერთერთ წარმოდგენაზე მარჯანიშვილი თეატრში არ ყოფილა, ისე გასულა სცენაზე ვერიკო ამ სცენის სათამაშოდ, როგორც თავად წერს არაფერი გამოსდიოდა, მანამსანამ ლოჟაში თვალი არ მოჰკრა თეატრში დაგვიანებით მოსულ რეჟისორს

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“ – რუბრიკაში „ქართული შედევრები“.

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მარჯანიშვილის მიერ დადგმული „ჰამლეტი“ ვერ მოხვდა, 29 ქულით 29–2 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საკუეთესო სპექტაკლებს შორის  კოტე მარჯანიშვილის 5 სპექტაკლი დასახელდა. ოცეულში მოხვდა ორი სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“ (მეორე ადგილზე) და „ცხვრის წყარო“ („ფუენტე ოვეხუნა“) (მე–12 ადგილზე).

 

 

მამათა გოდება (ნეკროშიუსის „ჰამლეტი“, ლაშას „ციცინო“, ირანელების „როსტამი და ზოჰრაბი“…)

რეზო შატაკიშვილი

თბილისის მეორე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. წინ სრული ერთი წელიწადია, ვიდრე კვლავ მოგვეცემა საშუალება თვალი მივადევნოთ თანამდროვე მსოფლიო თეატრის მაჯისცემას…


ნეკროშიუსის „ჰამლეტი“

დაგიკრავთ ტაში მსახიობებისთვის ქუჩაში? ან გაგჩენიათ ამის სურვილი?

მე ასეთი სურვილი პირველად გამიჩნდა და პირველად დავუკარი ტაში ქუჩაში მსახიობებს ნეკროშიუსის „ჰამლეტის“ შემდეგ… წვიმა თბილისში ზუსტად ისე სცრიდა, როგორც ნერკროშიუსთან სცენაზე, ლიტველი მსახიობები მოდიოდნენ ლაღად, სხარტად. ქუჩაში ლაღად მოდიოდა გერტრუდა (დალია სტორიკ–ზიკუვიანე), გერტრუდა, რომელმაც მართლა თავზარი დამცა ზუსტად მიგნებული პლასტიკით. მისი გერტრუდა კი არ დადიოდა რაღაც მხეცივით დაბანცალებდა, დაძუნძულებდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა ჰქონდა გამოცლილი, თითქმის არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერს გვეუბნებოდა თავის გმირზე – კლავდიუსისგან დაბეჩავებულ ქალზე, რომელსაც უყვარს შვილი, გარემოებათა მსხვერპლია და მართლა არ იცის რა გზას დაადგეს, რა იღონოს როცა უღონოა…

მოდიოდა ოფელია, რომელიც სცენაზე გამაოგნებელი იყო – აფექვევდა სიყვარულს, ჰამლეტის და ცხოვრების სიყვარულს. მწვანეკაბიან ოფელიას სიცოცხლე შეჰქონდა  ნეკროშიუსის პირქუშ სასცენო ფერწერაში. ჰამლეტთან განშორების სცენაში ტილოთი იატაკს წმენდს, როცა ჰამლეტი მონასტერში წასვლას ურჩევს, იგი იღებს ამ ჭუჭყიან ტილოს, იხურებს  თავზე და ამ ჭუჭყიანი ტილოთი ხდება სასწაული – შენს წინ უმანკოების, სიწმინდის, სისუფთავის ხატება იკვეთება რელიეფურად.

ამ სცენამ ფარაჯანოვის „სურამის ციხე“ გამახსენა – ლელა ალიბეგაშვილი თავშლის სამგზის მოხდა–მოხურვით რომ ქმნის პირჯვრის გადაწერის მეტაფორულ ექვივალენტს…

სად ვითარდება ჰამლეტის ტრაგედია? ნეკროშიუსთან მოქმედბის ადგილი დაკონრეტებული არაა. გარემო პირქუშია, ნისლიანი, თავზარდამცემი.

სცენაზე სცრის. სცრის მთელი სპექტაკლის მსვლელობისას. დროთა კავშირი დაღვეულია. სათიდან ამოგლეჯილი ზიგზაგებიანი დისკო ჰაერშია გამოკიდული. ზიგზაგებიან დისკოს  წყლის წვეთები სცვივა, რიტმულად წკაპა–წკუპით ეხეთქება დოლს. ტრაგედია ჯერ არ დაწყებულა, მალე დაიწყება – გაიტანენ დოლს, რომელიც ფინალში დაბრუნდება და წკაპა–წკუპს ბრაგუნი შესცვლის – ნიშანი უკვე მომხდარი ტრაგედიის. ფინალამდე სცენაზე მძლავრობს ყველა სტიქია – ნისლი წვეთებად იქცევა, წვეთები ყინულად, ყინულს ცეცხლი ადნობს, ცეცხლი ნახშირს წარმოქმნის. ნეკროშიუსი ამბობს რომ აქ მეტაფორა არაფერ შუაშია, რომ მას უყვარს ნამდვილი, ხალასი  თავისთავადი ელემენტები, რომ მდგომარეობათა ცვალებადობა ადამიანის ცხოვრებაშიც მეორდება – ბავშვობა, სიყმაწვილე, ახალგაზრდობა, სიბერე…

სწორედ ამ ელემენტებით გვამცნობს რეჟისორი ჰამლეტის სულში მიმდინარე ცვალებადობას – ყინულით აბანინებს ფეხს მამის აჩრდილი ჰამლეტს, ყინულებიანი ჭაღი შემოაქვს მომდევნო გამოჩენისას და ზიგზაგებიან დისკოზე კიდებს, კიდებს იქ, სადაც მანამ ბეწვის ქურქი დასტოვა – ეს თითქოს ნიშნებია რომ ჰამლეტმა არ დაივიწყოს დადებული ფიცი… ფიცის დადებისას სავარძელს ცეცხლი ეკიდება, ნახშირი მოგვიანებითმურად იქცევა, მურად რომლითაც ჰამლეტი სახეს შეუფეთქავს არტისტებს, გონზაგოს მკვლელობა რომ გაითამაშონ. მურის ცხება რიტუალის დონეზე ადის – მსახიობებს სახეს უმურავს, ავენს, თავთით სკამებს ადგამს, ცეცხლს უნთებს, ტრანსში მყოფი არტისტები ფართხალებენ, ერთი მელოდიურად ღიღინებს, სხვა წამოიყვირებს… ჰამლეტი გვამცნობს „დგება ჟამი ღამეული ჯადოქრობისა“… ჰამლეტი ჯადოქრობას მიმართავს სიმართლის დასადგენად… მურის ცხება გრძელდება – მსახიობები გერტრუდას სცხებენ მურს, გერტრუდა – ოფელიას, კლავდიუსს, კლავდიუსი იშორებს მურს, მსახიობები კვლავ სცხებენ მურს და ამ ისტერიულ მურის ცხებაში ადგენს მომაკვდინებელ სიმართლეს ჰამლეტი…

ნეკროშიუსის ჰამლეტი – ანდრიუს მამონტოვასი მართლაც შეუდარებლად წრფელია, ნეკროშიუსის ექსპერიმენტი წარმატებულია – რეჟისორმა ჰამლეტის როლზე აიყვანა პოპულარული მომღერალი პანკის ვარცხნილობით, რაღა თავი დაეღწია შტამპებისგან და დღევანდელი თეატრის ჩაკეტილობისგან, რომელსაც იგი სექტანტურს უწოდებს.

და მაინც რითი გვხიბლავს ნეკროშუსი? აურაცხელი მეტაფორებით? თავის სამტვრევი რებუსებით? თუ ამ რებუსების ამოხსნა სცადე, ეგებ ჰამლეტის ბედიც გეწიოს. იქნებ არცაა ყველაფრის ამოცნობა, ამოხსნა საჭირო, იქნებ უნდა შეიგრძნო? მისი მეტაფორები, რებუსები ხომ ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც კონტაქტს ამყარებენ მაყურებლის არაცნობიერთან და პირდაპირ გადასცემენ კოდირებულ ინფორმაციას. ცნობიერად კი ეს მეტაფორები მართლაც საამოა საყურებლად.

ნეკროშიუსს უყვარს რებუსებიც, გამოცანებიც. მეტიც ის სამყაროს განიცდის როგორც გამოცანას – მიცემულს ადამიანისთვის. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სპექტაკლების ვიზუალის ფანტასტიკურობა და მხატვრული აზროვნების მითოლოგიზმი.

ნეკროშშიუსი გვხიბლავს იმით, რომ ამ მეტაფორებით, რებუსებით, პირქუში ატმოსფეროთი სავსე სპექტაკლში ძალდაუტანებლად იკითხება სათქმელი და იდეა მარტივად მოდის.

„იქნებ ყველაფერი გაცილებით მარტივია და ჩვენ ვართულებთ. რაღაც გაუგებრობას ვქმნით, რადგან მარტივი სიმართლის შეცნობა არ შეგვიძლია“ – კითხულობს ნეკროშიუსი და მისი სპექტაკლის შემდეგ მართლაც გაოცებს მარტივად მიგნებული სიმართლით – ჰამლეტი მამამ დაღუპა, მამის აჩრდილმა დაურღვია სულის სიმშვიდე, აიძულა შურისძიება, შეიწირა… ნეკროშიუსთან ჩვენ ვხედავთ როგორ ბატონობს სიკვდილი, როგორ თეალვს ირგვლივ ყოველივეს, სცენას გვამებით ავსებს…

„ეს არ არის სიზმარი, ეს აპოკალიფსური შეხვედრაა. გარდაცვლილი მამის ხილვამ შეიძლება შეარყიოს ადამიანის ფსიქიკა. ჰამლეტი ფიცს სდებს, რომ შურს იძიებს და სამყარო მაშინვე ცეცხლში გაეხვევა. ეს ჰამლეტის სული იწვის. იგი თავის სიყვარულს მსხვერპლად სწირავს შურისძიებას, აი, სად არის ტრაგედია. ჰამლეტი უარყოფს სიყვარულს შურისძიების გამო. მას უყვარს ოფელია, მაგრამ მონასტერში აგზავნის. ახლა მხოლოდ სიმართლის დადგენას ცდილობს, სიყვარული კი ხელს უშლის. იცით, რა არის შექსპირთან ყველაზე დიდი გამოცანა ჩემთვის? მამა თავის ერთადერთ შვილს, მემკვიდრეს დაასნეულებს, სიკვდილზე აგზავნის, რომელი მამა ისურვებდა ამას? მამა აიძულებს საკუთარ შვილს დანაშაული ჩაადენინოს, რატომ? და კიდევ, როგორ ეცხადება გარდაცვლილის სული ადამიანს. ვფიქრობ ჰამლეტი გარკვეულ მენტალურ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, აჩრდილი რომ დაენახა. … მშობლები არასოდეს ბრუნდებიან იმ სამყაროდან ასეთი სახით. ისინი ჩვენში არიან და ჩვენს თვალის ფერში, თმაში, პროფილში თუ დავინახავთ…“ (ნეკროშიუსი).

დიახ, ჩვენ ვერ ვხვდებით მამების, წინაპრების აჩრდილებს, მაგრამ ისინი ჩვენში არიან, გვიბიძგებენ შურისძიებისკენ, გვღუპავენ…

ნეკროშიუსთან ფინალში ჰამლეტი ემბრიონულ პოზაში კვდება – დოლი აქვს ჩაბღუჯული, რომელსაც ვერ აცლიან, თავზარდამცემია მამის აჩრდილის გოდება, მოთქმა, ბღავილი… მამა ნანობს რომ შვილი დაღუპა, შვილი შეიწირა…

ამგვარი ფინალით ნეკროშიუსი მწარე სიმართლეს ყინულის ლოდებად ამტვრევს სახეზე მამების თაობას, იმ მწარე სიმართლეს, რომელიც აჩრდილის სიმართლეზე ბევრად მწარე და ცივია…

მართალია თავად ნეკროშიუსი მიიჩნევს რომ „ჰამლეტი“ უფრო თეორიული პიესაა, სცენაზე ძნელად დასამორჩილებელი, რომ მისი წარმატებით დაპყრობა შეუძლებელია, მაგრამ… ჩვენ ვნახეთ მისი „დამორჩილებული“ „ჰამლეტი“…


ლაშას „ციცინო“… ვიცინოთ?

მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ფრანგებმა ლაშა ბუღაძის „ციცინო ანუ პოლიტიკური პიესა“ წარმოგვიდგინეს. ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ ახალგაზრდა დასს („სასცენო ხელოვნების კომპანია“ 2007 წელსაა დაარსებული) – ფიგურალურად რომ ვთქვათ ჯერაც რბილჩლიქება „კოზაკს“ ალბათ არც მიეცემოდათ საფესტივალო აქმელმების ქარავანში მოხვედრის საშუალება რომ არა ლაშა ბუღაძე, უფრო სწორად ის ფაქტი, რომ ქართული პიესა დადგეს.

ქართული პიესების უცხოური დადგმებით კი ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ქართული დრამატურგიიდან ეს პატივი ისევ ცაგარელის „ხანუმას“ თუ ერგება ხოლმე, ისეც ისევ რუსეთის პროვინციებში.

სასცენო ხელოვნების კომპანია მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარებასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობებზეა ორიენტირებული და გასაგებიცაა დაინტერესება ქართველი ავტორით. ფრანგების დაინტერესების კიდევ ერთი ფაქტორი კი ის გახლავთ რომ ლაშას ციცინო მათი ჟანა დარკის ქართველი „ალიკვალია“  – ღმერთისა და მეფისტოფელისთვის უცნობ, 19 წლის ქართველ სოფლელ გოგონას, ციცინოს წმინდანები ელაპარაკებიან და „ჩააგონებენ“  იბრძოლოს რუსეთ–ჩეჩნეთისა და შემდეგ მსოფლიო ომის შესაჩერებლად. ციცინოს სჯერა რომ შეაჩერებს სისხლისღვრას ჩეჩნეთში. ბუღაძის ეს ირონიული პიესა 2001 წელსაა დაწერილი. სავსეა ბუღაძისთვის დამახასიათებელი იუმორით, რაც ჩვვენს დღევანდელობას პირდაპირ ეხმიანება, მაგრამ ალალად თუ ვიტყვით, ლაშა ბუღაძის ეს მახვილგონიერი ტექსტი ღადაობა უფროა ჩვენში ფესვგადგმულ ფსევდომესიანისტურ განწყობებზე – განა ცოტა ციცინოს ვიცნობთ, თავი ამ ქვეყნის მხსნელი რომ გონია და ჩვენ სხვა არჩევანს რომ არ გვიტოვებს, გარდა იმისა რომ ვიცინოთ? ჰოდა ვიცინით მათზეც და ვიცინით ფრანგულად აჟღერებულ ბუღაძეზეც.

თუმცა, სპექტაკლის მსვლელობისას იოლად შეამჩნევდით რაზე ეცინებოდა მაყურებელს – ახალგაზრდა, არც თუ უნიჭო, მაგრამ დიდ აქტიორულ ტექნიკას მოკლებულ ახალგაზრდების თამაშზე თუ ისევ ბუღაძის ქართულ ტესტზე – სცენის გვერდით რომ გადიოდა ტიტრებად… და ისიც რაზე იცინოდნენ? სხვადასხვა წმიდანის აკვიატებული ხსენებით. დღეს ხომ რატომღაც მოდად იქცა ვიცინოთ წმიდანებზე და არა ციცინოებზე. ამიტომაც ედებოდათ გულზე მალამოდ ღმერთზე ნაწყენ „ციცინოებს“ ბუღაძისეული რეპლიკები და ნაცვლად იმისა რომ თავიანთი თავი ამოეცნოთ – თავი ციცინოდ ეცნოთ, გულიანად ხარხარებდნენ წმიდანებზე.

სხვა რა მოგახსენოთ? დასი ახალგაზრდაა, ეტყობათ რომ გარჯილან, თუმცა რაღაცით მაინც სტუდენტური სპექტაკლის შთაბეჭდილებას ტოვებენ. და კიდევ – პირობითი სცენოგრაფიული გადაწყვეტისთვისაც „მიუგნიათ“ – სამი კონსტრუქციაც აუწყვიათ რკინაკავეულისგან, რომელსაც დაუსრულებლად დაახრიგინებენ – ხან ააყირავებენ, ხან დააყირავებენ, გასწვენ და გამოსწევენ…

ირანული თოჯინები

ფირდოუსმა 35 წელიწადი მოანდომა პროზაული „შაჰნამეს“ პოემად ქცევას – სპარსული პოეზიის მწვერვალზე აყვანას. კომპოზიტორმა ლორის ჩექნოვერიანმა კი სრული 25 წელიწადი შეალია ირანული ეპოსის მოტივებზე ოპერა „როსტამი და ზოჰრაბის“ შექმნას. სწორედ ამ ოპერის მიხედვით დადგა ბეჰრუზ ყარიბფურმა თოჯინური სპექტაკლი „როსტამი და ზოჰრაბი“, რომელიც პირველად 2005 წელს შესრულდა ფირდოუსის ცენტრში. შემდეგ მოიარა ლონდონი, რომი, ტურინი, პრაღა, დუბაი და ყარიბფურის აღორძინებულმა მარიონეტების ირანულმა ოპერამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ყარიბფურმა კარგად გაიაზრა ირანელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა – მაღალმხატვრული სპარსული პოეზია, ნაციონალურ–რელიგიური ოპერა ტააზიეჰის ტრადიციები და ირანელთა სიყვარული თოჯინური სპექტაკლების მიმართ. გარდა ამისა, ირანში დღემდე იკრძალება სცენაზე ქალის გამოსვლა, მაგრამ ეს აკრძალვა ქალებს ეხებათ და არა „მარიონეტ ქალებს“…

ფესტივალის ორგანიზატორების ძალისხმევით, ამჯერად უკვე ქართულ მაყურებელს მიეცა საშუალება ენახა და მოსემინა ირანული თოჯინური სპექტაკლი.

რას გვიამბობდნენ 15 მეთოჯინის მიერ გაცოცხლებული 100 მარიონეტი?

აიხადა ფარდა, განათდა სცენის სიღრმე და გაცოცხლდა ვეება მარიონეტი… რომ არ გცოდნოდა რომ თოჯინურ სპექტაკლზე ხარ, ეგებ უცებ ვერც კი მიმხვდარიყავი რომ თოჯინა მოძრაობდა და არა ადამიანი… ადამიანი გნებავთ ოდნავ სტილიზებული პლასტიკით… სპარსული თოჯინები ხომ ისე მოძრაობდნენ ლამის ბევრ ცოცხალ არტისტს რომ შეშურდება…

ჩვენს თვალწინ გათამაშდა ირანული ეპოსის გმირის, ძლიერებისა და ღირსების სიმბოლოს – როსტამის ტრაგიკული ისტორია, მამა–შვილის შერკინების სევდიანი ამბავი. მტერი როსტამს რაშს მოსტაცებს, როსტამი დაედევნება, ღამეს ათევს სამანგანის მეფის სასახლეში, შეუყვარდება მეფის ასული თაჰმინე, ერთად გაატარებენ იმ ერთ ღამეს, დილით როსტამს რაშს მოჰგვრის მეფე, როსტამი მიდის, თაჰმინე შობს იმ ერთი ღამის ნაყოფს – ზოჰრაბს. ზოჰრაბი 14 წლის ასაკში იგებს ვინაა მამამისი.  გაიგებს და გადაწყვეტს ტახტიდან ჩამოაგდოს ირანის მეფე ქაიქაოსი და გაამეფოს თავის მშობლები. ირანის დაუძინებელი მტერი, თეირანის მეფე აფრასიაბი გადაწყვეტს ზოჰრაბის ხელით მოიშოროს როსტამი – ყველაფერი ქნას საიმისოდ რომ მამა–შვილმა ბრძოლის ველზე ერთმანეთი ვერ იცნონ. ვერც იცნობენ – ისინი აფრასიაბის ინტრიგის ქსელში იხლართებიან – ერთმანეთს ერკინებიან, როსტამი კლავს ზოჰრაბს, ისე რომ არც იცის თავის ძეს რომ კლავს…

მამა გოდებს შვილის ცხედართან…

მამის აჩრდილი გოდებდა ნეკროშუსის „ჰამლეტში“, მამა გოდებს „როსტამსა და ზოჰრაბში“…

საფესტივალო დღეებში მაყურებელმა ასევე იხილა ცეკვის კომპანია „კიბუცის“ (ისრაელი) წარმოდგენა „ბნელ ბაღში“. „კიბუცის“ წარმოდგენამ მაყურებლის ნაწილი აღაფრთოვანა, ნაწილი იმედგაცრუებული დატოვა. მაყურებლისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა თემურ ჩხეიძის მიერ ტოვსტონოგოვის სახელობის დიდ დრამატულ თეატრში დადგმული „კოპენჰაგენი“  (მთავარ როლში ოლეგ ბასილაშვილი). მაყურებლისთვის მართლაც საინტერესო იყო მარჯანიშვილის თეატრში წამოდგენილი ბრიტანული სპექტაკლი „სასტუმრო მათუსალა“.

სპექტაკლი ამნეზიით დაავადებული ღამის პორტიე ჰარის განცდებს გადმოგვცემს. მის სულში მიმდინარე ქაოსს. სპექტაკლი საინტერესო იყო ფორმის მხრივ – მაყურებელი სცენაზე მიმდინარე ამბავს ექვსმეტრიან, საფოსტო ყუთის ფორმის ფანჯრიდან ადევნებდა, სცენის უკანა კედელზე ფილმის პროექცია გადიოდა. თხრობისა და ქმედების ეს თანამედროვე თეატრალური ინტერპრეტაცია ზოგისათვის სასიამოვნო სანახაობა აღმოჩნდა.

დასრულდა ფესტივალი. იმედი ვიქონიოთ რომ მომავალ ფესტივალამდე ქართული თეატრი რამსე ხეირიანს შემოგვთავაზებს და ოფელიასვით არ გვათქმევინებს – „ვაი ჩემს ყოფას, რას ვხედავდი და აწ რას ვხედავ“…

(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”)

 

კორშუნოვასის „ჰამლეტი“, სტრელერის სასწაული და… „ზევს ჩკა“…

რეზო შატაკიშვილი

დაიწყო თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და უკვე მოხდა ორი სასწაული – ერთი სცენაზე – როცა სახელგანთმქული პიკოლო თეატრი გენიალური ჯორჯო სტრელერის უკვდავ შედევრს „არლეკინო – ორი ბატონის მსახურს“ წარმოადგენდა და მეორე – მარჯანიშვილის თეატრის მისადგმომებთან, როცა მაყურებელი თეატრს აწყდებოდა და პატრულის გამოძახება გახდა საჭირო მასობრივი არეულობისგან თავდასაცავად. მაყურებლის ასეთი ცხოველი ინტერესი – უკვე თავისთავად წარმატებაა…

რად არ დაგვეშალა სხეული?

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა შარშანდელის მსგავსად წელსაც ლიტვის ახალგაზრდა გენიად შერაცხული ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლით დაიწყო. შარშან კორშუნოვასის  „რომეო და ჯულიეტამ“ მართლაც საოცარი შთაბეჭდილება დატოვა და შესაბამისად, წელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა მისეულ „ჰამლეტს“.

მაგრამ… რბილად რომ ვთქვათ მოლოდინი სრულიად არ გამართლდა, ფიგურალურად რომ ვთქვათ – შარშანდელ ფქვილს წლევანდელი ნაცარი ჩაენაცვლა – რომელიც თითქოს თვალებში შემოგვაყარეს…

არადა, თითქოს რეჟისორი არ ღალატობს არჩეულ გეზს – კლასიკა დადგას როგორც თანამედროვე პიესა, თითქოს ტრადიციულად ცდილობს მონახოს ახალი ფორმა, მოქმედბის ადგილსაც კვლავინდებურად ცვლის – „რომეო და ჯულიეტა“ თუ სამზარეულოში გაითამაშეს, ახლა „ჰამლეტს“ თამაშობენ – საგრიმიოროში… მაგრამ „რომეო და ჯულიეტაში“ ფორმა და შინაარსი ერთ მთლიანობად იკვრებოდა, აქ კი… ფორმა ცალკე გარბოდა, შინაარსი – ცალკე… შექსპირის ტექსტი კი მთლად იმ 9 საგრიმიორო მაგიდასავით, რომელსაც წამდაუწუმ დაარიხინებდნენ…

არადა, დაწყებით ურიგოდ ნამდვილად არ დაწყებულა… მაყურებელს მსახიობები დარბაზში დაგვხვდნენ – ზურგით, თავის საგრიმიორო მაგიდებთან იხსდნენ. დაიწყო სპექტაკლი რეპლიკის გათამაშებით – მრავალგზის ყველასგან განმეორებული კითხვით „ვინ ხარ“, ტექნიკური ხმაურიც თითქოს შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნიდა, მაგრამ…. ეს ფხაჭუნი, „სვერლოვკის“, ხერხვის, შუშის, რკინის ჭრის ხმა გრძელდებოდა მთელ სპექტაკლში დაუსრულებლად, წამდაუწუმ და ვეღარ გაიგებდი სად იყო ეს საგრიმიორო თეატრში თუ სადურგლო, საზეინკლო და სამხერხაო საამქოროებს შორის? ხრჭიალს, ფხაჭუნს ემატებოდა ერთის მხრივ ძუნწი განათება (მსახიობის სახეს რომ ვერ გაარჩევდი) და მეორეს მხრივ ნეონის განათება, სარკეების თავს რომ ანათებდა და თვალს გჭრიდა…

ლამის ვეღარ გაიგებდი ვინ იყო იმ დღეს ჰამლეტი დარიუს მეშკაუსკასი თუ შენ? იმიტომ რომ ამ ფხაჭუნ–წუილ–კაშკაშის გადამკიდეს გებადებოდა კითხვა – რად არ მეშლება ეს სხეული ესრეთ მაგარი?

ცხადია, ამ ყველაფერსაც კიდე იოლად გაუმკლავდებოდი შენს წინ შექსპირი რომ გათამაშებულიყო… ვიღაც შემომიბრუნდება და შემახსენებს რომ კორშუნოვასის „ჰამლეტი“ სახელგავარდნილია, აღიარებულია, აქებდა პრესა… მე თეატრის კანონს შევახსენებს – მაყურებელი ყოველთვის მართალია.

ნუ დამძრახავთ თუ დარიუს მეშკაუსკასის ჰამლეტს ვერ მივიღებ ჰამლეტად, იმიტომ კი არა, რომ იგი 46 წლისაა, (ასაკი რომ არაფერ შუაშია 81 ფერუჩო სოლერმაც დაამტკიცა…) არ მივიღებ იმიტომ რომ ის ვერ თამაშობს ახალგაზრდას, ახალგაზრდას რომელსაც ჯერაც მშობლების ცხოვრებით უწევს ცხოვრება. ვერ მივიღებ იმიტომ კი არა რომ ბრწყინვალე გარეგნობით ვერ დაიკვეხნის, ვერ მივიღებ იმიტომ რომ არ აქვს არანაირი სცენური ხიბლი, მისგან არ მოდის არც დრამა, არც ტრაგედია. ეს საერთოდ სპექტაკლსაც ეხება – ჟანრული აღრევაც თვალშისაცემია და მოქმედ პირთა ლოგიკაც დაღვეული. რეჟისორი გთავაზობს პირობითობას, ცდილობ გაჰყვე, მაგრამ სადღაც იკარგება… აგერ პოლონიუსმა ამოიღო მობილური ტელეფონი, ლაერტს ელაპარაკება. ე.ი. რეჟისორს ჩვენს დროში გადმოაქვს მოქმედება, მაგრამ რა გინდა? ჩაიდო ჯიბეში მობილური და გმირები გავიდნენ დღევანდელობის მომსახურების ზონიდან… ეს ხაზი აღარსად გაგრძელებულა. სამაგიეროდ, სადღაც სკრაბეზმა – ფალიკურმა ხუმრობამ ამოჰყო  თავი –  ჰამლეტმა სარცხვინელთან ხის ჩასაბერი საკრავი მიიდო და პარტნიორს შესთავაზა – ჩაბერვა–არჩაბერვა… როზენკრანცი და გილდესტერნი შავ ხავერდის კაბებში გამოწყობილები გამოეცხადნენ ჰამლეტს, ხელში წითელი ვარდებით. მერე რა მოხდა, იქნებ ასე გადაწყვიტეს ჰამლეტის სევდის განქარვება? მაგარამ მერე რაღად არ იხდიან? ალმადოვარის პერსონაჟები არიან?

ან ის მაჯლაჯუნა ვინაა, წითელი ცხვირი რომ აქვს და აქეთ–იქით დასუნსულებს? სპექტაკლში ერთი ქათქათა, ვეება კარგად ნაკვები თაგვიც დასუნსულებს. ფინალისკენ ჩავებსაც იცმევს „დაჟე“…

ბევრი რამაა გაუგებარი. თუნდაც ის რატომაა გამოწყობილი ოფელია იაპონურ კიმანოში? დგახარ და ფიქრობ, გეიშაა? მაგრამ, ცოტაც და მას ლაერტი დაეტაკება, ჯერ ბღლაძუნობენ, მერე ლაერტი საკუთარ დას გაჩაჩხავს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), შენ თვალწინ ინცესტია, მერე ისევ და–ძმის ცემა–ტყეპა გრძელდება… ყველაფერს მიიღებ, მაგრამ ვეღარ დაიჯერებ რომ ძმასთან „მოსექსავე“ ქალს რამეღა დაუღვევს სულის სიმშვიდეს,  თუ ძმასთან სექსმა არ დაურღვია…

სპექტაკლში კლავდიუსს და მამის აჩრდილს ერთი და იგივე მსახიობი თამაშობს, ვეღარ გაიგებ როდისაა ის მკვდარი და როდის ცოცხალი, როდისაა მამა და როდის ბიძა ჰამლეტის. მამის აჩრდილი ისეთ ისტერიკას მართავს, ჰამლეტის სიგიჟე იქნებ სულაც გენეტიკური დაავადებაა? იქნებ ამიტომაცაა სპექტაკლის დასაწყისდანვე რომ შეშლილია, თვით მამის აჩრდილის გამოჩენამდე?

სპექტაკლში არის რამოდენიმე მართლაც ლამაზი მიზანსცენა, შთამბეჭდავი სცენა – როდესაც ოფელიას მაგიდების განათებულ თავზე გადაატარებენ, როდესაც ოფელიას მონასტერში წასვლისკენ მოუწოდებს ჰამლეტი…

სტრელერის სასწაული


სტრელერის შედევრის უკვდავებას  მისი „ასაკიც“  მოწმობს – 63 წლისაა…

მაგრამ იგრძნობა კი რომ შენს წინ 63 წლის წინ დადგმული სპექტაკლი თამშდება? არა და არა. სპექტაკლს ასაკი არ ეტყობა, ისევე როგორც ასაკი არ ეტყობა არლეკინოს როლის შემსრულებელს – 81 წლის ფერუჩო სოლერს, რომელიც უკვე 47 წელია თამაშობს ამ როლს… უყურებ ამ განუმეორებელი არტისტს და გაოცებს შუდარებლად შესრულებული აკრობატული ტრიუკებით, ტემპერამენტით, არტისტიზმით, 20 წლის ჭაბუკს რომ შეშურდება, მერწმუნეთ, შური ყურით არ მომითრევია – ჩემს მეგობარს, ახალგაზრდა მსახიობს, 19 წლის გიორგი ცისკარიშვილს გულწრფელად შურდა მისი… თუ „არლეკინოს“ ნახვა ვერ მოახერხეთ, იქნებ გადაჭარბებულიც გგონიათ ეს, ისევე როგორც ამ სპექტაკლის ნახვამდე გადაჭარბებულად მოგჩვენებოდა ავტორიტეტული დასავლელი კრიტიკოსების შეფასება, ამ სპექტაკლს შეუძლია სიამოვნება მიანიჭოს მასაც კი, ვინც საერთოდ არ იცის იტალიური ენა და მისი ნახვა რეკომენდირებულია ყველასთვის, მათთვისაც კი ვისაც ფეხი არ შეუდგამს თეატრშიო.

ეს შედევრი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დადგმულია 26 წლის ჯორჯო სტრელერის მიერ… სრულიად ახალგაზრდა სტრელერმა შესძლო ჩასწვდომოდა საუკუნეების წინათ, აღორძინების ეპოქაში შობილ და შემდეგ მივიწყებული ნიღბების კომედია დელ არტეს საიდუმლოს. მისი  წყალობით, იტალიამ მსოფლიოს ხელახლა აჩუქა კომედია დელ არტე.  და მაინც რითი მოგვხიბლა და დაგვატყვევა სტრელერის შედევრმა?

აქ ხომ არც დეკორაცია იყო გრანდიოზული, შთამბეჭდავი, გამაოგნებელი? სცენაზე იდგა სცენა, ჩვენს თვალიწინ სწევდნენ მოხატულ ფარდებს და მხოლოდ მიგვანიშნებდნენ რომელი სცენა ოთახში თამაშდებოდა, რომელი ქუჩაში?

აქ ხომ არ იყო არც ხმის და არც შუქის ეფექტები? ჩვენს თვალწინ გამოვიდა წელში მოხრილი მოხუცი, აანთო რამპის 9 სანთელი, განათდა  სცენაც (უფრო ზუსტი ვიქნებით თუ ვიტყვით რომ გაჩახჩახდა სცენა) და ისე გაიხსნა მაყურებლის წინ მეცხრე ცა, განათება არ შეცვლილა… და არც გამაოგნებელი მეტაფორები იყო, არც რებუსებს გვახვევდა რეჟისორი – თავის სატეხად…

პიესაც და ამბავიც რომელიც სცენაზე ხდება, ხომ ერთობ მუსბუქია იმისთვის რომ დაგატყვევოს? მართლაც რა ხდება? მსახურმა არლეკინომ ხელიდან არ გაუშვა ლუკმა–პურის შოვნის შანსი და მსახურად დაუდგა მეორე ბატონსაც ისე, რომ პირველმა არ იცოდა… ამ ორი ბატონიდან ერთი ბატონად გადაცმული ქალბატონი აღმოჩნდა, რომელსაც მეორე ბატონი უყვარს… ეს ინტრიგა კმარა სიცილისთვის, მაგრამ კმარა იმ შთაბეჭდილებისთვის, იმ სიამოვნებისთვის რაც მივიღეთ? სულაც არა. აბა, რამ მოგვხიბლა? იტალიელი მსახიობების განუმეორებელმა, ძალდაუტანებელმა, ლაღმა თამაშმა? მჩქეფარე ტემპერამენტმა?  იტალიური რომ არ გესმის, მაგრამ რომ გრძნობ რომ ყოველი სიტყვა ქმედითია, სხეულში გამოტარებული?  საოცარმა იმპროვიზაციამ? მაგრამ ეს იმპროვიზაცია ხომ ნამდვილი იმპროვიზაცია სულაც არაა, და მთელი ოსტატობაც სწორედ ამაშია რომ გიტოვებს შთაბეჭდილებას რომ მთელი სპექტაკლი იმპროვიზაციულად მიმდინარეობს – იქვე იქმნება შენს თვალწინ. იქნებ მსახიობთა ტრიუკები გვახვევდა თავბრუს? მაგრამ პირველ მოქმედებაში ხომ არც ეს ტრიუკები იყო, მაშინ რატომ ვიყავით ყველა ასე სიამოვნებისგან გატრუნულები, რაღაც საოცარ მდგომარეობაში? ანდა რატომ გვეგონა რომ მთელს სპექტაკლში ჟღერდა მუსიკა, მაშინ როცა სულ რამდენიმეჯერ აჟღერდა იგი?  ან მხოლოდ ამ ფერადმა, მონატრებულმა კოსტიუმებმა გაგვახარეს?

იქნებ ამ ყველაფერმა ერთად, მონატრებულმა კოსტიუმებმა, მონატრებულმა სილაღემ, სიკეთემ, ფერადოვნებამ, მსახიობებმა და თამაშის მძვინვარე სტიქიამ , წმინდა თეატრმალურმა პლასტიკამ, რიტმმა, მეტყველებამ მოგვხიბლა?

„ნიღაბი იდუმალი, საშინელი ინსტრუმენტია. მე იგი ყოველთვის შიშის გრძნობას მინერგავდა. ნიღაბით ჩვენ თითქოსდა ვუახლოვდებით თეატრი–სასწაულის სათავეებს: ჩვენ კვლავ ვხედავთ დემონებს – უძრავნი, უცვლელნი, გაქვავებული გამომეტყველებანი, აქედან წამოვიდა სწორედ თანამედროვე თეატრი…“ – წერდა სტრელერი, სტრელერი, რომელმაც ამჯერად ჩვენ მიგვიყვანა ამ სათავეებთან და გვაზიარა სასწაულს.

იქნებ ვიღაც მომიტრიალდეს და მითხრას კიდეც, რა სასწაული, კარგი სპექტაკლი იყო, მოგეწონა და „ფენიტალა კომედიაო“, მაგრამ აქ მთავარი მოწონება–არმოწონება კი არაა, მთავარია ის, რაც გემართება სპექტაკლის ბოლოს, გემართება შენდაუნებურად – მშვიდდები, ხდები კეთილი, იქნებ სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც… გემართება ის რასაც არისტოტელე კათარზისად მიიჩნევდა და სწორედ ამიტომაა სასწაულიც…

„ზევს ჩკა“

ერევნის მოზარდმაყურებელთა თეატრმა რუსთაველის თეატრის სცენაზე არისტოიფანეს „ღრუბლები“ წარმოადგინა. თუ კორშუნოვასის „ჰამლეტი“ კამათის საღერღელს მაინც გიშლიდა, აქ საკამოთოც არც არაფერია. ერთადერთი იმაზე თუ შეეკამათები, რატომ დგამ მოზარდებისთვის არისტოფანეს „ღრუბლებს“? აბა სხვა რაზე უნდა შეეკამათო, როცა შენს წინაა ყოვლად უსუსური სპექტაკლი, სადაც ქორო სხვა არაფერია თუ არა, ტლანქი, მოუქნელი მოცეკვავეების „პატანცოვკა“? რომლის ფუნქცია აქეთ იქით გადადი–გადმოდია. თავზე ვითომ ღრუბლის ნაგლეჯები აწყვიათ, მაგრამ ვერ გაიგებ ღრუბლის ქულაა თუ ლავაში?  მერე ნოტობანასაც რომ გაითამაშებენ – აცქა–ცუცქათი, ვითომ კლავიშები არიან… დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა… მაგრამ სადღაა სი? ქოროში 6 კაცია. „სი“ მოკვნეტილია… კიდევ ერთი კლავიში კიდე ჩავარდნილია, „თითის დაჭერიდან“ გვიან დგება… ან უდრო–უდროს ამოხტება…

რაზე უნდა იკამათო, როცა ზოგს ტოგა აცვია, ზოგს ფრაკი და ფრაკის შიგნით კიდევ შავი „სვიტრი“ და დამდგმელს ეს ზე–დროული გონია… ან რაზე უნდა იკამათო, ან რაზე უნდა იცინო, როცა კომედია ისევე მკვდარია, როგორც მისი ავტორი – არისტოფანე… თუმცა, ხარხარი ნამდვილად იყო, ყველა ავხარხარდით როცა დარბაზში გაისმა „ინჩეს უზუმ სოკრატ“, კულმინაცია კი მაშინ იყო როცა გვამცნეს „ზევს ჩკა“… რატომ ვიცინით ამ დროს? განა ეს უხერხული არაა? ჩვენ გვესიამოვნება ქართულის გაგონებაზე რომ ვინმეს ხარხარი აუტყდეს? აქ, არც ქართულია შუაში, არც სომხური. აქ კომიკურ ეფექტს ქმნის კლასიკური ტექსტის გაჟღერება ტექსტისთვის ასეთ უცხო და ჩვენთვის ასეთ ნაცნობ კონტექსტსა და ინტონაციაში. განა იგივე არ მოხდება, თუკი ქართველი მსახიობი, ჯულიეტას როლის შემსრულებელი, რომეოს აძახებაზე უპასუხებს – ჰააა? ან ქართველმა ჰამლეტმა რომ ყოფნა–არყოფნა წაიკითხოს როგორც შეშვენის ჭეშმარიტ ვაკელს, რა ინქება?

ვაკრიტიკებ ერევნის მოზარდმაყურებელთა თეატრს, და თან ნამუსი მქენჯნის. რა, ჩვენი მოზარდმაყურებელთა თეატრი უკეთეს სპექტაკლებს უდგამს ჩვენს ბავშვებს? აბა ესენი გაიყვანე საერთაშორისო ფესტივალზე, ნახავთ თუ აქეთ მაყურებელი არ დაუძახებს მათ „თეატრ ჩკა“…

 

დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“


 

 

 

 

%d bloggers like this: