თეატრალური ფესტივალი 2009 – ფილიპ ჟანტის დიდებული ოინები

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”)

გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენამ უმასპინძლა თანამედროვეობის დიდი რეჟისორ-გამომგონებლის ფილიპ ჟანტის სპექტაკლს „ზიგმუნდის ოინები“.

ეს იყო ირონიული, საოცარი სიმსუბუქითა და სინატიფით, მაღალი ოსტატობით და რაც მთავარია თითებით მოყოლილი ამბავი – მოგზაურობა ქვეცნობიერების ხვეულებში. ჟანტის სახელი ძვირფასია ყველასთვის – ვისთვისაც ძვირფასია საერთოდ თეატრი.

„ზიგმუნდის ოინები“ ეს იყო თოჯინური სპექტაკლი – თოჯინების გარეშე. ან რად უნდა ჟანტს თოჯინა, როცა მსახიობის ხელის შუათითი მზადაა წამოიხუროს მინიატურული ქუდი, მოისხას ფერადი მოსასხამი და იქცეს თოჯინად. თოჯინად კი არა სრუფლასოვან არტისტად. აქ ყველაფერი ისეთი დამაჯერებელია რომ მარჯვენა ხელის მარცხენა მტევანიც არ გეჩვენება არადამაჯერებლად. ჟანტს არ ჭირდება თოჯინები ტრადიციული გაგებით. ის ბორიტად მტრობს შტამპებს და ტრადიციებს. განათლებით გრაფიკოს ფილიპ ჟანტს ინერციით ხშირად დღესაც იხსენიებენ მეთოჯინედ, მაგრამ ის ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან გაერიდა თოჯინების თეატრს, სადაც მოღვაწეობდა 60-იან წლებში. 20 წელიწადზე მეტია რაც მეუღლესთან და თანაავტორთან მერი ანდერვუდთან ერთად ქმნის სინთეზურ წარმოდგენებს, რომლებიც შეიცავენ დრამის, პანტომიმის, თანამედროვე ცეკვის, ინსტალაციის ხელოვნების და ერთგავრი ცირკის, კერძოდ „ახალი ცირკის“ ელემენტებს.

ჟანტმა კაი ხანია გაარღვია ყოველგვარი ჟანრის ჯებირები და დღეს ჟანტი – უკვე ჟანრია. თოჯინების თეატრიდან მან შემოიტოვა რწმენა იმისა, რომ თეატრში ადამიანს ძალუძს მართოს ყველაფერი. ცნობილია რომ სპექტაკლის მზადებისას იგი გაცილებით დიდ დროს უთმობს მხატვარტან და ინჟინრებთან მუშაობას, ვიდრე მსახიობებთან, რათა დახვეწილი იყოს ყველა ტრიუკი, ოინი, რომელსაც ის მაყურებელს სთავაზობს.

მას სცენურ სივრცეს ნაქცევი აქვს დაუსრულებელი მეტამორფოზების პოლიგონად. მისი სიურეალისტური წიაღსვლები და კონტრასტები რაელობასთან, გახსენებს სალვადორ დალის. გაოცებს თავისი ხედვით, ფორმის სიცხადით და თავისუფალი მიმართებით საგნებთან.

ის ისევე მარჯვედ და ოსტატურად ჟონგლიორობს საგნებით, როგორც ფროიდის ტერმინებით, კულტურული ასოციაციებით. და რაც ნიშანდობლივია – საგნების მოცულობით. რაც უნდა იყოს პატარა, უცებ აღმოჩნდება დიდი და რაც განუყოფელ მთლიანობად გეჩვენება, იწყებს ცხორებას ნაწილ-ნაწილ ფრაგმენტებად.

„ზიგიმუნდის ოინები“ ჟანტმა 1983 წელს დადგა, აღადგინა 2000 წელს.

ყველაფერი იწყება იმით რომ მთხრობელი აღმოაჩენს რომ მისი ცალკეული ნაწილები მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და სავსებით არ საჭიროებენ თავიდან მომდინარე სიგნელებს. თვით თავიც კი არაა თავის ადგილზე: სცენაზე ვხედავთ უთავო კაცს პალტოში, მკერდზე მიბჯენილი ყუთით. ჯიბეში მობილური ურეკავს, იღება ყუთი – სადაც თავია. ასეა, რომ არ დაკარგო თავი წარსულში უნდა შეინახო ყუთში. აკი ამშვიდებს კიდეც დედამისს (რომელიც ურეკავს) რომ თავი არ დაუკარგავს და ყუთში აქვს შენახული, რომ ხალხი შეიკრიბა მისი ამბის მოსასმენად. მაყურებელს გვთხოვს რომ გავთიშოთ მობილურები – თუ არ გვინდა რომ დედამისმა შეგვაწუხოს, იფარებს ვეება თითგადმოყოფილ შპალას და იწყებს თხრობას. გვიყვება როგორ გათავხედდა მისი მარცხენა ხელი, როგორ დაიწყო ქექვა ჯერ ჯიბეში, შემდეგ ჩანთაში, როგორ ამოძვრა იქიდან როგორც ჭეშმარიტ მძარცველს შეეფერება – ტყავის ხელთათმაშნი ჩაცმული, თავზე ტყავის შპალით და პისტოლეტად შემართული ცერა-საჩვენებელი თითებით. როგორ „დაასტუკა“ ის მაკრატლიანმა მარჯვენა ხელმა, რომელიც გვევლინება პოლიციის ინსპექტორად, რომელმაც მაკრატლით გადაჭრა სინათლე, სიბნელეში კი მზაკვარმა მარცხენამ გაიტყუა იქ, საიდანაც თავს ვერ დააღწევ – ელვაშესაკრავიდან თუ არ დაიძვრინე თავი. ამისთვის კი უნდა დაპატარავდეს და ისიც პატარავდება ხელის მტევნისოდენად და იწყება მისი მოგზაურობა,

ყველა ვისაც ის ხვდება ასევე ხელები არიან – შინაგან საქმეთა მინისტრი, საიდუმლო პოლიციის აგენტი თუ კაპიტანი წყალქვეშა ნავის, წყალქვეშა ნავი რომელიც აღნმოჩნდება  ნატურალური ზომის უნიტაზი.

ეს მოგზაურობა ხეტიალია ქვეცნობიერში, მეხსიერების ხვრელებსა და სიზმრებში, კომპლექსებში, მოგონებებსა და პარანოიალურ იდეებში.

ეს მეხსიერების ხვრელები, მოგონებების ოკეანე, ოიდიპოსის კომპლექსი, ასოების კუნძული ქმნის ქვეცნობიერების ცნობილ პეიზაჟს. საიდანაც ეძებს თავის დაღწევის გზას მთხრობელი.

ფილიპ ჟანტი, 1947 წლის 12 აპრილს ასახელებს თავისი მთავარი მარცხისა და მთავარი წარმატების თარიღად – აცხადებს რომ ამ დღეს ის გახდა პარანოიკი. ამბობს რომ ათი წლის ასაკში დაკარგა მამა და ეს იმხელა დარტყმა იყო მისთვის რომ ხალხთან ურთიერთობა არ შეეძლო წლების მანძილზე, სანამ ფსიქოანალიზი არ დაეხმარა. კლასიკური ფსქიოანალიზის გავლენა ეტყობა ჟანტის ამ სპექტაკლს – აკი ჰქვია კიდეც „ზიგმუნდის ოინები“. ეს გავლენა დემონსტრატიულიც კია – ოიდიპოსოს კომპლექსის კომიკური ილუსტრაციით, აურაცხელი ფროიდუისტულად ნაფერი სიურიალისტური სახეებით. მაგალითად ყვავილი ხუთი მკერდისგან, რომლის გულიც მტაცებელი პირია… მრავალრიცხოვან პაროდიულ თეატრალურ ფანტასმაგორიებს ენაცვლება სატირა ძალუფლებასა და პრესაზე (პრესის კოლონადები)…

მეხსიერების ხვრელები თუ მოგონებების ოკეანე, მიწისქვეშა იდუმალი ქცვეცნობიერება თუ ემოციების კუნძული, წყალი, ცეცხლი, ქვა, ბალახი, მთები, თევზები, ღრუბლები, თევზები, ჩიტები, კოსმიური და საძღვაო ხომალდები..

ჩვენ წინ ეს ყველაფერი იქმნება თითქმის არაფრისგან, ხელებისგან.

ჩვენს წინაა 4 ხელი და ამ ხელისგან ჩადენილი საოცრებანი, საგნების მოშველიებით.

ესაა მკაფიო, და იდეალური სინთეზი ყველა სცენური საშუალების – ტექსტის, სინათლის, ფერის, ხმის, მუსიკის, პლასტიკის, ინტონაციის. ესაა სპექტაკლი – მაღალმხატრვრული სახეების ცვენა, თამაშის სტიქია…

მოგზაურობა ქვეცნობიერში კი მთავრდება შერიგებით საკუთარ თავთან, რადგან ვერ შეიყვარებ მოყვასს როგორც საკუთარ თავს, თუკი საკუტარი თავი გძულს.

შტამბეჭდავია ფინალი – ორი ხელი ებრძვის ერთმანეთს, შიშვლდებიან, მერე ერთმანეთს ეს რი ხელი გადაეწვნება და პულსცირებს როგორც გული…

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: